სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო" - 100 წლის ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი
"გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო" - 100 წლის ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი

ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ მენ­და­ეთ­ში ნოე მუმ­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე მარო ციც­ვი­ძე-მუმ­ლა­ძე ცხოვ­რო­ბენ. ტკბილ წყვილს სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა აქვთ გავ­ლი­ლი. წელს ისი­ნი 100-100 წლი­სა­ნი გახ­დნენ. შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჯვა­რი ახ­ლა­ხან და­ი­წე­რეს. ამ­ბო­ბენ, ტკბი­ლად შე­ვა­ბერ­დით ერ­თმა­ნეთ­სო. გან­ვლი­ლი დღე­ე­ბი თბი­ლად ახ­სენ­დე­ბათ და გვლო­ცა­ვენ, ჩვე­ნი ხნი­სა მო­ი­ყა­რე­ნი­თო. მუხ­ლი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ გვიჭ­რის, მაგ­რამ იმე­რუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და სი­ტყვა-პა­სუ­ხი სის­ხლში გვაქვს გამ­ჯდა­რიო, გვე­უბ­ნე­ბი­ან და მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ეზო­ში ღი­მი­ლით გვე­გე­ბე­ბი­ან.

ნოე მუმ­ლა­ძე:

- 1920 წელს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ვართ და წელს 100 წლი­სა­ნი გავ­ხდით. ყვე­ლა­ფე­რი გა­მოვ­ცა­დე ცხოვ­რე­ბა­ში და და­მი­ჯე­რეთ, მთა­ვა­რი ოჯა­ხი­სა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თგუ­ლე­ბა და პა­ტი­ო­სა­ნი სა­ხე­ლია.

1937 წელს მა­მა­ჩე­მი რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, მე სკო­ლი­დან გა­მო­მაგ­დეს. მო­ხუ­ცი დედა მყავ­და და ყვე­ლა­ფერ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი, ძალ-ღო­ნეს არ ვზო­გავ­დი. მერე ჯარ­ში გა­მიწ­ვი­ეს. მეც მი­მეჩ­ქა­რე­ბო­და, ვფიქ­რობ­დი, იქ მა­ინც ვის­წავ­ლი რა­ღა­ცას-მეთ­ქი. ბა­ქო­ში, საგ­ზაო ბა­ტა­ლი­ონ­ში გვიკ­რეს თავი. 1941 წელს ომი რომ და­ი­წყო, ვა­გო­ნებ­ში ისე ჩაგ­ვსხეს, არც ვი­ცო­დით, სად მივ­ყავ­დით. ჯერ თბი­ლის­ში ჩა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, მერე - ლე­ნი­ნა­კან­ში ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გაგ­ვამ­წე­სეს. მშე­ნებ­ლო­ბა რომ დამ­თავ­რდა, სტა­ლი­ნი, ბე­რია და ორ­ჯო­ნი­კი­ძე ჩა­მო­ვიდ­ნენ გახ­სნა­ზე. დაგ­ვა­წყვეს მწკრივ­ში და მივ­ჩე­რე­ბო­დით. იმის შემ­დეგ რამ­დე­ნი ხიდი ავა­შე­ნეთ... დღე­და­ღამ ვშრო­მობ­დი, მან­და­ეთ­ში კი წე­ლი­წად­ში ერთი კვი­რით თუ გა­მიშ­ვებ­დნენ.

- რო­დის იქორ­წი­ნეთ?

