სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა ექოსკოპიის შესახებ
"შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა ექოსკოპიის შესახებ

ექი­მის­გან ორ­სუ­ლი ქა­ლის­თვის ნათ­ქვა­მი ყვე­ლა სი­ტყვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ის, რომ ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, უდა­ვოა. თუმ­ცა, არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მა­თაც ეშ­ლე­ბათ და ეს შეც­დო­მა სი­ცო­ცხლეს იწი­რავს. ალ­ბათ, გსმე­ნი­ათ, ორ­სულს ექი­მი რომ ეუბ­ნე­ბა, ამა თუ იმ პა­თო­ლო­გი­ის გამო, ნა­ყო­ფი უნდა მო­ი­შო­როო.

დე­დის­თვის ეს გა­და­წყვტი­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია და ხან­და­ხან ისე­თი გა­ბე­დუ­ლი დე­დე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე, რომ­ლე­ბიც ინ­ტუ­ი­ცი­ას, ში­ნა­გან ხმას უჯე­რე­ბენ და ბავ­შვს სი­ცო­ცხლის შანსს აძ­ლე­ვენ. ასე­ვე ხშრად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ასე­თი „გა­დარ­ჩე­ნი­ლი“ პა­ტა­რა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლა და წლე­ბის შემ­დე­გაც ჯან-ღო­ნით სავ­სეს გა­უგ­რძე­ლე­ბია ცხოვ­რე­ბა. ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბის შე­სა­ხებ დე­დე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად წე­რენ.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის კო­მენ­ტარს:

  • "ჩემს ახ­ლო­ბელს მე­ცხრე თვე­ში უთხრა ექოს­კო­პის­ტმა, უჩ­ვე­უ­ლოდ დიდი თავი აქვს და ბავ­შვის დაჭ­რა მოგ­ვი­წევ­სო. ნე­ტავ გა­ნა­ხათ, რა ბი­ჭია, თა­ვიც ნორ­მა­ლუ­რი აღ­მო­აჩ­ნდა და სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და"
  • "მი­თხრეს, ბავ­შვი გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ან ავად­მყო­ფი იქ­ნე­ბაო... ექიმ­თან აბორტზე მი­სულ­მა გა­და­ვი­ფიქ­რე და გა­ვა­ჩი­ნე ჯან­მრთე­ლი გოგო"
  • "8 თვის ორ­სულს მე­უბ­ნე­ბა ერთი ცნო­ბი­ლი ექოს­კო­პის­ტი, რომ ბავ­შვის გა­ჩე­ნას არ მირ­ჩევ­და, რად­გან 100!%-დან ან 5% იყო გა­დარ­ჩე­ნის შან­სი. ჩა­მო­მით­ვა­ლა შე­დე­გე­ბი, მან­კი, ლი­ლი­პუ­ტი და ა. შ. რა თქმა უნდა, გაჩ­ნდა ჯან­სა­ღი და საღ­სა­ლა­მა­თი ბავ­შვი. უნაკ­ლო..."
  • "ჩემს ძმის­შვილ­ზე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ცხვი­რი არა აქ­ვსო და მო­ი­შო­რეო, არ და­ვუ­ჯე­რეთ და გაჩ­ნდა მზე­ჭა­ბუ­კი"
  • "5 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი რომ მი­თხრეს, ბავ­შვი ავად­მყო­ფი და მა­ხინ­ჯი და­ი­ბა­დე­ბო­და. ყვე­ლა აბორ­ტის გა­კე­თე­ბას მირ­ჩევ­და. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დავ­ყვე­ბო­დი. მე ვიბ­რძო­ლე ჩემი შვი­ლის­თვის, 7 თვის და 2 კვი­რის თავ­ზე მე­ყო­ლა გო­გო­ნა, ბავ­შვი ჯან­მრთე­ლია"

ალ­ბათ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში რა უნდა გა­ა­კე­თოს ორ­სულ­მა, რა უფრო მარ­თე­ბუ­ლია? რამ­დენ ხან­ში უნდა გა­და­ა­მოწ­მოს დი­აგ­ნო­ზი და.ა.შ - ამ თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ mshoblebi.ge რა­დი­ო­ლო­გე­ბის ტოპ-ხუ­თე­უ­ლის ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე წევ­რს - გენ­რი­ე­ტა გა­გო­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა არა მარ­ტო რო­გორც ექი­მის­თვის, არა­მედ რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის. მხვდე­ბა უამ­რა­ვი ბავ­შვი, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, საღ­სა­ლა­მა­თი, რო­მელ­ზეც მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თქვენ გა­და­არ­ჩი­ნე­თო. მე ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას კი არ ვი­ღებ, ვწუხ­ვარ იმ ფაქ­ტის გამო, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს ულა­მა­ზე­სი ბავ­შვი ექი­მის შეც­დო­მით არ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. სა­დაც კი მი­მიწ­ვდე­ბა ხმა, ყველ­გან ვსა­უბ­რობ ჩემს კო­ლე­გებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვი­ყოთ ძა­ლი­ან ფრთხილ­ნი, ყუ­რა­დღე­ბი­ან­ნი, გა­დავ­ლა­ხოთ ჩვე­ნი ამ­ბი­ცი­ე­ბი და გა­და­ვა­მოწ­მოთ დი­აგ­ნო­ზი სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტთან. ამას­თან ერ­თად, გა­დავ­ლა­ხოთ ჩვე­ნი უვი­ცო­ბა ან გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის არ­ცოდ­ნა.

არ მინ­და ვინ­მეს ვა­წყე­ნი­ნო, ეს იქ­ნე­ბა დამ­წყე­ბი, თუ დიდი ხნის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ერ­თად, გუნ­დუ­რად უნდა ვი­მუ­შა­ოთ და ვიბ­რძო­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის. ამა­ზე უკე­თესს ჩვენ ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, ახალ­გაზ­რდებს, უფ­როს თა­ო­ბას, გა­და­ა­მოწ­მეთ, ეს თქვენ ჩინ-მედ­ლებს არ ჩა­მო­გაკ­ლებთ. ჩემს ასეთ ემო­ცი­ურ სა­უ­ბარს იწ­ვევს ის, რომ თით­ქმის ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად, თუ ყო­ველ­დღი­უ­რად არა, მხვდე­ბა ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რა­საც გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. ნუ შეგრცხვე­ბათ, გა­და­ვა­მოწ­მოთ ერ­თმა­ნეთ­თან მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მაც და ახალ­ბე­დებ­მაც, ეს არ არის სირ­ცხვი­ლი! ეს თქვენ­თვი­საც, ჩვენ­თვი­საც კარ­გია და სა­ერ­თოდ, ყვე­ლას­თვის.

სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა უნდა ხდე­ბო­დეს რე­გუ­ლა­რუ­ლად, ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც. წა­კი­თხვა, მოს­მე­ნა, სწავ­ლა ჩვენს პრო­ფე­სი­ას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. მიდ­გო­მე­ბი ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში იც­ვლე­ბა, რაც წი­ნათ ფა­ტა­ლუ­რი იყო და ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტით სრულ­დე­ბო­და, ახლა ასე არ არის. მე მქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა მხო­ლოდ ტუ­ჩის ნაპ­რა­ლის გამო, ე.წ. კურ­დღლის ტუ­ჩის გამო, ადა­მი­ა­ნი იწყვეტ­და ორ­სუ­ლო­ბას, ახლა ეს და მსგავ­სად მარ­ტი­ვი პა­თო­ლო­გი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში პრობ­ლე­მა არ არის წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

არც გენრიეტაა უშეცდომო, მან ვერ დაინახა ნაყოფზე გულის პრობლემა, რომელიც ტატიშვილმა აღმოაჩინა.

მაკო
0

მეც მითხრეს პათოლოგიით დაიბადება ბავშვიო, ანალიზებში შეცდომა მოუვიდათ. დაიბადა არაჩვეულებრივი გოგო .ახლა უკვე 12 წლისაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა ექოსკოპიის შესახებ

"შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა ექოსკოპიის შესახებ

ექიმისგან ორსული ქალისთვის ნათქვამი ყველა სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ექიმების რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, უდავოა. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა მათაც ეშლებათ და ეს შეცდომა სიცოცხლეს იწირავს. ალბათ, გსმენიათ, ორსულს ექიმი რომ ეუბნება, ამა თუ იმ პათოლოგიის გამო, ნაყოფი უნდა მოიშოროო.

დედისთვის ეს გადაწყვტილება ძალიან რთულად მისაღებია და ხანდახან ისეთი გაბედული დედები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ინტუიციას, შინაგან ხმას უჯერებენ და ბავშვს სიცოცხლის შანსს აძლევენ. ასევე ხშრად ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი „გადარჩენილი“ პატარა სრულიად ჯანმრთელი დაბადებულა და წლების შემდეგაც ჯან-ღონით სავსეს გაუგრძელებია ცხოვრება. ასეთი მაგალითების შესახებ დედები სოციალურ ქსელში ხშირად წერენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:

  • "ჩემს ახლობელს მეცხრე თვეში უთხრა ექოსკოპისტმა, უჩვეულოდ დიდი თავი აქვს და ბავშვის დაჭრა მოგვიწევსო. ნეტავ განახათ, რა ბიჭია, თავიც ნორმალური აღმოაჩნდა და სრულიად ჯანმრთელი დაიბადა"
  • "მითხრეს, ბავშვი განუვითარებელი ან ავადმყოფი იქნებაო... ექიმთან აბორტზე მისულმა გადავიფიქრე და გავაჩინე ჯანმრთელი გოგო"
  • "8 თვის ორსულს მეუბნება ერთი ცნობილი ექოსკოპისტი, რომ ბავშვის გაჩენას არ მირჩევდა, რადგან 100!%-დან ან 5% იყო გადარჩენის შანსი. ჩამომითვალა შედეგები, მანკი, ლილიპუტი და ა. შ. რა თქმა უნდა, გაჩნდა ჯანსაღი და საღსალამათი ბავშვი. უნაკლო..."
  • "ჩემს ძმისშვილზე ეუბნებოდნენ, ცხვირი არა აქვსო და მოიშორეო, არ დავუჯერეთ და გაჩნდა მზეჭაბუკი"
  • "5 თვის ორსული ვიყავი რომ მითხრეს, ბავშვი ავადმყოფი და მახინჯი დაიბადებოდა. ყველა აბორტის გაკეთებას მირჩევდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მშობიარობას გადავყვებოდი. მე ვიბრძოლე ჩემი შვილისთვის, 7 თვის და 2 კვირის თავზე მეყოლა გოგონა, ბავშვი ჯანმრთელია"

ალბათ ძალიან საინტერესოა, მსგავს სიტუაციებში რა უნდა გააკეთოს ორსულმა, რა უფრო მართებულია? რამდენ ხანში უნდა გადაამოწმოს დიაგნოზი და.ა.შ - ამ თემებზე სასაუბროდ mshoblebi.ge რადიოლოგების ტოპ-ხუთეულის ერთ-ერთ მოწინავე წევრს - გენრიეტა გაგოშიძეს დაუკავშირდა.

- ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა არა მარტო როგორც ექიმისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის. მხვდება უამრავი ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი, რომელზეც მეუბნებიან, რომ თქვენ გადაარჩინეთო. მე ამით სიამოვნებას კი არ ვიღებ, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომ შესაძლებელი იყო, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო. სადაც კი მიმიწვდება ხმა, ყველგან ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთან მიმართებაში, ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, ყურადღებიანნი, გადავლახოთ ჩვენი ამბიციები და გადავამოწმოთ დიაგნოზი სხვა სპეციალისტთან. ამასთან ერთად, გადავლახოთ ჩვენი უვიცობა ან გარკვეული საკითხების არცოდნა.

არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ეს იქნება დამწყები, თუ დიდი ხნის სპეციალისტი, მაგრამ ერთად, გუნდურად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ თითოეული სიცოცხლისთვის. ამაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მოვუწოდებ ყველას, ახალგაზრდებს, უფროს თაობას, გადაამოწმეთ, ეს თქვენ ჩინ-მედლებს არ ჩამოგაკლებთ. ჩემს ასეთ ემოციურ საუბარს იწვევს ის, რომ თითქმის ყოველკვირეულად, თუ ყოველდღიურად არა, მხვდება ისეთი შემთხვევები, რასაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. ნუ შეგრცხვებათ, გადავამოწმოთ ერთმანეთთან მაღალპროფესიონალებმაც და ახალბედებმაც, ეს არ არის სირცხვილი! ეს თქვენთვისაც, ჩვენთვისაც კარგია და საერთოდ, ყველასთვის.

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც. წაკითხვა, მოსმენა, სწავლა ჩვენს პროფესიას ძალიან სჭირდება. მიდგომები ძალიან მოკლე დროში იცვლება, რაც წინათ ფატალური იყო და ორსულობის შეწყვეტით სრულდებოდა, ახლა ასე არ არის. მე მქონდა შემთხვევები, როცა მხოლოდ ტუჩის ნაპრალის გამო, ე.წ. კურდღლის ტუჩის გამო, ადამიანი იწყვეტდა ორსულობას, ახლა ეს და მსგავსად მარტივი პათოლოგიები საქართველოში პრობლემა არ არის წაიკითხეთ ვრცლად