სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?
ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

ყვე­ლა ჩვენ­განს ერთხელ მა­ინც სმე­ნია შემ­თხვე­ვა, როცა სხვა ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ასა­კო­ვანს სახ­ლი მო­ტყუ­ე­ბით გა­უ­ყი­დეს ან გა­და­ი­ფორ­მეს, უკან დაბ­რუ­ნე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია და სამ­წუ­ხა­როდ, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხან­და­ხან და­უს­ჯე­ლე­ბიც რჩე­ბი­ან-ხოლ­მე.

ად­ვო­კა­ტე­ბი, რო­მელ­თაც მსგავს საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, გან­მარ­ტა­ვენ, რომ მსგავ­სი თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, მა­თი­ვე გა­რე­მოც­ვის მხრი­დან ხდე­ბი­ან-ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას ჰპირ­დე­ბი­ან, შემ­დეგ კი პი­რო­ბას არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლე­ბენ.

იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნია OK&CG-ის დი­რექ­ტო­რის ად­ვო­კატ და­ვით მუმ­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ასეთ საქ­მე­ებ­ზე სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი წლო­ბით იწე­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფოს არა­ე­ფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა თუ ამ კუ­თხით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის გამო, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სა­მარ­თალს ვერ პო­უ­ლო­ბენ.

„ამ ვი­თა­რე­ბა­ში და­ზა­რა­ლე­ბულ პი­რე­ბად ძი­რი­თა­დად გვევ­ლი­ნე­ბი­ან ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის მხრი­დან მო­ტყუ­ე­ბის ან/და შეც­დო­მა­ში შე­წყვა­ნის შე­დე­გად კარ­გა­ვენ კუთ­ვნილ უძ­რავ ქო­ნე­ბებს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს.

ასეთ ქმე­დე­ბებ­ში კი ძი­რი­თა­დად, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მე­სა­კუთ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი ბო­რო­ტად სარ­გებ­ლო­ბენ იმ ფაქ­ტო­რით, რომ ახლო ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­სა­კუთ­რე მათ ენ­დო­ბა. რო­გორც წესი, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­სა­კუთ­რეს ატყუ­ე­ბენ, თით­ქოს­და მისი ხელ­მო­წე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბის, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის აღე­ბის, ფარ­თში რე­გის­ტრა­ცი­ის ან სხვა ახვა აფ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით, რე­ა­ლუ­რად კი ხელს აწე­რი­ნე­ბენ ჩუ­ქე­ბის, ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს და რიგ შემ­თხვე­ვა­ში­მინ­დო­ბი­ლო­ბა­ზე­ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ. სამ­წუ­ხა­როდ, ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს მა­ღა­ლი ნდო­ბის გამო ეჭვი არ შე­აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში და წა­უ­კი­თხა­ვად აწე­რენ ხელს ამ დო­კუ­მენ­ტეს“, - გან­მარ­ტავს და­ვით მუმ­ლა­ძე.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ასა­კო­ვა­ნი ან შრო­მი­სუ­უ­ნა­რო ადა­მი­ა­ნე­ბის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის მო­ტყუ­ე­ბით მი­სა­კუთ­რე­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა მე­სა­კუთ­რეს­თან სა­მის­დღე­შიო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა წარ­მო­ა­დენს.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის სა­ნაც­ვლოდ კის­რუ­ლო­ბენ სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მე­სა­კუთ­რის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას და მათ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ყვე­ლა სა­ჭი­რო­ე­ბით, მათ შო­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით, კვე­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და სხვა ყო­ველ­დღი­უ­რი აუ­ცი­ლებ­ლო­ბე­ბით. რე­ა­ლუ­რად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ში­ნა­არ­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა რიგ შემ­თხვე­ვებ­ში მიზ­ნად ისა­ხავს ქო­ნე­ბის და­უფ­ლე­ბას და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ არ ხდე­ბა მე­სა­კუთ­რის წი­ნა­შე ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი მა­ინც ეუფ­ლე­ბი­ან მე­სა­კუთ­რის ქო­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს ად­ვო­კა­ტი.