- ცოლი ადრე მინ­დო­და შე­მერ­თო, მაგ­რამ ომს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს... მე და მარო ერთი სოფ­ლი­დან ვართ, ჩვენ­გან კი­ლო­მეტრში ცხოვ­რობ­და. ერთ-ერთი შვე­ბუ­ლე­ბი­სას, 1945 წლის 1-ლ მა­ისს, შე­ვირ­თე ცო­ლად და 2-ში ისევ ჯარ­ში წა­ვე­დი. მერე ომიც დამ­თავ­რდა, მაგ­რამ აღარ მიშ­ვებ­დნენ - კარ­გად მუ­შა­ობ, ოჯა­ხი ჩა­მო­იყ­ვა­ნე და აქ იცხოვ­რეო. იმ­დე­ნი ვქე­ნი, ბო­ლოს გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. 1945 წლის ივ­ნი­სი იყო, სო­ფელ­ში რომ დავ­ბრუნ­დი.

მარო ციც­ვი­ძე-მუმ­ლა­ძე:

- ერ­თმა­ნეთს სკო­ლი­დან ვიც­ნობთ, შვი­დი კლა­სი ერ­თად და­ვამ­თავ­რეთ. ბე­ბია მყავ­და ბე­ბი­ა­ქა­ლი და ნოეს და­ბა­დე­ბა­შიც მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. დე­და­მი­სის­თვის უთ­ქვამს, ჩემი რძა­ლია ორ­სუ­ლად და გოგო თუ გვე­ყო­ლა, შენ უნდა გა­მო­გა­ტა­ნო რძლა­დო. მას უკან იტ­რი­ა­ლა ამ სი­ტყვამ, შეგ­ვა­ხე­ლეს... და აგერ უკვე 76 წე­ლია, ცოლ-ქმა­რი ვართ. გა­ჭირ­ვე­ბაც ბევ­რი ვნა­ხეთ და დალ­ხი­ნე­ბაც.

ნოე:

- ასა­კი უფრო აშაქ­რებს სიყ­ვა­რულს... გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და ახ­ლაც ასეა. გა­რეთ რომ გა­ვალ და შე­მაგ­ვი­ან­დე­ბა, გა­მომ­ხე­დავს ხოლ­მე, სად იყა­ვიო.

მარო:

- ვნერ­ვი­უ­ლობ ხოლ­მე, რომ შე­აგ­ვი­ან­დე­ბა.

- ახალ­გაზ­რდა წყვი­ლებს რას ეტყვით?

- დაბ­რკო­ლე­ბებს არ შე­უ­შინ­დეთ. სიყ­ვა­რუ­ლით იცხოვ­რეთ. სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ფერს გა­და­გა­ტა­ნი­ნებთ. იცო­ცხლეთ, იყა­ვით ჯან­მრთე­ლე­ბი. ომი არ გე­ნა­ხოთ. მო­შენ­დით და მომ­რავ­ლდით.

- სიყ­ვა­რუ­ლი რა არის?

მარო:

- მე და ნოე ვართ სიყ­ვა­რუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
morduxai
0

მაგარია, გმერტმა ჯანმრტელობა მოგცეტ და უსიმწარო ცხოვრება,,,.ყოცჰაგ,,,.

ise
0

მართლა უნიკალური ისტორიაა, კიდევ გქონოდეთ ბედნიერი წლები დიდო ბებო და ბაბუ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო" - 100 წლის ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი

"გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო" - 100 წლის ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი

ჭიათურის სოფელ მენდაეთში ნოე მუმლაძე და მისი მეუღლე მარო ციცვიძე-მუმლაძე ცხოვრობენ. ტკბილ წყვილს საინტერესო ცხოვრება აქვთ გავლილი. წელს ისინი 100-100 წლისანი გახდნენ. შვილიშვილების ინიციატივით, ჯვარი ახლახან დაიწერეს. ამბობენ, ტკბილად შევაბერდით ერთმანეთსო. განვლილი დღეები თბილად ახსენდებათ და გვლოცავენ, ჩვენი ხნისა მოიყარენითო. მუხლი ძველებურად აღარ გვიჭრის, მაგრამ იმერული სტუმართმოყვარეობა და სიტყვა-პასუხი სისხლში გვაქვს გამჯდარიო, გვეუბნებიან და მწვანეში ჩაფლულ ეზოში ღიმილით გვეგებებიან.

ნოე მუმლაძე:

- 1920 წელს დაბადებულები ვართ და წელს 100 წლისანი გავხდით. ყველაფერი გამოვცადე ცხოვრებაში და დამიჯერეთ, მთავარი ოჯახისა და სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და პატიოსანი სახელია.

1937 წელს მამაჩემი რომ დააპატიმრეს, მე სკოლიდან გამომაგდეს. მოხუცი დედა მყავდა და ყველაფერში ვეხმარებოდი, ძალ-ღონეს არ ვზოგავდი. მერე ჯარში გამიწვიეს. მეც მიმეჩქარებოდა, ვფიქრობდი, იქ მაინც ვისწავლი რაღაცას-მეთქი. ბაქოში, საგზაო ბატალიონში გვიკრეს თავი. 1941 წელს ომი რომ დაიწყო, ვაგონებში ისე ჩაგვსხეს, არც ვიცოდით, სად მივყავდით. ჯერ თბილისში ჩამოგვიყვანეს, მერე - ლენინაკანში ხიდის მშენებლობაზე გაგვამწესეს. მშენებლობა რომ დამთავრდა, სტალინი, ბერია და ორჯონიკიძე ჩამოვიდნენ გახსნაზე. დაგვაწყვეს მწკრივში და მივჩერებოდით. იმის შემდეგ რამდენი ხიდი ავაშენეთ... დღედაღამ ვშრომობდი, მანდაეთში კი წელიწადში ერთი კვირით თუ გამიშვებდნენ.

- როდის იქორწინეთ?

- ცოლი ადრე მინდოდა შემერთო, მაგრამ ომს თავისი წესები აქვს... მე და მარო ერთი სოფლიდან ვართ, ჩვენგან კილომეტრში ცხოვრობდა. ერთ-ერთი შვებულებისას, 1945 წლის 1-ლ მაისს, შევირთე ცოლად და 2-ში ისევ ჯარში წავედი. მერე ომიც დამთავრდა, მაგრამ აღარ მიშვებდნენ - კარგად მუშაობ, ოჯახი ჩამოიყვანე და აქ იცხოვრეო. იმდენი ვქენი, ბოლოს გამათავისუფლეს. 1945 წლის ივნისი იყო, სოფელში რომ დავბრუნდი.

მარო ციცვიძე-მუმლაძე:

- ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობთ, შვიდი კლასი ერთად დავამთავრეთ. ბებია მყავდა ბებიაქალი და ნოეს დაბადებაშიც მიუღია მონაწილეობა. დედამისისთვის უთქვამს, ჩემი რძალია ორსულად და გოგო თუ გვეყოლა, შენ უნდა გამოგატანო რძლადო. მას უკან იტრიალა ამ სიტყვამ, შეგვახელეს... და აგერ უკვე 76 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. გაჭირვებაც ბევრი ვნახეთ და დალხინებაც.

ნოე:

- ასაკი უფრო აშაქრებს სიყვარულს... გვიყვარდა ერთმანეთი და ახლაც ასეა. გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო.

მარო:

- ვნერვიულობ ხოლმე, რომ შეაგვიანდება.

- ახალგაზრდა წყვილებს რას ეტყვით?

- დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ. სიყვარულით იცხოვრეთ. სიყვარული ყველაფერს გადაგატანინებთ. იცოცხლეთ, იყავით ჯანმრთელები. ომი არ გენახოთ. მოშენდით და მომრავლდით.

- სიყვარული რა არის?

მარო:

- მე და ნოე ვართ სიყვარული. წაიკითხეთ სრულად

"პოლიციელი ვარ და ქვეყანას ვემსახურები" - გლდანში ნიკა მელია და აქტივისტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

კერძო საბავშვო ბაღები და საქართველოს სხვა ქალაქებში მოქმედი საბავშვო ბაღები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