კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

უკვე მე­ო­თხე დღეა და­კარ­გულ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს ეძე­ბენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა ბო­ლოს თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცე­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოლ­თეთ­ში ნა­ხეს, რა დრო­საც ის სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. დღეს ვერც მის ავ­ტო­მო­ბილს პო­უ­ლო­ბენ.

გო­გო­ნას დედა ამ­ბობს, რომ გოლ­თეთ­ში არც ნა­თე­სა­ვე­ბი არ ჰყავთ და იქ არც გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის უც­ნო­ბია, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და იქ 23 წლის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი წა­სუ­ლი­ყო.

"ჩემ­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ეგ რომ იქ აღ­მოჩ­ნდა. იქ არა­ვინ ჰყავს, გავ­ლი­ლიც არ იყო იქით, არც ფე­ხით, არც მან­ქა­ნით. ახლო მე­გო­ბა­რი ან ნა­თე­სა­ვი იქ არ გვყავს" - ამ­ბობს თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

დღეს პო­ლი­ცი­ამ სო­ფელ გოლ­თე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გა­მო­კი­თხა. ისი­ნი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გო­გო­ნას მან­ქა­ნა და­ი­ნა­ხეს.

"და­ი­ნა­ხეს, რომ ამ "კრუ­გში" შე­მო­ვი­და, მო­აბ­რუ­ნა მან­ქა­ნა და წა­ვი­და ქვე­მოთ. მე­ო­რე კრუ­გია იქით, ჩი­ხია, იქაც შე­ვი­და, მო­აბ­რუ­ნა მან­ქა­ნა და სა­ნამ მე­ზო­ბე­ლი გა­ვი­და, რომ ეკი­თხა ვინ იყო, უკვე წა­სუ­ლი იყო..." - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­ზე ძი­ე­ბა სსკ-ის 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
g
2

რა ხდება , რა ბერმუდის სამკუთხედია , რაღაც ანომალიებთან გვაქ საქმე, დავეხმაროთ ამ ხალხს მოხალისეები ჩართონ საქმეში ყველა კუთხე კუნჭული უნდა გადაიქექოს

Temida
2

ᲨეამოწმეᲗ აბსოლუტურად ყველა გარაᲟი, სარდაფი ,მიტოვებული Შენობები და სახლები...ავტომობილი ასე უკვალოდ ვერ გაქრებოდა...

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

"დაინახეს, რომ აქ შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა დაკარგულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს თეთრიწყაროს მუნიცეპალიტეტის სოფელ გოლთეთში ნახეს, რა დროსაც ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. დღეს ვერც მის ავტომობილს პოულობენ.

გოგონას დედა ამბობს, რომ გოლთეთში არც ნათესავები არ ჰყავთ და იქ არც გოგონას მეგობრები ცხოვრობენ. შესაბამისად, მისთვის უცნობია, რატომ შეიძლებოდა იქ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი წასულიყო.

"ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ეგ რომ იქ აღმოჩნდა. იქ არავინ ჰყავს, გავლილიც არ იყო იქით, არც ფეხით, არც მანქანით. ახლო მეგობარი ან ნათესავი იქ არ გვყავს" - ამბობს თეონა თამაზაშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.

დღეს პოლიციამ სოფელ გოლთეთის მაცხოვრებლები გამოკითხა. ისინი ადასტურებენ, რომ გოგონას მანქანა დაინახეს.

"დაინახეს, რომ ამ "კრუგში" შემოვიდა, მოაბრუნა მანქანა და წავიდა ქვემოთ. მეორე კრუგია იქით, ჩიხია, იქაც შევიდა, მოაბრუნა მანქანა და სანამ მეზობელი გავიდა, რომ ეკითხა ვინ იყო, უკვე წასული იყო..." - ამბობენ ადგილობრივები.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

"დასამალი არაფერი გვაქვს" - პოლიცია იმ კომპანიაში შევიდა, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა

გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს