სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან
გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 12 სო­ფე­ლი გა­რე­სამ­ყა­რო­საა მო­წყვე­ტი­ლი.

რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადი­დე­ბულ­მა რი­ონ­მა ათამ­დე ხიდი წა­ი­ღო, ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა. ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში 2000-მდე ადა­მი­ა­ნია ჩარ­ჩე­ნი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის და­ზი­ა­ნე­ბის გამო, მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­მოვ­ლი­თი გზე­ბის მო­წყო­ბა. რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრა­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ონი­დან 1 კმ-ში, შო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე სო­ფელ უწე­რას­კენ მი­მა­ვა­ლი და ღე­ბი­სა და ონის გამ­ყო­ფი გზე­ბი.

„ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე სამ ად­გი­ლას არის ჩა­წყვე­ტი­ლი გზა და გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან გვაქვს სის­ტე­მა­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. საკ­მა­ოდ დიდი ზა­რა­ლია, რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა. ჯერ არც კი ვი­ცით რა დაგ­ხვდე­ბა სხვა ლო­კა­ცი­ებ­ზე. და­ვი­წყეთ შე­მოვ­ლი­თი გზე­ბის აღ­დგე­ნა, კონ­კრე­ტუ­ლად რამ­დე­ნი დღე დას­ჭირ­დე­ბა ვერ ვი­ტყვით, საკ­მა­ოდ რთუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბია. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგ­ვი­წყო, რომ ვისი გად­მოყ­ვა­ნაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, უზ­რუნ­ველ­ვყოთ და გად­მო­ვიყ­ვა­ნოთ”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და­ვა­ლე­ბით, რა­ჭა­ში სტი­ქი­ის გამო, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში სო­ზარ სუ­ბა­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე და ილია ბე­გი­აშ­ვი­ლი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი გიგა მან­და­რია და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ მღებ­რიშ­ვი­ლი, მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატ გოჩა ენუ­ქი­ძეს­თან ერ­თად, ად­გილ­ზე გა­ემ­გზავრნენ.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ე­რის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბი­ან სტი­ქი­ის შე­დე­გად შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­სა და გა­მოწ­ვე­ულ ზი­ანს, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში იყოს მი­ღე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე რი­ონ­მა ონში, სო­ფე­ლი ჟი­ჟო­რე­თის წყლის ძვე­ლი და ახა­ლი სა­თა­ვე ნა­გე­ბო­ბი­დან გა­მო­მა­ვა­ლი ფო­ლა­დის მი­ლე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­მო­მა­რა­გე­ბის კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას სას­მე­ლი წყა­ლი წყალმზი­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­წო­დე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­სად­გე­ნად კი, უკვე და­წყე­ბუ­ლია მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

„პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი ონი­დან შო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე და ილია ბე­გი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე გა­უ­წე­ვენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებს.

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩარ­ჩე­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­საყ­ვა­ნად ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, ძლი­ე­რი წვი­მა გუ­შინ გვი­ან ღა­მით და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით გაგ­რძელ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
24

გაჩეხეთ ისევ ტყეები. მთავარია ივანიშვილი გყავდეთ კარგად და არავინ გამოლანძღოს. ამოხტებით მაგის დასაცავად კანიდან. ქვეყნისთვის ვერ მიგიხედავთ.

2020
3

ძალიან ვწუხვარ მაგრამ მებადება კითხვა მომავალში ამ მიდამოებში ახალი აშენებული ჰესი გაუძლებს ასეთ მრავალჯერად სტიქიურ უბედურებაას და ეს ხომ არ არის ნიშანი იმისა,რომ.ესეთ მდინარეებზე აღარასდროს აშენდეს ჰესები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან

გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი, დაზიანებული გზები და 10-მდე წაღებული ხიდი - ფოტოები ონიდან, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ადიდებულმა რიონმა ათამდე ხიდი წაიღო, ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.

მისივე თქმით, ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.

„ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საკმაოდ დიდი ზარალია, რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. დავიწყეთ შემოვლითი გზების აღდგენა, კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რომ ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, რაჭაში სტიქიის გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაემგზავრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის დავალების შესაბამისად, ისინი ადგილზე გაეცნობიან სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები მოსახლეობის დასახმარებლად.

ადიდებულმა მდინარე რიონმა ონში, სოფელი ჟიჟორეთის წყლის ძველი და ახალი სათავე ნაგებობიდან გამომავალი ფოლადის მილები დააზიანა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სასმელი წყალი წყალმზიდების საშუალებით მიეწოდება, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი, უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

„პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაუწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს.

ონის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადგილას ჩარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ძლიერი წვიმა გუშინ გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათით გაგრძელდა.

კახეთში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - დასეტყვილია ვენახები

"წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა" - გორში სტიქიას ებრძვიან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა