სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევნილი წყვილის ევროპული წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"
დევნილი წყვილის ევროპული წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"

ელე­ნე კახ­ნი­აშ­ვი­ლი სა­მა­ჩაბ­ლო­დან დევ­ნი­ლია, ოჯახ­თან ერ­თად წე­რო­ვან­ში დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს. სა­კუ­თა­რი კარ­მი­და­მო­დან იძუ­ლე­ბით აყ­რი­ლი ხალ­ხი უი­მე­დო­ბა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლა - ელე­ნემ და მის­მა მე­უღ­ლემ, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა შეძ­ლეს... სა­ო­ცა­რი შრო­მის ფა­სად, მი­წის ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც წე­რო­ვან­ში ერ­გოთ, აა­ბაღ­ნა­რეს, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ვარ­დე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან არა­ერ­თს შეხ­ვდე­ბით. ელე­ნე კახ­ნი­აშ­ვი­ლი ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია და არა მარ­ტო სა­კუ­თარ ბაღ­ზე, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- „ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია, რად­გა­ნაც დრო ოჯა­ხის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას და­ვუთ­მე. ჩემი საყ­ვა­რე­ლი სფე­რო კუ­ლი­ნა­რი­აა. ამი­ტომ, 2 წის წინ კუ­ლი­ნა­რი­ულ აკა­დე­მი­ა­ში სას­წავ­ლო კურ­სი გა­ვი­ა­რე და ამ კუ­თხით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ. ჩემი ოჯა­ხი დევ­ნი­ლი ჯერ კი­დევ 1992 წელს გახ­და და ცხინ­ვა­ლი­დან სო­ფელ კეხვში გა­და­ვე­დით. 2008 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კუ­თხე სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნეს... წე­როვ­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან ვცხოვ­რობთ და მას შემ­დეგ ვცდი­ლობთ, მო­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­ვიქ­მნათ. მყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. მე­უღ­ლე ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც არ მო­ი­წყენ, ყვე­ლა პრობ­ლე­მას ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხავ. 21 წე­ლია, რაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, ისიც სა­მა­ჩაბ­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი, იქ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს გა­დი­ო­და. ჯა­რის შემ­დეგ ურ­თირ­თო­ბა გა­ვაგ­რძე­ლეთ და მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს ბაღ­ნარ­ზე, რო­მე­ლის გა­შე­ნე­ბა 2008 წლი­დან და­ი­წყეთ...

- ჩვე­ნი მთლი­ა­ნი ფარ­თი 400 კვმ-ია, ანუ ზუს­ტად ის, რაც დევ­ნილ­თა ოჯა­ხე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. აქ­დან 70 კვმ-მდე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას უკა­ვია, და­ნარ­ჩე­ნი - ბაღ-ბოს­ტანს. თა­ვი­დან ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო, იქა­უ­რო­ბა გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა, რომ მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი გვქო­ნო­და, რად­გან სა­ცხოვ­რებ­ლად ცუდი პი­რო­ბე­ბი იყო. გარ­შე­მო არა­ნა­ი­რი ნარ­გა­ვი არ იყო. პირ­ვე­ლად ბა­და­გი­სა და ჩურ­ჩხე­ლის­თვის ვე­ნა­ხი ჩავ­ყა­რეთ. ღვი­ნო­ზე არც გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ ამ ხნის მან­ძილ­ზე ვე­ნა­ხი იმ­ხე­ლა გახ­და, რომ უკვე ყვე­ლაფ­რის­თვის გვყოფ­ნის. შემ­დეგ ყვა­ვი­ლე­ბი გა­ვამ­რავ­ლეთ, რომ გა­რე­მო გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო. ამა­სო­ბა­ში ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და გე­მოვ­ნე­ბა იმ­დე­ნად და­იხ­ვე­წა, რომ ვარ­დე­ბის გა­შე­ნე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ. თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­დე­ბი დავრგეთ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც იყო. მას შემ­დეგ კი, რაც უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლებ­ზე მემ­ცე­ნა­რე­ებ­ში მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, უკვე ისი­ნიც. ჩვენ­ზე უფრო დიდი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან სა­უ­ცხოო ჯი­შებს ვყი­დუ­ლობთ. მერე ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას ვუ­ზი­ა­რებთ, თი­თო­ე­უ­ლი რო­გორ ყვა­ვი­ლობს, რა სიხ­ში­რით, ვას­წავ­ლით წამ­ლო­ბებს, რო­მე­ლი წა­მა­ლი, პრე­პა­რა­ტია უკე­თე­სი. აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვარ­დი სხვა­ნა­ი­რად ყვა­ვი­ლობს, და­სავ­ლეთ­ში - სხვა­ნა­ი­რად. ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვაც­ნობთ.

- ვარ­დებს მხო­ლოდ თქვენ უვ­ლით?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე. მას ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა ქა­ლის­თვის რთუ­ლია, ვარ­დებს მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა ნი­ა­და­გის გა­ფხვი­ე­რე­ბა, შე­მო­თხოვ­ნა, შე­მო­ბარ­ვა, მი­წის შე­მოყ­რა, რომ რბილ მი­წა­ში ახა­ლი ნა­ყა­რი გა­ი­კე­თოს. შე­წამ­ვლა სჭირ­დე­ბა, შე­სა­წამ­ლი აპა­რა­ტუ­რა ქა­ლის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა, ამი­ტომ, მე­უღ­ლე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა და მისი როლი ამ საქ­მე­ში დი­დია.

- იმის­თვის, რომ ვარ­დის ბაღი გა­ვა­შე­ნოთ, რა არის სა­ჭი­რო?

- უპირ­ვე­ლე­სად ცოდ­ნაა სა­ჭი­რო, ამის გა­რე­შე ვარდს ვერ გა­მო­იყ­ვან. მი­უ­ხე­და­ვა­და იმი­სა, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე დაგ­ვიგ­როვ­და, ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობთ, ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბას 5-6 წელი მო­ვუნ­დით, ბოლო-2 წე­ლი­წად­ში კი მა­სობ­რი­ვი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მოხ­და. მა­ნამ­დე სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, თითო ვარდს წლო­ბით ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ შეგ­ვხვედ­რო­და, რად­გა­ნაც სა­კო­ლექ­ციო ვარ­დებ­ზე დიდი რი­გია... ასე­ვე გვაქვს აფ­რი­კუ­ლი სე­ლექ­ცი­ის იები. ამ პა­ტა­რა სახ­ლში, სა­ძი­ნებ­ლის ერთი კე­დე­ლი ამ მცე­ნა­რეს და­ვუთ­მეთ.

- რთუ­ლი მო­სავ­ლე­ლია?

- ამა­ზე რთუ­ლად მო­სავ­ლე­ლი მცე­ნა­რე არ მე­გუ­ლე­ბა, ასე ორ­ქი­დე­ე­ბიც კი არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ეს იები სპე­ცი­ა­ლურ სუბსტრატ­ში ცხოვ­რო­ბენ, რაც ქო­ქო­სის და­ფხვნი­ლი ქერ­ქის, ტორ­ფი­სა და პერ­ლი­ტის ნა­რე­ვია. ამა­თაც კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან ვაგ­რო­ვებთ. ხან ფოთ­ლებს ვუც­ვლით ერ­თმა­ნეთს და ისე ვამ­რავ­ლებთ.

- რო­გორ?

- აღ­ნიშ­ნულ სპე­ცი­ა­ლურ ნი­ა­დაგს ვყრით კონ­ტე­ი­ნერ­ში და ფო­თოლს მას­ში ვდებთ. ად­ვი­ლად მრავ­ლდე­ბა, ძა­ლი­ან მალე ფეს­ვი­ან­დე­ბი­ან, ერთი ფოთ­ლის­გან 15 ძი­რის მი­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ჯიშ­საც გა­აჩ­ნია, ყვე­ლა ია ასე არ ფეს­ვი­ან­დე­ბა. ისე, და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ მიდ­რე­კი­ლე­ბი კი არი­ან. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ახა­სი­ა­თებთ... მოკ­ლედ, 100 სხვა­დას­ხვა ფე­რის ია გვაქვს. ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ მე­სა­მე-მე­ორ­თხე დღეს ხე­ლის შევ­ლე­ბა მა­ინც უნდა... თუ ზედ­მე­ტი წყა­ლი მო­უ­ვი­და, მა­შინ­ვე მავ­ნე­ბე­ლი, ჭია და ნა­ცა­რი უჩ­ნდე­ბა. ასე­ვე ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­თე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რივ შუქ­ზე და მზე­ზე ვერ იცო­ცხე­ლებს. სამ­ხრე­თის მხა­რის ფან­ჯრებ­ზეც იდე­ა­ლუ­რად გრძნობს თავს... ასე რომ, მის მო­შე­ნე­ბას მხო­ლოდ მას ვურ­ჩევ, ვინც მუდ­მი­ვად სახ­ლშია.

- თუკი ვარდს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, რო­გორ მოვ­ლას ითხოვს თქვე­ნი ვარ­დე­ბი?

- ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, ვარ­დის მოვ­ლას სე­ზო­ნე­ბი აქვს. ვარ­დის ნერ­გის და­სარ­გა­ვად შე­მოდ­გო­მას ვირ­ჩევთ, რად­გან შე­მოდ­გო­მით ადაპ­ტა­ცი­ას ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხა­ვენ და გა­ზა­ფხულ­ზე უკე­თე­სად ყვა­ვი­ლო­ბენ. შე­მოდ­გო­მით ვა­ფხვი­ე­რებთ მი­წას, ვამ­დიდ­რებთ ნა­კე­ლით, ექ­ვსთვი­ა­ნი სა­სუ­ქით, შემ­დეგ ამოვ­თხრით და­ახ­ლო­ე­ბით 40 სმ ორ­მოს, სა­დაც დრე­ნაჟს (ხრე­ში, ან სი­ლაქ­ვი­შა) ჩა­ვუყ­რით, ვრგავთ ვარდს და ვაყ­რით ფხვი­ერ მი­წას. ნერ­გი გარ­კვე­ულ სი­მაღ­ლე­ზე (სამ-ხუთ კვირტზე) უნდა იყოს გას­ხლუ­ლი, რომ ადაპ­ტა­ცია ად­ვი­ლად გა­ი­ა­როს... ზამ­თრის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­ლე­ქი­ან პე­რი­ოდ­ში მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბა, მშრალ ამინ­დში კი ახალ დარ­გულ ნერგს მორ­წყვა უნდა. გა­ზა­ფხულ­ზე, რო­დე­საც შე­ფოთ­ვლას და­ი­წყებს, პირ­ვე­ლი წამ­ლო­ბა უტარ­დე­ბა, თე­ბერ­ვლი­დან გას­ხვლას ვარ­დე­ბის ჯი­შე­ბის მი­ხედ­ვით ვი­წყებთ. თუ ხვი­ა­რა ვარ­დია, არ უნდა გას­ხვლა, უბ­რა­ლოდ დე­კო­რა­ტი­უ­ლად ლა­მა­ზად ფორ­მას მივ­ცემთ, ან გამ­ხარ და და­ზი­ა­ნე­ბულ ტო­ტებს მო­ვაჭ­რით. შემ­დეგ მო­დის მე­ო­რე პლა­ნის ფლო­რი­ბუნ­და ვარ­დე­ბი, ისი­ნი 40 სმ-ზე უნდა გა­ის­ხლას, რომ შე­ავ­სოს მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ზოლი, უხ­ვად და ლა­მა­ზად იყ­ვა­ვი­ლოს. პირ­ველ რიგ­ში ჩაის ჰიბ­რი­დე­ბი ირ­გვე­ბა, ასე­ვე ნი­ა­დაგმფა­რა­ვი ვარ­დე­ბი, ესე­ნი და­ბალ­ზე უნდა გა­ის­ხვლას, რომ ლა­მა­ზი ბუჩ­ქი მი­ვი­ღოთ. გას­ხვლის შემ­დეგ მო­დის პირ­ვე­ლი წამ­ლო­ბა, ეს განკვუთ­ვნი­ლია კვირ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის­თვის, ბუგ­რი არ შვი­დეს, არ დარ­ჩეს კვირ­ტის ჭია, რო­მე­ლიც ფო­თოლ­ში იბუ­დებს და აფუ­ჭერბს. შემ­დე­გი წამ­ლო­ბაა, „ბორ­დო“, ანუ სამ ფო­თოლ­ზე წამ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მას ნაც­რის და სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის­გან იცავს. ფო­თო­ლი უნდა იყოს ხას­ხა­სა, ლა­მა­ზი შე­ფე­რი­ლო­ბის. ყვი­თე­ლი და შა­ვად და­ლა­ქა­ვე­ბუ­ლი ფოთ­ლე­ბი მე­ბა­ღის­თვის ძა­ლი­ან ცუდი ტო­ნია... სა­ერ­თოდ, წვი­მის, ყინ­ვის, და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ გამ­ძლე ჯი­შე­ბი უნდა შე­ირ­ჩეს. წამ­ლო­ბე­ბის გარ­და კვირ­ტის პე­რი­ოდ­ში გა­მოკ­ვე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ გვირ­გვი­ნი სრულ­ყო­ფი­ლი იყოს. კვე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ხი­საა - ფოთ­ლი­დან და ფეს­ვი­დან. ფეს­ვი­დან კვე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ ნა­კე­ლის­გან დამ­ზა­დე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ხსნარს, რო­მელ­საც ჟი­ჟას ეძა­ხი­ან, არის კი­დევ ბა­ლა­ხის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი.

