სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?
მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით და­წყე­ბუ­ლი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის მე­სა­მე ნა­წი­ლი წა­რად­გი­ნა.გა­ხა­რი­ას თქმით, ყვე­ლა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი, ვინც მთავ­რო­ბას 300 - ლა­რი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, მათ შო­რის ისი­ნი, ვინც წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნე­ბი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, ამ დახ­მა­რე­ბას უპი­რო­ბოდ მი­ი­ღებს. ასე­ვე ნო­ემ­ბერ­ში, დე­კემ­ბერ­ში, იან­ვარ­ში და თე­ბერ­ვალ­ში 200 კი­ლო­ვატ­სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და 200 კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის მოხ­მა­რე­ბა მთავ­რო­ბის მიერ კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტუ­დენ­ტი, 150 000 ქუ­ლამ­დე კა­ტე­გო­რი­ა­ში კი მი­ი­ღებს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან 2020-2021 სას­წავ­ლო წლის ერთი სე­მესტრის სრულ ანა­ზღა­უ­რე­ბას. ხოლო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი აქვთ შე­ჩე­რე­ბუ­ლი, ერთი წლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და­უ­ფი­ნანსდე­ბათ. შე­ღა­ვა­თე­ბით ისარ­გებ­ლებს 33 000-ზე მეტი სტუ­დენ­ტი.

17 წლის ჩათ­ვლით თი­თო­ე­ულ მო­ზარდს, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერთჯე­რა­დად 200 ლარი და­ე­რი­ცხე­ბა. არას­რულ­წლოვ­ნე­ბი დახ­მა­რე­ბას 15 სექ­ტემ­ბრამ­დე მი­ი­ღე­ბენ. პრე­მი­ე­რის თქმით, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ბი­უ­ჯე­ტი არის 410 მი­ლი­ო­ნი ლარი

სო­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მის წარ­დგე­ნამ პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია უკვე გა­მო­იწ­ვია. ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს "შირ­მად" იყე­ნებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი თვით ადრე ასე­თი სა­ყო­ველ­თაო ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა სხვას არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ არა ამომ­რჩევ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვას.

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თით­ქმის ორ­ჯერ გა­ა­ღა­რი­ბა სა­ქარ­თვე­ლო და მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ამ ფონ­ზე, გა­ხა­რი­ას ვი­თომ წყა­ლო­ბა არის ფა­რი­სევ­ლო­ბა, ტყუ­ი­ლი", - ასე შე­ა­ფა­სა ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მის მე­სა­მე ნა­წი­ლი.

"და­მა­ნა­ხეთ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ ეს არას­წო­რი ნა­ბი­ჯი იყო. მა­ნა­ხეთ ეს ერთი ადა­მი­ა­ნი, თვა­ლებ­ში მინ­და ჩავ­ხე­დო. მა­შინ რო­დე­საც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მეტი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს იყო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ. გარ­და ამი­სა, რა თქმა უნდა, გა­ნათ­ლე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბულ მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი გეგ­მის კრი­ტი­კა რთუ­ლია, თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს მთავ­რო­ბამ, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­არსვლად ჩა­ით­ვა­ლე­ბა.

"ნე­ბის­მი­ე­რი სვლა დღეს, მთავ­რო­ბას შე­საძ­ლოა ისე ჩა­ეთ­ვა­ლოს, რომ ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ამ შე­ფა­სე­ბა­ში რე­ა­ლო­ბის რა­ღაც პრო­ცენ­ტი ნამ­დვი­ლად არის, მაგ­რამ, აბა, ახლა სხვაგ­ვა­რად შევ­ხე­დოთ. დენ­თან და გაზ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­სე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მთე­ლი ოპო­ზი­ცია, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ი­თხოვ­და და ეს გა­ი­ზი­ა­რა მმარ­თველ­მა ძა­ლამ".

ძა­ბი­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბი ამომ­რჩევ­ლებ­ზე გავ­ლე­ნას ნამ­დვი­ლად მო­ახ­დენს, მაგ­რამ არ არის 200 ლარი ის თან­ხა, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ამომ­რჩე­ვე­ლი იმ­დე­ნად იყი­დოს, რომ მხო­ლოდ ამან გა­ნა­პი­რო­ბოს მისი გა­მარ­ჯვე­ბა. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის მთე­ლი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ოპო­ზი­ცია დაქ­საქ­სუ­ლია, არც ლი­დე­რი ჰყავს და არც ერ­თი­ა­ნი პირი აქვს, ჩემი აზ­რით, სწო­რედ ეს გახ­დე­ბა იმის მი­ზე­ზი, რომ 30 ოლ­ქი­დან 26-27 ოლ­ქში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნი­ლი გა­ი­მარ­ჯვებს", - გა­ნა­ცხა­და ძა­ბი­რა­ძემ.

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, პრე­მი­ე­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა დიდ­წი­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან ფი­ნანსდე­ბა, ისე­დაც გა­ღა­რი­ბე­ბულ ქვე­ყა­ნას კი სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი მძი­მედ და­აწ­ვე­ბა და შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ლაფ­სის მომსწრე­ე­ბიც გავ­ხდეთ.

"ეს არ არის ეკო­ნო­მი­კუ­რი გეგ­მა, ეს არის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა, რისი კრი­ტი­კაც ძა­ლი­ან რთუ­ლია. კი ბა­ტო­ნო, რომ იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით და მოს­ყიდ­ვის ნიშ­ნებ­საც რომ შე­ი­ცავ­დეს, არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს არ გვაქვს მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა იმი­სა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის გამო ვაკ­რი­ტი­კოთ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი ტო­ტა­ლუ­რი გა­ჭირ­ვე­ბაა.

სხვა კი­თხვე­ბი მიჩ­ნდე­ბა, სა­ი­დან მო­აქვთ ეს ფული? ეკო­ნო­მი­კა ისე­დაც იკ­ლებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩვე­ნი გა­დახ­დი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის მე­ნე­ჯმენტს ახორ­ცი­ე­ლებს. ეს თა­ვის­თა­ვად კარ­გია, მაგ­რამ შე­მო­სავ­ლე­ბი რომ იკ­ლებს ქვე­ყა­ნა­ში და ესე­ნი ხარ­ჯებს რომ ზრდი­ან, რას აპი­რე­ბენ?

ჯობს მუდ­მი­ვად თევ­ზის გა­დაგ­დე­ბას, ერთხელ ან­კე­სი მი­ა­წო­დონ ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას რომ თვითკმარ­ნი გავ­ხდეთ, ქვე­ყა­ნამ შეძ­ლოს ყვე­ლა სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და არა ეკო­ნო­მი­კი­დან ბოლო კა­პი­კე­ბის გა­მო­შიგვნით ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა."- აცხა­დებს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი AMBEBI.GE- სთან სა­უ­ბარ­ში.

17 წლამ­დე მო­ზარ­დე­ბის ერთჯე­რა­დად 200 ლა­რით დახ­მა­რე­ბას ექ­სპერ­ტი არ მი­ე­სალ­მე­ბა.

"წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ასე­თი ტო­ტა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის, უნდა არ­სე­ბობ­დეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოხ­დე­ბა სეგ­რე­გი­რე­ბა. უნდა და­ეხ­მა­რო იმას, ვი­საც სჭირ­დე­ბა და არა იმას, ვინც სხვას უნდა ეხ­მა­რე­ბო­დეს. ტექ­ნი­კუ­რად შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც ხელს ჰკი­დებ ასეთ სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მას, ჯო­ბია დახ­მა­რე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყოს", - აცხა­დებს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

თე­ო­ნა რა­მა­ზაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
46

საქმედია, ექსპერტები და პოლიტიკური ინფრასტრუქტურა უნდა მოშორდეს ამ ქვეყანას და უნდა შეიქმნას საქართველოს ხსნის კომიტეტი! ყველა ის მოსაზრეება, რომელიც გარემოების შეფასებასა და დინამიკას ეხება საქმედია მას განუხილველად ტოვებს. ეს სრულებით არ ნიშნავს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესუსტებასა და აღმოფხვრას! იციდეთ და გაიგეთ, რომ ეს ქვეყანა ისე არაპროფესიულად და უნიჭოდ (უნარი) იმართება, რომ ამას აუცილებლად ექნება შეჩერების წერტილი და ეს მძიმე იქნება ყველა ამ საქმეში მონაწილეთათვის! ერი და ბერი წუმპეშია!

)))))
27

ეს კარგი მაგრამ ინფლაციას და ლარის გაუფასურებას არ გამოიწვევს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?

მოქალაქეებზე ზრუნვა თუ საარჩევნო მოსყიდვა? - რა შეიძლება დავინახოთ თუ პრემიერ გახარიას "თვალებში ჩავხედავთ"?

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო პანდემიის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით დაწყებული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი წარადგინა. გახარიას თქმით, ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300 - ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ამ დახმარებას უპირობოდ მიიღებს. ასევე ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში და თებერვალში 200 კილოვატსაათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ კომპენსირებული იქნება.

ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, 150 000 ქულამდე კატეგორიაში კი მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას. ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული, ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ. შეღავათებით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი.

17 წლის ჩათვლით თითოეულ მოზარდს, სოციალური სტატუსისა და რაოდენობის მიუხედავად, ერთჯერადად 200 ლარი დაერიცხება. არასრულწლოვნები დახმარებას 15 სექტემბრამდე მიიღებენ. პრემიერის თქმით, სოციალური დახმარების ბიუჯეტი არის 410 მილიონი ლარი

სოციალური გეგმის წარდგენამ პოლიტიკურ ასპარეზზე არაერთგვაროვანი რეაქცია უკვე გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" სოციალურ პროექტებს "შირმად" იყენებს, სინამდვილეში კი, არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი საყოველთაო ფულადი დახმარება სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ამომრჩევლების მოსყიდვას.

"ქართულმა ოცნებამ" თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი", - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი.

"დამანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალური დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაში სოციალური გეგმის კრიტიკა რთულია, თუმცა, ამ ეტაპზე რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, ყველა ნაბიჯი წინასაარჩევნო პიარსვლად ჩაითვალება.

"ნებისმიერი სვლა დღეს, მთავრობას შესაძლოა ისე ჩაეთვალოს, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი. ამ შეფასებაში რეალობის რაღაც პროცენტი ნამდვილად არის, მაგრამ, აბა, ახლა სხვაგვარად შევხედოთ. დენთან და გაზთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათების გაგრძელებას მთელი ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება მოითხოვდა და ეს გაიზიარა მმართველმა ძალამ".

ძაბირაძე აღნიშნავს, რომ სოციალური შეღავათები ამომრჩევლებზე გავლენას ნამდვილად მოახდენს, მაგრამ არ არის 200 ლარი ის თანხა, რომლითაც შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველი იმდენად იყიდოს, რომ მხოლოდ ამან განაპირობოს მისი გამარჯვება. ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მთელი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, არც ლიდერი ჰყავს და არც ერთიანი პირი აქვს, ჩემი აზრით, სწორედ ეს გახდება იმის მიზეზი, რომ 30 ოლქიდან 26-27 ოლქში "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი გაიმარჯვებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერის მიერ წარდგენილი ყველანაირი დახმარება დიდწილად საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებისგან ფინანსდება, ისედაც გაღარიბებულ ქვეყანას კი საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მძიმედ დააწვება და შესაძლოა, ეკონომიკური კოლაფსის მომსწრეებიც გავხდეთ.

"ეს არ არის ეკონომიკური გეგმა, ეს არის სოციალური დახმარების პროგრამა, რისი კრიტიკაც ძალიან რთულია. კი ბატონო, რომ იყოს პოლიტიკური მოტივით და მოსყიდვის ნიშნებსაც რომ შეიცავდეს, არც ერთ მოქალაქეს არ გვაქვს მორალური უფლება იმისა, რომ ხელისუფლება ამის გამო ვაკრიტიკოთ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ასეთი ტოტალური გაჭირვებაა.

სხვა კითხვები მიჩნდება, საიდან მოაქვთ ეს ფული? ეკონომიკა ისედაც იკლებს. ხელისუფლება გარკვეულწილად ჩვენი გადახდილი გადასახადების მენეჯმენტს ახორციელებს. ეს თავისთავად კარგია, მაგრამ შემოსავლები რომ იკლებს ქვეყანაში და ესენი ხარჯებს რომ ზრდიან, რას აპირებენ?

ჯობს მუდმივად თევზის გადაგდებას, ერთხელ ანკესი მიაწოდონ ქართულ ეკონომიკას რომ თვითკმარნი გავხდეთ, ქვეყანამ შეძლოს ყველა სოციალური ვალდებულების შესრულება და არა ეკონომიკიდან ბოლო კაპიკების გამოშიგვნით ძალაუფლების შენარჩუნება."- აცხადებს გია ხუხაშვილი AMBEBI.GE- სთან საუბარში.

17 წლამდე მოზარდების ერთჯერადად 200 ლარით დახმარებას ექსპერტი არ მიესალმება.

"წინააღმდეგი ვარ ასეთი ტოტალური დახმარებების, უნდა არსებობდეს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება სეგრეგირება. უნდა დაეხმარო იმას, ვისაც სჭირდება და არა იმას, ვინც სხვას უნდა ეხმარებოდეს. ტექნიკურად შეიძლება რთული იყოს ამის გაკეთება, მაგრამ როდესაც ხელს ჰკიდებ ასეთ სოციალურ პროგრამას, ჯობია დახმარება მიზანმიმართული იყოს", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

თეონა რამაზაშვილი