კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?
"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?

ანა იმე­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა, ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს ბორ­ჯომ­სა და ლი­კან­ში ატა­რებს. კუ­რორ­ტის სი­ლა­მა­ზემ და ბუ­ნე­ბამ "ინფლუ­ენ­სე­რი" აღაფრ­თო­ვა­ნა, თუმ­ცა რო­გორც "ინ­სტაგ­რამ­ზე" წერს, რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბამ გული დას­წყვი­ტა.

"გრძელ­დე­ბა ჯა­დოს­ნუ­რი დას­ვე­ნე­ბა... ბავ­შვო­ბი­დან ზღაპ­რულ სამ­ყა­როს­თან ასო­ცირ­დე­ბა ჩემ­თვის ბორ­ჯო­მი, ლი­კა­ნი... და ამ ზღაპ­რის ნა­წი­ლი იყო მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოც. ნი­კო­ლოზ რო­მა­ნო­ვის ბრძა­ნე­ბით 1892-1895 წწ. აშე­ნე­ბუ­ლი სა­სახ­ლე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ლი­ნის რე­ზი­დენ­ცი­ად გა­და­იქ­ცა. ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­დან აუ­ა­რე­ბე­ლი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და ამ სი­ლა­მა­ზეს. ახ­ლაც მახ­სოვს ბავ­შვო­ბა­ში ნა­ნა­ხი უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სახ­ლე­ში ინა­ხე­ბო­და (ნა­პო­ლე­ო­ნის მიერ სა­ჩუქ­რად გა­მოფ­ზავ­ნი­ლი მა­გი­და, ირა­ნის შა­ჰის სა­ვარ­ძე­ლი, ფა­ი­ფუ­რის თუ­თი­ყუ­ში)....

ჯერ კი­დევ 2017 წელს მინ­დო­და პეტ­რეს­თვი­საც მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ამა­ოდ. წელ­საც იგი­ვე... 2016 წლი­დან სა­სახ­ლე „სა­პარტნი­ო­რო ფონდს“ გა­და­ე­ცა, შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.... იგეგ­მე­ბო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ უკვე მე-3-ე წე­ლია ჩა­მოვ­დი­ვართ და იგი­ვე სევ­დი­ა­ნი სუ­რა­თი გვხვდე­ბა - და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­სახ­ლე, რო­მელ­თან ახ­ლო­საც ვერ მივ­დი­ვართ, რომ უკეთ და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ.... იმე­დია ჩემი შვი­ლიც შეძ­ლებს იმ სი­ლა­მა­ზე­ე­ბის და ის­ტო­რი­უ­რი ნა­წი­ლის ნახ­ვას ოდეს­მე, რო­მელ­მაც ჩემ­ზე ბავ­შვო­ბი­დან წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა" - წერს იმე­დაშ­ვი­ლი.

რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოდ მო­იხ­სე­ნი­ე­ბა, მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით ამ ად­გი­ლას, უწინ პუ­რის კალო ყო­ფი­ლა. მი­ხე­ილ რო­მა­ნო­ვის ვაჟს სა­ზა­ფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცი­ად ლი­კან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია მოს­წო­ნე­ბია. სა­სახ­ლე 1892-95 წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­მა ლე­ონ­ტინ ბე­ნუ­ამ აა­შე­ნა.

რე­ზი­დენ­ცია შემ­დგომ­ში ტუ­რის­ტთა და­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლად იქცა. აქ პე­რი­ო­დუ­ლად ის­ვე­ნებ­და იო­სებ სტა­ლი­ნიც. სა­სახ­ლე­ში და­ცუ­ლია უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი, მათ შო­რი­საა ნა­პო­ლე­ო­ნის მიერ რო­მა­ნო­ვე­ბი­სათ­ვის ნა­ჩუ­ქა­რი მა­გი­და, ირა­ნის შა­ჰის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი სა­ვარ­ძე­ლი, პი­რა­დად რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ პეტ­რე პირ­ვე­ლის ხე­ლით კაკ­ლის ხის ფეს­ვე­ბი­სა­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მა­გი­და. სა­სახ­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ნივ­თი ან­ტიკ­ვა­რუ­ლია. ცენ­ტრა­ლუ­რი შე­სას­ვლე­ლის თაღ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია ფა­ი­ფუ­რის თუ­თი­ყუ­ში, რო­მე­ლიც კა­რე­ბის გა­ღე­ბის­თა­ნა­ვე იწყებ­და მოძ­რა­ო­ბას, თით­ქოს ესალ­მე­ბო­და შე­მომ­სვლელ სტუ­მარს. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ჰა­ე­რის ჭავლთან.

სა­ბი­ლი­არ­დო ოთახ­ში კვლავ არ­სე­ბობს რო­მა­ნო­ვე­ბის დრო­ინ­დე­ლი ბი­ლი­არ­დი, ოთახ­ში არ­სე­ბულ რუ­სულ ღუ­მელ­ზე იტა­ლი­უ­რი მწვა­ნე კე­რე­მი­კით გა­მო­ხა­ტუ­ლია ცხო­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ნად­რო­ბენ ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში. ასე­ვე და­ცუ­ლია რო­მა­ნო­ვის კა­ბი­ნე­ტი, რო­მელ­შიც შემ­დგომ­ში სტა­ლი­ნი მუ­შა­ობ­და. ამ კა­ბი­ნეტ­შია ორი ის­ტო­რი­უ­ლი ლურ­სმა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ორი­ვე სტა­ლი­ნის მიერ არის და­ჭე­დე­ბუ­ლი. ერთი სა­წერ მა­გი­და­ზე ქუ­დი­სათ­ვის და მე­ო­რე კე­დელ­ზე კი­ტე­ლის და­სა­კი­დად. ეს კა­ბი­ნე­ტი ბუხ­რით, გან­ლა­გე­ბუ­ლი ავე­ჯით და მო­ზა­ი­კუ­რი ჭე­რით აღ­მო­სავ­ლურ სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი.სა­სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე არ­სე­ბობს ე. წ. „პეპ­ლე­ბი­ა­ნი“ სა­ძი­ნე­ბე­ლი.

ის­ტო­რია კი ასე­თია: რო­მა­ნოვს ჰყო­ლია კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იჭერ­დნენ პეპ­ლებს ბორ­ჯო­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ერთ–ერთს მოს­ვლია აზ­რად ოთა­ხი მო­ე­ხა­ტა ამ პეპ­ლე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი და­სუ­რა­თე­ბე­ბით, რად­გან ყვე­ლა მათ­გა­ნი გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თი­სა­გან.

ამა­ვე ოთახ­ში არის იმ­დრო­ინ­დე­ლი ორ­მხრი­ვი სა­ვარ­ძე­ლი, რო­მელ­საც გა­ბუ­ტუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის სა­ვარ­ძე­ლი ჰქვია. ლი­კან­ში რო­მა­ნო­ვე­ბის სა­სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2018 წელს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. პრო­ექ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით შე­მუ­შავ­და.

ავ­ტო­რი: თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nata
14

ნებისმიერი ქვეყანა გამოიყენებდა ამ სიმდიდრეს, ქვეყანასაც ახეირებდა და ხალხსაც, მაგრამ ჩვენთან მარტო მაქინაციებით გაკეთებულ ფულს აქვს გემო. PS ისე ბოლშევიკების და სტალინის დონე ამ ულამაზეს სასახლეში მიჭედებული ლურსმნებიდან ჩანს

თეა
7

ანა იმედაშვილი ვინაა,

ავტორი:

"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?

"მესამე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება" - რას წერს ანა იმედაშვილი რომანოვების სასახლეში ყოფნის შემდეგ?

ანა იმედაშვილი, რომელიც მეორე შვილს ელოდება, ზაფხულის ცხელ დღეებს ბორჯომსა და ლიკანში ატარებს. კურორტის სილამაზემ და ბუნებამ "ინფლუენსერი" აღაფრთოვანა, თუმცა როგორც "ინსტაგრამზე" წერს, რომანოვების სასახლის მდგომარეობამ გული დასწყვიტა.

"გრძელდება ჯადოსნური დასვენება... ბავშვობიდან ზღაპრულ სამყაროსთან ასოცირდება ჩემთვის ბორჯომი, ლიკანი... და ამ ზღაპრის ნაწილი იყო მეოთხე სამმართველოც. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით 1892-1895 წწ. აშენებული სასახლე, მოგვიანებით სტალინის რეზიდენციად გადაიქცა. ყოველწლიურად მსოფლიოდან აუარებელი ტურისტი სტუმრობდა ამ სილამაზეს. ახლაც მახსოვს ბავშვობაში ნანახი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც სასახლეში ინახებოდა (ნაპოლეონის მიერ საჩუქრად გამოფზავნილი მაგიდა, ირანის შაჰის სავარძელი, ფაიფურის თუთიყუში)....

ჯერ კიდევ 2017 წელს მინდოდა პეტრესთვისაც მეჩვენებინა, მაგრამ ამაოდ. წელსაც იგივე... 2016 წლიდან სასახლე „საპარტნიორო ფონდს“ გადაეცა, შემდგომი განვითარებისთვის.... იგეგმებოდა რეაბილიტაცია, მაგრამ სამწუხაროდ უკვე მე-3-ე წელია ჩამოვდივართ და იგივე სევდიანი სურათი გვხვდება - დაზიანებული სასახლე, რომელთან ახლოსაც ვერ მივდივართ, რომ უკეთ დავათვალიეროთ.... იმედია ჩემი შვილიც შეძლებს იმ სილამაზეების და ისტორიური ნაწილის ნახვას ოდესმე, რომელმაც ჩემზე ბავშვობიდან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა" - წერს იმედაშვილი.

რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. გავრცელებული ცნობებით ამ ადგილას, უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა.

რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია. ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემომსვლელ სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან.

საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერემიკით გამოხატულია ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ბორჯომის ხეობაში. ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომში სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ისტორიული ლურსმანი, რამდენადაც ორივე სტალინის მიერ არის დაჭედებული. ერთი საწერ მაგიდაზე ქუდისათვის და მეორე კედელზე კიტელის დასაკიდად. ეს კაბინეტი ბუხრით, განლაგებული ავეჯით და მოზაიკური ჭერით აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი.სასახლის მეორე სართულზე არსებობს ე. წ. „პეპლებიანი“ საძინებელი.

ისტორია კი ასეთია: რომანოვს ჰყოლია კოლექციონერები, რომლებიც იჭერდნენ პეპლებს ბორჯომის ტერიტორიაზე. ერთ–ერთს მოსვლია აზრად ოთახი მოეხატა ამ პეპლების ანალოგიური დასურათებებით, რადგან ყველა მათგანი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

ამავე ოთახში არის იმდროინდელი ორმხრივი სავარძელი, რომელსაც გაბუტული შეყვარებულების სავარძელი ჰქვია. ლიკანში რომანოვების სასახლის რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. პროექტი, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან თანამშრომლობითა და ჩართულობით შემუშავდა.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

"ვერ უძლებენ ასაკოვანი დედები აქაურ ურთულეს სამუშაოს... კეთილი ინებეთ, ახალგაზრდებო და თქვენ წამოდით" -  რას წერს რომში მოღვაწე არქიმანდრიტი

"ჩემი მრავალწლიანი ქრონიკული ბრონქიტი სვანეთის ჰაერმა 5 დღეში განკურნა" - რას წერს ცნობილი ექიმი, რომელიც მესტიაში კარანტინში იმყოფება

"ეს ისტორია შემაკავებელი ორდერის გამოცემით დასრულდა..." - რას წერს გოგონა, რომელსაც კნუტის გაჩუქების შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