შე­სა­ბა­მი­სად, ად­ვო­კა­ტის მიერ ნახ­სე­ნე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბა საკ­მა­ოდ სა­რის­კოა და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, ის არ ემ­სა­ხუ­რე­ბა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მიზ­ნებს. და­ვით მუმ­ლა­ძის რჩე­ვით, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, როცა მსგავ­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას გვთა­ვა­ზო­ბენ, კარ­გად უნდა დავ­ფიქ­რდეთ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ­პულ­სუ­რად არ მი­ვი­ღოთ.

ამას­თან, და­ვით მუმ­ლა­ძე ასეთ საქ­მე­ებ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის არა­ე­ფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. მისი თქმით, საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ამ­გვა­რი გა­რი­გე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს და­უბ­რუნ­დეს ან შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცენ.

„არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე უძ­რავ ნივთზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია მა­რე­გის­ტრი­რე­ბელ ორ­გა­ნო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მოხ­დეს მა­შინ, რო­დე­საც ამ გა­რი­გე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ან/და სა­მო­ქა­ლა­ქო წე­სით სა­სა­მარ­თლო დავა სა­ჭი­რო­ებს რამ­დე­ნი­მე წელს, შე­სა­ბა­მი­სად კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, ისე­ვე რო­გორც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­ბა ამ ფაქ­ტე­ბის აღ­საკ­ვე­თად ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია და და­ვე­ბიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მე­სა­კუთ­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­ოდ სრულ­დე­ბა“, - გან­მარ­ტავს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვად არა­ერ­თხელ უმუ­შა­ვია ასეთ საქ­მე­ებ­ზე და ეს პრობ­ლე­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია. მათი აღ­კვე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ყვე­ლა რგო­ლის ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბა წარ­მო­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
3

10...

არა გული გითქუმიდეს ცოლისათვის მოყუსისა შენისა, არა გული გითქუმიდეს სახლისა მოყუსისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოველი, რაჲ იყოს მოყუსისა შენისა.

(გამოსლვათა 20,1-17).

კუკუშა
11

მოყვასისაზე არა და არამოყვასისაზე შეიძლება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

ყველაზე გავრცელებული მეთოდები, როგორ ითვისებენ უკანონოდ მოხუცების ქონებას?

ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც სმენია შემთხვევა, როცა სხვა ადამიანს, განსაკუთრებით, ასაკოვანს სახლი მოტყუებით გაუყიდეს ან გადაიფორმეს, უკან დაბრუნება კი შეუძლებელი გახდა. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ხანდახან დაუსჯელებიც რჩებიან-ხოლმე.

ადვოკატები, რომელთაც მსგავს საქმეებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, განმარტავენ, რომ მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი ასაკოვანი ადამიანები ძირითადად, მათივე გარემოცვის მხრიდან ხდებიან-ხოლმე, რომლებიც მოვლა-პატრონობას ჰპირდებიან, შემდეგ კი პირობას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ.

იურიდიული კომპანია OK&CG-ის დირექტორის ადვოკატ დავით მუმლაძის განმარტებით, ასეთ საქმეებზე სასამართლო დავები წლობით იწელება და სახელმწიფოს არაეფექტური მექანიზმებისა თუ ამ კუთხით საზოგადოების დაბალი ცნობიერების გამო, დაზარალებულები სამართალს ვერ პოულობენ.

„ამ ვითარებაში დაზარალებულ პირებად ძირითადად გვევლინებიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც უძრავი ქონების მისაკუთრებით დაინტერესებული პირების მხრიდან მოტყუების ან/და შეცდომაში შეწყვანის შედეგად კარგავენ კუთვნილ უძრავ ქონებებს, რიგ შემთხვევაში ერთადერთ საცხოვრებელ სახლს.

ასეთ ქმედებებში კი ძირითადად, ჩართულები არიან მესაკუთრის ოჯახის წევრები და ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანები. ისინი ბოროტად სარგებლობენ იმ ფაქტორით, რომ ახლო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე მესაკუთრე მათ ენდობა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები მესაკუთრეს ატყუებენ, თითქოსდა მისი ხელმოწერა ესაჭიროებათ მკურნალობის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის აღების, ფართში რეგისტრაციის ან სხვა ახვა აფსურდული მიზეზით, რეალურად კი ხელს აწერინებენ ჩუქების, ნასყიდობის ხელშეკრულებებს და რიგ შემთხვევაშიმინდობილობაზექონების განკარგვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. სამწუხაროდ, ასაკოვან ადამიანებს მაღალი ნდობის გამო ეჭვი არ შეაქვთ აღნიშნული პირების კეთილსინდისიერებაში და წაუკითხავად აწერენ ხელს ამ დოკუმენტეს“, - განმარტავს დავით მუმლაძე.

ადვოკატის თქმით, ასაკოვანი ან შრომისუუნარო ადამიანების კუთვნილი ქონების მოტყუებით მისაკუთრების ყველაზე გავრცელებული ფორმა მესაკუთრესთან სამისდღეშიო ხელშეკრულების დადება წარმოადენს.

„აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ქონების დაუფლების მსურველი პირები ქონების გადაცემის სანაცვლოდ კისრულობენ სიცოცხლის ბოლომდე მესაკუთრის მოვლა-პატრონობას და მათ უზრუნველყოფას ყველა საჭიროებით, მათ შორის საცხოვრებელი პირობებით, კვების მედიკამენტების და სხვა ყოველდღიური აუცილებლობებით. რეალურად, აღნიშნული შინაარსის ხელშეკრულების დადება რიგ შემთხვევებში მიზნად ისახავს ქონების დაუფლებას და მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული პირების მიერ არ ხდება მესაკუთრის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება აღნიშნული პირები მაინც ეუფლებიან მესაკუთრის ქონებას“, - აღნიშნავს ადვოკატი.

შესაბამისად, ადვოკატის მიერ ნახსენები ხელშეკრულების დადება საკმაოდ სარისკოა და რიგ შემთხვევებში, ის არ ემსახურება კეთილსინდისიერ მიზნებს. დავით მუმლაძის რჩევით, ყველა შემთხვევაში, როცა მსგავსი ხელშეკრულების დადებას გვთავაზობენ, კარგად უნდა დავფიქრდეთ და გადაწყვეტილება იმპულსურად არ მივიღოთ.

ამასთან, დავით მუმლაძე ასეთ საქმეებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. მისი თქმით, საკმაოდ რთულია, ამგვარი გარიგებების საფუძველზე მისაკუთრებული ქონება დაზარალებულს დაუბრუნდეს ან შესაძლო დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.

„არსებული რეგულაციების მიხედვით ზემოაღნიშნული გარიგებების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში შესაძლებელია რამდენიმე წუთში მოხდეს მაშინ, როდესაც ამ გარიგების ნამდვილობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ან/და სამოქალაქო წესით სასამართლო დავა საჭიროებს რამდენიმე წელს, შესაბამისად კანონმდებლობა, ისევე როგორც მართლმსაჯულების სისტება ამ ფაქტების აღსაკვეთად ნაკლებად ეფექტურია და დავებიც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრის საწინააღმდეოდ სრულდება“, - განმარტავს ადვოკატი.

მისივე თქმით, თავად არაერთხელ უმუშავია ასეთ საქმეებზე და ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია. მათი აღკვეთის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მართლმსაჯულების ყველა რგოლის ეფექტურად მუშაობა წარმოადგენს.

Buongiorno იტალიიდან: ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ყველის – „მოცარელას“ ისტორია (+ შემწვარი ყველის სენდვიჩის რეცეპტი)

მათთვის, ვისაც რეიტინგულ უნივერსიტეტში ჩაბარება სურს

პირველად საქართველოში ფერმერებს დაზიანებული მოსავლის საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების შანსი ეძლევათ