სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ
"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძის ად­ვო­კა­ტი, გი­ორ­გი ფო­ფხა­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ად­ვო­კა­ტი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან და „პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ: „ძა­ლა­დო­ბა ჯერ თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო ხიდ­თან, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დე­ე­ბი და­ი­ნა­ხა, მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს და და­პი­რის­პი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი“.

ად­ვო­კატ გი­ორ­გი ფო­ფხა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ღა­მით იმ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­და, სა­დაც ჩხუ­ბის ეპი­ზო­დი იყო ასა­ხუ­ლი და თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით, დღეს დი­ლით და­ა­კა­ვეს.

„თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე და­ა­კა­ვეს დღეს დი­ლით. ჩემ­თვის უც­ნო­ბია, თუ რას ედა­ვე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. რო­დე­საც ბრალს გად­მოგ­ვცე­მენ მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მე­ცო­დი­ნე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცია. ალ­ბათ, აქ სა­უ­ბა­რია ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლზე, ვი­ნა­ი­დან სხვა და­ნარ­ჩენ­თან შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია. მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ჯერ მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, შემ­დგომ ხი­დის ეპი­ზოდ­ში, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, გა­ა­ჩე­რეს მან­ქა­ნა და და­პი­რის­პი­რე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. გუ­შინ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მოხ­და, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო ჩხუ­ბის ეპი­ზო­დი და სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბით დი­ლით და­ა­კა­ვეს," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე ხიდ­ზე მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არ უნა­ხავს. ად­ვო­კა­ტი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძეს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­თან არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნია, ვი­ნა­ი­დან შა­ქა­რაშ­ვილს არც თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე­ზე და არც მის მე­გობ­რებ­ზე არ უძა­ლა­დია. ამას­თან, გი­ორ­გი ფო­ფხა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში მჯდომ არ­ცერთ ადა­მი­ანს „ხელ­ში არა­ფე­რი არ ეჭი­რა“ და თა­ვად მან­ქა­ნის მფლო­ბე­ლი, ძი­უ­დო­ის­ტი გი­ორ­გი ტა­ტი­აშ­ვი­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
13:28 / 26-06-2020

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი შაქარაშვილის საქმეზე - უწყება გამოძიების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

12:34 / 26-06-2020

"როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინაა" - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიცაა

13:33 / 26-06-2020

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი - "დაკითხვისას მასზე განხორციელდა ზეწოლა... მოხვდა თავში და ზურგში"

14:16 / 26-06-2020

როგორ განვითარდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს - გამოძიების ვერსია შაქარაშვილის საქმეზე

14:55 / 26-06-2020

"დარწმუნებული ვართ მოკლულია... ან ცემაში შემოაკვდათ და ჩააგდეს წყალში, ან მანქანით გაიტანეს" - შაქარაშვილის მეგობარი შემთხვევის ღამის ვერსიებზე

10:58 / 27-06-2020

"გაიგეს, რომ კონფლიქტი მოხდა... ჩავიდნენ, რათა თავიანთი უბნელი ამ კონფლიქტიდან განერიდებინათ" - დაკავებული მორაგბეების ადვოკატი

„ხი­დის ინ­ცი­დენ­ტი შე­საძ­ლოა დავ­ყოთ რამ­დე­ნი­მე ეტა­პად იმი­ტომ, რომ იქ რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. რო­დე­საც ის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, სა­დაც თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, იყო თუ არა ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ეს უც­ნო­ბია, ვი­ნა­ი­დან, თვი­თონ ბარ­ბა­ქა­ძეს არ უნა­ხავს და რომც და­ე­ნა­ხა, მის მი­მართ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ ექ­ნე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან ის არ იყო იმ მო­ძა­ლა­დე­ე­ბის რი­ცხვში, რო­მელ­მაც იძა­ლა­და თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე­სა და მის მე­გობ­რებ­ზე. არა­ვის არა­ფე­რი არ ეჭი­რა, ეს იყო მერ­სე­დე­სის მარ­კის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც იყო ძი­უ­დო­ის­ტის მფლო­ბე­ლო­ბა­ში და თვი­თონ ტა­ტი­აშ­ვი­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და არ­ცერთ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზეც ჩანს, რომ გად­მო­ვი­და და მან­ქა­ნას არ სცილ­დე­ბა. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აღი­ა­რებს, რომ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მის მი­მართ იძა­ლა­დეს, აქვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ფეხ­ზე და ხელ­ზე. შემ­დგომ თქვა, რომ მე­გობ­რე­ბის წა­მო­საყ­ვა­ნად წას­ვლი­სას და­ი­ნა­ხეს მო­ძა­ლა­დე­ე­ბი და ისევ შე­ვიდ­ნენ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში," - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ფო­ფხა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 პირი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა, ასე­ვე ედა­ვე­ბი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, თენ­გო ბარ­ბა­ქა­ძე, საბა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი მუმ­ლა­ძე, ნიკა ჟვა­ნია, ირაკ­ლი წა­ქა­ძე.

19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

დათო
2

ამ და ხორავას ქუჩის ტრაგედიებში ,უდიდესი ,და თუ მთავარი არა, დანაშაული მიუძღვის გვარამიას დროინდელ ,, რუსთავი 2'-ს, სერიალს" ჩემი ცოლის დაქლებს"!!! ამ სერიალში თვეობით გრძელდებოდა, სხვადასხვა უბნის ახალგაზრდების ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაპირსპირებები!!! ჩაგვრა და ე.წ. ,,კაი ტიპების'' რეკლამირება და არა მათი საქციელის დაგმობა!!! გინება და უშვერი სიტყვები, ხომ ჩვეულებრივ ლაიტმოტივად მიყვებოდა ამ სერიალს!!! ფაქტიურად სერიალში კოპირებული იყო 90-იანი წლების საძმოები და მათი არაადამიანური საქციელი!!! ამ ახალგაზრდა თაობას ზუსტად ამ სერიალმა გაუღვივა ის მავნე ჩვევები, რომელთანაც მათ შეხება საერთდ აქ ჰქონდათ!!! და დაეწყით ეწ. რომანტიზმი 90 -იანი წლების!!! დაიწყეს იმის გაგება თუ რა ხდებოდა მაშინ და ბევრმა გადაწყვიტა ამ გზით თავის დამკვიდრება!!! შედეგი, რომ სავალალო დადგა ვხედავთ!!! ყოველთვის მიკვირდა, რატომ შეეძლოთ ამ სერიალში ასეთი ბილწსიტყვაობა და ამას არავინ არ აპროტესტებდა, პირველ რიგში მაკონტროებელი ორგანო!!! ეს მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა არ ვიცი!!! შეიძლება გრძელვადიანი ნაღმებიც კი იყო ჩადებული, რომელებიც ახლა ფეთქდება!!!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ

"ჯერ მასზე იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე, შემდეგ მონაწილეობდა ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში" - ადვოკატი თენგო ბარბაქაძის შესახებ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან და „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ: „ძალადობა ჯერ თენგო ბარბაქაძის მიმართ განხორციელდა, ხოლო ხიდთან, როდესაც მოძალადეები დაინახა, მანქანა გააჩერეს და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი“.

ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, გუშინ ღამით იმ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება მოხდა, სადაც ჩხუბის ეპიზოდი იყო ასახული და თენგო ბარბაქაძე სასამართლოს განჩინებით, დღეს დილით დააკავეს.

„თენგო ბარბაქაძე დააკავეს დღეს დილით. ჩემთვის უცნობია, თუ რას ედავება გამოძიება. როდესაც ბრალს გადმოგვცემენ მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება კვალიფიკაცია. ალბათ, აქ საუბარია ძალადობის მუხლზე, ვინაიდან სხვა დანარჩენთან შემხებლობა არ ჰქონია. მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ჯერ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, შემდგომ ხიდის ეპიზოდში, როდესაც დაინახა მოძალადეები, გააჩერეს მანქანა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. გუშინ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება მოხდა, სადაც ასახული იყო ჩხუბის ეპიზოდი და სასამართლოს განჩინებით დილით დააკავეს," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, თენგო ბარბაქაძე ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, თუმცა გიორგი შაქარაშვილი არ უნახავს. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ თენგო ბარბაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონია, ვინაიდან შაქარაშვილს არც თენგო ბარბაქაძეზე და არც მის მეგობრებზე არ უძალადია. ამასთან, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მერსედესის მარკის ავტომობილში მჯდომ არცერთ ადამიანს „ხელში არაფერი არ ეჭირა“ და თავად მანქანის მფლობელი, ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

„ხიდის ინციდენტი შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ეტაპად იმიტომ, რომ იქ რამდენიმე მანქანა მონაწილეობდა. როდესაც ის ინციდენტი მოხდა, სადაც თენგო ბარბაქაძე მონაწილეობდა, იყო თუ არა ადგილზე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, ეს უცნობია, ვინაიდან, თვითონ ბარბაქაძეს არ უნახავს და რომც დაენახა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, ვინაიდან ის არ იყო იმ მოძალადეების რიცხვში, რომელმაც იძალადა თენგო ბარბაქაძესა და მის მეგობრებზე. არავის არაფერი არ ეჭირა, ეს იყო მერსედესის მარკის მანქანა, რომელიც იყო ძიუდოისტის მფლობელობაში და თვითონ ტატიაშვილი არ მონაწილეობდა არცერთ დაპირისპირებაში. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ გადმოვიდა და მანქანას არ სცილდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მის მიმართ იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე. შემდგომ თქვა, რომ მეგობრების წამოსაყვანად წასვლისას დაინახეს მოძალადეები და ისევ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იმედია, სასამართლო აღკვეთი ღონისძიების სახეს არც ერთ სპორტსმენზე არ გამოიყენებს - საქმის მასალებით არსად დასტურდება ბრალეულობა" - ალექსანდრე კობაიძე

"ვითხოვთ, რომ საერთოდ არ იყოს გამოყენებული რაიმე აღკვეთის ღონისძიება, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი არის გამოკეტილი გისოსებს მიღმა" - გიგა ტატიაშვილის ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არავითარ ძალადობაში, მითუმეტეს ჯგუფურში მონაწილეობა არ მიუღია"