სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი გოგონა მუშაობდა და დღეს სამართალდამცავები შევიდნენ?
რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი გოგონა მუშაობდა და დღეს სამართალდამცავები შევიდნენ?

ამ ცოტა ხნის წინ, კომ­პა­ნი­ა­ში "ზეგ" სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ. ეს არის ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. რო­გორც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია დაკ­ვე­თებს მხო­ლოდ უცხო­ე­თი­დან იღებ­და და ქარ­თულ ბა­ზარ­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და. კომ­პა­ნი­ის ხელ­ძღვა­ნე­ლო­ბამ დღეს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ მათი თა­ნამ­შრომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის თქმით, თა­მარ ბა­ჩა­ლე­იშ­ვილ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ მე­ნე­ჯმენტს გა­სულ კვი­რას აც­ნო­ბა.

"შპს "ზეგ" არის IT (პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა) კომ­პა­ნია და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე 5 წე­ლია არ­სე­ბობს. და­საქ­მე­ბუ­ლი გვყავს 50-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­ხერ­ხებთ ზრდას. ვმუ­შა­ობთ ექ­სკლუ­ზი­უ­რად ამე­რი­კა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, პი­ა­რიც არ გვჭირ­დე­ბა და მა­ღა­ლი ცნო­ბა­დო­ბაც არ გაგ­ვაჩ­ნია. ალ­ბათ, ამ ბოლო დროს ხში­რად გაგ­ვი­გია ყვე­ლას სი­ტყვა აუთ­სორ­სინ­გი. დამ­კვე­თი კომ­პა­ნია თა­ვის ქვე­ყა­ნას­თან შე­და­რე­ბით და­ბალ ფა­სად უკ­ვე­თავს პრო­ექტს შემ­სრუ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც არაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად იქვე იყოს და ასე მარ­ტი­ვად საქმდე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პროგ­რა­მის­ტის სა­მუ­შა­ოს აღ­წე­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია მათ­თვის, ვინც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ენა არ იცის. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­საკ­ვი­რი, თუ რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ვერ ახ­სნა რას აკე­თებს კონ­კრე­ტუ­ლად პროგ­რა­მის­ტი, იგი­ვე დე­ვე­ლო­პე­რი", - ვკი­თხუ­ლობთ შპს "ზეგ"-ის დი­რექ­ტო­რის თა­მარ კო­ბე­რი­ძის გან­ცახ­დე­ბა­ში. (იხი­ლეთ სრუ­ლად)

სა­ვა­რა­უ­დოდ, კომ­პა­ნი­ა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის შეს­ვლის მი­ზე­ზი გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის გა­მოთ­ქმუ­ლი ეჭვი იყო, რომ ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, შე­საძ­ლოა, სამ­სა­ხუ­რი­დან ზე­წო­ლის ფაქ­ტებს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ცნო­ბი­ლია, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თა­ნამ­შრო­მელ­თა კომ­პი­უ­ტე­რე­ბი ამო­ი­ღეს.

რა სა­ხის კომ­პა­ნი­აა "ზეგ"?

ეს არის 2015 წელს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შპს - IT (პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა) კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს ექ­სკლუ­ზი­უ­რად ამე­რი­კა­ზე.

მისი საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბია:

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და პროგ­რა­მუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა

საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო:

პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბა;

რა პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და თა­მარ ბა­შა­ლი­აშ­ვი­ლი?

ვებ დე­ვე­ლო­პე­რი, ან პროგ­რა­მის­ტი (რა­საც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი საქ­მი­ა­ნობ­და) არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იღებს ვებ დი­ზა­ინს - რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია კლი­ენ­ტის, ან დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ და აქ­ცევს მას სა­ი­ტად. ისი­ნი ამას ახერ­ხე­ბენ კო­დე­ბის წე­რით, სხვა­დას­ხვა ენე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ვებ­დე­ვე­ლო­პე­რებს საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­მუ­შაო აქვთ.

ვინ არის კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი?

შპს "ზეგ"-ის მფლო­ბე­ლი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე აბ­რა­ჰამ რა­იხ­ბა­ხია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა, მხო­ლოდ ის იძებ­ნე­ბა, რომ სა­ჯა­რო ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით მას­თან ასო­ცირ­დე­ბა 24 კომ­პა­ნია. კომ­პა­ნი­ე­ბი იქ­მნე­ბო­და თვრა­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უახ­ლე­სი და­ფუძნ­და 2020 წლის ივ­ნის­ში.

ვინ არის დი­რექ­ტო­რი?

"ზეგ"-ის დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­მარ კო­ბე­რი­ძე გახ­ლავთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად კომ­პა­ნი­ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ახლა კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რია.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლანა
386

ყველაფერს ჰაკერებს ნუ აბრალებთ, რაც თიბისი ბანკი კლიენტებს ანგარიშებიდან უხსნის და საზღვარგარეთ რიცხავს ჰაკერების ნიღაბს ამოფარებული. რატო აქვს ეს პრობლემა მარტო თიბისის და არა სხვა ბანკებს? იმიტომ რომ თვითონ ქურდავენ თავიანთ კლიენტებს, აბა ჰაკერებმა სხვა ბანკები დაინდეს და მარტო თიბისიზე მიიტანეს იერიში? პოლიცია მხოლოდ 5% პროცენტს იძიებს, ყოველ მომდევმო წელს ორმაგდება კიბერ კრიმინალი, სერიოზულ ჩიხში შევდივართ.

ნდაა, ნუ ი კომპაშკა.
157

ეტყობა რაღაც ინფორმაცია ჩაუვარდა ამ გოგოს ხელში... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი გოგონა მუშაობდა და დღეს სამართალდამცავები შევიდნენ?

რას წარმოადგენს კომპანია ZAG, სადაც გარდაცვლილი გოგონა მუშაობდა და დღეს სამართალდამცავები შევიდნენ?

ამ ცოტა ხნის წინ, კომპანიაში "ზეგ" სამართალდამცველები შევიდნენ. ეს არის ერთ-ერთი სამსახური, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ეს დეველოპერული კომპანია დაკვეთებს მხოლოდ უცხოეთიდან იღებდა და ქართულ ბაზართან შეხება არ ჰქონდა. კომპანიის ხელძღვანელობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამდნენ მათი თანამშრომლის გარდაცვალების გამო. კომპანიის დირექტორის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ მენეჯმენტს გასულ კვირას აცნობა.

"შპს "ზეგ" არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი", - ვკითხულობთ შპს "ზეგ"-ის დირექტორის თამარ კობერიძის განცახდებაში. (იხილეთ სრულად)

სავარაუდოდ, კომპანიაში სამართალდამცავების შესვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახის გამოთქმული ეჭვი იყო, რომ ეს უბედური შემთხვევა, შესაძლოა, სამსახურიდან ზეწოლის ფაქტებს უკავშირდებოდეს. ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა თანამშრომელთა კომპიუტერები ამოიღეს.

რა სახის კომპანიაა "ზეგ"?

ეს არის 2015 წელს დაფუძნებული შპს - IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია, რომელიც მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკაზე.

მისი საქმიანობის კატეგორიებია:

კომპიუტერული და პროგრამული მომსახურება

საქმიანობის სფერო:

პროგრამული უზრუნველყოფა;

კომპიუტერული პროგრამირება;

რა პოზიციაზე მუშაობდა თამარ ბაშალიაშვილი?

ვებ დეველოპერი, ან პროგრამისტი (რასაც თამარ ბაჩალიაშვილი საქმიანობდა) არის ადამიანი, რომელიც იღებს ვებ დიზაინს - რომელიც შექმნილია კლიენტის, ან დიზაინერების ჯგუფის მიერ და აქცევს მას საიტად. ისინი ამას ახერხებენ კოდების წერით, სხვადასხვა ენების გამოყენებით. ვებდეველოპერებს საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ.

ვინ არის კომპანიის მფლობელი?

შპს "ზეგ"-ის მფლობელი ამერიკის მოქალაქე აბრაჰამ რაიხბახია, რომლის შესახებაც ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება, მხოლოდ ის იძებნება, რომ საჯარო ჩანაწერების მიხედვით მასთან ასოცირდება 24 კომპანია. კომპანიები იქმნებოდა თვრამეტი წლის განმავლობაში, უახლესი დაფუძნდა 2020 წლის ივნისში.

ვინ არის დირექტორი?

"ზეგ"-ის დირექტორი საქართველოში თამარ კობერიძე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ გეჯაძე გახლდათ, რომელიც ახლა კომპანიის მენეჯერია.

ნანა ფიცხელაური

თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა