მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება
"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი სა­ბე­დის­წე­რო წვუ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ახალ დე­ტა­ლებს AMBEBI.GE -სთან იხ­სე­ნებს.

გო­გო­ნას ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სი­დან "საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად" ჩა­მო­სუ­ლი უც­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მას­თან მყო­ფი პი­რე­ბი მა­გის­ტრალ­ზე შეხ­ვდნენ, "დიდი რკი­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ".

გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, რომ ამ დროს ფეხ­ბურ­თელ­თან ერ­თად იყ­ვნენ გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი (ოქ­როს მოწ­მე) და ფო­ტოგ­რა­ფი, რო­მე­ლიც იმა­ვე წვე­უ­ლე­ბი­დან მო­დი­ო­და, სა­ი­და­ნაც შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

"წვე­უ­ლე­ბა­ზე მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, ქე­ი­ფი ლის­ზე გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ყვე­ლა ვერ ჩა­ვე­ტი­ეთ მან­ქა­ნებ­ში. გიო, გუკა და ფო­ტოგ­რა­ფი გზა­ზე იდ­გნენ და ტაქსს ელო­დე­ბოდ­ნენ. ეს ფო­ტოგ­რა­ფი გიოს და გუ­კას მა­ნამ­დე არ იც­ნობ­და. პირ­ვე­ლად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი წვე­უ­ლე­ბა­ზე. იუ­ბი­ლა­რის ახლო მე­გო­ბა­რია. შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა მათ­თან ერ­თად გზა­ზე, ისიც ტაქსს ელო­დე­ბო­და.

ამ დროს მო­ვი­და თბი­ლი­სი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლის მარ­კაც არ ვიცი. რო­გორც ფაქ­ტის შემ­სწრე მე­გო­ბარ­მა მი­ამ­ბო, გად­მო­ვიდ­ნენ თუ არა მან­ქა­ნი­დან, მა­შინ­ვე იმ სა­მი­დან ერთ-ერთ ბიჭს სა­ხე­ში ჩა­არ­ტყეს. რო­მელს არ ვიცი. ხელ­ში ეჭი­რათ დიდი რკი­ნე­ბი და ამი­ტომ შე­ში­ნე­ბი­ათ ბი­ჭებს და გაქ­ცე­უ­ლან. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი რომ არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ალ­ბათ არ გა­იქ­ცე­ოდ­ნენ.

გა­იქ­ცა ფო­ტოგ­რა­ფიც. მარ­თა­ლია ეს სამი არ იყო ჩხუბ­ში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც გა­იქ­ცნენ, რად­გან თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და­ესხნენ თავს. რო­გორც ვიცი, ფო­ტოგ­რაფ­მა და­მალ­ვა მო­ას­წრო" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ისურ­ვა.

რეს­პო­დენ­ტის თქმით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი წყალ­ში თა­ვად არ ჩა­ვი­დო­და, რად­გან ცურ­ვა არ იცო­და და წყლის ეში­ნო­და.

"თა­ვი­სი ნე­ბით არაფ­რით მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და იგი წყალს. არ იცო­და ცურ­ვა. ისეც ვერ გა­და­ი­ჩე­ხე­ბო­და, ჯერ წყლის ხმა რომ არ გა­ე­გო. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­კას, მან იფიქ­რა, რომ მე­გო­ბარს გა­და­ვარ­ჩე­ნო და იმი­ტომ წაყ­ვა თბი­ლი­სის­კენ თავ­დამ­სხმე­ლებს. ამა­სო­ბა­ში იქ­ნებ და­მალ­ვა მო­ას­წრო­ნო. გი­ორ­გის ვინ­მე და­ე­დევ­ნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღა­მეს­ვე დაგ­ვი­რე­კა ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ მახ­სოვს და გვი­ამ­ბო მოხ­და­რის შე­სა­ხებ“ - იხ­სე­ნებს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nik
69

"გილოცავთ" ხალხო 90იანების დაბრუნებას, ნებისმიერ ქუჩაზე მიგის ბოგინი ამ ე.წ. ძველი ბიჭების, ნარკომანების და ავადმყოფების, ავიწროვებენ და თავზე ასხედან სხვა ნორმალურ საზოგადოებას, შედეგებიც სახეზეა, და მავანმა რომ იცოდეს, ამის გაგებით მოკიდება აღარ გამოვა. 

samtredski
544

90 იანებმა მოიტანა ეს უბედურება რაც ხდება დღეს ერთ ერთი რურუაა შემოქმედი ამ ყველაფრის ეხლა რო პოლიტ პატიმარია აი 90 იანების უკან კი საქართველოს რაც არ უნდა სამწუხარო იყო ეგრეთ წოდებული კომუნიზმის დროს ქვეყანა ერქვა და ადამიანი თავს დაცულად გრძნობდა ეხლა რაც გინდათ ის მიძახეთ ფაქტი სახეზეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

"თბილისიდან ჩამოსულები რკინებით იყვნენ შეიარაღებული..." - გიორგი შაქარაშვილის მეგობარი საბედისწერო წვეულების ახალ დეტალებს ყვება

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი საბედისწერო წვულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს AMBEBI.GE -სთან იხსენებს.

გოგონას ინფორმაციით, თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, "დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ".

გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი.

"წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.

ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ არ გაიქცეოდნენ.

გაიქცა ფოტოგრაფიც. მართალია ეს სამი არ იყო ჩხუბში ჩართული, მაგრამ მაინც გაიქცნენ, რადგან თბილისიდან ჩამოსულები დაესხნენ თავს. როგორც ვიცი, ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო" - უყვება AMBEBI.GE-ს ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის მეგობარი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

რესპოდენტის თქმით, გიორგი შაქარაშვილი წყალში თავად არ ჩავიდოდა, რადგან ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა.

"თავისი ნებით არაფრით მიუახლოვდებოდა იგი წყალს. არ იცოდა ცურვა. ისეც ვერ გადაიჩეხებოდა, ჯერ წყლის ხმა რომ არ გაეგო. რაც შეეხება გუკას, მან იფიქრა, რომ მეგობარს გადავარჩენო და იმიტომ წაყვა თბილისისკენ თავდამსხმელებს. ამასობაში იქნებ დამალვა მოასწრონო. გიორგის ვინმე დაედევნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღამესვე დაგვირეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ მახსოვს და გვიამბო მოხდარის შესახებ“ - იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები

ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის საქმეზე, სკოლა "ალბიონის" პედაგოგებს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის 31 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავეს - ბრალდებული მოკლულის ბინაში ქირით ცხოვრობდა