სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა და ად­ვო­კატ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უკვე და­ტო­ვეს.

რო­გორც ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, საქ­მე­ში ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჩარ­თუ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე ზუს­ტი თა­რი­ღი უწყე­ბა­ში ვერ და­ა­სა­ხე­ლეს.

მან ასე­ვე საქ­მის მა­სა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ უწყე­ბა­ში საქ­მის გარ­კვე­უ­ლი მა­სა­ლე­ბი გა­აც­ნეს, აქამ­დე კი სრულ ვა­კუ­უმ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"გა­ვე­ცა­ნი და­კი­თხვის ოქ­მებს, ყვე­ლა მხრივ მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. მი­თხრეს, რომ კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბას და ყვე­ლა მათ­გა­ნის გა­შიფრ­ვას დრო უნდა და ეს იყო ყვე­ლა­ფე­რი. ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე ზუსტ თა­რიღს ვერ მე­უბ­ნე­ბი­ან.

დრო­ნის კად­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი არ­სე­ბობს უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე ვერ იქნა ნა­ნა­ხი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ახლა რა­ღაც მა­სა­ლე­ბი მა­ნა­ხეს, აქამ­დე სრულ ვა­კუ­უმ­ში ვი­ყა­ვით. ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის პი­როვ­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ის ზო­გა­დად გა­მო­საკ­ვლე­ვია", - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
4

სუფლიორი რატომ არ გიდგას გვერძე?თუ ტექსტი ზეპირად გასწავლეს.

კორონიკო!
5

FBI-მ ჟვანიას საქმეში ხომ დაგლიჯა "ყველაფერი"!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს.

როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაასახელეს.

მან ასევე საქმის მასალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, აქამდე კი სრულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ.

"გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა მათგანის გაშიფრვას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან.

დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. ბაჩანა ლობჟანიძის პიროვნებას რაც შეეხება, ის ზოგადად გამოსაკვლევია", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე

"წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს... თვეების განმავლობაში ხდებოდა მზაკვრული გეგმის შემუშავება" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"მანქანაში აღმოჩენილ ფურცელზე არსებული ჩანაწერი: "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ", შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ" - შსს