ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ახალ კვლევას, რომელშიც სსიპ-ებისა და საჯარო დაწესებულებების ავტოპარკის და საწვავის ხარჯებია გამოკვლეული.
IDFI-მ 2019 წლის დეკემბერში 90-მდე საჯარო დაწესებულებას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების, საწვავის ლიმიტების დამდგენი ნორმატიული აქტების და 2018-2019 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ დაფარული კილომეტრაჟისა და მოხმარებული საწვავის ზუსტი ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.
კვლევის ფარგლებში IDFI-მ ინფორმაცია მიიღო 65 უწყებიდან, საიდანაც მოწოდებული ინფორმაციის ნაწილი არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი.
კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული არის 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი იყო.
2018-2019 წლებში ყველაზე მეტი თანხა ავტომობილებში შემდეგმა უწყებებმა დახარჯეს:
IDFI-მ გამოიკვლია ისიც, რომ 2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა.
რომელი თანამდებობის პირები მოიხმარენ ყველაზე მეტ საწვავს?
IDFI-ს კვლევის თანახმად, 122 თანამდებობის პირმა 2019 წელს 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა. ყველაზე მეტ საწვავს კი წლის განმავლობაში მოიხმარენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი და სხვები.
ყოველ დღე 135კმ. ტაქსაობენ თუ სახელმძიფო სამსახურში მუშაობენ? joy joy joy
ეკვატორის სიგრძე 40 000 კმ. კითხვა: რა იარა ვეტერანების ხელმძღვანელმა ასეთი რომ ამდენი ბენზინი დახარჯა?! ნუთუ ყველა ვეტერანთან უშუალოდ თვითონ მიდიოდა და მდგომარეობას იგებდა? უკვე არაფერს ვამბობ ვეტერანების (ვინც ჩვენს ტერიტორიებს იცავდა) პენსიაზე!!! ან ეროვნულ ბანკის შეფს რად უნდა მანქანა? ფულები გადააქვს? იურიდიულ სამსახურს რად უნდა მანქანა? და საერთოდ სახელმწიფო რატომ უსხავს ბენზინს ჩინოვნიკს რომელიც ისედაც იღებს ხელფასს და ვალდებულია გამოცხადდეს სამსახურში!!! არ ვამბობ სპეც მანქანაზე არაფერს.