კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოძალადეებს გადარჩენილი ქალების უმძიმესი ისტორიები - "90% ჩემსავით ფიქრობს: გამოსწორდება, ვაპატიებ, ბავშვებს რა ვუყო?... მაგრამ"
მოძალადეებს გადარჩენილი ქალების უმძიმესი ისტორიები - "90% ჩემსავით ფიქრობს: გამოსწორდება, ვაპატიებ, ბავშვებს რა ვუყო?... მაგრამ"

ქა­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბი­სა და მისი ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მის - ფე­მი­ცი­დის შე­სა­ხებ ის­ტო­რი­ე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ გახ­შირ­და. ერ­თის მხრივ, მო­ძა­ლა­დის მიერ ქა­ლის ჩაგ­ვრა, მე­ო­რე მხრივ კი, თა­ვად ქა­ლის უსა­ზღვრო "მოთ­მი­ნე­ბა", შე­საძ­ლოა, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ქალი გა­მო­სა­ვალს ვერ პო­უ­ლობს, არი­ან გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბიც, რო­მელ­თაც სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დეს. AMBEBI.GE დღეს სწო­რედ ამ ქა­ლე­ბის ის­ტო­რი­ებს გი­ამ­ბობთ, მათ­გან ერთ-ერ­თმა ანო­ნი­მად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

ნანა გო­გა­ლა­ძის ამ­ბა­ვი 3 წლის წინ მოხ­და. მე­უღ­ლე ახა­ლი წლის ღა­მეს ყელ­ში წვდა და მისი დახ­რჩო­ბა სცა­და. ქალ­მა თავ­დაც­ვის მიზ­ნით ქმა­რი და­ნით დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც ბრა­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს.

- ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას უბ­რა­ლოდ შე­მო­ე­ხე­და და მა­შინ­ვე იწყე­ბო­და: რა­ტომ შე­მოგ­ხე­და? შენ რა­ტომ გა­ხე­დე? და ა.შ. ხან­და­ხან ძა­ლი­ან მშვი­დი და წყნა­რი იყო, მაგ­რამ შემ­დეგ ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყო, შეყ­ვა აზარ­ტულ თა­მა­შებს... აგ­რე­სი­უ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, ყო­ველ­თვის ბინ­ძუ­რი ენით, 3 სი­ტყვი­დან ორი - გი­ნე­ბა იყო.

უაზ­რო ეჭ­ვი­ა­ნო­ბამ, ნარ­კო­ტი­კებ­მა და თა­მა­შებ­მა ადა­მი­ა­ნი შეც­ვა­ლა და ვერც კი აღ­გი­წერთ - რო­გორ. თა­ვი­დან დარ­ტყმა­ზე თავს იკა­ვებ­და, თუმ­ცა მერე და მერე... შე­იძ­ლე­ბა, ეს იმი­ტომ, რომ მე ვცდი­ლობ­დი გავ­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, სი­ტუ­ა­ცია გა­მე­ნე­იტ­რა­ლე­ბი­ნა, ბავ­შვებს თავი ცოტა უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ეგ­რძნოთ და ძა­ლი­ან არ შე­ში­ნე­ბო­დათ. ალ­ბათ, ამა­ნაც იმოქ­მე­და - ჩემი მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ ხე­დავ­და და იფიქ­რა, გამ­დი­სო.

რა­ტომ ვით­მენ­დი? ჩემი ორი­ვე მშო­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლია, დე­დი­სერ­თა ვარ, სახ­ლი არ მაქვს და ესეც ფაქ­ტო­რი იყო - ქმა­რი სულ იმას მი­ნერ­გავ­და, ჩემ იქით გზა არ გაქვს, სად წახ­ვალ, ვის რაში სჭირ­დე­ბი 2 ბავ­შვით, მარ­ტო­ხე­ლა ხარ, დამ­ხმა­რე შენ არ გყავ­სო

ისე­თი გავ­ლე­ნის ქვეშ მო­მაქ­ცია, მეც ვფიქ­რობ­დი, რომ მის გა­რე­შე მარ­თლაც და­ვი­კარ­გე­ბო­დი. ბავ­შვებს რა ვა­ჭა­მო, ქირა რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო - ყვე­ლა­ფე­რი თავ­ში ჩა­მე­ბეჭ­და, მე­გო­ნა მის გა­რე­შე არა­რა­ო­ბა ვი­ყა­ვი და არც არა­ფე­რი შე­მეძ­ლო" - იხ­სე­ნებს AMBEBI.GE-სთან ნანა გო­გა­ლა­ძე.

ახა­ლი წლის ღა­მეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ფი­ზი­კურ­მა შეც­ვა­ლა. რო­გორც რეს­პონ­დენ­ტი ყვე­ბა, მე­უღ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს მოყ­ვა - ქალს პირ­ველ­მა მე­უღ­ლემ და­უ­რე­კა, რომ შვი­ლე­ბის­თვის ახა­ლი წელი მი­ე­ლო­ცა:

- ჩემ­მა პირ­ველ­მა ქმარ­მა და შვი­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წუთი ისა­უბ­რეს. ბავ­შვებ­მა მა­მას მი­უ­ლო­ცეს, ფუ­ლის გა­მოგ­ზავ­ნის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს, ცოტა იჭო­რა­ვეს. მერე ბავ­შვე­ბი და­ვაწ­ვი­ნე და მეც და­სა­ძი­ნებ­ლად დავ­წე­ქი. არ ვიცი, ჩემს ქმარს "ლომ­კა" ჰქონ­და თუ რაში იყო საქ­მე, მაგ­რამ ოთახ­ში შე­მო­ვი­და, ტე­ლე­ფო­ნი აიღო და და­რე­კი­ლი რომ ნახა, და­ი­წყო, 5 წუთი რაზე ილა­პა­რა­კე­თო (სა­ერ­თოდ, პირ­ვე­ლი ქმა­რი აქ არც არის, სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს).

ვუ­თხა­რი, ის ჩემი შვი­ლე­ბის მა­მაა, ბავ­შვე­ბი ელა­პა­რაკ­ნენ, მაგ­რამ მეც რომ მე­ლა­პა­რა­კა, რა მოხ­დე­ბო­და მეთ­ქი?! მომ­ვარ­და, და­ამ­ტვრია ყვე­ლა­ფე­რი, ჩემი გა­გუდ­ვა და­ი­წყო... სა­წოლ­ზე ვეგ­დე, მკერ­დზე ფეხი მო­მა­ჭი­რა, დაბ­ჯე­ნი­ლი ჰქონ­და და ხე­ლე­ბით მგუ­დავ­და.

როცა მგუ­დავ­და, ვე­რა­ფერს ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ გრძნო­ბას ვკარ­გავ­დი. ის მახ­სოვ­და, რომ დე­და­ჩე­მი ფუ­ლის გამო მოკ­ლეს, თბი­ლის­ში ბინა გავ­ყი­დეთ და სწო­რედ იმ ფუ­ლის გამო და­ახ­რჩვეს... მარ­ტო ის აზ­რი­ღა მქონ­და თავ­ში, რომ მე არ უნდა მოვმკვდა­რი­ყა­ვი და იგი­ვე არ უნდა გა­ნე­ცა­დათ ჩემს შვი­ლებს, რაც მე დე­დის და­კარ­გვის გამო გა­მო­ვი­ა­რე.

ჩემი ბიჭი მა­შინ 10 წლის იყო, მო­ას­წრო გას­ვლა და მე­ზო­ბელს და­უ­ძა­ხა. შემ­დეგ და­ვუ­რე­კე 112-ს და პო­ლი­ცია გა­მო­ვი­ძა­ხე. ამან უფრო გა­ამ­წა­რა, კი­დევ გა­მო­ი­წია ჩემ­კენ და ზუს­ტად მა­შინ, თა­ვის დაც­ვის მიზ­ნით სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით მხარ­ში დავ­ჭე­რი" - ყვე­ბა გო­გა­ლა­ძე.

"სა­ფა­რის" ად­ვო­კატ­თან ერ­თად ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის შემ­დეგ, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს. სა­ნამ პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შან­ტა­ჟის შე­დე­გად, ქალ­მა მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კვლავ აღად­გი­ნა.

- ვი­ფიქ­რე, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დამ­თავ­რე­ბამ­დე შე­რი­გე­ბა აჯო­ბებ­და. იყო მუ­ქა­რე­ბი - "თუ ჩემ­თან არ იქ­ნე­ბი, შენს თავს და­ვა­ჭე­რი­ნებ", "სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა მო­გი­წევს", "მოგ­კლავ" - მარ­თლაც ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. თა­ვი­დან თვა­ლებ­ში შე­მომ­ყუ­რებ­და, შენ შე­მო­გევ­ლე, შენ გე­ნაც­ვა­ლეო, თუმ­ცა, მერე ისევ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო იგი­ვე - გი­ნე­ბა, შუ­ა­ღა­მი­სას ხელი მკრა და გა­რეთ გა­მოგ­ვყა­რა მე და ჩემი ბავ­შვე­ბი. როცა 112-ს ისევ და­ვუ­რე­კე, ამ­ჯე­რად ძა­ლი­ან მალე მო­ვიდ­ნენ, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რეს, ახლა არ აქვს უფ­ლე­ბა სა­ერ­თოდ შე­მე­ხოს და მის წი­ნა­აღ­მდეგ ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლი­თაა საქ­მე აღ­ძრუ­ლი. იმის მერე არც მი­ნა­ხავს...

ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა, ელი­სო რუ­ხა­ძემ გა­მაგ­ზავ­ნა ფსი­ქო­ლოგ­თან. საკ­მა­ოდ დიდი ხანი დავ­დი­ო­დი და ეს ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა - ჩემი თა­ვის მი­მართ რწმე­ნა და­მიბ­რუნ­და. ახლა ვხვდე­ბი, რომ სი­სუ­ლე­ლე და უაზ­რო ში­შე­ბი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, არც კი ვიცი, რო­გორ მო­მაქ­ცია თა­ვი­სი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ... მშვე­ნივ­რად ვცხოვ­რობ მის გა­რე­შე. ქი­რით ვარ, ვმუ­შა­ობ, ბავ­შვე­ბი გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, შიმ­ში­ლით არ ვკვდე­ბით, რო­გორც მა­შინ მე­გო­ნა.

ბრძო­ლას აზრი ჰქონ­და. თა­ვი­დან­ვე რომ მი­მე­მარ­თა პო­ლი­ცი­ის­თვის, ამ დო­ნემ­დე არ მი­ვი­დო­დი და ბევრ სა­ხი­ფა­თო რა­მეს ავი­ცი­ლებ­დი თა­ვი­დან

ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ ამ­დე­ნი ხანი გა­მიგ­რძელ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, და­ვი­ტან­ჯე მეც და დავ­ტან­ჯე ჩემი შვი­ლე­ბიც - ჩემ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა ძლივს მო­მიყ­ვა­ნა ჭკუ­ა­ზე, ბავ­შვე­ბიც ფსი­ქო­ლოგ­თან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დამ­ყავ­და.

