სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს პირ­ვე­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა 08:00 სა­ათ­ზე ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მო­უ­წევთ.

ქვეყ­ნის მას­შტა­ბით იმუ­შა­ვებს 24 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი.

08:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის #175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გახ­სნილ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, სო­ფიო გორ­გო­ძე ეწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბას და­აკ­ვირ­დე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის გამო, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი იმოქ­მე­დებს.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­საც­დე­ლე­ბი და მეთ­ვალ­ყუ­რე­ე­ბი და­იშ­ვე­ბი­ან მხო­ლოდ ყო­ვე­ლი სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის ფარ­თო­ბის 50%-ზე. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და წინა მხრი­დან აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა გამჭვირ­ვა­ლე დამ­ცა­ვი ფა­რით/ბა­რი­ე­რით; მა­გი­დებს შო­რის და­შო­რე­ბა იქ­ნე­ბა მი­ნი­მუმ 2 მეტ­რი, ერ­თმა­ნე­თის მიმ­დევ­რო­ბით გან­ლა­გე­ბულ მა­გი­დებს შო­რის მან­ძი­ლი კი - 1 მეტ­რი.

"მა­გი­დებ­ზე არ­სე­ბუ­ლი დამ­ცა­ვი ფა­რე­ბის, თერ­მოსკრი­ნინ­გის, შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბა იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­საც­დე­ლებს სა­გა­მოც­დო მა­გი­დას­თან ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პირ­ბა­დის გა­რე­შე მი­ე­ცეთ გა­მოც­დის და­წე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასე­ვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ევ­რო­პის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის (ECDC) რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით , ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნი­ა­ვე­ბის (ღია ფან­ჯა­რა) დროს ნე­ბა­დარ­თუ­ლია კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა. ჩარ­თუ­ლი კონ­დი­ცი­ო­ნე­რის პი­რო­ბებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩარ­თვა ნე­ბა­დარ­თუ­ლია ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი წე­სე­ბის დაც­ვით.

კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მოხ­მა­რე­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს:

  • ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია;
  • ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის წესი;
  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ეტი­კე­ტი;
  • ნიღ­ბე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ტა­რე­ბის წესი;
  • კონ­დი­ცი­ო­ნე­რი­დან ჰა­ე­რის ნა­კა­დი არ უნდა იყოს პირ­და­პირ მი­მარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ზე;
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვად ღია ფან­ჯა­რა, რაც კონ­დი­ცი­ო­ნე­რის გა­რე­შეც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რად­გან ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის რის­კი მა­ღა­ლია; და­უშ­ვე­ბე­ლია ერთი და იმა­ვე ჰა­ე­რის რე-ცირ­კუ­ლა­ცია.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ძა­ლა­ში რჩე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ის წესი, რომ­ლე­ბიც აპ­ლი­კან­ტებ­მა უნდა და­იც­ვან სა­გა­მოც­დო სივ­რცე­ებ­ში.

შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბით:

სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში უნდა ეკე­თოთ (გარ­და 37.0 C-ზე მეტი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი რო­მე­ლი­მე სხვა სიმპტო­მის მქო­ნე გა­მო­საც­დე­ლი­სა) ნი­ღა­ბი: სა­მუ­შაო მა­გი­დას­თან კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე; სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რის და­ტო­ვე­ბის დროს; სხვა პი­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს; კონ­დი­ცი­ო­ნე­რის მუ­შა­ო­ბი­სას.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­მო­საც­დელს აღე­ნიშ­ნე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.0 С -ზე მეტი ან რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სხვა რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი, იგი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში მუდ­მი­ვად ატა­როს ნი­ღა­ბი.

2020 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა.

იხი­ლეთ გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს:

  • 6-11 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა;
  • 6 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ოსუ­რი ენა;
  • 12 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ის­ტო­რია;
  • 13 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ის­ტო­რია;
  • 14 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – მა­თე­მა­ტი­კა;
  • 15 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – მა­თე­მა­ტი­კა;
  • 16 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ბი­ო­ლო­გია;
  • 17 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – რუ­სუ­ლი ენა;
  • 17 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა;
  • 17 ივ­ლი­სი (მე­ო­რე სე­სია) – ფრან­გუ­ლი ენა;
  • 18 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – რუ­სუ­ლი ენა;
  • 18 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა;
  • 19 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – გერ­მა­ნუ­ლი ენა;
  • 19 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ინ­გლი­სუ­რი ენა;
  • 20 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სე­სია) – ზო­გა­დი უნა­რე­ბი;
  • 21 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ზო­გა­დი უნა­რე­ბი;
  • 21 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ლი­ტე­რა­ტუ­რა;
  • 22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ფი­ზი­კა;
  • 22 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა;
  • 23 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – გე­ოგ­რა­ფია;
  • 24 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – ქი­მია;
  • 25 ივ­ლი­სი (პირ­ვე­ლი სე­სია) – სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა
კორონიკო!
0

რა ოსური ენა!!!!!!!!!!!!!!!!!!! საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, მაშინ ყველა ენაზე ჩავატაროდ გამოცდები!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

დღეს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება 08:00 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოუწევთ.

ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 24 საგამოცდო ცენტრი.

08:00 საათზე, თბილისის #175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ეწვევა, რომელიც საგამოცდო პროცესის მსვლელობას დააკვირდება.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები იმოქმედებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

"მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით , ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

  • ფიზიკური დისტანცია;
  • ხელების ჰიგიენის დაცვის წესი;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულოდ ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე;
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია; დაუშვებელია ერთი და იმავე ჰაერის რე-ცირკულაცია.

აქვე აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომლებიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

საგამოცდო ცენტრში უნდა ეკეთოთ (გარდა 37.0 C-ზე მეტი ტემპერატურისა და რესპირატორული რომელიმე სხვა სიმპტომის მქონე გამოსაცდელისა) ნიღაბი: სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე; საგამოცდო სექტორის დატოვების დროს; სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს; კონდიციონერის მუშაობისას.

იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს აღენიშნება ტემპერატურა 37.0 С -ზე მეტი ან რესპირატორული სხვა რომელიმე სიმპტომი, იგი ვალდებულია, საგამოცდო ცენტრში მუდმივად ატაროს ნიღაბი.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

იხილეთ გამოცდების განრიგი, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს:

  • 6-11 ივლისი (პირველი სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა;
  • 6 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;
  • 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 14 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
  • 15 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა;
  • 16 ივლისი (პირველი სესია) – ბიოლოგია;
  • 17 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 17 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 18 ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 19 ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
  • 19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • 20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 21 ივლისი (პირველი სესია) – ზოგადი უნარები;
  • 21 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა;
  • 22 ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 23 ივლისი (პირველი სესია) – გეოგრაფია;
  • 24 ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
  • 25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

ქუთაისში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს მდინარე რიონში ეძებენ

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 2 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან