კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ
მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს "მა­ხინჯს“ უწო­დებს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ სი­ტყვით მი­ნისტრს "ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში მო­იხ­სე­ნი­ებს.

"სა­ა­კაშ­ვილს აქვს შიში, რომ ჰა­ა­გა­ში და­ვას წა­ა­გებს" - წუ­ლუ­კი­ა­ნის ამ ფრა­ზი­თაა და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი, რომ­ლის ბმულ­საც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი აზი­ა­რებს და წერს:

ეს მა­ხინ­ჯი სა­ქარ­თვე­ლოს გამ­ტყუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს და ჩა­ლი­ჩობს

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მკაც­რი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა და აღ­ნიშ­ნულ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი პოს­ტი მი­უ­ძღვნეს. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­განს:

ბაია პა­ტა­რა­ია: "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სექ­სი­ზი­მი! სა­მარ­ცხვი­ნო და­ბუ­ლინ­გე­ბა პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლი­სა გა­რეგ­ნო­ბა­ზე. რით ვერ გაგ­ზარ­დეთ პო­ლი­ტი­კო­სი კა­ცე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში?! პო­ლი­ტი­კოსს თუ ლან­ძღავთ, პო­ლი­ტი­კო­სი გა­ლან­ძღეთ და ქა­ლის სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტებს პო­ლი­ტი­კა­ში მა­ინც ნუ შე­მოგ­ვა­ჩე­ჩებთ. 2020 წელს უკულ­ტუ­რო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი გო­ი­მო­ბაა უკვე ეს".

სოფო კი­ლა­ძე: "ქა­ლის მი­სა­მარ­თით ასე­თი კო­მენ­ტა­რის კად­რე­ბა ნიშ­ნავს: 1.არ გაქვს არ­გუ­მენ­ტი და ეს გა­ცო­ფებს 2. არც ადა­მი­ა­ნო­ბა გაქვს. ვე­ლო­დე­ბი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კო­მენ­ტა­რებს".

და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლი: "სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­რამ­დე­ნედ ამ­ტკი­ცებს, რომ სრუ­ლი­ად დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა: გენ­დერუ­ლი თავ­დას­ხმის მიღ­მა რამ­ხე­ლა სი­ძულ­ვი­ლი და ბოღ­მა ამოძ­რა­ვებს ამ ადა­მი­ანს ჩანს ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში.

სი­ტყვა "მა­ხინ­ჯის" მნიშ­ვნე­ლო­ბა რომ იცო­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, სა­კუ­თარ ერს და ქვე­ყა­ნას ბო­დიშს მო­უხ­დი­და იმ მარ­თლაც მა­ხინ­ჯი და კრი­მი­ნა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის­თვის, რი­თაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი და­ა­მახ­სოვ­რა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბას ვერ აც­დე­ბა ვე­რა­ვინ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად აგებს პა­სუხს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე!!!"

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სი­ტყვა "მა­ხინ­ჯი" ქარ­თვე­ლი ქალი პო­ლი­ტი­კო­სის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა. "მა­ხინ­ჯი თო­ჯი­ნა“ უწო­და მან პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს 2018 წელს.

"კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, პატ­რი­არ­ქმაც კი თქვა გუ­შინ, რომ ხმე­ბი მო­პა­რუ­ლია. რა ვქნათ ახლა, ქურ­დულ ლო­გი­კას მივ­ყვეთ და "გა­ვაპ­რა­ვოთ“ მო­პარ­ვა?! მათ შო­რის, აზ­რზე მო­სუ­ლი ჩვე­ნი ფორ­მა­ლუ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვა­ღი­ა­როთ შე­დე­გე­ბი. რა უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ხალ­ხს „აა­ხი­ეს“ ქვე­ყა­ნა? ივა­ნიშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი ერის ნე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბით უნდა და­ას­კუ­პოს თა­ვი­სი მა­ხინ­ჯი თო­ჯი­ნა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და ეს ვა­ღი­ა­როთ?! ქარ­თუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ უნდა გა­ა­სა­ღოს ის, რაც ან­ტი­ქარ­თუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა?“, – ამ­ბობ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 135 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
GEGE
37

რას ნიშნავს სააკაშვილი ჰააგაში წააგებს?

გედევან კაჭკაჭური
464

მთავარია სულით მახინჯი არ იყო და სულმდაბალი შიზიკ...

ავტორი:

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანს "მახინჯი" უწოდა - ექსპრეზიდენტს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს "მახინჯს“ უწოდებს. სააკაშვილი ამ სიტყვით მინისტრს "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მოიხსენიებს.

"სააკაშვილს აქვს შიში, რომ ჰააგაში დავას წააგებს" - წულუკიანის ამ ფრაზითაა დასათაურებული ამბავი, რომლის ბმულსაც ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს და წერს:

ეს მახინჯი საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს და ჩალიჩობს

ყოფილი პრეზიდენტის ამგვარ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა და აღნიშნულ თემას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი მიუძღვნეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

ბაია პატარაია: "ჩვეულებრივი სექსიზიმი! სამარცხვინო დაბულინგება პოლიტიკოსი ქალისა გარეგნობაზე. რით ვერ გაგზარდეთ პოლიტიკოსი კაცები ამ ქვეყანაში?! პოლიტიკოსს თუ ლანძღავთ, პოლიტიკოსი გალანძღეთ და ქალის სილამაზის სტანდარტებს პოლიტიკაში მაინც ნუ შემოგვაჩეჩებთ. 2020 წელს უკულტურობა და პოლიტიკური გოიმობაა უკვე ეს".

სოფო კილაძე: "ქალის მისამართით ასეთი კომენტარის კადრება ნიშნავს: 1.არ გაქვს არგუმენტი და ეს გაცოფებს 2. არც ადამიანობა გაქვს. ველოდები ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების კომენტარებს".

დავით მათიკაშვილი: "სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა: გენდერული თავდასხმის მიღმა რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს ჩანს ყველგან და ყველაფერში.

სიტყვა "მახინჯის" მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს. მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ აცდება ვერავინ და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე!!!"

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა "მახინჯი" ქართველი ქალი პოლიტიკოსის მიმართ გამოიყენა. "მახინჯი თოჯინა“ უწოდა მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, პატრიარქმაც კი თქვა გუშინ, რომ ხმები მოპარულია. რა ვქნათ ახლა, ქურდულ ლოგიკას მივყვეთ და "გავაპრავოთ“ მოპარვა?! მათ შორის, აზრზე მოსული ჩვენი ფორმალური თანამებრძოლები როდესაც საუბრობენ, რომ რაღა აზრი აქვს, უნდა ვაღიაროთ შედეგები. რა უნდა ვაღიაროთ, რომ ხალხს „აახიეს“ ქვეყანა? ივანიშვილმა ქართველი ერის ნების სრული იგნორირებით უნდა დაასკუპოს თავისი მახინჯი თოჯინა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ეს ვაღიაროთ?! ქართულობის სიმბოლოდ უნდა გაასაღოს ის, რაც ანტიქართულობის სიმბოლოა?“, – ამბობდა მიხეილ სააკაშვილი.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ივანიშვილი დანიშნავს არჩევნებს ან ოპოზიცია დაიწყებს აქციებისთვის მზადებას, პროტესტი რევოლუციაში გადაიზრდება" - მელია