სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გამოძიებაში არ ჩაერთვება FBI, დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"თუ გამოძიებაში არ ჩაერთვება FBI, დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ თუ მისი შვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ იქ­ნე­ბა და საქ­მე­ში აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო არ ჩა­ერ­თვე­ბა, ის შიმ­ში­ლო­ბას და­ი­წყებს. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხის მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩ კელი დეგ­ნან­თან პი­რა­დად შეხ­ვედ­რაა.

„რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უძ­ლუ­რია ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ვი­თხოვ. ასე­ვე მო­ვი­თხოვ კელი დეგ­ნან­თან შეხ­ვედ­რას, რომ ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნოს ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი და გვერ­დში და­მიდ­გნენ, რად­გან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი და მე სა­მარ­თალს ვე­რას­დროს მი­ვაღ­წევ. ამე­რი­კე­ლო ხალ­ხო, გთხოვთ და­მიდ­გეთ გვერ­დში.

ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნაა, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უარი არ თქვას FBI-ის ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე. მინ­და უშუ­ა­ლოდ კელი დეგ­ნან­თან შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ დე­დაა და მა­საც შვი­ლე­ბი ჰყავს. გეხ­ვე­წე­ბით, გე­მუ­და­რე­ბით, გი­ჩო­ქებთ. სა­მარ­თალს ვერ მი­ვაღ­წიე.

თუ არა­ნა­ი­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა არ იქ­ნე­ბა, პი­რა­დად ამ სა­ელ­ჩოს წინ ვა­პი­რებ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბას. ვე­ლო­დე­ბი 3 დღის მან­ძილ­ზე, გაგ­ზავ­ნი­ლია ოფი­ცი­ა­ლუ­რად წე­რი­ლი და თუ არ მოხ­დე­ბა FBI-ის ჩარ­თუ­ლო­ბა, მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე ვა­ცხა­დებ, პი­რა­დად დავ­ჯდე­ბი აქ და შიმ­ში­ლო­ბას გა­მო­ვა­ცხა­დებ", - გა­ნა­ცხა­და თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სარანგი
15

განცდა მაქვს, საბრალო მშობლები სიმართლეს ვერ გაიგებენ... ასეთია ნება მაფიის...

Ira
3

Fbi უფასოდ მუშაობს? ნებისმიერი კრიმინალის-ექსპერტი შეუძლია იჯახს ჩამოიყვანოს თუ აქვთ ამის საშუალება.მგონი ჯობდა დედას გაერკვია საიდან ამდენი თანხა,რომელიც მანაც არიცოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თუ გამოძიებაში არ ჩაერთვება FBI, დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"თუ გამოძიებაში არ ჩაერთვება FBI, დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თუ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ იქნება და საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან პირადად შეხვედრაა.

„რადგან საქართველოს მთავრობა უძლურია ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას მოვითხოვ. ასევე მოვითხოვ კელი დეგნანთან შეხვედრას, რომ ამერიკელმა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი შვილის მკვლელობის ამბავი და გვერდში დამიდგნენ, რადგან მაღალჩინოსნები არიან მკვლელები და მე სამართალს ვერასდროს მივაღწევ. ამერიკელო ხალხო, გთხოვთ დამიდგეთ გვერდში.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ უარი არ თქვას FBI-ის ჩართულობაზე. მინდა უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და მასაც შვილები ჰყავს. გეხვეწებით, გემუდარებით, გიჩოქებთ. სამართალს ვერ მივაღწიე.

თუ არანაირი გამოხმაურება არ იქნება, პირადად ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია ოფიციალურად წერილი და თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ, პირადად დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ - თავდასხმას, რომელიც უკვე მეორედ მოხდა, შურისძიებას უკავშირებენ

"დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, შსს-სი არ მჯერა!" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გიორგი ლობჟანიძეს 100 000-ლარიანი გირაო, ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ნათია ცირეკიძის მამა