- კოქ­ტე­ი­ლებ­ში რას გუ­ლის­ხმობთ?

- რო­დე­საც ბაღს ზედ­მე­ტი ბა­ლა­ხის­გან გა­ვა­სუფ­თა­ვებთ. ბა­ლა­ხი უნდა და­ვა­ქუც­მა­ცოთ, ჩავ­ყა­როთ სპე­ცი­ა­ლურ ჭურ­ჭელ­ში, წყა­ლი და­ვასხთ და ერ­თგვა­რი კოქ­ტე­ი­ლი და­ვამ­ზა­დოთ. ბა­ლა­ხი სავ­სეა კალ­ცი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით, აზო­ტით და ეს ხსნა­რი კარ­გად კვე­ბავს. მოკ­ლედ ამ მა­სას ვარ­დის ძი­რებ­ში ვაბ­რუ­ნებთ. არის კი­დევ ფოთ­ლი­დან კვე­ბა და ამის­თვის ათას­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რა­საც სპე­ცი­ა­ლურ მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ვი­ძენთ. ცოტა მსუ­ნა­გი მცე­ნა­რეა, გა­მოკ­ვე­ბა უყ­ვარს, მაგ­რამ გა­და­ჭარ­ბე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ მუ­ტანტს მი­ვი­ღებთ, ძა­ლი­ან დიდ­სა და სა­ხე­შეც­ვლილ მცე­ნა­რეს, ბა­ლან­სი უნდა და­ვიც­ვათ.

- ტრი­ალ მინ­დორ­ზე და­გა­სახ­ლეს და მინ­დვ­რის აწალ­კო­ტე­ბა შე­ძე­ლით... სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ე­ბი­დან უი­მე­დო ადა­მი­ა­ნებს რას ეტყო­დით?

- არას­დროს და­მი­კარ­გავს იმე­დი, ყო­ველ­თვის შე­მარ­თე­ბით, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვი­ყა­ვი. ადა­მი­ან­მა აუ­ცი­ლებ­ლად ის საქ­მე უნდა აკე­თოს, რისი ინ­ტე­რე­სიც აქვს. არას­დროს გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ისე­თი რჩე­ვა, რომ­ლის მი­მარ­თაც ინ­ტე­რე­სი არ გა­აჩ­ნი­ათ. გა­მო­რი­ცხუ­ლია, იძუ­ლე­ბით ვე­რა­ფერს სა­სარ­გებ­ლოს ვერ გა­ა­კე­თე­ბენ და ვერც წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წე­ვენ. პე­სი­მის­ტებს ვურ­ჩევ - სა­კუ­თარ თავს ჩა­უ­ფიქ­რდნენ, რა უნ­დათ, რა უყ­ვართ, რისი გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ და იმ კუ­თხით გან­ვი­თარ­დნენ. კომ­პლექ­სე­ბის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ბოლო დროს მე­ბა­ღე-მემ­ცე­ნა­რე­ო­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბიც გა­მოჩ­დნენ, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მით და­ინ­ტერსდნენ. ამი­ტომ ახალ­გაზ­რდებს, მა­მა­კა­ცებს ვურ­ჩევ­დი, არ იყ­ვნენ შე­ბო­ჭილ-და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლე­ბი, თუ მოს­წონთ ამ საქ­მის კე­თე­ბა, თა­მამდ აკე­თონ. პა­ტა­რა რჩე­ვა მე­ბა­ღე­ე­ბის­თვის: ახლა ის სე­ზო­ნია, რომ ნაყ­ვა­ვი­ლა­რი ვარ­დე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­იჭ­რას სამ-ხუთ ფო­თოლ­ზე, ანუ საღ კვირ­ტამ­დე. საღი მუხლთა­შო­რი­სი კვირ­ტი უნდა შე­ირ­ჩეს და ღერო იქამ­დე გა­და­იჭ­რას. ვარდს კვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ე­ცეს, რომ ახა­ლი ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ო­დი, მე­ო­რე ტალ­ღა წა­მო­ვი­დეს...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
1

ვისაც შრომა არ ეზარება არავინ არ არის მშიერი, მიწა გქონდეს და მშიერი იყო ზარმაცი ხარ აბა რა. სოფელში გავიზარდე და ყველას ჩვენი ვალდებულება ქონდა დიდსაც და პატარასაც. ახლანდელი თაობასავით ტელეფონებში არ ვიყავით თავჩარგული, ახლა ეზოშიდაც არ ჩადიან, ვითომ მეცადინეოებენ და ღმერთმა იცის რას შვებიან. დილა გათენდებოდა დიდები საქონელს გარეკავდა და მიწაზე მუშაობდნენ, სახლში დარჩენილებს ეზო უნდა დაგვესუფთავებინა, სახლი და კიდე თუ შევძლებდით საჭმელიც.არ გადაგვდიდოდა თავზე, მაგრამ მშიერიც არ ვიყავით, სამ ტონა ყურძენს ვაბარებდით და მთელი ზამთრის საჭმელს ვყიდულობდით.

ng
3

მშრომელი ადამიანი რიყეზეც რომ დასვა ქალკოტად აქცევს.გაიხაროს მშრომელი ადამიანის მარჯვენამ..

ზარმაცი და უქნარა წალკოტშიც რომ დასვა უდაბნოდ აქცევს და სხვას დააბრალებს

 

წარმატებები ყველა მშრომელს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

დევნილი წყვილის ევროპული წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"

დევნილი წყვილის ევროპული წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"

ელენე კახნიაშვილი სამაჩაბლოდან დევნილია, ოჯახთან ერთად წეროვანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. საკუთარი კარმიდამოდან იძულებით აყრილი ხალხი უიმედობაში არ ჩავარდნილა - ელენემ და მისმა მეუღლემ, ახალი ცხოვრების დაწყება შეძლეს... საოცარი შრომის ფასად, მიწის ფართობი, რომელიც წეროვანში ერგოთ, ააბაღნარეს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ვარდების კოლექციებიდან არაერთს შეხვდებით. ელენე კახნიაშვილი ახლა ჩვენი სტუმარია და არა მარტო საკუთარ ბაღზე, ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრება:

- „ჯავახიშვილის“ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიური მიმართულებით დავამთავრე, მაგრამ პროფესიით არ მიმუშავია, რადგანაც დრო ოჯახის მოვლა-პატრონობას დავუთმე. ჩემი საყვარელი სფერო კულინარიაა. ამიტომ, 2 წის წინ კულინარიულ აკადემიაში სასწავლო კურსი გავიარე და ამ კუთხით სიამოვნებით ვმუშაობ. ჩემი ოჯახი დევნილი ჯერ კიდევ 1992 წელს გახდა და ცხინვალიდან სოფელ კეხვში გადავედით. 2008 წელს კი საქართველოს ერთ-ერთი ძალიან ლამაზი კუთხე საბოლოოდ დაგვატოვებინეს... წეროვნის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის დეკემბრიდან ვცხოვრობთ და მას შემდეგ ვცდილობთ, მოვიწყოთ ცხოვრება, ადამიანური პირობები შევიქმნათ. მყავს მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე ძალიან მხიარული, კარგი ადამიანია, რომელთანაც არ მოიწყენ, ყველა პრობლემას ადვილად გადალახავ. 21 წელია, რაც ოჯახი შევქმენით, ისიც სამაჩაბლოში გავიცანი, იქ სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა. ჯარის შემდეგ ურთირთობა გავაგრძელეთ და მალევე დავქორწინდით.

- მოგვიყევით თქვენს ბაღნარზე, რომელის გაშენება 2008 წლიდან დაიწყეთ...

- ჩვენი მთლიანი ფართი 400 კვმ-ია, ანუ ზუსტად ის, რაც დევნილთა ოჯახებისთვისაა განკუთვნილი. აქდან 70 კვმ-მდე შენობა-ნაგებობას უკავია, დანარჩენი - ბაღ-ბოსტანს. თავიდან ჩვენი სურვილი იყო, იქაურობა გაგველამაზებინა, რომ მოსასვენებელი ადგილი გვქონოდა, რადგან საცხოვრებლად ცუდი პირობები იყო. გარშემო არანაირი ნარგავი არ იყო. პირველად ბადაგისა და ჩურჩხელისთვის ვენახი ჩავყარეთ. ღვინოზე არც გვიფიქრია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ვენახი იმხელა გახდა, რომ უკვე ყველაფრისთვის გვყოფნის. შემდეგ ყვავილები გავამრავლეთ, რომ გარემო გამოცოცხლებულიყო. ამასობაში ჩვენი მოთხოვნები და გემოვნება იმდენად დაიხვეწა, რომ ვარდების გაშენებაც გადავწყვიტეთ. თავიდან ჩვეულებრივი ვარდები დავრგეთ, რომლებიც საქართველოში ისედაც იყო. მას შემდეგ კი, რაც უცხოეთიდან შემოტანილებზე მემცენარეებში მოთხოვნა გაიზარდა, უკვე ისინიც. ჩვენზე უფრო დიდი კოლექციონერებისგან საუცხოო ჯიშებს ვყიდულობთ. მერე ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას ვუზიარებთ, თითოეული როგორ ყვავილობს, რა სიხშირით, ვასწავლით წამლობებს, რომელი წამალი, პრეპარატია უკეთესი. აღმოსავლეთში ვარდი სხვანაირად ყვავილობს, დასავლეთში - სხვანაირად. ამიტომ ერთმანეთს ამ გამოცდილებასაც ვაცნობთ.

- ვარდებს მხოლოდ თქვენ უვლით?

- მე და ჩემი მეუღლე. მას ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის. მიწასთან მუშაობა ქალისთვის რთულია, ვარდებს მუდმივად სჭირდება ნიადაგის გაფხვიერება, შემოთხოვნა, შემობარვა, მიწის შემოყრა, რომ რბილ მიწაში ახალი ნაყარი გაიკეთოს. შეწამვლა სჭირდება, შესაწამლი აპარატურა ქალისთვის ძალიან მძიმეა, ამიტომ, მეუღლე მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია და 24 საათის განმავლობაში რთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ყველაფერში მეხმარება და მისი როლი ამ საქმეში დიდია.

- იმისთვის, რომ ვარდის ბაღი გავაშენოთ, რა არის საჭირო?

- უპირველესად ცოდნაა საჭირო, ამის გარეშე ვარდს ვერ გამოიყვან. მიუხედავადა იმისა, რომ გამოცდილება უკვე დაგვიგროვდა, ჯერ კიდევ ვსწავლობთ, ცოდნის დაგროვებას 5-6 წელი მოვუნდით, ბოლო-2 წელიწადში კი მასობრივი განაშენიანება მოხდა. მანამდე საშუალება არ იყო, თითო ვარდს წლობით ველოდებოდით, რომ შეგვხვედროდა, რადგანაც საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია... ასევე გვაქვს აფრიკული სელექციის იები. ამ პატარა სახლში, საძინებლის ერთი კედელი ამ მცენარეს დავუთმეთ.

- რთული მოსავლელია?

- ამაზე რთულად მოსავლელი მცენარე არ მეგულება, ასე ორქიდეებიც კი არ გამჭირვებია. ეს იები სპეციალურ სუბსტრატში ცხოვრობენ, რაც ქოქოსის დაფხვნილი ქერქის, ტორფისა და პერლიტის ნარევია. ამათაც კერძო კოლექციონერებისგან ვაგროვებთ. ხან ფოთლებს ვუცვლით ერთმანეთს და ისე ვამრავლებთ.

- როგორ?

- აღნიშნულ სპეციალურ ნიადაგს ვყრით კონტეინერში და ფოთოლს მასში ვდებთ. ადვილად მრავლდება, ძალიან მალე ფესვიანდებიან, ერთი ფოთლისგან 15 ძირის მიღება შეიძლება, მაგრამ ჯიშსაც გააჩნია, ყველა ია ასე არ ფესვიანდება. ისე, დაავადებების მიმართ მიდრეკილები კი არიან. ბევრი საინტერესო რამ ახასიათებთ... მოკლედ, 100 სხვადასხვა ფერის ია გვაქვს. ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება, მაგრამ ყოველ მესამე-მეორთხე დღეს ხელის შევლება მაინც უნდა... თუ ზედმეტი წყალი მოუვიდა, მაშინვე მავნებელი, ჭია და ნაცარი უჩნდება. ასევე ხელოვნური განათება სჭირდება. ჩვეულებრივ შუქზე და მზეზე ვერ იცოცხელებს. სამხრეთის მხარის ფანჯრებზეც იდეალურად გრძნობს თავს... ასე რომ, მის მოშენებას მხოლოდ მას ვურჩევ, ვინც მუდმივად სახლშია.

- თუკი ვარდს დავუბრუნდებით, როგორ მოვლას ითხოვს თქვენი ვარდები?

- ჩვენი გამოცდილებით, ვარდის მოვლას სეზონები აქვს. ვარდის ნერგის დასარგავად შემოდგომას ვირჩევთ, რადგან შემოდგომით ადაპტაციას ადვილად გადალახავენ და გაზაფხულზე უკეთესად ყვავილობენ. შემოდგომით ვაფხვიერებთ მიწას, ვამდიდრებთ ნაკელით, ექვსთვიანი სასუქით, შემდეგ ამოვთხრით დაახლოებით 40 სმ ორმოს, სადაც დრენაჟს (ხრეში, ან სილაქვიშა) ჩავუყრით, ვრგავთ ვარდს და ვაყრით ფხვიერ მიწას. ნერგი გარკვეულ სიმაღლეზე (სამ-ხუთ კვირტზე) უნდა იყოს გასხლული, რომ ადაპტაცია ადვილად გაიაროს... ზამთრის განმავლობაში, ნალექიან პერიოდში მორწყვა არ სჭირდება, მშრალ ამინდში კი ახალ დარგულ ნერგს მორწყვა უნდა. გაზაფხულზე, როდესაც შეფოთვლას დაიწყებს, პირველი წამლობა უტარდება, თებერვლიდან გასხვლას ვარდების ჯიშების მიხედვით ვიწყებთ. თუ ხვიარა ვარდია, არ უნდა გასხვლა, უბრალოდ დეკორატიულად ლამაზად ფორმას მივცემთ, ან გამხარ და დაზიანებულ ტოტებს მოვაჭრით. შემდეგ მოდის მეორე პლანის ფლორიბუნდა ვარდები, ისინი 40 სმ-ზე უნდა გაისხლას, რომ შეავსოს მისთვის განკუთვნილი ზოლი, უხვად და ლამაზად იყვავილოს. პირველ რიგში ჩაის ჰიბრიდები ირგვება, ასევე ნიადაგმფარავი ვარდები, ესენი დაბალზე უნდა გაისხვლას, რომ ლამაზი ბუჩქი მივიღოთ. გასხვლის შემდეგ მოდის პირველი წამლობა, ეს განკვუთვნილია კვირტის დაავადებებისთვის, ბუგრი არ შვიდეს, არ დარჩეს კვირტის ჭია, რომელიც ფოთოლში იბუდებს და აფუჭერბს. შემდეგი წამლობაა, „ბორდო“, ანუ სამ ფოთოლზე წამლობა, რომელიც მას ნაცრის და სოკოვანი დაავადებისგან იცავს. ფოთოლი უნდა იყოს ხასხასა, ლამაზი შეფერილობის. ყვითელი და შავად დალაქავებული ფოთლები მებაღისთვის ძალიან ცუდი ტონია... საერთოდ, წვიმის, ყინვის, დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშები უნდა შეირჩეს. წამლობების გარდა კვირტის პერიოდში გამოკვება სჭირდება, რომ გვირგვინი სრულყოფილი იყოს. კვება რამდენიმე სახისაა - ფოთლიდან და ფესვიდან. ფესვიდან კვებისთვის გამოვიყენებთ ნაკელისგან დამზადებულ სპეციალურ ხსნარს, რომელსაც ჟიჟას ეძახიან, არის კიდევ ბალახისგან დამზადებული კოქტეილები.

- კოქტეილებში რას გულისხმობთ?

- როდესაც ბაღს ზედმეტი ბალახისგან გავასუფთავებთ. ბალახი უნდა დავაქუცმაცოთ, ჩავყაროთ სპეციალურ ჭურჭელში, წყალი დავასხთ და ერთგვარი კოქტეილი დავამზადოთ. ბალახი სავსეა კალციუმით, მაგნიუმით, აზოტით და ეს ხსნარი კარგად კვებავს. მოკლედ ამ მასას ვარდის ძირებში ვაბრუნებთ. არის კიდევ ფოთლიდან კვება და ამისთვის ათასნაირი საშუალებაა, რასაც სპეციალურ მაღაზიებში შევიძენთ. ცოტა მსუნაგი მცენარეა, გამოკვება უყვარს, მაგრამ გადაჭარბება არ შეიძლება, მაშინ მუტანტს მივიღებთ, ძალიან დიდსა და სახეშეცვლილ მცენარეს, ბალანსი უნდა დავიცვათ.

- ტრიალ მინდორზე დაგასახლეს და მინდვრის აწალკოტება შეძელით... საკუთარი გამოცდიებიდან უიმედო ადამიანებს რას ეტყოდით?

- არასდროს დამიკარგავს იმედი, ყოველთვის შემართებით, ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული ვიყავი. ადამიანმა აუცილებლად ის საქმე უნდა აკეთოს, რისი ინტერესიც აქვს. არასდროს გაითვალისწინონ ისეთი რჩევა, რომლის მიმართაც ინტერესი არ გააჩნიათ. გამორიცხულია, იძულებით ვერაფერს სასარგებლოს ვერ გააკეთებენ და ვერც წარმატებას მიაღწევენ. პესიმისტებს ვურჩევ - საკუთარ თავს ჩაუფიქრდნენ, რა უნდათ, რა უყვართ, რისი გაკეთების სურვილი აქვთ და იმ კუთხით განვითარდნენ. კომპლექსებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ბოლო დროს მებაღე-მემცენარეობაში მამაკაცებიც გამოჩდნენ, რომლებიც ამ საქმით დაინტერსდნენ. ამიტომ ახალგაზრდებს, მამაკაცებს ვურჩევდი, არ იყვნენ შებოჭილ-დაკომპლექსებულები, თუ მოსწონთ ამ საქმის კეთება, თამამდ აკეთონ. პატარა რჩევა მებაღეებისთვის: ახლა ის სეზონია, რომ ნაყვავილარი ვარდები აუცილებლად უნდა მოიჭრას სამ-ხუთ ფოთოლზე, ანუ საღ კვირტამდე. საღი მუხლთაშორისი კვირტი უნდა შეირჩეს და ღერო იქამდე გადაიჭრას. ვარდს კვება აუცილებლად უნდა მიეცეს, რომ ახალი ყვავილობის პერიოდი, მეორე ტალღა წამოვიდეს...