სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე
"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

ნინი კუპ­რა­ძე და სან­დრო სა­ნა­ია "რუს­თა­ვი 2"-ის მე­გა­შოუ "დიდი სცე­ნის" წამ­ყვა­ნე­ბი არი­ან. ისი­ნი ამ პრო­ექ­ტის მიღ­მაც მე­გობ­რო­ბენ და ეს მე­გობ­რო­ბა "დიდ სცე­ნა­ში" საქ­მი­ა­ნო­ბას უად­ვი­ლებთ. პირ­ველ სე­ზონ­ზე ცოტა მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, ახ­ლაც ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, მაგ­რამ უფრო კონ­კურ­სან­ტებ­ზე, რომ თი­თო­ე­უ­ლი კარ­გად წარ­დგეს მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

AMBEBI.GE ნი­ნი­სა და სან­დროს გა­ე­სა­უბ­რა:

სან­დრო

- პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მოგ­ვწონს, ჯერ ერთი, სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებთ, გა­სარ­თო­ბიც არის, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან გვაქვს შეხ­ვედ­რა, რომ­ლებ­საც ვეც­ნო­ბით. რაც მთა­ვა­რია, მე­გა­შო­უა და ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი.

- წინა სე­ზო­ნის­გან ეს სე­ზო­ნი რით გან­სხვავ­დე­ბა?

- ნი­ნის ამ მხრივ გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, ჩემ­თვის თა­ვი­დან რა­ღაც დო­ნე­ზე, სი­ახ­ლე იყო. თუ წინა სე­ზონს შე­ვა­და­რებთ - ამ­ჯე­რად ცოტა სხვა­ნა­ი­რია, ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტია. თან, დღეს­დღე­ო­ბით ერ­თა­დერ­თია ასე­თი მას­შტა­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში არ იმარ­თე­ბა, იქი­დან, სა­ი­და­ნაც გა­დის, კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ნინი:

- გუნ­დმა, ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ის ამ­ბა­ვი, რომ არ და­კარ­გვო­და მე­გა­შო­უს მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა. ამა­ზე ჩვენ რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მა­ყუ­რე­ბე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ხე­დავს, რომ ეს ასეა.

სან­დრო:

- ეს გუნ­დის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და დამ­სა­ხუ­რე­ბაა მარ­თლაც.

ნინი:

- ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში "რუ­თა­ვი 2"-ის მთელ­მა გუნ­დმა მო­ა­ხერ­ხა, რომ არც მა­ყუ­რე­ბელს და არც ჩვენ არ გვქო­ნო­და გან­ცდა, რომ შოუ არ იმარ­თე­ბო­და დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში.

- ამ სე­ზო­ნის კონ­კურ­სან­ტე­ბი რო­გორ მოგ­წონთ?

სან­დრო:

- წინა სე­ზო­ნი მა­ინც "დიდი სცე­ნის" დე­ბი­უ­ტი იყო. ამი­ტომ, მას ახლა უფრო შემ­დგარ პრო­ექტს და­ვარ­ქმევ­დი. თი­თო­ე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია ერ­თმა­ნე­თის­გან, არც სტი­ლით, არც გა­რეგ­ნო­ბით და არც სიმ­ღე­რის მა­ნე­რით არ გვა­ნან...

ნინი:

- მე და სან­დრო ცოტა დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვით იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ ვინ უნდა და­ტო­ვოს პირ­ველ­მა პრო­ექ­ტი, რად­გან ყვე­ლა­ნი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბი არი­ან. ვერ ვხვდე­ბით, ვინ უნდა იყოს ის პირ­ვე­ლი, მე­გა­შო­უს რომ გა­მო­ე­თი­შე­ბა. ვფიქ­რობთ, მათი გა­მორ­ჩე­ვა რო­გორც ჟი­უ­რის, ასე­ვე ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მოგ­ვწონს.

- რა რე­სურ­სი, თვი­სე­ბაა სა­ჭი­რო წამ­ყვა­ნის­თვის, რომ ასეთ პრო­ექტს წა­უ­ძღვეს? ან რა უნა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ამ შოუს მსვლე­ლო­ბი­სას თქვენს თავ­ში ისე­თი, რაც აქამ­დე არ იცო­დით?

სან­დრო:

- შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­ხე­ლა პრო­ექ­ტში დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა... თა­ვი­დან მე­ტად ვღე­ლავ­დით.

ნინი:

- კი, პირ­ველ სე­ზონ­ზე უფრო მქონ­და ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ყო­ველ ჩარ­თვა­ზე მე და სან­დრო ერ­თმა­ნეთს ვამ­ხნე­ვებ­დით - აბა, სან­დრო! - აბა, ნინი! მაგ­რამ პირ­ვე­ლი იყო და ეს ნერ­ვი­უ­ლო­ბაც ბუ­ნებ­რი­ვი გახ­ლდათ. პირ­ვე­ლი ყო­ველ­თვის რთუ­ლია. ამი­ტომ, ჩემი თავი ახლა უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი და ლაღი მგო­ნია, ვიდ­რე წინა სე­ზონ­ზე. ასე­ვეა სან­დროც და მგო­ნია, რომ შემ­დგა­რი წყვი­ლი ვართ!

სან­დრო

- ნი­ნის ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, ჩვენ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი გვაქვს, კონ­კურ­სან­ტე­ბი უნდა გა­ვამ­ხნე­ვოთ და მეტი სტი­მუ­ლი მივ­ცეთ.

ნინი:

- მარ­თა­ლია. მთა­ვა­რია, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან არი­ან, მა­ყუ­რე­ბელს სწო­რად მი­ვა­წო­დოთ. ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყო­ველ­თვის გვექ­ნე­ბა. რაც დრო გა­დის, ამის სურ­ვი­ლი სულ უფრო გვიმ­ძაფ­რდე­ბა... მე და სან­დრო შოუს გა­რე­თაც ძა­ლი­ან მვე­გობ­რობთ და ეს გვეხ­მა­რე­ბა იქ უფრო შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვი­მუ­შა­ოთ. მოკ­ლედ, რო­გო­რე­ბიც ვართ, იქაც ისე წარ­ვად­გენთ თავს, ბუ­ნებ­რი­ვად.

- რა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­გიძ­ლი­ათ და ვინ არი­ან თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტე­ბი?

სან­დრო:

- კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. შოუ რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რდეს, სა­ხე­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას ახლა მო­ვე­რი­დე­ბი, მი­მაჩ­ნია, რომ არც ერთი მათ­გა­ნი, ვინც არ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს, კი­თხვის ნი­შანს არ და­ტო­ვებს. ნე­ბის­მი­ე­რი არის ძლი­ე­რი და გა­მარ­ჯვე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. ბო­ლოს კი წარ­მა­ტე­ბას მო­ი­პო­ვებს ერთ-ერთი ძლი­ე­რი, ღირ­სე­უ­ლი და ნი­ჭი­ე­რი. ასე­თია პრო­ექ­ტის წე­სე­ბი.

ნინი:

- ფაქ­ტია, რომ აგ­ვის­ტოს ცხელ დღე­ებს მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რებს. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო "ლა­ი­ვი" უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და მგო­ნია, რომ კონ­კურ­სან­ტებს ახ­ლი­დან აღ­მო­ა­ჩე­ნენ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტუ­რე­ბი გვე­ლო­დე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გან­სახ­ვა­ვე­ბულ ჟან­რებ­ში მო­სინ­ჯა­ვენ თავს. მა­ყუ­რე­ბე­ლი გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩე­ბა და ვფიქ­რობ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. სულ ვამ­ბობთ, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი არის უპ­რე­ცე­დენ­ტო და ამ სე­ზონ­ზე ამ კონ­კურ­სან­ტე­ბით კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა ეს!

ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არც ერთი მე­გა­შოუ არ კეთ­დე­ბა, პირ­ვე­ლე­ბი ვართ და და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ოღონდაცა რააააააააა
4

მაიცა კაცო ცრუსთავი 2 კიდევ არსებობს???? აბა ქორწილების და დაბადების დღეების გადაღება ეთერში გაშვებით არიან დაკავებულებიო??????

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

ნინი კუპრაძე და სანდრო სანაია "რუსთავი 2"-ის მეგაშოუ "დიდი სცენის" წამყვანები არიან. ისინი ამ პროექტის მიღმაც მეგობრობენ და ეს მეგობრობა "დიდ სცენაში" საქმიანობას უადვილებთ. პირველ სეზონზე ცოტა მეტად ნერვიულობდნენ, ახლაც ნერვიულობენ, მაგრამ უფრო კონკურსანტებზე, რომ თითოეული კარგად წარდგეს მაყურებლის წინაშე.

AMBEBI.GE ნინისა და სანდროს გაესაუბრა:

სანდრო

- პროექტი ძალიან მოგვწონს, ჯერ ერთი, საინტერესოა, გამოცდილებას ვიღებთ, გასართობიც არის, ბევრ საინტერესო ადამიანთან გვაქვს შეხვედრა, რომლებსაც ვეცნობით. რაც მთავარია, მეგაშოუა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- წინა სეზონისგან ეს სეზონი რით განსხვავდება?

- ნინის ამ მხრივ გამოცდილება ჰქონდა, ჩემთვის თავიდან რაღაც დონეზე, სიახლე იყო. თუ წინა სეზონს შევადარებთ - ამჯერად ცოტა სხვანაირია, ოდნავ განსხვავებული ფორმატია. თან, დღესდღეობით ერთადერთია ასეთი მასშტაბის მუსიკალური პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ის ფილარმონიაში არ იმართება, იქიდან, საიდანაც გადის, კარგად მიმდინარეობს.

ნინი:

- გუნდმა, ამ პანდემიის პირობებში შეინარჩუნა ის ამბავი, რომ არ დაკარგვოდა მეგაშოუს მთავარი ღირსება. ამაზე ჩვენ რომ არაფერი ვთქვათ, მაყურებელი შესანიშნავად ხედავს, რომ ეს ასეა.

სანდრო:

- ეს გუნდის დიდი ძალისხმევა და დამსახურებაა მართლაც.

ნინი:

- ძალიან მოკლე დროში "რუთავი 2"-ის მთელმა გუნდმა მოახერხა, რომ არც მაყურებელს და არც ჩვენ არ გვქონოდა განცდა, რომ შოუ არ იმართებოდა დიდ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში.

- ამ სეზონის კონკურსანტები როგორ მოგწონთ?

სანდრო:

- წინა სეზონი მაინც "დიდი სცენის" დებიუტი იყო. ამიტომ, მას ახლა უფრო შემდგარ პროექტს დავარქმევდი. თითოეული კონკურსანტი გამორჩეულია ერთმანეთისგან, არც სტილით, არც გარეგნობით და არც სიმღერის მანერით არ გვანან...

ნინი:

- მე და სანდრო ცოტა დაბნეული ვიყავით იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა დატოვოს პირველმა პროექტი, რადგან ყველანი, შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული მომღერლები არიან. ვერ ვხვდებით, ვინ უნდა იყოს ის პირველი, მეგაშოუს რომ გამოეთიშება. ვფიქრობთ, მათი გამორჩევა როგორც ჟიურის, ასევე ტელემაყურებელს ძალიან გაუჭირდება, თითოეული მოგვწონს.

- რა რესურსი, თვისებაა საჭირო წამყვანისთვის, რომ ასეთ პროექტს წაუძღვეს? ან რა უნარი აღმოაჩინეთ ამ შოუს მსვლელობისას თქვენს თავში ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით?

სანდრო:

- შეუძლებელია ამხელა პროექტში დაბრკოლებების გარეშე მიიღო მონაწილეობა... თავიდან მეტად ვღელავდით.

ნინი:

- კი, პირველ სეზონზე უფრო მქონდა ნერვიულობა, ყოველ ჩართვაზე მე და სანდრო ერთმანეთს ვამხნევებდით - აბა, სანდრო! - აბა, ნინი! მაგრამ პირველი იყო და ეს ნერვიულობაც ბუნებრივი გახლდათ. პირველი ყოველთვის რთულია. ამიტომ, ჩემი თავი ახლა უფრო თავისუფალი და ლაღი მგონია, ვიდრე წინა სეზონზე. ასევეა სანდროც და მგონია, რომ შემდგარი წყვილი ვართ!

სანდრო

- ნინის ვეუბნები ხოლმე, ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს, კონკურსანტები უნდა გავამხნევოთ და მეტი სტიმული მივცეთ.

ნინი:

- მართალია. მთავარია, რომ კონკურსანტები, რომლებიც ჩვენთან არიან, მაყურებელს სწორად მივაწოდოთ. ამის პასუხისმგებლობა ყოველთვის გვექნება. რაც დრო გადის, ამის სურვილი სულ უფრო გვიმძაფრდება... მე და სანდრო შოუს გარეთაც ძალიან მვეგობრობთ და ეს გვეხმარება იქ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ. მოკლედ, როგორებიც ვართ, იქაც ისე წარვადგენთ თავს, ბუნებრივად.

- რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ და ვინ არიან თქვენი ფავორიტები?

სანდრო:

- კონკრეტული პასუხისგან თავს შევიკავებ. შოუ როგორც არ უნდა დამთავრდეს, სახელების დაფიქსირებას ახლა მოვერიდები, მიმაჩნია, რომ არც ერთი მათგანი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, კითხვის ნიშანს არ დატოვებს. ნებისმიერი არის ძლიერი და გამარჯვებას იმსახურებს. ბოლოს კი წარმატებას მოიპოვებს ერთ-ერთი ძლიერი, ღირსეული და ნიჭიერი. ასეთია პროექტის წესები.

ნინი:

- ფაქტია, რომ აგვისტოს ცხელ დღეებს მაყურებელი საინტერესოდ გაატარებს. ყოველი მომდევნო "ლაივი" უკეთესი იქნება და მგონია, რომ კონკურსანტებს ახლიდან აღმოაჩენენ. განსხვავებული ტურები გველოდება, მონაწილეები განსახვავებულ ჟანრებში მოსინჯავენ თავს. მაყურებელი გულგრილი ვერ დარჩება და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებათ. სულ ვამბობთ, რომ ჩვენი პროექტი არის უპრეცედენტო და ამ სეზონზე ამ კონკურსანტებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს!

ზაფხულის ცხელ დღეებში და პანდემიის პერიოდში არც ერთი მეგაშოუ არ კეთდება, პირველები ვართ და დავამტკიცეთ, რომ ეს შესაძლებელია.

"მისი სურვილი იყო, რომ ბავშვთა სახლში წაეყვანათ" - 15 წლის გოგონამ, რომელიც დღეს იპოვეს, შინ დაბრუნებაზე უარი თქვა

"მატნელებმა ქათამი გაიტანეს და პანკისელებმა ამის გამო სცემეს" - ხეობაში დაპირისპირების დეტალები

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი