პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?
"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?

ნატო ოქ­რუ­აშ­ვი­ლი 2011 წლი­დან ინ­დო­ეთ­ში, ან­და­მა­ნი­სა და ნი­კო­ბა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ქა­ლაქ პორტ ბლერ­ში ცხოვ­რობს. მე­უღ­ლე სელ­ვა­რაჯ გან­დი ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქეა. ნა­ტოს იქა­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ყოფა-ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ვე­სა­უბ­რეთ.

- ეს კუნ­ძუ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს ბენ­გა­ლის ყუ­რის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში. კუნ­ძუ­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 750-ია, მათ შო­რის 550 - ან­და­მა­ნი­საა. გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია. კუნ­ძუ­ლებ­ზე შე­რე­უ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, პა­ტა­რა ინ­დო­ეთს ეძა­ხი­ან, ყვე­ლა შტა­ტი­დან არი­ან ჩა­მო­სახ­ლე­ბუ­ლე­ბი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, მუს­ლი­მე­ბი, ინ­დუ­სე­ბი. ცხოვ­რო­ბენ გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ჯარ­ვას ტო­მე­ბიც, რომ­ლებ­საც ნაკ­ლე­ბი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სი­კე­თე­ე­ბით არ სარ­გებ­ლო­ბენ - ნა­დი­რო­ბენ, თევ­ზა­ო­ბენ, ფეხ­საც­მელ­სა და ტან­საც­მელს არ იყე­ნე­ბენ, მცე­ნა­რე­ე­ბით იფა­რა­ვენ ტანს და ა.შ. ცხოვ­რო­ბენ ასე­ვე, სენ­ტი­ნე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თოდ არ გა­მო­დი­ან კონ­ტაქ­ტზე. აბო­რი­გე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა თევ­ზა­ო­ბა და ზღვის კუ­ე­ბის და­ჭე­რაა, ნა­დი­რო­ბენ გა­რე­ულ ღო­რებ­ზეც, ია­რა­ღად კი მშვილდ-ისარ­სა და ჰარ­პუნს იყე­ნე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მათ არც ბე­ლა­დი ჰყავთ და არც კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის გა­გე­ბა. იქ მცხოვ­რებ­ლებს სტუმ­რე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვართ. მე­ტიც, აქ მოხ­ვედ­რა შე­იძ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის ფა­სა­დაც კი და­უჯ­დეს ვინ­მეს. მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა დროს ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კუნ­ძულს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი 2 მე­თევ­ზე, რომ­ლე­ბიც შტორ­მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ, აბო­რი­გე­ნე­ბის ის­რებს ემსხვერ­პლნენ. ერთი წლის წინ კი მათ მოკ­ლეს ამე­რი­კე­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც შე­ე­ცა­და, კუნ­ძულ­ზე ქრის­ტი­ა­ნო­ბა შე­ე­ტა­ნა. ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბას სურს მათი დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ არ გა­მოს­დის, ამი­ტო­მაც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იღებს და მხო­ლოდ იცავს, რომ უცხო არ შე­ვი­დეს კუნ­ძულ­ზე. მე ისი­ნი არას­დროს და­მი­ნა­ხავს, რად­გან იქ სპე­ცი­ა­ლუ­რად, ნა­ვით უნდა მიხ­ვი­დე.

- სელ­ვა­რა­ჯი რო­გორ გა­ი­ცა­ნი?

- თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი 21 წლამ­დე, უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვსწავ­ლობ­დი. ერთხანს მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რად ვი­მუ­შა­ვე და მერე გავ­თხოვ­დი. სელ­ვა­რა­ჯი ინ­ტერ­ნე­ტით გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან კარ­გად რომ იცო­და ქარ­თუ­ლი, გა­მიკ­ვირ­და. ასე კარ­გად რო­გორ სა­უბ­რობ-მეთ­ქი? - ვკი­თხე. მი­თხრა, რომ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და და 3 წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. მერე შევ­ხვდით, მოგ­ვე­წო­ნა ერ­თმა­ნე­თი, ერთი წლით თა­ვის სამ­შობ­ლო­ში წა­ვი­და, მშობ­ლე­ბი რომ და­ე­თან­ხმე­ბი­ნა, დაბ­რუნ­და და ვი­ქორ­წი­ნეთ.

- თვი­თონ არ გა­გი­ჭირ­და მშობ­ლე­ბის და­თან­ხმე­ბა?

- ჩემი მშობ­ლე­ბი კარ­გად შეხ­ვდნენ ამ ამ­ბავს, რად­გან ჩემი მე­უღ­ლე ხა­სი­ა­თით ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თველს. ამი­ტო­მაც "ვა­ჟი­კო" და­ვარ­ქვი და ახლა ყვე­ლა ასე ეძა­ხის. უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და მე­გობ­რე­ბიც ჰყავს აქ.

- რო­გორ მი­გი­ღეს უცხო­ე­ლი რძა­ლი?

- იყო გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და კი­თხვე­ბი, თუ რო­გორ გავძლებ­დი, რო­გორ მი­ვი­ღებ­დი მათ კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს და ა.შ. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო პირ­ვე­ლი წელი. თავ­და­პირ­ვე­ლად, დე­ლი­ში ჩავფრინ­დით, 5 დღით. მა­შინ ჯერ ვერ ვი­აზ­რებ­დი, რა მოხ­და. მე­გო­ნა, სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი. შევ­ხვდი რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ გო­გო­ნას. რო­გორც მი­თხრეს, მათ არ გა­უ­ჭირ­დათ ადაპ­ტა­ცია, რად­გან უკვე იცოდ­ნენ ინ­დუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, ჩემ­თვის კი ყვე­ლა­ფე­რი უცხო იყო, ინ­დუ­რი ფილ­მე­ბიც კი არ მქონ­და ნა­ნა­ხი (იცი­ნის). ხში­რად მი­ფიქ­რია, ნე­ტავ რო­გორ მი­ვეჩ­ვე­ვი და გავძლებ-მეთ­ქი, მაგ­რამ თან­და­თა­ნო­ბით ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და.

- ენის სწავ­ლა რთუ­ლი იყო?

- მა­ლე­ვე ვის­წავ­ლე, 6 თვე­ში. რთუ­ლი არ იყო, რად­გან სა­უბ­რი­სას ბევრ ინ­გლი­სურ სი­ტყვას ურე­ვენ და აზ­რის გა­გე­ბა არ გი­ჭირს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბევ­რი სი­ტყვა ქარ­თულ­საც ჰგავს - მა­გა­ლი­თად, ფარ­და, ყის­მა­თი, ქარ­ხა­ნა, სა­ბუ­თი - ინ­დუ­რა­დაც ასე გა­მო­ით­ქმის. დე­დამ­თი­ლი საკ­მა­ოდ გულ­ღი­ად შემ­ხვდა, ასე­ვე - მა­მამ­თი­ლიც, მუ­ლე­ბიც, მაზ­ლე­ბიც. პირ­ველ­სა­ვე დღეს მეც­ვა ინ­დუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი. არა­ვის და­უ­ძა­ლე­ბია, ეს ჩა­იც­ვიო, მაგ­რამ გა­რეთ რომ გავ­დი­ო­დი, ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბას ვი­პყრობ­დი და ამი­ტომ თვი­თონ­ვე გა­მოვ­თქვი სურ­ვი­ლი. დე­დამ­თილს ხში­რად დავ­ყავ­დი ტაძ­რებ­ში, ინ­დურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე. მივ­ხვდი, ამით ჩემს რე­ლი­გი­ას არა­ვინ აკ­ნი­ნებ­და, ვხვდე­ბო­დით და ვუ­ლო­ცავ­დით ერ­თმა­ნეთს დღე­სას­წა­უ­ლებს. ვერ ვი­ტყვი, ყვე­ლა რი­ტუ­ა­ლი მომ­წონს-მეთ­ქი, მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია - მათ სწამთ, რომ სი­კე­თე ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ამ­ქვეყ­ნად.

- რძალ­დე­დამ­თი­ლო­ბის რო­გო­რი ტრა­დი­ცია აქვთ?

- დე­დამ­თი­ლია ოჯა­ხის წი­ნამ­ძღო­ლი. რძალს ძი­რი­თა­დად, ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შაო ევა­ლე­ბა და არა - მმარ­თვე­ლო­ბი­თი. დე­დამ­თი­ლი წყვეტს, რა უნდა მომ­ზად­დეს და რამ­დე­ნი, წლე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რებს რძლის გა­მოც­დი­ლე­ბას და ნელ-ნელა რძა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა. იხი­ლეთ სრუ­ლად

უნდა ვაღიაროთ
6

სიძე სჯობს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?

"ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს" - რას ყვება ინდოეთში გთხოვილი ქართველი გოგო?

ნატო ოქრუაშვილი 2011 წლიდან ინდოეთში, ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე, ქალაქ პორტ ბლერში ცხოვრობს. მეუღლე სელვარაჯ განდი ინდოეთის მოქალაქეა. ნატოს იქაური ტრადიციებისა და ყოფა-ცხოვრების შესახებ ვესაუბრეთ.

- ეს კუნძულები მდებარეობს ბენგალის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ინდოეთის ოკეანეში. კუნძულების საერთო რაოდენობა 750-ია, მათ შორის 550 - ანდამანისაა. გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო ადგილია. კუნძულებზე შერეული ხალხი ცხოვრობს, პატარა ინდოეთს ეძახიან, ყველა შტატიდან არიან ჩამოსახლებულები ქრისტიანები, მუსლიმები, ინდუსები. ცხოვრობენ განუვითარებელი ჯარვას ტომებიც, რომლებსაც ნაკლები კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან და ცივილიზაციის სიკეთეებით არ სარგებლობენ - ნადირობენ, თევზაობენ, ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს არ იყენებენ, მცენარეებით იფარავენ ტანს და ა.შ. ცხოვრობენ ასევე, სენტინელებიც, რომლებიც საერთოდ არ გამოდიან კონტაქტზე. აბორიგენი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა თევზაობა და ზღვის კუების დაჭერაა, ნადირობენ გარეულ ღორებზეც, იარაღად კი მშვილდ-ისარსა და ჰარპუნს იყენებენ. საინტერესოა, რომ მათ არც ბელადი ჰყავთ და არც კერძო საკუთრების გაგება. იქ მცხოვრებლებს სტუმრები მაინცდამაინც არ უყვართ. მეტიც, აქ მოხვედრა შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს ვინმეს. მაგალითად, სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კუნძულს მიახლოებული 2 მეთევზე, რომლებიც შტორმისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ, აბორიგენების ისრებს ემსხვერპლნენ. ერთი წლის წინ კი მათ მოკლეს ამერიკელი ბიჭი, რომელიც შეეცადა, კუნძულზე ქრისტიანობა შეეტანა. ინდოეთის მთავრობას სურს მათი დახმარება, მაგრამ არ გამოსდის, ამიტომაც პასუხისმგებლობას არ იღებს და მხოლოდ იცავს, რომ უცხო არ შევიდეს კუნძულზე. მე ისინი არასდროს დამინახავს, რადგან იქ სპეციალურად, ნავით უნდა მიხვიდე.

- სელვარაჯი როგორ გაიცანი?

- თბილისში ვცხოვრობდი 21 წლამდე, უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ერთხანს მარკეტინგის მენეჯერად ვიმუშავე და მერე გავთხოვდი. სელვარაჯი ინტერნეტით გავიცანი. ძალიან კარგად რომ იცოდა ქართული, გამიკვირდა. ასე კარგად როგორ საუბრობ-მეთქი? - ვკითხე. მითხრა, რომ სამედიცინოზე სწავლობდა და 3 წელი საქართველოში ცხოვრობდა. მერე შევხვდით, მოგვეწონა ერთმანეთი, ერთი წლით თავის სამშობლოში წავიდა, მშობლები რომ დაეთანხმებინა, დაბრუნდა და ვიქორწინეთ.

- თვითონ არ გაგიჭირდა მშობლების დათანხმება?

- ჩემი მშობლები კარგად შეხვდნენ ამ ამბავს, რადგან ჩემი მეუღლე ხასიათით ძალიან ჰგავს ქართველს. ამიტომაც "ვაჟიკო" დავარქვი და ახლა ყველა ასე ეძახის. უყვარს საქართველო და მეგობრებიც ჰყავს აქ.

- როგორ მიგიღეს უცხოელი რძალი?

- იყო გარკვეული ინტერესი და კითხვები, თუ როგორ გავძლებდი, როგორ მივიღებდი მათ კულტურას, ტრადიციებს და ა.შ. ძალიან რთული იყო პირველი წელი. თავდაპირველად, დელიში ჩავფრინდით, 5 დღით. მაშინ ჯერ ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა. მეგონა, სხვა სამყაროში მოვხვდი. შევხვდი რამდენიმე ქართველ გოგონას. როგორც მითხრეს, მათ არ გაუჭირდათ ადაპტაცია, რადგან უკვე იცოდნენ ინდური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ჩემთვის კი ყველაფერი უცხო იყო, ინდური ფილმებიც კი არ მქონდა ნანახი (იცინის). ხშირად მიფიქრია, ნეტავ როგორ მივეჩვევი და გავძლებ-მეთქი, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი დალაგდა.

- ენის სწავლა რთული იყო?

- მალევე ვისწავლე, 6 თვეში. რთული არ იყო, რადგან საუბრისას ბევრ ინგლისურ სიტყვას ურევენ და აზრის გაგება არ გიჭირს. წარმოიდგინეთ, ბევრი სიტყვა ქართულსაც ჰგავს - მაგალითად, ფარდა, ყისმათი, ქარხანა, საბუთი - ინდურადაც ასე გამოითქმის. დედამთილი საკმაოდ გულღიად შემხვდა, ასევე - მამამთილიც, მულებიც, მაზლებიც. პირველსავე დღეს მეცვა ინდური ტრადიციული ტანისამოსი. არავის დაუძალებია, ეს ჩაიცვიო, მაგრამ გარეთ რომ გავდიოდი, ყველას ყურადღებას ვიპყრობდი და ამიტომ თვითონვე გამოვთქვი სურვილი. დედამთილს ხშირად დავყავდი ტაძრებში, ინდურ ფესტივალებზე. მივხვდი, ამით ჩემს რელიგიას არავინ აკნინებდა, ვხვდებოდით და ვულოცავდით ერთმანეთს დღესასწაულებს. ვერ ვიტყვი, ყველა რიტუალი მომწონს-მეთქი, მაგრამ ერთი რამ ცხადია - მათ სწამთ, რომ სიკეთე ყველაზე მთავარია ამქვეყნად.

- რძალდედამთილობის როგორი ტრადიცია აქვთ?

- დედამთილია ოჯახის წინამძღოლი. რძალს ძირითადად, ფიზიკური სამუშაო ევალება და არა - მმართველობითი. დედამთილი წყვეტს, რა უნდა მომზადდეს და რამდენი, წლების შემდეგ აღიარებს რძლის გამოცდილებას და ნელ-ნელა რძალი ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს. სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება. იხილეთ სრულად

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