სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება
"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" სვა­ნეთ­შია. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა 50%-მდე ფას­დაკ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მეს­ტი­ის ლეო ფილ­ფა­ნის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში (ხერ­გი­ა­ნის #3).

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" 15 წლი­საა და სა­ი­უ­ბი­ლეო წელს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს.

მეს­ტი­ა­ში მკი­თხველს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა დიდი ფას­დაკ­ლე­ბით დი­ლის 10:00 სა­ა­თი­დან დახ­ვდა. გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა მეს­ტი­ის თე­ატ­რში 3 აგ­ვის­ტოს 18:00 სა­ათმდე, ხოლო 4 აგ­ვის­ტოს 10:00 სა­ა­თი­დან 16:00 სა­ა­თამ­დე გას­ტანს.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა მარ­ტო მეს­ტი­ი­სათ­ვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­სათ­ვის. მი­ხა­რია, რომ კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრი, მეს­ტი­ის ლეო ფილ­ფა­ნის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი მას­პინ­ძლობს ამ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას, რომ­ლის ფაგ­ლებ­შიც, გა­მომ­ცემ­ლო­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სულ უფრო დიდ ად­გილს იკა­ვებს ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, წიგ­ნი მა­ინც შე­უც­ლე­ლია და ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა კი­დევ ერთი ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა მას­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად. ვე­ლო­დე­ბით ად­გი­ლობ­რივ მკი­თხველს 3 და 4 აგ­ვის­ტოს გან­მავ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობთ, მათი ჩარ­თუ­ლო­ბა მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა," - გეგი ფა­ლი­ა­ნი, მეს­ტი­ის კულ­ტუ­რის და ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­ჩე­რე­ბა" 10 აგ­ვის­ტოს გაგ­რძელ­დე­ბა ყაზ­ბეგ­ში. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ის" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქა­რა­ვა­ნის ბოლო გა­ჩე­რე­ბა კი 19 აგ­ვის­ტოს ბახ­მა­რო იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება

"ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია - მესტიაში გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით იმართება

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" სვანეთშია. გამოფენა-გაყიდვა 50%-მდე ფასდაკლებით მიმდინარეობს მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში (ხერგიანის #3).

გამომცემლობა "პალიტრა L" 15 წლისაა და საიუბილეო წელს მთელ საქართველოსთან ერთად აღნიშნავს.

მესტიაში მკითხველს მრავალფეროვანი ჟანრის ლიტერატურა დიდი ფასდაკლებით დილის 10:00 საათიდან დახვდა. გამოფენა-გაყიდვა მესტიის თეატრში 3 აგვისტოს 18:00 საათმდე, ხოლო 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გასტანს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები არა მარტო მესტიისათვის, არამედ საქართველოს ყველა რეგიონისათვის. მიხარია, რომ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრი მასპინძლობს ამ გამოფენა-გაყიდვას, რომლის ფაგლებშიც, გამომცემლობა მრავალფეროვანი ლიტერატურითაა წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენი და ჩვენი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცლელია და ასეთი ღონისძიება კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობაა მასთან დასაახლოებლად. ველოდებით ადგილობრივ მკითხველს 3 და 4 აგვისტოს განმავლობაში, ვფიქრობთ, მათი ჩართულობა მაღალი იქნება," - გეგი ფალიანი, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ "ლიტერატურული გაჩერება" 10 აგვისტოს გაგრძელდება ყაზბეგში. გამომცემლობა "პალიტრა L-ის" ლიტერატურული ქარავანის ბოლო გაჩერება კი 19 აგვისტოს ბახმარო იქნება.

გამომცელობა „პალიტრა L“ -ის „ლიტერატურული გაჩერება“ გრძელდება

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეათე)

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეცხრე)