კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა
წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა

„ფე­ნიქ­სი“ წიგ­ნი-ლა­ბი­რინ­თია, რო­მელ­შიც მკი­თხველს შე­უძ­ლია იმოგ­ზა­უ­როს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს სი­უ­ჟე­ტის ფორ­მი­რე­ბა­ში. მკი­თხვე­ლი ხდე­ბა წიგ­ნის გმი­რი და საკ­ვან­ძო მო­მენ­ტებ­ში, თა­ვად წყვეტს, თუ რო­გორ გაგ­რძელ­დეს ამ­ბა­ვი.

„ფე­ნიქ­სი“ სხვა­ნა­ი­რი წიგ­ნია, რო­მე­ლიც არ იკი­თხე­ბა თან­მიმ­დევ­რო­ბით. ამ რო­მან­ში ამ­ბა­ვი იკი­თხე­ბა იმ რი­გი­თო­ბით, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი თა­ვად აირ­ჩევს და ფაზ­ლი­ვით აა­წყობს.

15 ნა­წი­ლის­გან შემ­დგარ­მა ინ­ტე­რაქ­ცი­ულ­მა წიგნ­მა გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­იმ­სა­ხუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ინ­ტე­რე­სი. უკვე გა­მო­სულ 5 ნა­წილს, 7 აგ­ვის­ტო­დან მომ­დევ­ნო 2 გაგ­რძე­ლე­ბა: - „გაქ­ცე­ვა“ და „და­ბა­დე­ბის დღე“ შე­ე­მა­ტე­ბა.

ამ სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოთხმა ავ­ტორ­მა: - ელის დოჯ­სონ­მა, თეა ინა­სა­რი­ძემ, ტო­რე­სა მო­სიმ და ნი­კო­ლას მა­ჩა­ბელ­მა მი­ი­ღეს. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის და­წე­რილ ნა­წი­ლებს აგ­რძე­ლებ­დნენ.

„ფე­ნიქ­სის“ ყო­ვე­ლი ნა­წი­ლი და­მა­ინ­ტრი­გე­ბელ, საკ­ვან­ძო მო­მენ­ტში წყდე­ბა, სა­დაც მთა­ვარ გმი­რებს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა მო­უ­წევთ. ყო­ველ წიგნს კი ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბა, სა­დაც ამ­ბა­ვი გმი­რის ამა თუ იმ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით ვი­თარ­დე­ბა.

უძ­ვე­ლე­სი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ფე­ნიქ­სი ჯა­დოს­ნუ­რი ფრინ­ვე­ლია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ას­წლე­უ­ლი ცო­ცხლობს. ლე­გენ­და­რუ­ლი ფე­ნიქ­სი - წი­თელ, ალის­ფერ და ყვი­თელ ფე­რებ­შია. ამ­გვა­რად, ასო­ცირ­დე­ბა ამო­მა­ვალ მზეს­თან და ცე­ცხლთან. მისი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი სა­ფი­რო­ნის მსგავ­სად ანა­თებს. ფე­ნიქ­სი სიკ­ვდი­ლის წინ სა­კუ­თარ თავს იწ­ვავს, შემ­დეგ კი ფერ­ფლი­დან აღ­დგე­ბა, რომ ახა­ლი, ხან­გრძლი­ვი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს. ფე­ნიქ­სი მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა!

წიგნ „ფე­ნიქ­სის“ რო­მე­ლი­მე ნა­წილ­ში შე­იძ­ლე­ბა შენი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი მოკ­ვდეს, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში, ის აღ­დგე­ბა და მისი ცხოვ­რე­ბა სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თე­ბა.

ყო­ველ ნა­წილს და­მა­ტე­ბით ქვე­სა­თა­უ­რი აქვს. „ას­ტრო­ი­დი“ - ამ­ბის და­სა­წყი­სია, სა­დაც წიგ­ნის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირს, სა­ლის ვეც­ნო­ბით. სალი პრო­ფე­სი­ით ქი­მი­კო­სია. ის სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, city coffee-ში ბა­რის­ტად მუ­შა­ობს. კა­ფე­ში ყო­ველ დი­ლით, ერ­თსა და იმა­ვე დროს ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი შე­მო­დის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ამე­რი­კა­ნოს უკ­ვე­თავს. მკაცრ დრეს­კოდ­თან უც­ნა­ურ კონ­ტრასტს მისი სპორ­ტუ­ლი მა­ჯის სა­ა­თი, „გარ­მი­ნის“ „ფე­ნიქ­სი“ ქმნის. სალი უც­ნო­ბის ვი­ნა­ო­ბას იგებს და მას ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძებ­ნის, სა­დაც აღ­მო­ა­ჩენს, რომ ვატო თით­ქოს ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს... კა­ფეს ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა ბი­ჭიც სტუმ­რობს, რო­მე­ლიც ინ­ტე­რესს იჩენს სა­ლის მი­მართ. გიგა მხი­ა­რუ­ლი და უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. ერთხე­ლაც, ის სა­ლის კი­ნო­ში, ღა­მის სე­ანსზე და­პა­ტი­ჟებს. გი­გას­თან შე­სახ­ვედ­რად მი­მა­ვა­ლი სალი, მეტ­როს ბა­ქან­ზე შემ­თხვე­ვით გა­და­ეყ­რე­ბა ვა­ტოს, რო­მე­ლიც მას მო­უ­ლოდ­ნე­ლად დახ­მა­რე­ბას სთხოვს... სა­ლიმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს: და­თან­ხმდეს სა­ეჭ­ვო შე­თა­ვა­ზე­ბას ბი­ჭის­გან, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია ძა­ლი­ან მოს­წონს, თუ უთხრას უარი და შეხ­ვდეს გი­გას, რო­მე­ლიც მას კი­ნო­თე­ატრთან ელო­დე­ბა.

„ას­ტრო­იდს“ ორი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა აქვს, სა­დაც მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ლის არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი რო­მან­ში, თუ სალი ვა­ტოს აირ­ჩევს, მა­შინ „გა­დატ­ვირ­თვა“ უნდა წა­ი­კი­თხოთ, ხოლო თუ სალი შეხ­ვდე­ბა გი­გას, მა­შინ თქვენ „ჩა­ფერფვ­ლა“ უნდა აირ­ჩი­ოთ.

თუ გიყ­ვართ დე­ტექ­ტი­ვი, კრი­მი­ნა­ლუ­რი ამ­ბე­ბი, დრა­მა, შავი კო­მე­დია და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი; გხიბ­ლავთ სი­უ­ჟე­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, მა­შინ „ჩა­ფერფვ­ლის“ ხაზს უნდა გაჰ­ყვეთ. ხოლო თუ გი­ზი­დავთ თრი­ლე­რი, მის­ტი­კა, სა­თავ­გა­და­სავ­ლო ჟან­რი, გა­ინ­ტე­რე­სებთ სა­ი­დუმ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი, მა­შინ „გა­დატ­ვირ­თვის“ ხაზს მიჰ­ყე­ვით.

მათ კი, ვინც ყვე­ლა ხაზს წა­ი­კი­თხავს, არა­ერ­თი სი­ურპრი­ზი და 8 ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სას­რუ­ლი ელით.

ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- ფე­ნიქ­სი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია და ამას­თან ერ­თად, გვინ­დო­და რომ ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ყო­ფი­ლი­ყო. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნის ფასი 4 ლა­რია. რად­გან წიგ­ნე­ბი და­ყოვ­ნე­ბე­ბით გა­მო­დის და შე­საძ­ლე­ბე­ლია ცალ-ცალ­კე შე­ძე­ნა, ვფიქ­რობთ, რომ საკ­მა­ოდ მი­სა­ღე­ბი ფა­სია. იმე­დია, ჩვენს მკი­თხველს მო­ე­წო­ნე­ბა ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც ანა­ლო­გი არ აქვს და აირ­ჩე­ვენ სა­სურ­ველ და­სას­რულ­საც.

თუ ჯე­რაც არ და­გი­წყი­ათ წიგნ-ლა­ბი­რინთში მოგ­ზა­უ­რო­ბა, გირ­ჩევთ, ჩა­ერ­თოთ სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვალ­ში, რო­მელ­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და წიგ­ნის ავ­ტო­რე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ. გახ­დი მკი­თხვე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვად გა­და­წყვეტს წიგ­ნის ბედს!

sponsored by ContentRoom

წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა

წიგნი, რომლის კითხვისას, მკითხველი ავტორის როლს ირგებს -   7 აგვისტოდან „ფენიქსის“ კიდევ 2 ალტერნატიული გაგრძელება გამოვა

„ფენიქსი“ წიგნი-ლაბირინთია, რომელშიც მკითხველს შეუძლია იმოგზაუროს და მონაწილეობა მიიღოს სიუჟეტის ფორმირებაში. მკითხველი ხდება წიგნის გმირი და საკვანძო მომენტებში, თავად წყვეტს, თუ როგორ გაგრძელდეს ამბავი.

„ფენიქსი“ სხვანაირი წიგნია, რომელიც არ იკითხება თანმიმდევრობით. ამ რომანში ამბავი იკითხება იმ რიგითობით, რომელსაც მკითხველი თავად აირჩევს და ფაზლივით ააწყობს.

15 ნაწილისგან შემდგარმა ინტერაქციულმა წიგნმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა საზოგადოების დიდი ინტერესი. უკვე გამოსულ 5 ნაწილს, 7 აგვისტოდან მომდევნო 2 გაგრძელება: - „გაქცევა“ და „დაბადების დღე“ შეემატება.

ამ საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტში მონაწილეობა ოთხმა ავტორმა: - ელის დოჯსონმა, თეა ინასარიძემ, ტორესა მოსიმ და ნიკოლას მაჩაბელმა მიიღეს. ისინი ერთმანეთის დაწერილ ნაწილებს აგრძელებდნენ.

„ფენიქსის“ ყოველი ნაწილი დამაინტრიგებელ, საკვანძო მომენტში წყდება, სადაც მთავარ გმირებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ყოველ წიგნს კი ორი ალტერნატიული გაგრძელება მოჰყვება, სადაც ამბავი გმირის ამა თუ იმ არჩევანის მიხედვით ვითარდება.

