პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"
მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ივე­რის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი კა­ნი­ონ­ში არ­სე­ბულ ფა­სებს აკ­რი­ტი­კებს:

"მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ. მად­ლო­ბა, რომ და­ინ­ტე­რეს­დით მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბით. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი თა­ვი­სი პრო­ექ­ტი­რე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბით არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია და ის აღი­ა­რე­ბუ­ლია ევ­რო­საბ­ჭოს მიერ ევ­რო­პის საბ­ჭოს ლან­დშაფ­ტე­ბის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რივ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა ეკო­ტუ­რიზ­მი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გან­ვლი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი ყავ­და. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, რო­მელ­საც მხო­ლოდ 2019 წელს 189 894 ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია, გახ­სნის დღი­დან დღემ­დე კი 800 000 - მდე ვი­ზი­ტორს უმას­პინ­ძლა. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბა 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სოა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და რე­ზი­დენტ პი­რებ­ზე ვრცელ­დე­ბა ფას­დაკ­ლე­ბა.

შე­გიძ­ლი­ათ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოთ ფა­სებს: ბი­ლე­თი 6 წლამ­დე ბავ­შვე­ბის­თვის უფა­სო; ბი­ლე­თი არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის (6 წლი­დან 18 წლამ­დე) -5.5 ლარი; ბი­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და რე­ზი­დენ­ტი პი­რე­ბის­თვის, გარ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა -10.35 ლარი;სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, გარ­და არას­წრულ­წლოვ­ნე­ბი­სა - 17.25 ლარი; მოს­წავ­ლე­თა და სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფის ვი­ზი­ტის დროს, ერთი სკო­ლის, კო­ლე­ჯის ან სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი უფა­სო; ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გი­დე­ბი უფა­სო;

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის სიგ­რძე 2,4 კმ-ია და აქე­დან, ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც ფა­სი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბი ვრცელ­დე­ბა, მხო­ლოდ 700 მეტ­რია. და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია შე­გიძ­ლი­ათ უფა­სოდ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ. მარ­ტვლის კა­ნი­ო­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რომ­ლის მი­ღე­ბის წყა­როს ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს. შე­მო­სავ­ლე­ბი ხმარ­დე­ბა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბის ხარ­ჯებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ დღე­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში 87 და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია თი­თო­ე­უ­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.ნა­ვე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბის სერ­ვისს რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, რომ ეს სერ­ვი­სი გა­და­ე­ცათ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, კერ­ძოდ მარ­ტვი­ლის, სო­ფელ ლე­ბა­ჩეს მო­სახ­ლე­ო­ბის 70 ოჯახს. დღეს მარ­ტვი­ლის კა­ნი­ონ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლია 150-მდე ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ 2016 წლამ­დე მარ­ტვილ­ში 2 სას­ტუმ­რო და 1 სა­სა­დი­ლო ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და.

და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მიერ მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის სწო­რი და ეფექ­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, დღეს მარ­ტვილ­ში 45-ზე მეტი სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო, 8 სას­ტუმ­რო და 5-ზე მეტი რეს­ტო­რა­ნია, და და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მარ­ტო მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის ეფექ­ტუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, 500-ზე მეტი ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლით გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ 2017 წელს, მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის გახ­სნის წელს, კა­ნი­ონ­მა მარ­ტვი­ლის ეკო­ნო­მი­კა­ში და­მა­ტე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ლარი შექ­მნა" - წერს ზაზა გა­გუა. მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ივერს მის­სა­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში პა­სუ­ხობს.

ცნო­ბის­თვის, დღეს ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა თა­მარ ივერ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მარ­ტვი­ლის კა­ნი­ო­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი აღ­წე­რა და ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რიზ­მის პრობ­ლე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 64 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გონიერა
2

მაგარი პასუხი გამოაცხო დირექტორმა. აბა ის ქალბატონი ტყუის?

საღი აზრი
17

ესეიგი შესვლა ცალკე ფასია და მერე ნავით გასერინება კიდევ ცალკე? გაგიჟდები რა ადამიანი. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერის განცხადებას ეხმაურება, სადაც ოპერის მომღერალი კანიონში არსებულ ფასებს აკრიტიკებს:

"მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. მადლობა, რომ დაინტერესდით მარტვილის კანიონზე მოგზაურობით. მარტვილის კანიონი თავისი პროექტირებით და განვითარებით არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცული ტერიტორია და ის აღიარებულია ევროსაბჭოს მიერ ევროპის საბჭოს ლანდშაფტების კონკურსის გამარჯვებულად. საქართველოს დაცული ტერიტორიები წარმოადგენს საქართველოს ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელსაც მუდმივად სჭირდება მოვლა-პატრონობა და განვითარება ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

განვლილი წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებს მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავდა. მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა, რომელსაც მხოლოდ 2019 წელს 189 894 ვიზიტორი ეწვია, გახსნის დღიდან დღემდე კი 800 000 - მდე ვიზიტორს უმასპინძლა. მარტვილის კანიონზე მოგზაურობა 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე და რეზიდენტ პირებზე ვრცელდება ფასდაკლება.

შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ ფასებს: ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო; ბილეთი არასრულწლოვნებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) -5.5 ლარი; ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის, გარდა არასრულწლოვნებისა -10.35 ლარი;სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვნებისა - 17.25 ლარი; მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი უფასო; ტურისტული სააგენტოს გიდები უფასო;

აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონის სიგრძე 2,4 კმ-ია და აქედან, ტერიტორია, რომელზეც ფასიანი სერვისები ვრცელდება, მხოლოდ 700 მეტრია. დანარჩენი ტერიტორია შეგიძლიათ უფასოდ დაათვალიეროთ. მარტვლის კანიონის მოვლა-პატრონობასა და განვითარებას სჭირდება ფინანსური რესურსი, რომლის მიღების წყაროს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. შემოსავლები ხმარდება, უპირველეს ყოვლისა, მარტვილის კანიონის მოვლა-პატრონობას, თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას და განვითარების ხარჯებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეისთვის საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა და აუცილებელია თითოეულის მოვლა-პატრონობა და განვითარება.ნავებით გასეირნების სერვისს რაც შეეხება, საქართველოში პირველად მოხდა, რომ ეს სერვისი გადაეცათ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული, კერძოდ მარტვილის, სოფელ ლებაჩეს მოსახლეობის 70 ოჯახს. დღეს მარტვილის კანიონზე დასაქმებულია 150-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2016 წლამდე მარტვილში 2 სასტუმრო და 1 სასადილო ფუნქციონირებდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მარტვილის კანიონის სწორი და ეფექტური განვითარების შედეგად, დღეს მარტვილში 45-ზე მეტი საოჯახო სასტუმრო, 8 სასტუმრო და 5-ზე მეტი რესტორანია, და დასაქმებულთა რაოდენობა, მარტო მარტვილის კანიონის ეფექტური მუშაობის შედეგად, 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილით გაიზარდა. მხოლოდ 2017 წელს, მარტვილის კანიონის გახსნის წელს, კანიონმა მარტვილის ეკონომიკაში დამატებით 5 მილიონი ლარი შექმნა" - წერს ზაზა გაგუა. მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს მისსავე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში პასუხობს.

ცნობისთვის, დღეს ოპერის მომღერალმა თამარ ივერმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მარტვილის კანიონის მონახულებისას მომხდარი ამბავი აღწერა და ადგილობრივი ტურიზმის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის რაჭული არდადეგები - ფოტოები "ინსტაგრამიდან"

ბროწეულაში "გოგიჩას" სახელობის ქუჩა გაიხსნა - "დარწმუნებული ვარ, ახლა მამა მორიდებული უყურებს ამ საჩუქარს"

ხათუნა ჟორდანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ არაჩვეულებრივად გამოიყურება - "უთქვენოდ ვერ გადავლახავ ამ მძიმე ეტაპს" (ფოტოები)