სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს
"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლიო 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით ამ დრომ­დე 18 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. მე­დი­ა­ში კი არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო, ამა­ღელ­ვე­ბელ, ბედ­ნი­ერ, თუ ტრა­გი­კულ "კო­რო­ნა ის­ტო­რი­ებს“ წა­ა­წყდე­ბით.

ქალი, რო­მელ­ზეც ახლა გი­ამ­ბობთ, 141 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ვირუსს და მისი გა­დარ­ჩე­ნი­სად­მი ექი­მე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი. ბრი­ტა­ნელ ფა­ტი­მა ბრიდ­ლის სა­უ­თ­ჰემპტო­ნის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­დნენ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მან 141 დღე გა­ა­ტა­რა, აქე­დან 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მა­ში იყო და ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცი­ის აპა­რატ­ზე იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლის სე­სა­ხებ "დე­ი­ლი მე­ი­ლი" წერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი შემ­თხვე­ვაა.

35 წლის ფა­ტი­მა ბრიდ­ლის ჰქონ­და პნევ­მო­ნია, სეფ­სი­სი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთელ­და. ბრიდ­ლის თქმით, კო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­ში­ნელ ტკი­ვილს გრძნობ­და.

"რა­ღაც მო­მენ­ტში მინ­დო­და, რომ მკვდა­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ეს სა­ში­ნე­ლე­ბა იყო, მინ­დო­და მეყ­ვი­რა, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო“ - ამ­ბობს ფა­ტი­მა.

არა მხო­ლოდ ფა­ტი­მა ბრიდ­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, არა­მედ ექი­მე­ბიც „სა­მე­დი­ცი­ნო სას­წა­ულს“ უწო­დე­ბენ ამ შემ­თხვე­ვას. ახლა ქალი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია და სახ­ლშია, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში COVID-19-ით 304 695 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით ის მსოფ­ლი­ოს მე­თორ­მე­ტე ქვე­ყა­ნაა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შაკო
4

დიდი ბრიტანეთის მედიცინა არ გაიშვას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს

"ზოგჯერ მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ყველაზე დიდხანს, 141 დღე ებრძოდა კორონავირუსს

კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის. გლობალური მასშტაბით, ვირუსით ამ დრომდე 18 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მედიაში კი არაერთ საინტერესო, ამაღელვებელ, ბედნიერ, თუ ტრაგიკულ "კორონა ისტორიებს“ წააწყდებით.

ქალი, რომელზეც ახლა გიამბობთ, 141 დღის განმავლობაში ებრძოდა ვირუსს და მისი გადარჩენისადმი ექიმები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. ბრიტანელ ფატიმა ბრიდლის საუთჰემპტონის კლინიკაში მკურნალობდნენ და საავადმყოფოში მან 141 დღე გაატარა, აქედან 40 დღის განმავლობაში კომაში იყო და ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. აღნიშნულის სესახებ "დეილი მეილი" წერს.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ეს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევაა.

35 წლის ფატიმა ბრიდლის ჰქონდა პნევმონია, სეფსისი, თუმცა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ბრიდლის თქმით, კომიდან გამოსვლის შემდეგ საშინელ ტკივილს გრძნობდა.

"რაღაც მომენტში მინდოდა, რომ მკვდარი ვყოფილიყავი. ეს საშინელება იყო, მინდოდა მეყვირა, მაგრამ არ შემეძლო“ - ამბობს ფატიმა.

არა მხოლოდ ფატიმა ბრიდლი და მისი ოჯახის წევრები, არამედ ექიმებიც „სამედიცინო სასწაულს“ უწოდებენ ამ შემთხვევას. ახლა ქალი გამოჯანმრთელებულია და სახლშია, თუმცა ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით 304 695 ადამიანი დაინფიცირდა და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს მეთორმეტე ქვეყანაა.

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?

"ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ" - ენტონი ფაუჩი