გარ­შე­მო სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი რომ ხდე­ბა, ეს იმის ბრა­ლია, რომ ქა­ლე­ბის 90% ალ­ბათ ზუს­ტად იმას ფიქ­რობს, რა­საც მე: „შე­იძ­ლე­ბა გა­მოს­წორ­დეს, ვა­პა­ტი­ებ, მერე რა ვქნა, ბავ­შვებს რა ვუყო“ და ა.შ. მაგ­რამ, ამა­ზე ფიქ­რის დროს სა­კუ­თარ თავ­ზე ვე­ღარ ვფიქ­რობთ და მო­ძა­ლა­დეს ისეთ რა­ღა­ცებს ვპა­ტი­ობთ, რისი პა­ტი­ე­ბაც უბ­რა­ლოდ, არ შე­იძ­ლე­ბა... რაც უფრო მალე და­აღ­წე­ვენ ამას თავს, მით უკე­თე­სია მათ­თვის და მათი შვი­ლე­ბის­თვი­საც" - გვი­ამ­ბობს ნანა გო­გა­ლა­ძე.

AMBEBI.GE-ს კი­დევ ერთი რეს­პონ­დენ­ტის, ბ.პ.-ს ის­ტო­რი­ა­ში მოქ­მე­დი პირი არა პარტნი­ო­რი ან მე­უღ­ლე, არა­მედ ღვიძ­ლი ძმა და დედა არი­ან, რომ­ლე­ბიც მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ, ეკო­ნო­მი­კურ და ფი­ზი­კურ ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

- ჩემი ძმა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, ახლა ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია. ფსი­ქი­კა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, ყო­ველ­თვის აგ­რე­სი­უ­ლი იყო, ხოლო დე­და­ჩე­მი ცუ­დად იყო გან­წყო­ბი­ლი ჩემ­და­მი. მე ხომ გოგო ვარ და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­უბ­ნე­ბო­და, რომ სახ­ლი­დან უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ან ამერ­ჩია, რო­მელ ძმას­თან ვი­ცხოვ­რებ­დი. ამა­ზე თა­ვი­დან­ვე ვთქვი უარი, რად­გან მე შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ვარ და არ მინ­დო­და არა­ვის­თან სა­ცხოვ­რებ­ლად წას­ვლა.

მშობ­ლე­ბის სახ­ლის წინ პა­ტა­რა ად­გი­ლი იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემი ხე­ლით გა­ვა­სუფ­თა­ვე, რის შემ­დე­გაც ჩემ მი­მართ ჩემი ძმი­სა და დე­და­ჩე­მის მხრი­დან მეტი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და. აგ­რე­სია მა­მა­ჩე­მი­სა და მე­ო­რე ძმის მი­მარ­თაც ჰქონ­დათ, რომ­ლე­ბიც სხვა­გან გა­და­ვიდ­ნენ, ამი­ტომ ბრა­ზი მთლი­ა­ნად ჩემ­კენ გად­მო­ი­ტა­ნეს.

ძა­ლა­დო­ბა ბევრ რა­მე­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ზამ­თრო­ბით, ღუ­მე­ლი სა­დაც გვიდ­გას, იმ ად­გილს ჩემი ძმა "პლედს" აფა­რებ­და, რომ ჩემს ოთახ­ში სით­ბო არ გა­მო­სუ­ლი­ყო - ხში­რად ჩაც­მულს მე­ძი­ნა

ჰა­ი­მო­რი­ტი და­მე­მარ­თა, ფილ­ტვებ­ზე პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა... ბევ­რი ასე­თი რამ... იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, გუ­და­ურ­ში ისე­თი სამ­სა­ხუ­რი მე­შო­ვა, რომ თვე­ო­ბით გა­სუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სახ­ლი­დან. 3 წლის წინ, ზამ­თარ­ში, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი თბილ და მშვიდ ოთახ­ში... როცა ჩა­მოვ­დი­ო­დი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და ჩემი ნივ­თე­ბი, იყო ყო­ფით სა­კი­თხებ­ზე აგ­რე­სია. ბევ­რჯერ ხე­ლი­თაც შემ­ხე­ბი­ან, როცა გაზ­ზე საკ­ვე­ბი გა­მი­ცხე­ლე­ბია ან ელექტრო­ე­ნერ­გია მო­მიხ­მა­რია. სა­რე­ცხი მან­ქა­ნი­თაც კი აღარ ვსარ­გებ­ლობ­დი, რომ კონ­ფლიქ­ტის­თვის თავი ამე­რი­დე­ბი­ნა" - გვიყ­ვე­ბა ბ.პ, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე, ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს.

- ხში­რად იყო ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ჩემს ძმას და­ნით გა­მო­უ­წე­ვია ჩემ­ზე, მკლავ­ზე ნაკ­ბე­ნიც მე­ტყო­ბა. წი­თელ პა­რას­კევს კვერ­ცხებს ხარ­შავ­და დე­და­ჩე­მი. ჩემ­მა ძმამ ერთი ახა­ლი ამო­ღე­ბუ­ლი, მდუ­ღა­რე კვერ­ცხი აიღო, თავი და­მი­ჭი­რა და ეს კვერ­ცხი ყელ­ზე მთე­ლი ძა­ლით და­მა­ჭყლი­ტა. რა თქმა უნდა, ყელი და­მეწ­ვა. ყელ­ზე ახ­ლაც მაქვს ნა­ი­ა­რე­ვი...

VIDEO: "ნაკბი­ლა­რე­ბიც მე­ტყო­ბა, ბევ­რჯერ და­ნი­თაც გა­მო­უ­წე­ვია ჩემ­კენ" - ქა­ლის ის­ტო­რია, რო­მელ­ზეც ძმა და დედა ძა­ლა­დობ­დნენ

ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ნამ­დე იყო, ვიდ­რე, ვი­თომ "მი­წის გამო" და­ი­წყე­ბო­და კონ­ფლიქ­ტი. იმ მცი­რე მი­წის ნაკ­ვე­თის გა­ფორ­მე­ბა მინ­დო­და, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის სახ­ლთან იყო. დე­და­ჩემ­მა და­ი­რე­გის­ტრი­რა და შემ­დეგ ჩემს ძმას აჩუ­ქა. შემ­დეგ, სახ­ლიც აჩუ­ქა. წელს, ზამ­თარ­ში, როცა გუ­და­უ­რი­დან ჩა­მო­ვე­დი, ისევ იყო დე­დის მხრი­დან ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვა. ეს ძა­ლი­ან დიდ ტან­ჯვას მა­ყე­ნებს... ხე­ლით არა­ერ­თხელ შემ­ხე­ბია, ბავ­შვო­ბი­დან თმით მათ­რევ­და ხოლ­მე.

გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ისევ ჩა­მო­ვე­დი, ეზო მი­ვა­ლა­გე და ერთ გა­ტე­ხილ "ვედ­როს" ად­გი­ლი შე­ვუც­ვა­ლე, შემ­დეგ კი სახ­ლი­დან გა­ვე­დი. როცა დავ­ბრუნ­დი, პო­ლი­ცია დამ­ხვდა - ოჯა­ხი ძა­ლა­დო­ბა­ში მა­და­ნა­შა­უ­ლებ­და. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­მი­წე­რეს. პან­დე­მი­ის გამო სახ­ლი ვერ დავ­ტო­ვე. ერთხელ რა­ღა­ცის და­ხეთ­ქე­ბის ხმამ გა­მაღ­ვი­ძა, რა­ზეც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი და უბ­რა­ლოდ, შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი. დე­და­ჩემ­მა მა­გი­დი­დან დანა აიღო, მაჯა და­მი­ჭი­რა და ვე­ნა­ზე დანა ორ­ჯერ გა­და­მის­ვა. ორი მოგ­რძო ნა­კაწ­რი იყო, თუმ­ცა ღრმა არ აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ თავ­ზე ხელი მომ­კი­და და რამ­დენ­ჯერ­მე გა­მათ­რია და გა­მო­მათ­რია. თა­ვი­დან მთე­ლი ბღუ­ჯა თმა ჩა­მომ­ყვა... ამის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გა­ვე­რი­დე სახ­ლს. დად­გინ­და, რომ იმ დღეს ტვი­ნის შერ­ყე­ვა მი­მი­ღია.

იყო მო­მენ­ტე­ბი, თა­ვის მოკ­ვლა­ზეც ვფიქ­რობ­დი. თა­ვის დაც­ვა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ დე­დას ხელს ვერ შე­ვუბ­რუ­ნებ­დი, ეს გან­ცდა მქონ­და. ისიც გა­ვი­გე, რომ თურ­მე ჩემი ძმა, რო­მელ­საც ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი, ამ­ბობ­და, საჭ­მელ­ში რა­ღა­ცას ჩა­ვუყ­რი, რომ ფსი­ქი­კუ­რად შე­ი­შა­ლოს, ან რამე ნემსს გა­ვუ­კე­თე­ბო. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც წარ­ვად­გი­ნეთ სა­სა­მარ­თლო­ზე, რო­გორ გეგ­მავ­და, რომ ჩემს თავს და­ა­ჭე­რი­ნებ­და. რო­გორც ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, იმ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა... ყვე­ლა ამ­ბობს, ღმერ­თს მად­ლო­ბა უთხა­რი, რომ იქ აღარ ხარო... ად­ვო­კატ­მაც გა­მაფრ­თხი­ლა, იმ სახ­ლში არ დაბ­რუნ­დე, თო­რემ მე ვე­ღა­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბიო" - გვიყ­ვე­ბა ბ.პ.

"სა­ფა­რის" იუ­რის­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც ამ ორ შემ­თხვე­ვა­ზე მუ­შა­ობ­და, გვე­უბ­ნე­ბა, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს უჭირთ მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა აა­ნა­ლი­ზე­ბენ იმა­საც, რომ სხვებს მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცენ, რად­გან დუ­მი­ლი ხში­რად სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია.

- ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი გვაქვს, რო­დე­საც ქა­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, ბეწ­ვზე გა­და­ურჩნენ ფე­მი­ციდს. ძა­ლი­ან ხში­რად, მსხვერ­პლი რომ გა­დარ­ჩეს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პატ­რუ­ლის ჩა­რე­ვა და ხში­რად ეს ჩა­რე­ვა არ არის მყი­სი­ე­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი. მა­გა­ლი­თად, "ილი­ა­უნ­ში" მომ­ხდა­რი ცნო­ბი­ლი საქ­მე და­ი­ხუ­რა (როცა ლექ­ტო­რი ქალი ყო­ფილ­მა ქმარ­მა მოკ­ლა) და ჩვენ ის სტრას­ბურ­გში წა­ვი­ღეთ - აქ არ იყო პო­ლი­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა.

ფე­მი­ციდს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლე­ბის ის­ტო­რია უმ­ძი­მე­სია. ისი­ნი დღემ­დე გა­დი­ან ფსი­ქო­თე­რა­პი­ის კურსს - ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ფსი­ქოტ­რავ­მუ­ლი ნიშ­ნე­ბი იმ­დე­ნად რთუ­ლი და მძი­მეა, რომ უჭირთ, მარ­ტი­ვად ისა­უბ­რონ ამ სა­კი­თხებ­ზე, მით უმე­ტეს, მე­დი­ას­თან, თუმ­ცა ხში­რად აა­ნა­ლი­ზე­ბენ იმა­საც, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გმი­რე­ბი არი­ან, რომ მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცენ სხვა ქა­ლებს.

ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი ერ­თვე­ბი­ან, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დი - იუ­რის­ტი, სოც­მუ­შა­კი, ფსი­ქო­ლო­გი ერ­თად ვმუ­შა­ობთ მსხვერ­პლთან და ვაძ­ლი­ე­რებთ ქალს, რათა სო­ცი­უმ­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბა და იმ ფსი­ქოტ­რავ­მუ­ლი ნიშ­ნე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა მოხ­დეს. ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ფსი­ქო­თე­რა­პი­ის კურსს გა­დი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ.

- ფე­მი­ცი­დი და მისი მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ხში­რია, ეს რისი ბრა­ლია და რას ურ­ჩევ­დით ქა­ლებს, რო­მელ­თაც ჰგო­ნი­ათ, რომ არაფ­რის შეც­ვლა შე­უძ­ლი­ათ?

- ფე­მი­ცი­დის გავ­რცე­ლე­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. ძი­რი­თა­დად, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვენს ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რა­ზე, სა­დაც კაცი დო­მი­ნან­ტად მი­იჩ­ნე­ვა და ქალი, რე­ლი­გი­უ­რი ნორ­მე­ბით, დოგ­მა­ტი­კი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვი­თაც უნდა ემორ­ჩი­ლე­ბო­დეს მა­მა­კაცს. მათი თა­ნას­წო­რო­ბა კა­ნო­ნის მიღ­მა არ­სად წე­რია.

ხში­რად მა­მა­კა­ცე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მათი პარტნი­ო­რის ან მე­უღ­ლის აქ­ტი­ვო­ბა, რომ ქა­ლებ­მა ხმა ამო­ი­ღონ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თუმ­ცა, ყვე­ლა ქალს ვურ­ჩევ, რომ­ლის მი­მარ­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძა­ლა­დო­ბა, ხმა ამო­ი­ღოს, რად­გან დუ­მი­ლი შე­იძ­ლე­ბა, სი­ცო­ცხლის ფა­სად და­უჯ­დეს. ვფიქ­რობ, მათ უნდა მოგ­ვმარ­თონ და ყვე­ლა ბერ­კე­ტი და რე­სურ­სი გა­მო­ი­ყე­ნონ, რათა მათი შვი­ლე­ბი იყ­ვნენ უსაფრ­თხოდ და მი­ნი­მუმ, გა­დარ­ჩნენ.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
0

ასეთი დანაშაულების პატიება არის დამნაშავეების წახალისება, ბოლოს როდესაც დგება უკვე გამოუსწორებელი დანაშაული იწყება ვაი-ვიში, მაგრამ ეს საქმეს უკვე სამწუხაროს ვეღარ შველის.

 

ზურა
379

ნუ წაიღეთ თვინი ამ ტრენდული ფემინიზმით და ჩაგრიულების მანტიით. ქალზე ძალადობა და კაცზეც ძალადობა ორივე ერთნაირი დანაშაულია. და თუ თავის დაცვას ვერ ახერხებს ქალმაც და კაცმაც უნდა მიმართოს პოლიციას! აღარუნდა ამ თემას გეფეტიშება! მოძალადეს ვერ აღრზდი ახლიდან და ვერც ამ თემაზე ლაქალაქით ვერ მოისპობა ძალადობა! ამიტომ ძალადობის შემთხვევაში მიმართეთ პოლიციას! ხოლო უკეთესი იქნება თუ ჯერ კარგად გაახელთ თვალს ვის მიყვებით და ცოტა ჭკუას დაატანებთ თქვენს ქმედებებს! შედეგად ნაკლები მოგხვდებათ ან არ მოგხვდებათ! და ბოლოს რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო! არასამთავრობოები ამ ქაქანით ფულს იჯიბავენ შედეგი კი არაფერი!

ავტორი:

მოძალადეებს გადარჩენილი ქალების უმძიმესი ისტორიები - "90% ჩემსავით ფიქრობს: გამოსწორდება, ვაპატიებ, ბავშვებს რა ვუყო?... მაგრამ"

მოძალადეებს გადარჩენილი ქალების უმძიმესი ისტორიები - "90% ჩემსავით ფიქრობს: გამოსწორდება, ვაპატიებ, ბავშვებს რა ვუყო?... მაგრამ"

ქალებზე ძალადობისა და მისი ყველაზე მძიმე ფორმის - ფემიციდის შესახებ ისტორიები, სამწუხაროდ, საკმაოდ გახშირდა. ერთის მხრივ, მოძალადის მიერ ქალის ჩაგვრა, მეორე მხრივ კი, თავად ქალის უსაზღვრო "მოთმინება", შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი გამოსავალს ვერ პოულობს, არიან გადარჩენილებიც, რომელთაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს. AMBEBI.GE დღეს სწორედ ამ ქალების ისტორიებს გიამბობთ, მათგან ერთ-ერთმა ანონიმად დარჩენა ისურვა.

ნანა გოგალაძის ამბავი 3 წლის წინ მოხდა. მეუღლე ახალი წლის ღამეს ყელში წვდა და მისი დახრჩობა სცადა. ქალმა თავდაცვის მიზნით ქმარი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ბრალი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით წაუყენეს.

- ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა. შეიძლება, ვიღაცას უბრალოდ შემოეხედა და მაშინვე იწყებოდა: რატომ შემოგხედა? შენ რატომ გახედე? და ა.შ. ხანდახან ძალიან მშვიდი და წყნარი იყო, მაგრამ შემდეგ ნარკოტიკების მიღება დაიწყო, შეყვა აზარტულ თამაშებს... აგრესიულად ლაპარაკობდა, ყოველთვის ბინძური ენით, 3 სიტყვიდან ორი - გინება იყო.

უაზრო ეჭვიანობამ, ნარკოტიკებმა და თამაშებმა ადამიანი შეცვალა და ვერც კი აღგიწერთ - როგორ. თავიდან დარტყმაზე თავს იკავებდა, თუმცა მერე და მერე... შეიძლება, ეს იმიტომ, რომ მე ვცდილობდი გავჩუმებულიყავი, სიტუაცია გამენეიტრალებინა, ბავშვებს თავი ცოტა უფრო კომფორტულად ეგრძნოთ და ძალიან არ შეშინებოდათ. ალბათ, ამანაც იმოქმედა - ჩემი მხრიდან წინააღმდეგობას ვერ ხედავდა და იფიქრა, გამდისო.

რატომ ვითმენდი? ჩემი ორივე მშობელი გარდაცვლილია, დედისერთა ვარ, სახლი არ მაქვს და ესეც ფაქტორი იყო - ქმარი სულ იმას მინერგავდა, ჩემ იქით გზა არ გაქვს, სად წახვალ, ვის რაში სჭირდები 2 ბავშვით, მარტოხელა ხარ, დამხმარე შენ არ გყავსო

ისეთი გავლენის ქვეშ მომაქცია, მეც ვფიქრობდი, რომ მის გარეშე მართლაც დავიკარგებოდი. ბავშვებს რა ვაჭამო, ქირა როგორ გადავიხადო - ყველაფერი თავში ჩამებეჭდა, მეგონა მის გარეშე არარაობა ვიყავი და არც არაფერი შემეძლო" - იხსენებს AMBEBI.GE-სთან ნანა გოგალაძე.

ახალი წლის ღამეს ფსიქოლოგიური ძალადობა ფიზიკურმა შეცვალა. როგორც რესპონდენტი ყვება, მეუღლის გაღიზიანება სატელეფონო ზარს მოყვა - ქალს პირველმა მეუღლემ დაურეკა, რომ შვილებისთვის ახალი წელი მიელოცა:

- ჩემმა პირველმა ქმარმა და შვილებმა დაახლოებით, 5 წუთი ისაუბრეს. ბავშვებმა მამას მიულოცეს, ფულის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადეს, ცოტა იჭორავეს. მერე ბავშვები დავაწვინე და მეც დასაძინებლად დავწექი. არ ვიცი, ჩემს ქმარს "ლომკა" ჰქონდა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ოთახში შემოვიდა, ტელეფონი აიღო და დარეკილი რომ ნახა, დაიწყო, 5 წუთი რაზე ილაპარაკეთო (საერთოდ, პირველი ქმარი აქ არც არის, საზღვარგარეთ ცხოვრობს).

ვუთხარი, ის ჩემი შვილების მამაა, ბავშვები ელაპარაკნენ, მაგრამ მეც რომ მელაპარაკა, რა მოხდებოდა მეთქი?! მომვარდა, დაამტვრია ყველაფერი, ჩემი გაგუდვა დაიწყო... საწოლზე ვეგდე, მკერდზე ფეხი მომაჭირა, დაბჯენილი ჰქონდა და ხელებით მგუდავდა.

როცა მგუდავდა, ვერაფერს ვფიქრობდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გრძნობას ვკარგავდი. ის მახსოვდა, რომ დედაჩემი ფულის გამო მოკლეს, თბილისში ბინა გავყიდეთ და სწორედ იმ ფულის გამო დაახრჩვეს... მარტო ის აზრიღა მქონდა თავში, რომ მე არ უნდა მოვმკვდარიყავი და იგივე არ უნდა განეცადათ ჩემს შვილებს, რაც მე დედის დაკარგვის გამო გამოვიარე.

ჩემი ბიჭი მაშინ 10 წლის იყო, მოასწრო გასვლა და მეზობელს დაუძახა. შემდეგ დავურეკე 112-ს და პოლიცია გამოვიძახე. ამან უფრო გაამწარა, კიდევ გამოიწია ჩემკენ და ზუსტად მაშინ, თავის დაცვის მიზნით სამზარეულოს დანით მხარში დავჭერი" - ყვება გოგალაძე.

"საფარის" ადვოკატთან ერთად ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს. სანამ პროცესი მიმდინარეობდა, შანტაჟის შედეგად, ქალმა მეუღლესთან ურთიერთობა კვლავ აღადგინა.

- ვიფიქრე, სასამართლო პროცესის დამთავრებამდე შერიგება აჯობებდა. იყო მუქარები - "თუ ჩემთან არ იქნები, შენს თავს დავაჭერინებ", "საქართველოს დატოვება მოგიწევს", "მოგკლავ" - მართლაც ძალიან შემეშინდა. თავიდან თვალებში შემომყურებდა, შენ შემოგევლე, შენ გენაცვალეო, თუმცა, მერე ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო იგივე - გინება, შუაღამისას ხელი მკრა და გარეთ გამოგვყარა მე და ჩემი ბავშვები. როცა 112-ს ისევ დავურეკე, ამჯერად ძალიან მალე მოვიდნენ, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ახლა არ აქვს უფლება საერთოდ შემეხოს და მის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის მუხლითაა საქმე აღძრული. იმის მერე არც მინახავს...

ჩემმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ გამაგზავნა ფსიქოლოგთან. საკმაოდ დიდი ხანი დავდიოდი და ეს ძალიან დამეხმარა - ჩემი თავის მიმართ რწმენა დამიბრუნდა. ახლა ვხვდები, რომ სისულელე და უაზრო შიშები იყო ეს ყველაფერი, არც კი ვიცი, როგორ მომაქცია თავისი ზეგავლენის ქვეშ... მშვენივრად ვცხოვრობ მის გარეშე. ქირით ვარ, ვმუშაობ, ბავშვები განებივრებულები არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შიმშილით არ ვკვდებით, როგორც მაშინ მეგონა.

ბრძოლას აზრი ჰქონდა. თავიდანვე რომ მიმემართა პოლიციისთვის, ამ დონემდე არ მივიდოდი და ბევრ სახიფათო რამეს ავიცილებდი თავიდან

ძალიან ვნანობ, რომ ამდენი ხანი გამიგრძელდა ეს ყველაფერი, დავიტანჯე მეც და დავტანჯე ჩემი შვილებიც - ჩემმა ფსიქოლოგმა ძლივს მომიყვანა ჭკუაზე, ბავშვებიც ფსიქოლოგთან დიდი ხნის განმავლობაში დამყავდა.

გარშემო საშინელებები რომ ხდება, ეს იმის ბრალია, რომ ქალების 90% ალბათ ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც მე: „შეიძლება გამოსწორდეს, ვაპატიებ, მერე რა ვქნა, ბავშვებს რა ვუყო“ და ა.შ. მაგრამ, ამაზე ფიქრის დროს საკუთარ თავზე ვეღარ ვფიქრობთ და მოძალადეს ისეთ რაღაცებს ვპატიობთ, რისი პატიებაც უბრალოდ, არ შეიძლება... რაც უფრო მალე დააღწევენ ამას თავს, მით უკეთესია მათთვის და მათი შვილებისთვისაც" - გვიამბობს ნანა გოგალაძე.

AMBEBI.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტის, ბ.პ.-ს ისტორიაში მოქმედი პირი არა პარტნიორი ან მეუღლე, არამედ ღვიძლი ძმა და დედა არიან, რომლებიც მასზე ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ.

- ჩემი ძმა წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო, ახლა ალკოჰოლდამოკიდებულია. ფსიქიკა დაზიანებული ჰქონდა, ყოველთვის აგრესიული იყო, ხოლო დედაჩემი ცუდად იყო განწყობილი ჩემდამი. მე ხომ გოგო ვარ და წლების განმავლობაში მეუბნებოდა, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი, ან ამერჩია, რომელ ძმასთან ვიცხოვრებდი. ამაზე თავიდანვე ვთქვი უარი, რადგან მე შრომისუნარიანი ვარ და არ მინდოდა არავისთან საცხოვრებლად წასვლა.

მშობლების სახლის წინ პატარა ადგილი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემი ხელით გავასუფთავე, რის შემდეგაც ჩემ მიმართ ჩემი ძმისა და დედაჩემის მხრიდან მეტი აგრესია წამოვიდა. აგრესია მამაჩემისა და მეორე ძმის მიმართაც ჰქონდათ, რომლებიც სხვაგან გადავიდნენ, ამიტომ ბრაზი მთლიანად ჩემკენ გადმოიტანეს.

ძალადობა ბევრ რამეში გამოიხატებოდა. ელემენტარულად, ზამთრობით, ღუმელი სადაც გვიდგას, იმ ადგილს ჩემი ძმა "პლედს" აფარებდა, რომ ჩემს ოთახში სითბო არ გამოსულიყო - ხშირად ჩაცმულს მეძინა

ჰაიმორიტი დამემართა, ფილტვებზე პრობლემა შემექმნა... ბევრი ასეთი რამ... იძულებული გავხდი, გუდაურში ისეთი სამსახური მეშოვა, რომ თვეობით გასული ვყოფილიყავი სახლიდან. 3 წლის წინ, ზამთარში, პირველად ვიყავი თბილ და მშვიდ ოთახში... როცა ჩამოვდიოდი, დაზიანებული მხვდებოდა ჩემი ნივთები, იყო ყოფით საკითხებზე აგრესია. ბევრჯერ ხელითაც შემხებიან, როცა გაზზე საკვები გამიცხელებია ან ელექტროენერგია მომიხმარია. სარეცხი მანქანითაც კი აღარ ვსარგებლობდი, რომ კონფლიქტისთვის თავი ამერიდებინა" - გვიყვება ბ.პ, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი უჭირს, თუმცა რამდენიმე, ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდს იხსენებს.

- ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩემს ძმას დანით გამოუწევია ჩემზე, მკლავზე ნაკბენიც მეტყობა. წითელ პარასკევს კვერცხებს ხარშავდა დედაჩემი. ჩემმა ძმამ ერთი ახალი ამოღებული, მდუღარე კვერცხი აიღო, თავი დამიჭირა და ეს კვერცხი ყელზე მთელი ძალით დამაჭყლიტა. რა თქმა უნდა, ყელი დამეწვა. ყელზე ახლაც მაქვს ნაიარევი...

VIDEO: "ნაკბილარებიც მეტყობა, ბევრჯერ დანითაც გამოუწევია ჩემკენ" - ქალის ისტორია, რომელზეც ძმა და დედა ძალადობდნენ

ეს ყველაფერი მანამდე იყო, ვიდრე, ვითომ "მიწის გამო" დაიწყებოდა კონფლიქტი. იმ მცირე მიწის ნაკვეთის გაფორმება მინდოდა, რომელიც მშობლების სახლთან იყო. დედაჩემმა დაირეგისტრირა და შემდეგ ჩემს ძმას აჩუქა. შემდეგ, სახლიც აჩუქა. წელს, ზამთარში, როცა გუდაურიდან ჩამოვედი, ისევ იყო დედის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემთხვევა. ეს ძალიან დიდ ტანჯვას მაყენებს... ხელით არაერთხელ შემხებია, ბავშვობიდან თმით მათრევდა ხოლმე.

გაზაფხულზე, როცა ისევ ჩამოვედი, ეზო მივალაგე და ერთ გატეხილ "ვედროს" ადგილი შევუცვალე, შემდეგ კი სახლიდან გავედი. როცა დავბრუნდი, პოლიცია დამხვდა - ოჯახი ძალადობაში მადანაშაულებდა. შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს. პანდემიის გამო სახლი ვერ დავტოვე. ერთხელ რაღაცის დახეთქების ხმამ გამაღვიძა, რაზეც სამზარეულოში გავედი და უბრალოდ, შენიშვნა მივეცი. დედაჩემმა მაგიდიდან დანა აიღო, მაჯა დამიჭირა და ვენაზე დანა ორჯერ გადამისვა. ორი მოგრძო ნაკაწრი იყო, თუმცა ღრმა არ აღმოჩნდა. შემდეგ თავზე ხელი მომკიდა და რამდენჯერმე გამათრია და გამომათრია. თავიდან მთელი ბღუჯა თმა ჩამომყვა... ამის შემდეგ, პოლიციის დახმარებით გავერიდე სახლს. დადგინდა, რომ იმ დღეს ტვინის შერყევა მიმიღია.

იყო მომენტები, თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. თავის დაცვა შეიძლება, მაგრამ დედას ხელს ვერ შევუბრუნებდი, ეს განცდა მქონდა. ისიც გავიგე, რომ თურმე ჩემი ძმა, რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებზე მიუწვდებოდა ხელი, ამბობდა, საჭმელში რაღაცას ჩავუყრი, რომ ფსიქიკურად შეიშალოს, ან რამე ნემსს გავუკეთებო. მტკიცებულებებიც წარვადგინეთ სასამართლოზე, როგორ გეგმავდა, რომ ჩემს თავს დააჭერინებდა. როგორც ახლა მეუბნებიან, იმ სახლში დაბრუნება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება... ყველა ამბობს, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ იქ აღარ ხარო... ადვოკატმაც გამაფრთხილა, იმ სახლში არ დაბრუნდე, თორემ მე ვეღარაფრით დაგეხმარებიო" - გვიყვება ბ.პ.

"საფარის" იურისტი ელისო რუხაძე, რომელიც ამ ორ შემთხვევაზე მუშაობდა, გვეუბნება, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭირთ მომხდარზე საუბარი, თუმცა აანალიზებენ იმასაც, რომ სხვებს მაგალითი უნდა მისცენ, რადგან დუმილი ხშირად სიკვდილის ტოლფასია.

- ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, როდესაც ქალები ფაქტობრივად, ბეწვზე გადაურჩნენ ფემიციდს. ძალიან ხშირად, მსხვერპლი რომ გადარჩეს, უმნიშვნელოვანესია პატრულის ჩარევა და ხშირად ეს ჩარევა არ არის მყისიერი და ადეკვატური. მაგალითად, "ილიაუნში" მომხდარი ცნობილი საქმე დაიხურა (როცა ლექტორი ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა) და ჩვენ ის სტრასბურგში წავიღეთ - აქ არ იყო პოლიციის ადეკვატური ჩართულობა.

ფემიციდს გადარჩენილი ქალების ისტორია უმძიმესია. ისინი დღემდე გადიან ფსიქოთერაპიის კურსს - ძალადობის შედეგად მიღებული ფსიქოტრავმული ნიშნები იმდენად რთული და მძიმეა, რომ უჭირთ, მარტივად ისაუბრონ ამ საკითხებზე, მით უმეტეს, მედიასთან, თუმცა ხშირად აანალიზებენ იმასაც, რომ ჩვეულებრივი გმირები არიან, რომ მაგალითი უნდა მისცენ სხვა ქალებს.

ძალიან ცნობილი ფსიქოლოგები ერთვებიან, მულტიდისციპლინური გუნდი - იურისტი, სოცმუშაკი, ფსიქოლოგი ერთად ვმუშაობთ მსხვერპლთან და ვაძლიერებთ ქალს, რათა სოციუმში მისი დაბრუნება და იმ ფსიქოტრავმული ნიშნების დამუშავება მოხდეს. ქალებს, რომლებიც ფსიქოთერაპიის კურსს გადიან, ძალიან კარგი შედეგები აქვთ.

- ფემიციდი და მისი მცდელობა საქართველოში საკმაოდ ხშირია, ეს რისი ბრალია და რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ არაფრის შეცვლა შეუძლიათ?

- ფემიციდის გავრცელებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ძირითადად, ეს დამოკიდებულია ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაზე, სადაც კაცი დომინანტად მიიჩნევა და ქალი, რელიგიური ნორმებით, დოგმატიკითა და ტრადიციების მიხედვითაც უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს. მათი თანასწორობა კანონის მიღმა არსად წერია.

ხშირად მამაკაცებისთვის მიუღებელია მათი პარტნიორის ან მეუღლის აქტივობა, რომ ქალებმა ხმა ამოიღონ ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, ყველა ქალს ვურჩევ, რომლის მიმართაც ხორციელდება ძალადობა, ხმა ამოიღოს, რადგან დუმილი შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ვფიქრობ, მათ უნდა მოგვმართონ და ყველა ბერკეტი და რესურსი გამოიყენონ, რათა მათი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ და მინიმუმ, გადარჩნენ.