მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
პროკურატურა ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბუსა ჟვა­ნი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, უწყე­ბა სა­სა­მარ­თლოს შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში მი­მარ­თავს.

ჟვა­ნი­ას ლე­ვან თო­ფა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად უკვე წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 02 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ქ. თბი­ლის­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლ.თ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე.ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე.

„ლ.თ.-ს სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შე­დე­გად.

გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, რა დრო­საც ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბულ იქნა სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. 2020 წლის 03 აგ­ვის­ტოს მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19,108-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 7 დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ბ.ჟ.-სთვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პროკურატურა ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს პროკურატურა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უწყება სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალი პროკურატურამ ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები სახით გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე.ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე.

„ლ.თ.-ს სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად.

გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

სამართალდამცველებმა ბ.ჟ. 2020 წლის 02 აგვისტოს დააკავეს. 2020 წლის 03 აგვისტოს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ.ჟ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება სპეცსამსახურებს უკავშირდებოდეს

"1%-ით მაინც მქონდა იმედი, რომ გახარია შემხვდებოდა, მაგრამ სრული იგნორია. მე უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა და შევცდი" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

“გოგოს ხელი მოჰკიდა და წაყვანა დაუპირა... ჟვანია მთვრალი იყო. ჯერ გადამირჩეს შვილიშვილი და ნახავენ ეგენი” - გოგი თოფაძე