კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება
ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო უარ­ყოფს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ქალი, რო­მელ­მაც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა, მას­წავ­ლე­ბე­ლია. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით ლია ჩხენ­კე­ლი არც ერთ სკო­ლა­ში არ მუ­შა­ობს.

"სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც თით­ქოს სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის მიერ არის და­წე­რი­ლი.

სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მფლო­ბე­ლი არ არის არ­ცერ­თი სა­ჯა­რო სკო­ლის მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი" - ნათ­ქვა­მია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს "ფე­ის­ბუქ­ზე" გავ­რცელ­და კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც "მთა­ვა­რი არ­ხის" გა­და­ცე­მა "მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ლია ჩხენ­კელ­მა ვი­დე­ო­ზე და­ტო­ვა. ნიკა გვა­რა­მი­ას გა­და­ცე­მა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მეს ეხე­ბო­და და ჩხენ­კელ­მა ვი­დე­ო­ზე ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­წე­რა: "ამ­დე­ნი ამ­ბა­ვი რა სა­ჭი­რო იყო ამ უწიგ­ნუ­რი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

კო­მენ­ტარს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია - ლია ჩხენ­კელს ლან­ძღავ­დნენ და ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვ­დნენ მის­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის გამო ქალ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი გვერ­დი გა­ა­უქ­მა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გვერ­დი ისევ აღად­გი­ნა, ამ­ჯე­რად ფო­ტო­ე­ბის გა­რე­შე და ერ­თა­დერ­თი პოს­ტი და­წე­რა, რო­მელ­შიც ბო­დიშს იხ­დი­და.

AMBEBI.GE-მ შეძ­ლო გა­ერ­კვია და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის შე­სა­ხებ. ლია ჩხენ­კე­ლი ხო­ნი­და­ნაა, წლე­ბის წინ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ამ ქა­ლაქ­ში მარ­თლაც ეწე­ო­და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით ორი ათე­უ­ლი წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში სა­ბერ­ძნეთ­შია და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
618

სამაგიეროდ მოქმედი ნაცია ! angry

RZA
3

qalbatono chxenkelo shen ojaxs sh...a mtelma saqartvelom

ავტორი:

ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება

ქალი, რომლის კომენტარმაც შაქარაშვილის სიკვდილზე საზოგადოება აღაშფოთა, მოქმედი მასწავლებელი არ არის - განათლების სამინისტროს განცხადება

განათლების სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქალი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღმაშფოთებელი კომენტარი დაწერა, მასწავლებელია. უწყების განმარტებით ლია ჩხენკელი არც ერთ სკოლაში არ მუშაობს.

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ თითოეული მოქალაქისთვის სრულიად მიუღებელ ინფორმაციას, რომელიც თითქოს საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ არის დაწერილი.

სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული სოციალური ქსელის მფლობელი არ არის არცერთი საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი" - ნათქვამია განათლების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს "ფეისბუქზე" გავრცელდა კომენტარი, რომელიც "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარი აქცენტების" მიმდინარეობისას ინტერნეტმომხმარებელმა ლია ჩხენკელმა ვიდეოზე დატოვა. ნიკა გვარამიას გადაცემა შაქარაშვილის საქმეს ეხებოდა და ჩხენკელმა ვიდეოზე ასეთი კომენტარი დაწერა: "ამდენი ამბავი რა საჭირო იყო ამ უწიგნური ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით".

კომენტარს მაშინვე მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლების მძაფრი რეაქცია - ლია ჩხენკელს ლანძღავდნენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ მისგან, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო ქალმა სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. თუმცა, მოგვიანებით, გვერდი ისევ აღადგინა, ამჯერად ფოტოების გარეშე და ერთადერთი პოსტი დაწერა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა.

AMBEBI.GE-მ შეძლო გაერკვია დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ინტერნეტმომხმარებლის შესახებ. ლია ჩხენკელი ხონიდანაა, წლების წინ დასავლეთ საქართველოს ამ ქალაქში მართლაც ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, დაახლოებით ორი ათეული წელია ემიგრაციაში საბერძნეთშია და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში.

"ასე მგონია, ახლაც გვეხუმრება და სადაცაა გამოჩნდება" - 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ხელვაჩაურში, მდინარეში ეძებენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელია

"მისი წარმატება არაერთ მედალსა და სიგელს ითვლის" - ძალოსნობის ფედერაცია სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აჭარის მთავრობა აიღებს მზრუნველობას გოგონაზე, რომელმაც ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად მშობლები და ძმა დაკარგა