სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?
"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?
  • სტა­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბა: სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო, როცა გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კარ­გუ­ლი 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ტყე­ში, მან­ქან­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შე­სა­ბა­მი­სად, სტა­ტი­ა­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ყვე­ლა ვა­რა­უ­დი და ეჭვი, ახლა კი­დევ უფრო მძფრდე­ბა.

და­კარ­გუ­ლი 23 წლის გო­გო­ნას, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯახ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა გუ­შინ ფო­ნი­ჭა­ლა­ში გზა გა­და­კე­ტეს. გო­გო­ნას დე­დის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლის თქმით, ამ­დე­ნი დღეა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელს არა­ფერს ეუბ­ნე­ბი­ან და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"სრულ ვა­კუ­უმ­ში ვარ, არა­ვინ არა­ფერს მა­გე­ბი­ნებს. მე­უბ­ნე­ბი­ან ვმუ­შა­ობ­თო. მო­ვი­დეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, მი­თხრას, რო­დის გა­მო­ი­ძი­ებს ჩემი შვი­ლის ამ­ბავს. მი­ლი­ო­ნი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია არ­ცერ­თი არ მი­კავ­შირ­დე­ბა, არა­ფერს მე­უბ­ნე­ბი­ან. პირ­ვე­ლი დღი­დან ვეხ­ვე­წე­ბი კომ­პი­უ­ტე­რი გახ­სნან",- აცხა­დებს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა.

შე­გახ­სე­ნებთ, მე­ხუ­თე დღეა, რაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ გო­გო­ნას თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ეძე­ბენ. 23 წლის თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სახ­ლი­დან შა­ბათ დი­ლას 11 სა­ათ­ზე გა­ვი­და ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" და მას შემ­დეგ ოჯახს მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია. იმა­ვე დღის 12 სა­ათ­ზე სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა მარ­ნე­ულ­ში და­ა­ფიქ­სი­რა, შემ­დეგ სო­ფელ ხა­იშ­ში, ბო­ლოს კი გო­გო­ნა ვერ­ცხლის­ფე­რი "ჰი­უნ­და­ით" სო­ფელ გოლ­თეთ­ში ნა­ხეს, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი იკარ­გე­ბა. პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი ამო­ი­ღო და აქამ­დე არ დად­გე­ნი­ლა, ვის­თან ჰქონ­და გო­გო­ნას მი­მო­წე­რა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. შსს-მ საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით აღ­ძრა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში დღე­ი­დან ვერ­ტმფრე­ნიც ჩა­ერ­თვე­ბა.

ოჯა­ხის­თვის უც­ნო­ბია, რა უნ­დო­და გო­გო­ნას სო­ფელ ხა­იშ­ში, სა­დაც მას არც მე­გო­ბა­რი და არც ნა­თე­სა­ვი ჰყავ­და. ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ გო­გო­ნა სახ­ლი­დან მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნეს და მათი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა გა­ტა­ცე­ბას­თან გვქონ­დეს საქ­მე. და­კარ­გუ­ლის მშობ­ლე­ბის ვერ­სი­ით, შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა შე­საძ­ლოა მის სამ­სა­ხურს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. გო­გო­ნა სა­სა­ხუ­რი­დან 2 დღის წა­მო­სუ­ლი იყო, თუმ­ცა დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნია ("ზეგ-ზენ ონ­ჟი­ნე­რინგ გრუ­პი") სამ­სა­ხურ­ში რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხავს. სამ­ძებ­რო ოპე­რა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 3 დღეა, რაც გო­გო­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი (სამ­სა­ხუ­რის) კომ­პი­უ­ტე­რი ამო­ი­ღეს, რო­მელ­შიც შე­საძ­ლოა საკ­ვან­ძო ინ­ფორ­მა­ცია ინა­ხე­ბო­დეს, რაც გა­მო­ძი­ე­ბას სწორ კვალ­ზე და­ა­ყე­ნებს. გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, მათ პა­რო­ლის გარ­კვე­ვა და კომ­პი­უ­ტე­რის გა­ტეხ­ვა ჯერ ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. შსს-მ საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით აღ­ძრა.

