სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"რა­ტომ­ღაც 1%-ით მა­ინც მქონ­და გუ­ლის კუნ­ჭულ­ში იმე­დი, რომ გა­ხა­რია შემ­ხვდე­ბო­და, ან სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი მა­ინც ექ­ნე­ბო­და, ან პრეს­ცენ­ტრს და­მა­კავ­ში­რებ­დნენ, მაგ­რამ სრუ­ლი იგ­ნო­რია. თა­ვი­სი შვი­ლე­ბი ხომ კარ­გად ჰყავს და ჩემი შვი­ლი მკვდა­რი იქ­ნე­ბა, თუ ცო­ცხა­ლი, მის­თვის სუ­ლერ­თია ალ­ბათ. გულ­გრი­ლი ადა­მი­ა­ნია ალ­ბათ, მე უფრო გულ­კე­თი­ლი, თა­ნამ­გრძნო­ბი ადა­მი­ა­ნი მე­გო­ნა და შევ­ცდი, სამ­წუ­ხა­როდ...", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, 23 წლის გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დამ, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, როცა ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გა­იჟ­ღე­რა თუ არა ვერ­სი­ამ იმის შე­სა­ხებ, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში შე­საძ­ლოა, 3 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი იყოს გა­რე­უ­ლი, თა­მა­ზაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ ამის შე­სა­ხებ უწყე­ბას თა­ვად მო­უყ­ვა.

"ეს მე გა­ვაჟ­ღე­რე იქ და მი­თხრეს, ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არც მიგ­ვიქ­ცე­ვი­აო, გა­მომ­ძი­ებ­ლის ოთახს ვინც ალა­გებს, იმ დამ­ლა­გე­ბელ­საც აქვს ვერ­სი­ის ქო­ნის უფ­ლე­ბაო და ამ დროს, მე­ო­რე დღეს და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. მა­შინ, რა­ღა­ტომ და­ი­ბა­რეს, თუ ყვე­ლას აქვს ვერ­სი­ის ქო­ნის უფ­ლე­ბა? ამ ვერ­სი­ამ ჩემი ინ­ტუ­ი­ცია გა­ამ­ყა­რა, თუმ­ცა, მე ერთ ადა­მი­ან­ზე ვფიქ­რობ­დი და 3 აღ­მოჩ­ნდა, ეს უკვე ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. 3 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და 40 კილო გო­გო­ნას წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვით რა­ღა­ცას წა­ა­წყდა", - გა­ნა­ცხა­და თა­მა­ზაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. ახალ­გაზ­რდა პროგ­რა­მის­ტი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს. ის 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თეთ­რი­წყა­როს ტყეს­თან, სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის მუხ­ლით და­ი­წყო, შემ­დეგ კი ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი და­ე­მა­ტა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
156

გახარია უკეთილშობილესი პიროვნებაა. 

ქეთი
4

დალოცვილო, დაიქცა მთელი რაჭა და უამრავი ხალხი დარჩა მოწყვეტილი სამყაროს და რა ქნას გახარიამ, მიატოვოს და გამოიქცეს, იმიტომ რომ ულტიმატუმი წაუყენეთ? თუ არ მოეშვებით ამ ტელევიზიებში სირბილს და იმ ხელმოცარული ადვოკატის დაკრულზე სიარულს, მალე ჭკუიდან გადაგიყვანან და ვერც სამართალს მიაღწევთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, ან სატელეფონო კავშირი მაინც ექნებოდა, ან პრესცენტრს დამაკავშირებდნენ, მაგრამ სრული იგნორია. თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ. გულგრილი ადამიანია ალბათ, მე უფრო გულკეთილი, თანამგრძნობი ადამიანი მეგონა და შევცდი, სამწუხაროდ...", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის, 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, როცა ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, გაიჟღერა თუ არა ვერსიამ იმის შესახებ, რომ მისი შვილის მკვლელობაში შესაძლოა, 3 მაღალჩინოსანი იყოს გარეული, თამაზაშვილი პასუხობს, რომ ამის შესახებ უწყებას თავად მოუყვა.

"ეს მე გავაჟღერე იქ და მითხრეს, ამისთვის ყურადღება არც მიგვიქცევიაო, გამომძიებლის ოთახს ვინც ალაგებს, იმ დამლაგებელსაც აქვს ვერსიის ქონის უფლებაო და ამ დროს, მეორე დღეს დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. მაშინ, რაღატომ დაიბარეს, თუ ყველას აქვს ვერსიის ქონის უფლება? ამ ვერსიამ ჩემი ინტუიცია გაამყარა, თუმცა, მე ერთ ადამიანზე ვფიქრობდი და 3 აღმოჩნდა, ეს უკვე ჯგუფურ მკვლელობაზე მიანიშნებს. 3 მაღალჩინოსანი ადამიანი გაერთიანდა 40 კილო გოგონას წინააღმდეგ, რომელიც შემთხვევით რაღაცას წააწყდა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

"გამოძიებას მოვუწოდებ, გამოკითხოს ელისო კილაძე" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

ჭიათურაში შეიარაღებულმა პირებმა ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - შსს კადრებს ავრცელებს