მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს
ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

თო­ფა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ან­თა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლე­ვან თო­ფა­ძეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ბუსა ჟვა­ნი­ას, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მას ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­ეც­ვა­ლა და ამ დრო­ი­სათ­ვის ბუსა ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის აქვს ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

„ლე­ვან თო­ფა­ძემ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი გუ­შინ გვი­ან ღა­მით მი­ი­ღო, რა­საც ჩვენ ვი­თხოვ­დით და შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო. ვი­ნა­ი­დან ლე­ვან თო­ფა­ძე სცნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ უფ­ლე­ბა გვაქვს გა­ვეც­ნოთ საქ­მის მა­სა­ლებს. მე დღეს ჩა­ვა­ბა­რე შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა­ზე. პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვეც­ნო­ბი საქ­მის მა­სა­ლებს, ვნა­ხავ რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას, გი­დას­ტუ­რებთ, რომ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის აქვს ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზი­ა­ნე­ბებს, საქ­მე­ში მე რო­გორც ვიცი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ჯერ არ დევს ამი­ტომ უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, და­პა­ტიმ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი ოჯახს პო­ზი­ცია არ აქვს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ან­თა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე დაჭ­რეს. დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია. დაჭ­რი­ლია თა­ვად ჟვა­ნი­აც.

ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­რუდ­გი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, ადვოკატის განმარტებით, მას ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალა და ამ დროისათვის ბუსა ჟვანიას მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.

„ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება გვაქვს გავეცნოთ საქმის მასალებს. მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში მე როგორც ვიცი ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს ამიტომ უპრიანი იქნება დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

"ეს გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს" - რას ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ბაჩალიაშვილის საქმეზე და რას აცხადებენ კომპანია ZAG-ში?

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"