სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს
"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი და ყვე­ლას ცხვირ-პირ­ში მოხ­ვდე­ბა სი­მარ­თლის მუშ­ტი , - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მე­დია ცდი­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მათ არ მი­ე­ცე­მათ.

მე­რის თქმით, 25 ივ­ნისს, 22:00 სა­ათ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ი­ღებს სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუ­ე­ზე, რო­მე­ლიც პი­რა­დად მისი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მი­სა­მარ­თით ის­მის.

"თი­თო­ე­ულ „ფეიკ“ ბრალ­დე­ბას, რაც არ უნდა სი­სუ­ლე­ლე იყოს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ყო­ველ­თვის გავ­ცემთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ და რა­ცი­ო­ნა­ლურ პა­სუხს. ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, ხელი შე­ვუ­შა­ლოთ სიც­რუ­ის პრო­პა­გან­დას და მის და­ნერგვას ჩვენს მე­დი­ა­სივ­რცე­ში.

ხვალ 22:00 სა­ათ­ზე გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლი ვი­დეო ჩარ­თვა, სა­დაც მი­ვაწ­ვდით სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბას და ასე­ვე ვაჩ­ვე­ნებთ, თუ რო­გორ ცდი­ლობს კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა.

არ­ჩევ­ნე­ბი ახ­ლოვ­დე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, თუ მათი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში, რა­შიც ჩვენ ხელს შე­ვუშ­ლით და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მათ არ მივ­ცემთ. ასე, რომ გვი­ყუ­რეთ ხვალ 22:00სა­ათ­ზე იმი­სათ­ვის, რომ გქონ­დეს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ სიც­რუ­ე­ზე და სი­ბინ­ძუ­რე­ზე, რაც დე­და­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და პი­რა­დად ჩემი მი­სა­მარ­თით ის­მის. ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი და ყვე­ლას ცხვირ-პირ­ში მოხ­ვდე­ბა სი­მარ­თლის მუშ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მე­რია ხვა­ლი­დან დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის და „ფეიქ ნი­უ­სე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ ახალ პრო­ექტს იწყებს.

მი­სი­ვე თქმით, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა დიდი პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქვე­ყა­ნამ ომი გა­მო­უ­ცხა­და.

„ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მას­შტა­ბუ­რი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში „ფეიქ ნი­უ­სებ­თან“ ბრძო­ლა. ვინც თვალს ადევ­ნებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, იცით რომ ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქვე­ყა­ნამ ომი გა­მო­უ­ცხა­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, რად­გან ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბა და პრო­პა­გან­და და­ბა­ლი ხა­რის­ხის დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის­თვის ერთ-ერთი ია­რა­ღი გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად. სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვენ­მა დესტრუქ­ცი­ულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ სწო­რედ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გზით გა­და­წყვი­ტა ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა და ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, რა­შიც ისი­ნი აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ სა­კუ­თარ ტე­ლე­ვი­ზი­ებს. ის­მის კი­თხვა, რა და­ვუ­პი­რის­პი­როთ ცრუ „მთა­ვარს“, თუ ტყუ­ილ­ში „პირ­ვე­ლებს“, თუ მათ­თან ასო­ცი­რე­ბულ „ფე­იკ­ნი­უ­სე­ბის“ გა­მავ­რცე­ლებ­ლებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი, სი­მარ­თლე და სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ამ თით­ქმის სამი წლის მან­ძილ­ზე ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი , სო­ცი­ა­ლუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვენ ვთქვით, რომ მე­რი­ის უწყე­ბის სა­ჯა­რო­ო­ბა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სის თვა­ლის დევ­ნე­ბა, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­მა­რი­სია, რათა არ მო­ექ­ცნენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ”, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sss
4

კახი შენ ის უბედურება გამოცდილი გაქ რაც ძმის დაკარგვა ქვია და ჩვენ საფეხბურთო და არამარტო საგეხბურთო სამყარომ დავკარგეთ ძმა 19 წლის შაქარა ერთი გამოდი და დაგმე ის ნაძირლები ვითომ სპორცმენები ერთი ხელით ათ კაცს რო მოერევა და ბავშვს რკინებს ირტყავევ ყველაფერი არჩევნები არ არის და თუ არის მე პირადად გიოს მკვლელების ხელის დაფარებას იმიტომ რომ არჩევნები მოვიგოთ არ ვიზამ და არ წავალ არჩევნებზე ეს პროტესტი იქნება თქვენს უმოქმედობაზე. კაცის მოკვლის ქმედება რაც მიშას იკავშირდება ტულია ბავშვის მკვლელის ხელის დაფარებაზე რაც არ მინდა ბიძინას დაიკავშირდეს

გელოდებით
15

 თუ მერი ხარ კამპანია წამოიწყე სასამართლოში არსებული ბიზნეს რეკეტის საქმეებზე, მერე ვნახოთ ფეიკ ნიუსებია თუ სიმართლეს ვლაპარაკობთ. გამოაცხადე კამპანიის და რეგისტრაციის დასაწყისი. ყველა მონაწილე თავის საქმით მოვიდეს. პირველები ჩვენ ვიქნებით. ერთად შევისაწავლოთ საქმე და მერე განვსაჯოთ "შავი და თეთრი აადგილები" მარტო ტიკტიკში და უაზრო ლაპარაკში რომ გაგყავთ დრო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

"ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი" - თბილისის მერია "ფეიკ ნიუსების" წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა.

კალაძის განცხადებით, არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები და მედია ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რის შესაძლებლობაც მათ არ მიეცემათ.

მერის თქმით, 25 ივნისს, 22:00 საათზე მოსახლეობა მიიღებს სწორ ინფორმაციას სიცრუეზე, რომელიც პირადად მისი და მუნიციპალიტეტის მისამართით ისმის.

"თითოეულ „ფეიკ“ ბრალდებას, რაც არ უნდა სისულელე იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ და რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში.

ხვალ 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეო ჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობს კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

არჩევნები ახლოვდება და კონკრეტული პოლიტიკოსები, თუ მათი ტელევიზიები ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ. ასე, რომ გვიყურეთ ხვალ 22:00საათზე იმისათვის, რომ გქონდეს სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე და სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მერია ხვალიდან დეზინფორმაციის გავრცელების და „ფეიქ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს.

მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება დიდი პრობლემაა, რომელსაც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური და მასშტაბური გახდა მსოფლიოში „ფეიქ ნიუსებთან“ ბრძოლა. ვინც თვალს ადევნებთ ინფორმაციას, იცით რომ ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ ომი გამოუცხადა დეზინფორმაციას, რადგან ტყუილის გავრცელება და პროპაგანდა დაბალი ხარისხის დემოკრატიის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი იარაღი გახდა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროა, რომ ჩვენმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ სწორედ დეზინფორმაციის გზით გადაწყვიტა ადგილის დამკვიდრება და ყურადღების მიქცევა, რაშიც ისინი აქტიურად იყენებენ საკუთარ ტელევიზიებს. ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სიმართლე და სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერიამ ამ თითქმის სამი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ინფრასტრუქტურული , სოციალური, კულტურული მიმართულებით. ჩვენ ვთქვით, რომ მერიის უწყების საჯაროობა, მუშაობის პროცესის თვალის დევნება, თანამონაწილეობა და ჩართულობა ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის საკმარისია, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ”, - განაცხადა კალაძემ.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - რუსეთი ოკუპანტია!; მზადება არჩევნებისთვის

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით

"ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არც ხმაურდება" - ნათია თურნავა