პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და კვლე­ვე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კონ­კურ­სის - M ვექ­ტო­რის გა­მარ­ჯვე­ბულ­თა და­ჯილ­დო­ე­ბა გა­ი­მარ­თა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა პრო­ფე­სორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ და ფონ­დი ქარ­თუს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკო ჩხე­ტი­ან­მა.

კონ­კურ­სი მარ­ტში და­ი­წყო და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის 500-მდე მოს­წავ­ლემ მი­ი­ღო. ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე 73 მო­ნა­წი­ლე გა­და­ვი­და. საპ­რი­ზო პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლე­ბი 18 მო­ნა­წი­ლეს შო­რის გა­და­ნა­წილ­და. თვრა­მე­ტი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სი­ა­ნი პრი­ზი და­ა­წე­სა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა. პირ­ველ ად­გილ­ზე გა­სუ­ლი ხუთი მოს­წავ­ლე მო­მა­ვალ წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტემ სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში.

და­ჯილ­დო­ე­ბამ­დე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტური მო­ე­წყო KIU-ს სტუ­დენ­ტურ ქა­ლაქ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ პი­რა­დად გაც­ნო­ბოდ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუსს, სას­წავ­ლო და სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებს.

კონ­კურ­სის შე­სა­ხებ: M ვექ­ტო­რი მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი თვი­სებ­რი­ვად ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ტენ­დენ­ცი­ებს მი­სა­და­გე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­ზე. „M ვექ­ტო­რი“ მო­ნა­წი­ლე­ებს არა მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნას და ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბას, არა­მედ ამ ცოდ­ნით კონ­კრე­ტუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო გა­დაჭ­რის გზე­ბის მიგ­ნე­ბას სთა­ვა­ზობს.

„M ვექ­ტო­რი“ იმ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ზეა გათ­ვლი­ლი, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებთ და უყ­ვართ მა­თე­მა­ტი­კა, თუმ­ცა პრო­ექ­ტი მკაცრს შე­ზღუდ­ვას არ აწე­სებს - მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა მე­თერ­თმე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­საც შე­უძ­ლი­ათ.

მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის კონ­კურ­სის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და კვლე­ვე­ბის ასო­ცი­ა­ცია (EPRA)პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რია ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU)M ვექ­ტო­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რია ფონ­დი ქარ­თუ­კონ­კურ­სი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით მხარ­და­ჭე­რით ტარ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის - M ვექტორის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ და ფონდი ქართუს აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკო ჩხეტიანმა.

კონკურსი მარტში დაიწყო და მასში მონაწილეობა დამამთავრებელი კლასების 500-მდე მოსწავლემ მიიღო. ფინალურ ეტაპზე 73 მონაწილე გადავიდა. საპრიზო პირველი, მეორე და მესამე ადგილები 18 მონაწილეს შორის გადანაწილდა. თვრამეტივე გამარჯვებულისთვის სპეციალური ფასიანი პრიზი დააწესა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა. პირველ ადგილზე გასული ხუთი მოსწავლე მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სტემ საზაფხულო ბანაკში.

დაჯილდოებამდე პროექტის მონაწილეებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო KIU-ს სტუდენტურ ქალაქში, სადაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ უნივერსიტეტის კამპუსს, სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს.

კონკურსის შესახებ: M ვექტორი მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების განვითარების ხელშემწყობი თვისებრივად ახალი, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდენციებს მისადაგებული ფორმატის კონკურსია, რომელიც ორიენტირებულია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებზე. „M ვექტორი“ მონაწილეებს არა მხოლოდ მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების გამოვლენას და ცოდნის გაღრმავებას, არამედ ამ ცოდნით კონკრეტული მათემატიკური პრობლემების საინტერესო გადაჭრის გზების მიგნებას სთავაზობს.

„M ვექტორი“ იმ მეთორმეტეკლასელებსა და აბიტურიენტებზეა გათვლილი, რომლებსაც აინტერესებთ და უყვართ მათემატიკა, თუმცა პროექტი მკაცრს შეზღუდვას არ აწესებს - მასში მონაწილეობის მიღება მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ.

მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის განმახორციელებელია საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია (EPRA)პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)M ვექტორის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ქართუკონკურსი განათლების, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მხარდაჭერით ტარდა

როგორ გავზარდოთ გაყიდვები - 5 რჩევა დეველოპერებს

ლევან კობერიძე: "კომუნიკაციების კანონში" ცვლილებებით ხელისუფლებამ ლეგალური გახადა ბიზნესზე ძალადობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ტერორით და რეკეტით აკეთებდა

ბათუმში დიჯიტალ ტვ-ის ოფისი გაიხსნა