პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"
ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

მარ­ტში, როცა სა­ქარ­თვე­ლო და მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე იყო, რუ­სულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში Ну-ка, все вместе! ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გა­მოს­ვლამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და­ტო­ვა ჟი­უ­რი და მა­ყუ­რე­ბე­ლი.

ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბა 100 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, მათ შო­რის იყ­ვნენ რუ­სე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი, კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ბლო­გე­რე­ბი.

კა­რი­ე­რის გარ­და, ნუ­ცას ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა. მომ­ღე­რა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია - ნუ­ცამ რჩე­ულ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

- ნუცა, კონ­კურ­სის ჩა­ნა­წე­რის გას­ვლის შემ­დეგ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შეგ­ვექ­მნა, რომ პან­დე­მი­ის დროს რუ­სეთ­ში ჩარ­ჩი...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, როცა ეს ჩა­ნა­წე­რი ეთერ­ში გა­ვი­და, მე უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი. თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში გა­ვემ­გზავ­რე კონ­კურ­სზე, წი­ნას­წარ ჩავ­წე­რეთ ყვე­ლა ტური და მო­ვას­წა­რი დაბ­რუ­ნე­ბა.

კონ­კურ­სის ეთერ­ში გას­ვლის შემ­დეგ უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და, რო­გორც კონ­ცერ­ტებ­ზე, ასე­ვე კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა უკვე ჩა­კე­ტი­ლი იყო და ვერ წა­ვე­დი. ახ­ლაც მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ზღვრე­ბი ისევ ჩა­კე­ტი­ლია და ფრე­ნე­ბი არ არის.

- შე­ნის­თა­ნა აქ­ტი­ურ ადა­მი­ანს ალ­ბათ ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­და კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა...

- არა, კა­რან­ტი­ნი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე, ვმღე­რო­დი, ვვარ­ჯი­შობ­დით ერ­თად. გა­რეთ თით­ქმის არც გავ­დი­ო­დით. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მომ­წონ­და ჩა­კე­ტი­ლი ყოფ­ნა, გა­რე­მო, მაგ­რამ ბო­ლოს ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ერთი სული მქონ­და რომ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ყვე­ლა­ფე­რი და ძველ ცხოვ­რე­ბას დავ­ბრუ­ნე­ბო­დით.

- პირ­ვე­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­მო­ა­ჩი­ნე, თუმ­ცა ფო­ტოს გარ­და, ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი არ არის ცნო­ბი­ლი მას­ზე - ვინ არის, რას საქ­მი­ა­ნობს, ქარ­თვე­ლია?

- დიახ, ქარ­თვე­ლია, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე არ მინ­და სა­უ­ბა­რი. იმი­ტომ არა, რომ თა­ვად არ აქვს ამის სურ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ მე არ მომ­წონს პი­რად­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. რა­ღაც­ნა­ი­რად არ მინ­და, ამ ეტაპ­ზე მა­ინც. თუ გა­დავ­წყვეტ, რომ ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რო, სად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, ან რას ვა­პი­რებთ მო­მა­ვალ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვით.

- და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ასა­კის გამო ხომ არ იკა­ვებ თავს?

- 23 წლის ვარ, მაგ­რამ ასა­კი ნამ­დვი­ლად არ მიშ­ლის ხელს ოჯა­ხის შექ­მნა­ში. ხომ გი­თხა­რით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თუ მი­ვი­ღებ, აუ­ცი­ლებ­ლად გე­ტყვით.

- ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, შენ კი მხი­ა­რუ­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ, ეს დის­ბა­ლან­სი რო­გორ აი­სა­ხე­ბა თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?

- ჩემ­ნა­ი­რი ბი­ჭე­ბი არც მო­მე­წო­ნე­ბო­და. მომ­წონს რო­გო­რიც არის და კარ­გად ვგრძნობ თავს.

- ზა­ფხუ­ლის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვი...

- ბა­თუმ­ში მინ­და წას­ვლა, რამ­დე­ნი­მე გეგ­მა მაქვს კონ­ცერ­ტებ­თან და­ავ­ში­რე­ბით. ჩემი ახა­ლი სინ­გლი გა­მო­ვი­და, დიდი იმე­დი მაქვს ზა­ფხუ­ლის ჰიტი გახ­დე­ბა და კონ­ცერ­ტებ­ზე შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც მექ­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, რო­გო­რია შენი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- სა­მო­მავ­ლოდ მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნას არ გან­ვი­ხი­ლავ, ჩემი მი­ზა­ნია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ვი­დე, ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ. მაგ­რამ ეს წელი არ გა­მოდ­გა ისე­თი, რო­გორ­საც ვე­ლო­დი ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში.

ძა­ლი­ან მინ­და, რომ პან­დე­მია დრო­უ­ლად დამ­თავ­რდეს და ძველ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ. მარ­თა­ლია, ჩვენ­თან შე­და­რე­ბით კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მთრგუ­ნავს რო­დე­საც ვი­გებ, რომ სხვა ქვეყ­ნებ­ში ამ­დე­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. დიდი იმე­დი მაქვს რომ ამ ვირუსს ერ­თად დგო­მი­თა და გა­აზ­რე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლით გა­და­ვა­გო­რებთ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aburjga
61

ძალიან მაგარი მომღერალია, მსოფლიოი 2-3 თუ იქნება მასეთი. საქართველოში ამ ჟანრში შეუდარებელია! ისეც ძალიან მაგარი, სტილნი გოგოა, ეშხიანი, მოხიბლავი! დიდი ხანია ვაკვირდები, საოცარია მაგრამ ასეთი რომ არის თითონ შექმნა თავისი თავი! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სიამაყე ნუცა ბუზალაძე! 

ანი
24

ერთი კითხვა მაქვს ქართველებთან: თორნიკე შენგელიას ცსკაში გადასვლა მოღალატეობაა და ამის რუსეთში მღერა არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

ნუცა ბუზალაძემ კარანტინი შეყვარებულთან ერთად გაატარა - "ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში"

მარტში, როცა საქართველო და მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, რუსულ მუსიკალურ კონკურსში Ну-ка, все вместе! ნუცა ბუზალაძის გამოსვლამ აღფრთოვანებული დატოვა ჟიური და მაყურებელი.

ქართველი მომღერლის საოცარი შესრულება 100 ადამიანისგან შემდგარი ჟიურიმ შეაფასა, მათ შორის იყვნენ რუსეთის ყველაზე ცნობილი მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები და მუსიკალური ბლოგერები.

კარიერის გარდა, ნუცას ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა. მომღერალი შეყვარებულია - ნუცამ რჩეულთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

- ნუცა, კონკურსის ჩანაწერის გასვლის შემდეგ, შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ პანდემიის დროს რუსეთში ჩარჩი...

- საბედნიეროდ, როცა ეს ჩანაწერი ეთერში გავიდა, მე უკვე საქართველოში ვიყავი. თებერვლის დასაწყისში გავემგზავრე კონკურსზე, წინასწარ ჩავწერეთ ყველა ტური და მოვასწარი დაბრუნება.

კონკურსის ეთერში გასვლის შემდეგ უამრავი შემოთავაზება მქონდა, როგორც კონცერტებზე, ასევე კორპორატიულ წვეულებებზე, მაგრამ ქვეყანა უკვე ჩაკეტილი იყო და ვერ წავედი. ახლაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ჯერჯერობით საზღვრები ისევ ჩაკეტილია და ფრენები არ არის.

- შენისთანა აქტიურ ადამიანს ალბათ ძალიან გაგიჭირდა კარანტინში ყოფნა...

- არა, კარანტინი შეყვარებულთან ერთად გავატარე, ვმღეროდი, ვვარჯიშობდით ერთად. გარეთ თითქმის არც გავდიოდით. თავიდან ძალიან მომწონდა ჩაკეტილი ყოფნა, გარემო, მაგრამ ბოლოს ძალიან გამიჭირდა, ერთი სული მქონდა რომ დამთავრებულიყო ყველაფერი და ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდით.

- პირველად შეყვარებული რამდენიმე კვირის წინ გამოაჩინე, თუმცა ფოტოს გარდა, ამ ეტაპზე არაფერი არ არის ცნობილი მასზე - ვინ არის, რას საქმიანობს, ქართველია?

- დიახ, ქართველია, მაგრამ შეყვარებულზე არ მინდა საუბარი. იმიტომ არა, რომ თავად არ აქვს ამის სურვილი, უბრალოდ მე არ მომწონს პირადზე საჯაროდ საუბარი. რაღაცნაირად არ მინდა, ამ ეტაპზე მაინც. თუ გადავწყვეტ, რომ ამ თემაზე ვისაუბრო, სად გავიცანით ერთმანეთი და როგორი ურთიერთობა გვაქვს, ან რას ვაპირებთ მომავალში, აუცილებლად გეტყვით.

- დაოჯახებაზე ასაკის გამო ხომ არ იკავებ თავს?

- 23 წლის ვარ, მაგრამ ასაკი ნამდვილად არ მიშლის ხელს ოჯახის შექმნაში. ხომ გითხარით, გადაწყვეტილებას თუ მივიღებ, აუცილებლად გეტყვით.

- ფოტოებიდან ჩანს, რომ საკმაოდ სერიოზულია შენი შეყვარებული, შენ კი მხიარული და ხმაურიანი ცხოვრებით ცხოვრობ, ეს დისბალანსი როგორ აისახება თქვენს ურთიერთობაზე?

- ჩემნაირი ბიჭები არც მომეწონებოდა. მომწონს როგორიც არის და კარგად ვგრძნობ თავს.

- ზაფხულის გეგმების შესახებ მოგვიყევი...

- ბათუმში მინდა წასვლა, რამდენიმე გეგმა მაქვს კონცერტებთან დაავშირებით. ჩემი ახალი სინგლი გამოვიდა, დიდი იმედი მაქვს ზაფხულის ჰიტი გახდება და კონცერტებზე შემოთავაზებებიც მექნება.

- რაც შეეხება რუსეთს, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- სამომავლოდ მხოლოდ ერთ ქვეყანას არ განვიხილავ, ჩემი მიზანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდე, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მაგრამ ეს წელი არ გამოდგა ისეთი, როგორსაც ველოდი ნებისმიერ სფეროში.

ძალიან მინდა, რომ პანდემია დროულად დამთავრდეს და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. მართალია, ჩვენთან შედარებით კარგი სიტუაციაა, მაგრამ ძალიან მთრგუნავს როდესაც ვიგებ, რომ სხვა ქვეყნებში ამდენი ინფიცირებულია. დიდი იმედი მაქვს რომ ამ ვირუსს ერთად დგომითა და გააზრებული საქციელით გადავაგორებთ.

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს

"ორი წამით დავინახე, ვიკითხე, ხომ კარგად არის-მეთქი და ეგ იყო, ბავშვი ეგრევე სხვაგან წაიყვანეს..." - ირინა ბაირამაშვილი მშობიარობის შემდგომ გართულებულ კორონავირუსზე