კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა
„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძე უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და აცხა­დებს, რომ მას სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და მომ­ღე­რალ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის შვი­ლი, შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძე უარ­ყოფს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მის კომ­პა­ნი­ა­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, „ეს არის ტყუ­ი­ლი, ცრუ ინ­ფორ­მა­ცია“.

რო­გორც შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძე ამ­ტკი­ცებს, „თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და“.

„ცხოვ­რე­ბა­ში არ გვი­ნა­ხავს, ამ ქალ­ბა­ტონ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვქო­ნია არც მე და არც ჩემი კომ­პა­ნი­ი­დან არა­ვის. რო­გორც ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ვიცი, „ზე­გის“ ოფი­სი მდე­ბა­რე­ობს იგი­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში, სა­დაც ჩვენ გვაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი ოფი­სი. „ზეგი“ მდე­ბა­რე­ობს მე-2 სარ­თულ­ზე, ჩვენ კი მე-4 სარ­თულ­ზე ვართ. არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვაქვს. სამი წე­ლია, რაც ოფი­სი ვი­ქი­რა­ვეთ და ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გვქო­ნია „ზე­გის“ ოფის­თან. ისე­თი ოფი­სია, რო­მელ­საც არა­ფე­რი აწე­რია კა­რებ­ზე, თუ რა ოფი­სია, რო­გო­რია და ა.შ. თა­ვის­თვის იყ­ვნენ, შე­დი­ოდ­ნენ და გა­დი­ოდ­ნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც არა­ნა­ირ კავ­შირ­ზე არ გავ­დი­ო­დით, რად­გან ამის არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო“, - გა­ნა­ცხა­და შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის კომ­პა­ნი­ას, რო­გორც შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძე გან­მარ­ტავს, კომ­პა­ნი­ას ჰქვია შ.პ.ს „ემ ეს ჯგუ­ფი“ და ის სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­რეკ­ლა­მო SMS-ის გამ­გზავ­ნი კომ­პა­ნი­აა.

„SMS ჰაბი ვართ. სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი და შე­ხე­ბა არ გვქო­ნია არც ამ გო­გოს­თან და არა­ვის­თან მაგ ოფი­სი­დან. არ ვიცი, ვის რო­გორ აწყობს ამ საქ­მის ამ­გვა­რად წაყ­ვა­ნა. ტრო­ლე­ბის მსხვერ­პლი ჩვენ ვართ. პი­რი­ქით, აქეთ გვი­ტე­ვენ ტრო­ლე­ბი ყო­ველ­თვის“, - გა­ნა­ცხა­და შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი „ზე­გის“ გარ­და შუქ­რი ბურ­ჭუ­ლა­ძის კომ­პა­ნი­ა­შიც მუ­შა­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
7

ე.ი. ეს შუქრია, რომ აგვაიოკა ამ სმს რეკლამით? გაუსაძლისია და მოსაბეზრებელი. ამ ქვეყანაში რანაირი პირადი ინფორმაცია და სივრცე არაა დაცული, გაწუხებენ და გაწიოკებენ ვისაც უნდა და როგორც უნდა. ჩვენი მობილურის ნომერი რომ მასობრივი ან რაიმე სხვა ინფორმაციის გავრცელების და რეკლამის განთავსების სივრცე ხომ არაა, პირადი ნომერია, რა უნდა ამდენ რეკლამას აქ?! რა, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების წყაროები ცოტაა? როგორ არაფერს ყავს აქ პატრონი?! და როგორ არაფერს არ დაგიდევს არავინ ამ ქვეყენაში!!!

ზვიო
14

ცნობილი კრიმანლია ბურჭულაძის შვილებო, ვერ გადიან საქარტველოდან, ციხიდან ციხეს ხეხავენ მთელი ცხოვრება ევროპაში.

ავტორი:

„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

„ცხოვრებაში არ გვინახავს" - პაატა ბურჭულაძის ვაჟი უარყოფს, რომ გარდაცვლილი გოგონა მის კომპანიაში მუშაობდა

შუქრი ბურჭულაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში მუშაობდა და აცხადებს, რომ მას საერთოდ არ იცნობდა მომღერალ პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მის კომპანიაში იყო დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შუქრი ბურჭულაძემ განუცხადა, „ეს არის ტყუილი, ცრუ ინფორმაცია“.

როგორც შუქრი ბურჭულაძე ამტკიცებს, „თამარ ბაჩალიაშვილს საერთოდ არ იცნობდა“.

„ცხოვრებაში არ გვინახავს, ამ ქალბატონთან არანაირი კავშირი არ გვქონია არც მე და არც ჩემი კომპანიიდან არავის. როგორც ტელევიზიიდან ვიცი, „ზეგის“ ოფისი მდებარეობს იგივე სადარბაზოში, სადაც ჩვენ გვაქვს ნაქირავები ოფისი. „ზეგი“ მდებარეობს მე-2 სართულზე, ჩვენ კი მე-4 სართულზე ვართ. არანაირი კავშირი არ გვაქვს. სამი წელია, რაც ოფისი ვიქირავეთ და ამ სამი წლის განმავლობაში არანაირი კავშირი არ გვქონია „ზეგის“ ოფისთან. ისეთი ოფისია, რომელსაც არაფერი აწერია კარებზე, თუ რა ოფისია, როგორია და ა.შ. თავისთვის იყვნენ, შედიოდნენ და გადიოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც არანაირ კავშირზე არ გავდიოდით, რადგან ამის არანაირი საჭიროება არ იყო“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

რაც შეეხება მის კომპანიას, როგორც შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, კომპანიას ჰქვია შ.პ.ს „ემ ეს ჯგუფი“ და ის საინფორმაციო-სარეკლამო SMS-ის გამგზავნი კომპანიაა.

„SMS ჰაბი ვართ. საერთოდ არანაირი კავშირი და შეხება არ გვქონია არც ამ გოგოსთან და არავისთან მაგ ოფისიდან. არ ვიცი, ვის როგორ აწყობს ამ საქმის ამგვარად წაყვანა. ტროლების მსხვერპლი ჩვენ ვართ. პირიქით, აქეთ გვიტევენ ტროლები ყოველთვის“, - განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი „ზეგის“ გარდა შუქრი ბურჭულაძის კომპანიაშიც მუშაობდა.

"თამარ ბაჩალიაშვილის "ჰიუნდაი" პოვნის ადგილზე, სავარაუდოდ, ევაკუატორითაა მიტანილი" - 23 წლის პროგრამისტის საქმის სკანდალური დეტალი?

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებზე განცხადებას ავრცელებს

"თამუნამ მანქანა დაახლოებით 20 დღის წინ იყიდა, შერჩევაში ვეხმარებოდი... წარმოუდგენელია თავი მოეკლა" - რას ამბობს გარდაცვლილი პროგრამისტის ახლობელი?