პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლენ­ჯერ­ში მე­ო­თხე დღეა 13 წლის ილია ფილ­ფანს ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი სახ­ლი­დან 18 ივ­ლისს, 11:00 სა­ათ­ზე გა­ვი­და და მას შემ­დეგ არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.ბო­ლოს ის სო­ფელ ლენ­ჯერ­ში ნა­ხეს. რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ბიჭი ვე­ლო­სი­პე­დით მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად და­დი­ო­და სა­სე­ირ­ნოდ, თუმ­ცა ბო­ლოს მარ­ტო გა­ვი­და სახ­ლი­დან.

სო­ფელ ლენ­ჯერ­ში და­კარ­გუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ვერ­ტმფრე­ნი ჩა­ერ­თო, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს. სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში არას­რულ­წლოვ­ნის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 19 ივ­ლისს შე­ვი­და. მო­ზარ­დი სახ­ლი­დან გა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

"ად­გილ­ზე მე­ო­რე დღეა მუ­შა­ო­ბენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია 45 მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი. ტე­რი­ტო­რი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით", - აცხა­დე­ბენ სამ­სა­ხურ­ში.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის დ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

ილი­ას ახ­ლო­ბე­ლი ლენ­ჯე­რი­დან "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" და­კარ­გულ მო­ზარ­დის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

- ილი­ას ოჯა­ხი ალმა-ატა­ში ცხოვ­რობს, ილია იქ და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ეს ოჯა­ხი იან­ვარ­ში ჩა­მო­ვი­და სვა­ნეთ­ში, მერე პან­დე­მი­ა­მაც მო­უს­წროთ და ლენ­ჯერ­ში ჩარ­ჩნენ. ბავ­შვი 13 წლი­საა, ილია ხში­რად სე­ირ­ნობ­და ვე­ლო­სი­პე­დით. იმ დღე­საც, 5 დღის წინ, ისე გა­ვი­და სახ­ლი­დან, არა­ვის და­უ­ნა­ხავს, ბავ­შვიც აორ­თქლდა და ვე­ლო­სი­პე­დიც, კაცი არაა მისი მნახ­ვე­ლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ვალერი
1

უფალო გადაარჩინე ეს ბიჭი,მთელი სვანეთი უნდა ჩაერთოს,კინოლოგები და მონადირეებიც,ყველაფერთან ერთად,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ბავშვი იმავე მონაკვეთიდან გაუჩინარდა, საიდანაც წლების წინ ბაბუამისი გაქრა" - სვანეთში დაკარგულ მოზარდზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში მეოთხე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.

სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. სამსახურის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

"ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით", - აცხადებენ სამსახურში.

გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.

ილიას ახლობელი ლენჯერიდან "კვირის პალიტრასთან" დაკარგულ მოზარდის შესახებ საუბრობს:

- ილიას ოჯახი ალმა-ატაში ცხოვრობს, ილია იქ დაიბადა და გაიზარდა. ეს ოჯახი იანვარში ჩამოვიდა სვანეთში, მერე პანდემიამაც მოუსწროთ და ლენჯერში ჩარჩნენ. ბავშვი 13 წლისაა, ილია ხშირად სეირნობდა ველოსიპედით. იმ დღესაც, 5 დღის წინ, ისე გავიდა სახლიდან, არავის დაუნახავს, ბავშვიც აორთქლდა და ველოსიპედიც, კაცი არაა მისი მნახველი...წაიკითხეთ სრულად

"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..."

"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძის განცხადება და მიმართვა უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს

"ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო" - გიორგი კეკელიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის დედას დაეხმარება