მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე
"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

ფი­ლო­სო­ფო­სი და თსუ-ს პრო­ფე­სო­რი, ლელა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ბუსა ჟვა­ნი­ა­სა და ლე­ვან თო­ფა­ძეს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

იგი გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვილს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ულო­ცავს და აქ­ცენტს აკე­თებს გო­გო­ნა­ზე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და.

"ლე­ვან თო­ფა­ძის გა­დარ­ჩე­ნას და შინ დაბ­რუ­ნე­ბას ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა მის ახ­ლო­ბელს და ნინო ჟვა­ნი­ას, რომ­ლის პო­ზი­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლად ღირ­სე­უ­ლი იყო ამ დღე­ებ­ში.

ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ა­საც ვუ­ლო­ცავ, მჯე­რა, რომ ეს ამ­ბა­ვი შეც­ვლის და გა­ნა­ვი­თა­რებს მას პერ­სო­ნა­ლუ­რად, რო­გორც ადა­მი­ანს და პი­როვ­ნე­ბას, და­ა­ნახ­ვებს და გა­ნაც­დე­ვი­ნებს სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულს.

მე მას არ ვიც­ნობ. სულ ერთხელ შევ­ხვდი, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, 1 სა­ა­თით საქ­მი­ან თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მშფოთ­ვა­რე მზე­რა.

ლე­ვან თო­ფა­ძეს არ ვიც­ნობ, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე შევ­სწრე­ბი­ვარ მის ქე­ბას. ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად ეჭი­რა თავი პა­პა­მისს ამ დღე­ებ­ში.

იმ გო­გო­ნა­საც ვუ­ლო­ცავ, რომ­ლის მხო­ლოდ ფოტო გვაჩ­ვე­ნა მე­დი­ამ, რო­გორც ნა­ტურ­მორ­ტი. მა­საც ამო­ე­ღოს ხმა, რომ ვინ­მეს მარ­თლა უსუ­ლო სა­გა­ნი არ ეგო­ნოს და ადა­მი­ა­ნად ჩათ­ვა­ლონ. ეს ხმის ამო­ღე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მის­თვი­საც და ყვე­ლა იმ გო­გო­ნას­თვის, რო­მელ­საც ჯერ არ "გა­უღ­ვი­ძია!"

სა­ბო­ლო­ოდ კი ლე­ვან თო­ფა­ძის გა­დარ­ჩე­ნას ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჯერ კი­დევ ადა­მი­ა­ნია მგლე­ბის ხრო­ვა­ში" - წერს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია.

დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც. ბუსა ჟვა­ნი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
23

სრულებით არაფრისმომცემი და არაფრისმთქმელი............

gio
21

რატომ შეწუხდა ეს ქალბატონი ამ კომენტარისთვის? თან ვითომ უნდა, რომ გოგომ ამოიღოს ხმა და თან ამ ბიჭებს აქებს. ჯერ კარგად მოიფიქრეთ, რა პოზიცია გაქვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

ფილოსოფოსი და თსუ-ს პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი ბუსა ჟვანიასა და ლევან თოფაძეს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იგი გოგი თოფაძის შვილიშვილს გამოჯანმრთელებას ულოცავს და აქცენტს აკეთებს გოგონაზე, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა.

"ლევან თოფაძის გადარჩენას და შინ დაბრუნებას ვულოცავ ყველა მის ახლობელს და ნინო ჟვანიას, რომლის პოზიცია გამორჩეულად ღირსეული იყო ამ დღეებში.

ბესარიონ ჟვანიასაც ვულოცავ, მჯერა, რომ ეს ამბავი შეცვლის და განავითარებს მას პერსონალურად, როგორც ადამიანს და პიროვნებას, დაანახვებს და განაცდევინებს საკუთარ დანაშაულს.

მე მას არ ვიცნობ. სულ ერთხელ შევხვდი, უნივერსიტეტში, 1 საათით საქმიან თემაზე სასაუბროდ და არასოდეს დამავიწყდება მისი დაინტერესებული და მშფოთვარე მზერა.

ლევან თოფაძეს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენჯერმე შევსწრებივარ მის ქებას. ძალიან ღირსეულად ეჭირა თავი პაპამისს ამ დღეებში.

იმ გოგონასაც ვულოცავ, რომლის მხოლოდ ფოტო გვაჩვენა მედიამ, როგორც ნატურმორტი. მასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს მართლა უსულო საგანი არ ეგონოს და ადამიანად ჩათვალონ. ეს ხმის ამოღება უმნიშვნელოვანესია მისთვისაც და ყველა იმ გოგონასთვის, რომელსაც ჯერ არ "გაუღვიძია!"

საბოლოოდ კი ლევან თოფაძის გადარჩენას ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც ჯერ კიდევ ადამიანია მგლების ხროვაში" - წერს გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"ანაფილაქსური შოკი არის ყველა ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას" - გურული

"რა ორშაბათიდან? წადი, ბიძია, ამ საღამოსვე გაიქეცი გერმანიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში... ვინმე ღვთისნიერი მარკშეიდერს გამოგაყოლებს" - ჟურნალისტი მერს მიმართავს

"ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები "ფაიზერს" და სხვა ვაქცინებს უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე "ასტრაზენეკას" - რას წერს სამეცნიერო ჟურნალისტი?