სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირზე ეროვნული ჰიმნი მისმა შვილმა შეასრულა - ემოციური კადრები "კრწანისიდან"
გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირზე ეროვნული ჰიმნი მისმა შვილმა შეასრულა - ემოციური კადრები "კრწანისიდან"

სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე დღეს 36 წლის გახ­და. ვა­ზი­ა­ნის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გა, მა­შინ, რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის 21-ე ბრი­გა­და, ცხინ­ვა­ლის ე.წ შან­ხა­ის რა­ი­ონს უტევ­და...

შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ აწა­მე­ბენ და­ტყვე­ვე­ბულ ქარ­თველ სამ­ხედ­როს ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და აი­ძუ­ლე­ბენ მი­წას აკო­ცოს, თუმ­ცა, გმი­რი ბო­ლომ­დე უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ქარ­თვე­ლი კაპ­რა­ლი 2008 წლის ნო­ემ­ბრამ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ნო­ემ­ბერ­ში კი ცხინ­ვა­ლი­დან ათი ქარ­თვე­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მათ­გან ერთ-ერთი ან­წუ­ხე­ლი­ძე იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცხე­და­რი სა­შინ­ლად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო სი­ცო­ცხლე­ში 195 სმ-მდე იყო, თუმ­ცა, ცხე­და­რი 180 სმ-მდე იქ­ნე­ბო­და, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­აბ­ნია, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ასე­თი სხვა­ო­ბის მი­ზე­ზი ცხედ­რის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა იყო...

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ღუ­პულ კაპ­რალს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. უფ­რო­სი, ლე­ვა­ნი 1 წლის იყო, რო­დე­საც მამა და­ი­ღუ­პა, ხოლო ანა ომის შემ­დეგ გაჩ­ნდა.

"მამა არ­ცერ­თს არ ახ­სოვს, მაგ­რამ რად­გან მთე­ლი ქვე­ყა­ნა იც­ნობს გი­ორ­გის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ორი­ვემ იცის მას­ზე, მა­თაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და ჩვე­უ­ლებ­რივ, მამა-მა­მი­კო­თი მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიქ­ვი­ლა­ძე.

გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის და­ბა­დე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მისი სა­ხე­ლო­ბის "3X3 კა­ლათ­ბურ­თის" ტურ­ნი­რი და­ი­წყო. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნით გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის შვილ­მა, ანა ან­წუ­ხე­ლი­ძემ შე­ას­რუ­ლა.

წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის მხარ­დამ­ჭერ ცენ­ტრ „კრწა­ნის­ში“ ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მისი მო­ად­გი­ლე რატი ბრე­გა­ძე, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რი, გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი გი­ორ­გი მა­თი­აშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ეს­წრნენ.

ნიჭიერი ბავშვია
0

ბედნიერი გაიზარდე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირზე ეროვნული ჰიმნი მისმა შვილმა შეასრულა - ემოციური კადრები "კრწანისიდან"

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირზე ეროვნული ჰიმნი მისმა შვილმა შეასრულა - ემოციური კადრები "კრწანისიდან"

საქართველოს სიმბოლო, ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე დღეს 36 წლის გახდა. ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა...

შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.

ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.

ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. უფროსი, ლევანი 1 წლის იყო, როდესაც მამა დაიღუპა, ხოლო ანა ომის შემდეგ გაჩნდა.

"მამა არცერთს არ ახსოვს, მაგრამ რადგან მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის, რასაკვირველია, ორივემ იცის მასზე, მათაც ყველაფერი იციან და ჩვეულებრივ, მამა-მამიკოთი მოიხსენიებენ..." - ამბობს AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიქვილაძე.

გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალებში მისი სახელობის "3X3 კალათბურთის" ტურნირი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა, ანა ანწუხელიძემ შეასრულა.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი მოადგილე რატი ბრეგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და ეროვნული გმირის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ბავშვების ოჯახიდან გაყვანის წესი იცვლება -  რამდენად სამართლიანია სისტემა, როგორც ბავშვების, ისე მშობლების მიმართ

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე