კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი" - ნათელა მაჭავარიანი შვილის დახვრეტასა და ცხოვრების ერთადერთ სურვილზე
"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი" - ნათელა მაჭავარიანი შვილის დახვრეტასა და ცხოვრების ერთადერთ სურვილზე

მსა­ხი­ო­ბი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ცოტა ხნის წინ 81 წლის გახ­და. "იმე­დის დღე­ში" სტუმ­რო­ბი­სას მან კა­რი­ე­რა­სა და ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დი­ა­ზე - შვი­ლის, გეგა კო­ბა­ხი­ძის დახ­ვრე­ტის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა. გა­და­ცე­მის ბო­ლოს კი გა­ამ­ხი­ლა ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია აქვს...

"5 წელი მა­ტყუ­ებ­დნენ, შენი შვი­ლი ცო­ცხა­ლი­აო და ამ იმე­დით ვი­ყა­ვი სულ... ხან ვინ მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, ხან ვინ, იქ არის, აქ არი­სო. ერთხელ გა­ვამ­ზა­დეთ ტან­საც­მე­ლი, რად­გან გვი­თხრა ერ­თმა, ლე­ნინ­გრად­ში უნდა ჩა­მო­იყ­ვა­ნონ, თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გვინ­და, მივ­დი­ვარ და წა­ვუ­ღე­ბო...

მერე, ჩემ­თან მო­ვი­და კაცი და მი­თხრა - ვიცი, ეგე­ნი სად არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბულ­ნი. მე ძმა მყავს დახ­ვრე­ტი­ლი, მას ვე­ძებ­დი და მე­საფ­ლა­ვემ მი­თხრა, რომ აქ ეს ბი­ჭე­ბი არი­ან და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლიო. წა­ვე­დით, მე ჩემი მე­უღ­ლე, გე­გას მამა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე, ნიჩ­ბე­ბით. ეს კაცი იქ დაგ­ვხვდა და გვაჩ­ვე­ნა ად­გი­ლი - მე აქ ჯოხი ჩა­ვარ­ჭე და მო­ვი­ნიშ­ნე ეს ად­გი­ლიო. მამა თევ­დო­რეს (მღვდე­ლი თე­ი­მუ­რაზ ჩიხ­ლა­ძე, რო­მე­ლიც სხვებ­თან ერ­თად დახ­ვრი­ტეს) მამა და ძმაც იყ­ვნენ ად­გილ­ზე. და­ი­წყეს თხრა. ამო­ი­ღეს და ვხე­დავთ სოსო წე­რე­თე­ლია. და­ნარ­ჩე­ნი იქ არც ერთი იყო... სოსო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა და რო­გორც ჩანს, იმ ად­გი­ლას ჩა­ას­ვე­ნეს“ - იხ­სე­ნებს ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ხელ­მო­წე­რე­ბი შე­ი­ტა­ნეს, რომ გეგა კო­ბა­ხი­ძე არ და­ეხვრი­ტათ და მის­თვის სას­ჯე­ლი პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლათ, შემ­დეგ კი, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა, ხელ­მო­წე­რე­ბი უკან გა­ი­ტა­ნეს. წლე­ბის შემ­დეგ, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ანს ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და:

"მე არ­ქივ­ში მაქვს ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, ყვე­ლას გვა­რი წე­რია, ვინც წა­ი­ღო ხელ­მო­წე­რა და რომ გავა წლე­ბი, ნა­ხოს მათ­მა შთა­მო­მავ­ლო­ბამ, რა ბა­ბუ­ე­ბი და რა მა­მე­ბი ყავ­დათ... თუმ­ცა, რა და­ა­შა­ვა მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა თუ ასე­თი ბა­ბუა ყავს? რა და­ა­შა­ვა მის­მა შვილ­მა, თუ ასე­თი გა­რე­წა­რი მამა ყავს? რა და­ა­შა­ვეს იმათ?

მაგ­რამ, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს ეს ვაგ­რძნო­ბი­ნე ერთი-ორ­ჯერ... პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ვუ­თხა­რი: არა­კა­ცი ხარ-მეთ­ქი. არა­ფე­რი უპა­სუ­ხია... ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვილ­საც... რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტში შემ­ხვდა და ბი­ლე­თი ამი­ღო, ვუ­თხა­რი შენი ბი­ლე­თი არ მჭირ­დე­ბა, დიდი მად­ლო­ბა-მეთ­ქი.

...უბე­დუ­რი ვარ, რომ ეს ერ­თა­დერ­თი შვი­ლი აღარ მყავს, მაგ­რამ და­ჩაგ­რუ­ლი არ ვარ ჩემს გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გამო. ეტყო­ბა ღმერ­თმა მომ­ცა ეს სიძ­ლი­ე­რე. ერთხელ გე­გამ დამ­ხა­ტა. შევ­ხე­დე ამ პორ­ტრეტს და ვუ­თხა­რი - გეგა, ასე­თი უშნო ვარ-მეთ­ქი?! იცი რა დედა, შენ თით­ქოს ხომ ისე­თი ხარო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან უბე­დუ­რი და სა­წყა­ლი ადა­მი­ა­ნი ხარო.

წელს გეგა გახ­და 60 წლის. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს და ვამ­ბობ: რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და გეგა 60 წლის. თმა ნამ­დვი­ლად გაც­ვე­ნი­ლი ექ­ნე­ბო­და, მა­მა­მი­სიც თმა­გაც­ვე­ნი­ლი იყო ახალ­გაზ­რდო­ბი­დან. გო­ნე­ბა­ში ბევრ რა­მეს ვფიქ­რობ, მაგ­რამ არა­ვის უნდა მო­ახ­ვიო თავ­ზე შენი ტკი­ვი­ლი...

სურ­ვი­ლი ერთი მაქვს - სიზ­მარ­ში ვნა­ხო ჩემი გეგა. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­სო­დეს დამ­სიზ­მრე­ბია“ - ისა­უბ­რა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა "იმე­დის დღე­ში".

მსა­ხი­ო­ბი გეგა კო­ბა­ხი­ძე 1984 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს დახ­ვრი­ტეს. სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა მას ერთი წლით ადრე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მი­უ­სა­ჯეს - 1983 წლის 18 ნო­ემ­ბერს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით, შვი­დი ქარ­თვე­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი იქნა თვითმფრი­ნა­ვი ტუ-134A; გამ­ტა­ცე­ბელ­თა შო­რის იყო გეგა მე­უღ­ლეს­თან თინა ფეტვი­აშ­ვილ­თან ერ­თად. გეგა კო­ბა­ხი­ძემ და თინა ფეტვი­აშ­ვილ­მა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბამ­დე 1 დღით ადრე იქორ­წი­ნეს...

მკითხველის კომენტარები / 121 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკო
238

ქალს შვილი კომუნისტებმა მოუკლეს და დღეს , კომუნისტების გზის გამგრძელებელ ქოცებს მხარს უჭერს. პარადოქსი არაა?

ირმა მჭედლიშვილი
79

ძალიან სამწუხაროა იმ ხალხის გარდაცვალება, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, მაგრამ იმ ბიჭებს არავის სიკვდილი არ სდომებიათ, უბრალოდ ვერ გაითვალისჭინეს , არ ეგონათ რომ კაკებე უდანაშაულო ხალხს ესროდა. ამას გარდა დარწმუნებული ხართ, რომ გეგას დედამ, ან დანარჩენი ბიჭების მშობლებმა იმ ხალხს არ მიუსამძიმრეს???? 

ავტორი:

"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი" - ნათელა მაჭავარიანი შვილის დახვრეტასა და ცხოვრების ერთადერთ სურვილზე

"ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი" - ნათელა მაჭავარიანი შვილის დახვრეტასა და ცხოვრების ერთადერთ სურვილზე

მსახიობი ნათელა მაჭავარიანი ცოტა ხნის წინ 81 წლის გახდა. "იმედის დღეში" სტუმრობისას მან კარიერასა და ცხოვრების ტრაგედიაზე - შვილის, გეგა კობახიძის დახვრეტის შესახებ ისაუბრა. გადაცემის ბოლოს კი გაამხილა ერთადერთი სურვილი, რომელიც წლებია აქვს...

"5 წელი მატყუებდნენ, შენი შვილი ცოცხალიაო და ამ იმედით ვიყავი სულ... ხან ვინ მოგვიგზავნეს, ხან ვინ, იქ არის, აქ არისო. ერთხელ გავამზადეთ ტანსაცმელი, რადგან გვითხრა ერთმა, ლენინგრადში უნდა ჩამოიყვანონ, თბილი ტანსაცმელი გვინდა, მივდივარ და წავუღებო...

მერე, ჩემთან მოვიდა კაცი და მითხრა - ვიცი, ეგენი სად არიან დასაფლავებულნი. მე ძმა მყავს დახვრეტილი, მას ვეძებდი და მესაფლავემ მითხრა, რომ აქ ეს ბიჭები არიან დასაფლავებულიო. წავედით, მე ჩემი მეუღლე, გეგას მამა და კიდევ რამდენიმე, ნიჩბებით. ეს კაცი იქ დაგვხვდა და გვაჩვენა ადგილი - მე აქ ჯოხი ჩავარჭე და მოვინიშნე ეს ადგილიო. მამა თევდორეს (მღვდელი თეიმურაზ ჩიხლაძე, რომელიც სხვებთან ერთად დახვრიტეს) მამა და ძმაც იყვნენ ადგილზე. დაიწყეს თხრა. ამოიღეს და ვხედავთ სოსო წერეთელია. დანარჩენი იქ არც ერთი იყო... სოსო საავადმყოფოში გარდაიცვალა და როგორც ჩანს, იმ ადგილას ჩაასვენეს“ - იხსენებს ნათელა მაჭავარიანი.

მან ასევე ისაუბრა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ხელმოწერები შეიტანეს, რომ გეგა კობახიძე არ დაეხვრიტათ და მისთვის სასჯელი პატიმრობით შეეცვალათ, შემდეგ კი, ამ ადამიანების ნაწილმა, ხელმოწერები უკან გაიტანეს. წლების შემდეგ, ნათელა მაჭავარიანს ეს დოკუმენტაცია ხელში ჩაუვარდა:

"მე არქივში მაქვს ეს ყველაფერი ჩაბარებული, ყველას გვარი წერია, ვინც წაიღო ხელმოწერა და რომ გავა წლები, ნახოს მათმა შთამომავლობამ, რა ბაბუები და რა მამები ყავდათ... თუმცა, რა დააშავა მისმა შვილიშვილმა თუ ასეთი ბაბუა ყავს? რა დააშავა მისმა შვილმა, თუ ასეთი გარეწარი მამა ყავს? რა დააშავეს იმათ?

მაგრამ, ვახტანგ კიკაბიძეს ეს ვაგრძნობინე ერთი-ორჯერ... პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი: არაკაცი ხარ-მეთქი. არაფერი უპასუხია... ვახუშტი კოტეტიშვილსაც... რომელიც ტრანსპორტში შემხვდა და ბილეთი ამიღო, ვუთხარი შენი ბილეთი არ მჭირდება, დიდი მადლობა-მეთქი.

...უბედური ვარ, რომ ეს ერთადერთი შვილი აღარ მყავს, მაგრამ დაჩაგრული არ ვარ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გამო. ეტყობა ღმერთმა მომცა ეს სიძლიერე. ერთხელ გეგამ დამხატა. შევხედე ამ პორტრეტს და ვუთხარი - გეგა, ასეთი უშნო ვარ-მეთქი?! იცი რა დედა, შენ თითქოს ხომ ისეთი ხარო, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან უბედური და საწყალი ადამიანი ხარო.

წელს გეგა გახდა 60 წლის. სულ მაინტერესებს და ვამბობ: როგორი იქნებოდა გეგა 60 წლის. თმა ნამდვილად გაცვენილი ექნებოდა, მამამისიც თმაგაცვენილი იყო ახალგაზრდობიდან. გონებაში ბევრ რამეს ვფიქრობ, მაგრამ არავის უნდა მოახვიო თავზე შენი ტკივილი...

სურვილი ერთი მაქვს - სიზმარში ვნახო ჩემი გეგა. ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს დამსიზმრებია“ - ისაუბრა მაჭავარიანმა "იმედის დღეში".

მსახიობი გეგა კობახიძე 1984 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს. სასჯელის უმაღლესი ზომა მას ერთი წლით ადრე ჩადენილი დანაშაულისთვის მიუსაჯეს - 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, შვიდი ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A; გამტაცებელთა შორის იყო გეგა მეუღლესთან თინა ფეტვიაშვილთან ერთად. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს...