სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" - ექსპერტი
"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" -  ექსპერტი

IRI-ს კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 89%-ის კე­თილ­გან­წყო­ბით კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II სარ­გებ­ლობს. რე­ი­ტინ­გის მი­ხედ­ვით შემ­დე­გი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეა 74%-ით, მე­სა­მე კი - პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია 63%-იანი მხარ­და­ჭე­რით. ალ­ბათ, ის იქ­ნე­ბა სიის პირ­ვე­ლი ნო­მე­რიც. სა­ხელ­დე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვარ-სა­ხე­ლი, ვისი სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დის გა­და­ხა­ლი­სე­ბას აპი­რებს. რო­გორ ფიქ­რობთ, გა­ხა­რია, რო­გორც გამ­წე­ვი ძალა, იკ­მა­რებს წარ­მა­ტე­ბის­თვის, თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უფრო აქ­ტი­უ­რად მო­უ­წევს პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა?

ამ და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე ესა­უბ­რა "კვი­რის პა­ლიტ­რა"სო­ცი­ო­ლოგ­სა და პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძეს.

- მოდი, ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­დეს სია და მერე შე­ვა­ფა­სოთ ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბიც და ძვე­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი თვით ადრე ასე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გო­რიც ახლა აქვს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", მგო­ნი, აქამ­დე არც ჰქო­ნია.

ისე ჩანს, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ძლი­ე­რი ფი­გუ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი აშ­კა­რად არა აქვს, რაც ადრე ნამ­დვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი იყო. მმარ­თვე­ლი ძა­ლის რი­გებ­ში აქამ­დე არ ჩან­და გა­ხა­რი­ას მსგავ­სი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც ლო­კო­მო­ტი­ვის ფუნ­ქცი­ას იტ­ვირ­თებ­და - ადრე ამ­გვა­რი მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლი იყო. მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის წარ­დგე­ნა­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მათ შერ­ჩე­ვა­ზე დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და­ხარ­ჯა.

დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია კახი კა­ხიშ­ვი­ლი­სა და და­ვით სერ­გე­ენ­კოს გა­მო­ჩე­ნამ ამ ას­პა­რეზ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ასე­თი ულა­პა­რა­კოდ მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ტი­უ­ლო­ბა­ზე მაღ­ლა დგა­ნან, ვფიქ­რობ, დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა. ადრე მმარ­თვე­ლი ძა­ლის რი­გებ­ში არც ასე­თი ფი­გუ­რე­ბი ჩან­დნენ. გარ­და ამი­სა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აქვს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და დიდი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, ჰყავს გამ­წე­ვი ძალა გა­ხა­რი­ას სა­ხით და რა სა­ჭი­როა ამ ვი­თა­რე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი? მით უფრო, რომ მას აშ­კა­რად არ სურს ჩა­რე­ვა. რამ­დე­ნი ხა­ნია, არა­ფერ­ზე ჰქო­ნია რე­აქ­ცია... ვფიქ­რობ, ამ ეტაპ­ზე მან სწო­რი სტრა­ტე­გია აირ­ჩია - როცა არ არის სა­ჭი­რო, ვფიქ­რობ, რე­სურ­სე­ბის ზედ­მე­ტი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლიც კია. ალ­ბათ, სი­ა­ში ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა სა­კა­მა­თო, რო­გორც ყვე­ლა სი­ა­ში. ვნა­ხოთ... იხი­ლეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
43

ექსპერტ, იქნებ გვითხრათ გამწევი ძალა რაში გამოიხატება ქვეყანის მართმსაჯულება მთლიანად მაფიას რომ ჩაუვარდა ხელში და გადაწყვეტილებებს სასამართლო კლანი ღებულობს????? ხომ არ აჯობებდა რომ გეთქვა საქართვცელოს მოსახლეობას არ ყავს გამწევი ძალა და ამიტომ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო?????? ასევე იმასაც ხომ არ იტყოდი რამდენი ათაქსი ლარს გიხდის დახმარების სახით ივანიშვილი ყოველთვიურად?

ttt
29
ბატონი ბიძინი მოგტეხეს მგონი!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" - ექსპერტი

"ქართულ ოცნებას" ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი?" -  ექსპერტი

IRI-ს კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. რეიტინგის მიხედვით შემდეგი ამირან გამყრელიძეა 74%-ით, მესამე კი - პრემიერი გიორგი გახარია 63%-იანი მხარდაჭერით. ალბათ, ის იქნება სიის პირველი ნომერიც. სახელდება კიდევ რამდენიმე გვარ-სახელი, ვისი საშუალებითაც "ქართული ოცნება" "ოცნების" საპარლამენტო გუნდის გადახალისებას აპირებს. როგორ ფიქრობთ, გახარია, როგორც გამწევი ძალა, იკმარებს წარმატებისთვის, თუ ბიძინა ივანიშვილს უფრო აქტიურად მოუწევს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა?

ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა "კვირის პალიტრა" სოციოლოგსა და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

- მოდი, ჯერ ოფიციალურად გამოცხადდეს სია და მერე შევაფასოთ ახალი კანდიდატებიც და ძველიც. რაც შეეხება დანარჩენს, არჩევნებამდე ორი თვით ადრე ასეთი კომფორტული მდგომარეობა, როგორიც ახლა აქვს, "ქართულ ოცნებას", მგონი, აქამდე არც ჰქონია.

ისე ჩანს, რომ საარჩევნო პროცესში ჩართული ძლიერი ფიგურების დეფიციტი აშკარად არა აქვს, რაც ადრე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მმართველი ძალის რიგებში აქამდე არ ჩანდა გახარიას მსგავსი ფიგურა, რომელიც ლოკომოტივის ფუნქციას იტვირთებდა - ადრე ამგვარი მხოლოდ ივანიშვილი იყო. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამაც დაგვანახა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ შერჩევაზე დიდი ძალისხმევა დახარჯა.

დიდი რეზონანსი გამოიწვია კახი კახიშვილისა და დავით სერგეენკოს გამოჩენამ ამ ასპარეზზე. საზოგადოებისთვის ასეთი ულაპარაკოდ მისაღები კანდიდატები, რომლებიც პარტიულობაზე მაღლა დგანან, ვფიქრობ, დიდი ფუფუნებაა. ადრე მმართველი ძალის რიგებში არც ასეთი ფიგურები ჩანდნენ. გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" აქვს ადმინისტრაციული და დიდი ფინანსური რესურსი, ჰყავს გამწევი ძალა გახარიას სახით და რა საჭიროა ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი? მით უფრო, რომ მას აშკარად არ სურს ჩარევა. რამდენი ხანია, არაფერზე ჰქონია რეაქცია... ვფიქრობ, ამ ეტაპზე მან სწორი სტრატეგია აირჩია - როცა არ არის საჭირო, ვფიქრობ, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაცია დაუშვებელიც კია. ალბათ, სიაში ბევრი რამ იქნება საკამათო, როგორც ყველა სიაში. ვნახოთ... იხილეთ სრულად

"ჭანკოტაძეს, შაშკინსა და მელიას მობილიზებული ჰყავთ ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები" - რას ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე და რას პასუხობენ ენმ-ში

არჩევნები მესიის გარეშე, მაგრამ ისევ ივანიშვილის და სააკაშვილის მეტოქეობით - საარჩევნო გარემო, სოციოლოგია და ვინ როგორ სცადა პანდემიის გამოყენება

"ეს იყო პრორუსული ქვეცნობიერის გამოვლენა" - პრემიერი ბუბა კიკაბიძის მიერ "თბილისოს" რუსულად შესრულებაზე