უძველესი ლეგენდის თანახმად, ფენიქსი ჯადოსნური ფრინველია, რომელიც რამდენიმე ასწლეული ცოცხლობს. ლეგენდარული ფენიქსი - წითელ, ალისფერ და ყვითელ ფერებშია. ამგვარად, ასოცირდება ამომავალ მზესთან და ცეცხლთან. მისი ცისფერი თვალები საფირონის მსგავსად ანათებს. ფენიქსი სიკვდილის წინ საკუთარ თავს იწვავს, შემდეგ კი ფერფლიდან აღდგება, რომ ახალი, ხანგრძლივი ცხოვრება დაიწყოს. ფენიქსი მუდმივი განახლების სიმბოლოა!

წიგნ „ფენიქსის“ რომელიმე ნაწილში შეიძლება შენი საყვარელი პერსონაჟი მოკვდეს, მაგრამ პარალელურ რეალობაში, ის აღდგება და მისი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება.

ყოველ ნაწილს დამატებით ქვესათაური აქვს. „ასტროიდი“ - ამბის დასაწყისია, სადაც წიგნის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სალის ვეცნობით. სალი პროფესიით ქიმიკოსია. ის სწავლის პარალელურად, city coffee-ში ბარისტად მუშაობს. კაფეში ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი შემოდის, რომელიც ყოველთვის ამერიკანოს უკვეთავს. მკაცრ დრესკოდთან უცნაურ კონტრასტს მისი სპორტული მაჯის საათი, „გარმინის“ „ფენიქსი“ ქმნის. სალი უცნობის ვინაობას იგებს და მას ინტერნეტში მოძებნის, სადაც აღმოაჩენს, რომ ვატო თითქოს ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს... კაფეს ყოველდღიურად სხვა ბიჭიც სტუმრობს, რომელიც ინტერესს იჩენს სალის მიმართ. გიგა მხიარული და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთხელაც, ის სალის კინოში, ღამის სეანსზე დაპატიჟებს. გიგასთან შესახვედრად მიმავალი სალი, მეტროს ბაქანზე შემთხვევით გადაეყრება ვატოს, რომელიც მას მოულოდნელად დახმარებას სთხოვს... სალიმ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს: დათანხმდეს საეჭვო შეთავაზებას ბიჭისგან, რომელიც დიდი ხანია ძალიან მოსწონს, თუ უთხრას უარი და შეხვდეს გიგას, რომელიც მას კინოთეატრთან ელოდება.

„ასტროიდს“ ორი ალტერნატიული გაგრძელება აქვს, სადაც მოვლენების განვითარება სალის არჩევანზეა დამოკიდებული. თუ გაინტერესებთ, როგორ განვითარდება მოვლენები რომანში, თუ სალი ვატოს აირჩევს, მაშინ „გადატვირთვა“ უნდა წაიკითხოთ, ხოლო თუ სალი შეხვდება გიგას, მაშინ თქვენ „ჩაფერფვლა“ უნდა აირჩიოთ.

თუ გიყვართ დეტექტივი, კრიმინალური ამბები, დრამა, შავი კომედია და სასიყვარულო ისტორიები; გხიბლავთ სიუჟეტის მოულოდნელი და სრულიად წარმოუდგენელი განვითარება, მაშინ „ჩაფერფვლის“ ხაზს უნდა გაჰყვეთ. ხოლო თუ გიზიდავთ თრილერი, მისტიკა, სათავგადასავლო ჟანრი, გაინტერესებთ საიდუმლო ისტორიები, მაშინ „გადატვირთვის“ ხაზს მიჰყევით.

მათ კი, ვინც ყველა ხაზს წაიკითხავს, არაერთი სიურპრიზი და 8 ალტერნატიული დასასრული ელით.

ანანო თავხელიძე, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელი:

- ფენიქსი ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანი პროექტია და ამასთან ერთად, გვინდოდა რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თითოეული წიგნის ფასი 4 ლარია. რადგან წიგნები დაყოვნებებით გამოდის და შესაძლებელია ცალ-ცალკე შეძენა, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მისაღები ფასია. იმედია, ჩვენს მკითხველს მოეწონება ინტერაქციული წიგნი, რომელსაც ანალოგი არ აქვს და აირჩევენ სასურველ დასასრულსაც.

თუ ჯერაც არ დაგიწყიათ წიგნ-ლაბირინთში მოგზაურობა, გირჩევთ, ჩაერთოთ საინტერესო თავგადასავალში, რომელსაც გამომცემლობა "პალიტრა L" და წიგნის ავტორები გთავაზობენ. გახდი მკითხველი, რომელიც თავად გადაწყვეტს წიგნის ბედს!

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მე-12)

"ბიბლიის განმარტებების" მე-16 ტომიდან დაიწყება ახალი აღთქმა", - წერილი რედაქტორისგან

აუდიოწიგნები და მგზავრობა - როგორ გავხადოთ მოგზაურობა უფრო კომფორტული