რო­გორც დედა ამ­ბობს, თა­მუ­ნამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში მი­ი­ღო კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის დარ­გში და სა­გუ­ლის­ხმოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მან ზუს­ტად არ იცის, სად.

პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რი წა­ი­ღო და აქამ­დე არ დად­გე­ნი­ლა, ვის­თან ჰქონ­და გო­გო­ნას მი­მო­წე­რა. გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ობს. შსს-მ საქ­მე თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის მუხ­ლით აღ­ძრა.

თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა:

- მგო­ნია, რომ ბავ­შვი სახ­ლი­დან გა­ი­ტყუ­ეს, თა­მუ­ნა იმ დღეს არ­სად აპი­რებ­და გას­ვლას. მით უფრო რა უნ­დო­და იმ სო­ფელ­ში, სა­დაც არა­ვის იც­ნობს. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ვარ­კვევ­თო, მაგ­რამ აქამ­დე არა­ფე­რი გა­ურ­კვე­ვი­ათ, რა ვერ­სია აქვთ, მი­თხრან. ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნა ვი­ღა­ცას ავ­ტო­ფა­რეხ­ში აქვს და­მა­ლუ­ლი და ამას ვერც დრო­ნი იპო­ვის და ვერც ვერ­ტმფრე­ნი. იმე­დი მა­ინც მომ­ცენ, რამე მი­თხრან, რომ ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლია. მე­ხუ­თე დღეა მე­უბ­ნე­ბი­ან, ვე­ძებ­თო, მაგ­რამ შე­დე­გი არ ჩანს. ჩემი ბოლო იმე­დი კომ­პი­უ­ტე­რი იყო და მე­უბ­ნე­ბი­ან, ვერ გავ­ხსე­ნით, პა­რო­ლი არ ვი­ცი­თო. მგო­ნია, რომ თა­მუ­ნას კომ­პი­უ­ტერ­ში ინა­ხე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლი­თაც გა­ად­ვილ­დე­ბა მისი პოვ­ნა. თა­მუ­ნა დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ზუს­ტად არ ვიცი, რა სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და. ამ­ბობ­და, კა­ნა­დი­დან მო­დის შეკ­ვე­თე­ბი, მა­სა­ლებს მიგ­ზავ­ნი­ან და მე ვა­კე­თე­ბო. ეჭვი მაქვს, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გა­შიფ­რა და ვი­ღა­ცას არ მო­ე­წო­ნა...

დეა კა­პა­ნა­ძე, თა­მუ­ნას მე­გო­ბა­რი:

- თა­მუ­ნა ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია. აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და მას მერე ერ­თად მოვ­დი­ვართ. ერ­თმა­ნეთს არა­ფერს ვუ­მა­ლავ­დით. ბო­ლოს 12 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს ვე­ლა­პა­რა­კე. 11-ში დე­დას და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, ტორ­ტი უყი­და, სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბა­საც აპი­რებ­და კი­დევ, ამას მიყ­ვე­ბო­და, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, მის­თვის სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­მიმ­ჩნე­ვია. მა­მამ სამ­სა­ხურ­ზე თქვა რა­ღაც, მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ამას ვუ­კავ­ში­რე­ბო. ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს, უბ­რა­ლოდ, კარ­გა ხა­ნია ვი­ცო­დი, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლა და ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა უნ­დო­და, კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბით, - რო­გორც თვი­თონ მე­უბ­ნე­ბო­და. თა­მუ­ნა ადრე საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლობ­და, ორ­ჯერ იყო წა­სუ­ლი 6-6 თვე, დიპ­ლო­მი აიღო და რა საგ­ნე­ბიც იქ გა­ი­ა­რა, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა არ ჩა­უთ­ვა­ლა და და­მა­ტე­ბით ერთი წელი და­ე­მა­ტა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში პროგ­რა­მის­ტი იყო. თა­მუ­ნა ლა­მა­ზი გო­გოა და ბევ­რი ბიჭი სწერ­და, მაგ­რამ რო­გორც ასე­თი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყავ­და, არ აინ­ტე­რე­სებ­და, უნ­დო­და სწავ­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. არ ვიცი, ვერ ვაზ­როვ­ნებ, რა უნ­დო­და თეთ­რი­წყა­რო­ში, რა­ღაც ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. უც­ნო­ბის გამო თა­მუ­ნა არ­სად წა­ვი­დო­და. არის ვერ­სია, რომ ნაც­ნობ­მა და­ი­ბა­რა, ვი­თომ რა­ღაც გა­სა­უბ­რე­ბის მო­ტი­ვით. გა­პარ­ვის და გა­თხო­ვე­ბის ვერ­სი­ას გა­მოვ­რი­ცხავ. პო­ლი­ცი­ამ პირ­ველ რიგ­ში დე­და­თა მო­ნას­ტე­რი შე­ა­მოწ­მა, მაგ­რამ არც იქ აღ­მოჩ­ნდა. ახლა მთა­ვა­რი მისი ფა­ი­ლე­ბია, ვნა­ხოთ, რას მო­ი­პო­ვებს პო­ლი­ცია.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
122

ნამეტანი მოსდის ამ მთავრობას 

თენგო
195

მთავრობა რა შუაშია? ღმერთმა არ ქნას რაიმე უბედურება ჭირდეს ამ გოგონას. კრიმინალი ყოველთვის იყო და იქნება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?

"კანადიდან მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ვეჭვობ, რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა" - 23 წლის გოგონას გაუჩინარების რა ვერსიები აქვთ ახლობლებს?
  • სტატიის განახლება: სტატია გამოქვეყნებული იყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტყეში, მანქანში გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამისად, სტატიაში გამოთქმული ყველა ვარაუდი და ეჭვი, ახლა კიდევ უფრო მძფრდება.

დაკარგული 23 წლის გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ახლობლებმა გუშინ ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. გოგონას დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ამდენი დღეა სამართალდამცველები დამაიმედებელს არაფერს ეუბნებიან და დახმარებას ითხოვს.

"სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობთო. მოვიდეს გამომძიებელი, მითხრას, როდის გამოიძიებს ჩემი შვილის ამბავს. მილიონი გამომძიებელია არცერთი არ მიკავშირდება, არაფერს მეუბნებიან. პირველი დღიდან ვეხვეწები კომპიუტერი გახსნან",- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

შეგახსენებთ, მეხუთე დღეა, რაც გაუჩინარებულ გოგონას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეძებენ. 23 წლის თამუნა ბაჩალიაშვილი სახლიდან შაბათ დილას 11 საათზე გავიდა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია. იმავე დღის 12 საათზე სათვალთვალო კამერებმა მისი ავტომანქანა მარნეულში დააფიქსირა, შემდეგ სოფელ ხაიშში, ბოლოს კი გოგონა ვერცხლისფერი "ჰიუნდაით" სოფელ გოლთეთში ნახეს, საიდანაც მისი კვალი იკარგება. პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი ამოიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა. სამძებრო სამუშაოებში დღეიდან ვერტმფრენიც ჩაერთვება.

ოჯახისთვის უცნობია, რა უნდოდა გოგონას სოფელ ხაიშში, სადაც მას არც მეგობარი და არც ნათესავი ჰყავდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მათი ვერსიით, შესაძლოა გატაცებასთან გვქონდეს საქმე. დაკარგულის მშობლების ვერსიით, შვილის გაუჩინარება შესაძლოა მის სამსახურს უკავშირდებოდეს. გოგონა სასახურიდან 2 დღის წამოსული იყო, თუმცა დამსაქმებელი კომპანია ("ზეგ-ზენ ონჟინერინგ გრუპი") სამსახურში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავს. სამძებრო ოპერაციის პარალელურად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა 3 დღეა, რაც გოგონას პერსონალური (სამსახურის) კომპიუტერი ამოიღეს, რომელშიც შესაძლოა საკვანძო ინფორმაცია ინახებოდეს, რაც გამოძიებას სწორ კვალზე დააყენებს. გოგონას ახლობლების თქმით, მათ პაროლის გარკვევა და კომპიუტერის გატეხვა ჯერ ვერ მოახერხეს.

გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.

როგორც დედა ამბობს, თამუნამ განათლება საფრანგეთში მიიღო კიბერუსაფრთხოების დარგში და საგულისხმოა ის გარემოება, რომ მან ზუსტად არ იცის, სად.

პოლიციამ გოგონას პერსონალური კომპიუტერი წაიღო და აქამდე არ დადგენილა, ვისთან ჰქონდა გოგონას მიმოწერა. გამოძიება ყველა ვერსიაზე მუშაობს. შსს-მ საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით აღძრა.

თეონა თამაზაშვილი, თამუნა ბაჩალიაშვილის დედა:

- მგონია, რომ ბავშვი სახლიდან გაიტყუეს, თამუნა იმ დღეს არსად აპირებდა გასვლას. მით უფრო რა უნდოდა იმ სოფელში, სადაც არავის იცნობს. პოლიციელები გვეუბნებიან, ვარკვევთო, მაგრამ აქამდე არაფერი გაურკვევიათ, რა ვერსია აქვთ, მითხრან. ჩემი შვილის მანქანა ვიღაცას ავტოფარეხში აქვს დამალული და ამას ვერც დრონი იპოვის და ვერც ვერტმფრენი. იმედი მაინც მომცენ, რამე მითხრან, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. მეხუთე დღეა მეუბნებიან, ვეძებთო, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ჩემი ბოლო იმედი კომპიუტერი იყო და მეუბნებიან, ვერ გავხსენით, პაროლი არ ვიცითო. მგონია, რომ თამუნას კომპიუტერში ინახება სპეციალური მასალები, რომლითაც გაადვილდება მისი პოვნა. თამუნა დეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა და ზუსტად არ ვიცი, რა სამუშაოებს ასრულებდა. ამბობდა, კანადიდან მოდის შეკვეთები, მასალებს მიგზავნიან და მე ვაკეთებო. ეჭვი მაქვს, შეიძლება რაღაც გაშიფრა და ვიღაცას არ მოეწონა...

დეა კაპანაძე, თამუნას მეგობარი:

- თამუნა ჩემი ახლო მეგობარია. აბიტურიენტობის დროს გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ერთად მოვდივართ. ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. ბოლოს 12 ივლისის საღამოს ველაპარაკე. 11-ში დედას დაბადების დღე ჰქონდა, ტორტი უყიდა, სიურპრიზის გაკეთებასაც აპირებდა კიდევ, ამას მიყვებოდა, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, მისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. მამამ სამსახურზე თქვა რაღაც, მის გაუჩინარებას ამას ვუკავშირებო. ჩემთვის არაფერი უთქვამს, უბრალოდ, კარგა ხანია ვიცოდი, რომ სამსახურიდან წამოსვლა და ახალი სამსახურის პოვნა უნდოდა, კარგი ანაზღაურებით, - როგორც თვითონ მეუბნებოდა. თამუნა ადრე საფრანგეთში სწავლობდა, ორჯერ იყო წასული 6-6 თვე, დიპლომი აიღო და რა საგნებიც იქ გაიარა, ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა არ ჩაუთვალა და დამატებით ერთი წელი დაემატა, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ერთ-ერთ კომპანიაში პროგრამისტი იყო. თამუნა ლამაზი გოგოა და ბევრი ბიჭი სწერდა, მაგრამ როგორც ასეთი, შეყვარებული არ ჰყავდა, არ აინტერესებდა, უნდოდა სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა. არ ვიცი, ვერ ვაზროვნებ, რა უნდოდა თეთრიწყაროში, რაღაც ბურუსითაა მოცული ეს ყველაფერი. უცნობის გამო თამუნა არსად წავიდოდა. არის ვერსია, რომ ნაცნობმა დაიბარა, ვითომ რაღაც გასაუბრების მოტივით. გაპარვის და გათხოვების ვერსიას გამოვრიცხავ. პოლიციამ პირველ რიგში დედათა მონასტერი შეამოწმა, მაგრამ არც იქ აღმოჩნდა. ახლა მთავარი მისი ფაილებია, ვნახოთ, რას მოიპოვებს პოლიცია.

ნანა ფიცხელაური

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე