მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია
კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია

პე­რუს გულ­ში, ცენ­ტრა­ლურ ამა­ზონ­ში, აბო­რი­გე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, ში­პი­ბო ცხოვ­რობს. რო­გორც CNN წერს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­დნენ თა­ვი­ანთ მი­წას უცხო­ე­ლი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან, მაგ­რამ ახლა მათ წი­ნა­შე ახა­ლი და ძლი­ე­რი მტე­რია - COVID-19.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სო­ფელ კა­ი­მი­ტო­ში, რო­მე­ლიც ში­პი­ბოს ხალ­ხი­თაა და­სახ­ლე­ბუ­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის 80 %-ს COVID-19-ის სიმპტო­მე­ბი აქვს. აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რობს, ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი, ელი­ას მა­გი­ნი. მი­სი­ვე თქმით, უახ­ლო­ეს სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე ნა­ვით მის­ვლას 8 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

ელი­ა­სი ამ­ბობს, რომ წამ­ლე­ბის მა­რა­გი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფომ გა­დას­ცათ, უკვე სამი დღეა ამო­ი­წუ­რა. "დარ­ჩე­ნი­ლი გვაქვს სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბი. პა­რა­ცე­ტა­მო­ლიც კი არ გვაქვს“. - ამ­ბობს მა­გი­ნი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად ში­პი­ბოს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა 20 ათა­სი­დან 35 ათა­სამ­დე მერ­ყე­ობს და ისი­ნი სხვა­დას­ხვა სოფ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ამას­თან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი აბო­რი­გე­ნე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან თა­ვი­ან­თი შა­მა­ნუ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბით და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მცე­ნა­რე­ულ ნა­რე­ვებს იყე­ნე­ბენ და შა­მა­ნურ რი­ტუ­ა­ლებს მი­მარ­თა­ვენ.

სო­ფელ კა­ი­მი­ტო­ში მი­სას­ვლე­ლად ერ­თა­დერ­თი გზა არ­სე­ბობს, იქ მის­ვლა ნა­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი­დან, პუ­კალ­პა­დან 8 სა­ა­თის გზა­ზეა, 18 სა­ა­თია სა­ჭი­რო დე­და­ქა­ლაქ ლი­მა­დან მან­ქა­ნით მი­სას­ვლე­ლად. თუმ­ცა ახლა კა­რან­ტი­ნის გამო, ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

CNN-ის რე­პორ­ტი­ო­რებ­მა ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს და სო­ფელ­ში ჩა­ვიდ­ნენ. ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­წერს, რომ მდი­ნა­რეს­თან მათ მა­გი­ნი თა­ნა­შემ­წეს­თა, მაჰუ­ას­თან ერ­თად დახ­ვდათ, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რივ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან ერ­თად იყ­ვნენ. გა­მო­ცე­მა წერს, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ახ­ვე­ლებ­და და რო­გორ და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტი კა­ი­მი­ტო­ში და სოფ­ლის ერ­თა­დერ­თი ექი­მი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი­თაა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი

მა­გი­ნის თქმით, სო­ფელ­ში 750 ადა­მი­ანს, რაც მისი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80 პრო­ცენ­ტია კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს, მარ­თა­ლია, ტეს­ტი არ ჩა­ტა­რე­ბი­ათ, მაგ­რამ ყვე­ლას COVID-19-ის სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. მი­სი­ვე თქმით, სო­ფელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე 4 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

სო­ფელ­ში მხო­ლოდ ერთი ექი­მია - ელი­ას მა­გი­ნი და ერ­თიც მისი თა­ნა­შემ­წე. თა­ვად მა­გინს სამი დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ეს კი მა­შინ გა­მოვ­ლინ­და, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ სო­ფელ­ში და ტეს­ტი მხო­ლოდ 20 ადა­მი­ანს, მათ შო­რის მა­გინ­საც გა­უ­კე­თეს.

CNN წერს, რომ მი­უ­ხე­და­ვად დი­აგ­ნო­ზი­სა, მა­გი­ნი მა­ინც აგ­რძე­ლებს სხვებ­ზე ზრუნ­ვას და მუ­შა­ო­ბას იმი­ტომ, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სხვა ადა­მი­ა­ნი იქ უბ­რა­ლოდ არ ჰყავთ. სო­ფელ­ში არ აქვთ არც ერთი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტი, არა­ნა­ი­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ.

რე­პორ­ტი­ო­რე­ბი ექიმს ერთ-ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის, რე­ი­ნერ ფერ­ნან­დე­სის სახ­ლში გაჰ­ყვნენ. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 32 წლის ფერ­ნან­დესს სი­ცხე და კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა სიმპტო­მი ჰქონ­და.

"მა­გინ­მა დამ­ცა­ვი ფარი გა­ი­კე­თა და ფერ­ნან­დე­სის სახ­ლში შე­ვი­და, სა­დაც ის ცოლ­თან და ოთხ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სახ­ლში უს­წორ­მას­წო­რო ია­ტა­კი იყო, არ ჰქონ­დათ წყა­ლი. პა­ცი­ენ­ტი ია­ტაკ­ზე იწვა, სუნ­თქვა უჭირ­და' - წერს CNN.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ავად­მყო­ფო­ბის დროს მა­მა­კაც­მა თით­ქმის 8 კგ და­იკ­ლო. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ კი­დევ რომ დამ­ძიმ­დეს, ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღოს - უახ­ლო­ე­სი სა­ა­ვად­მყო­ფო ქა­ლაქ პუ­კალ­პა­შია, რო­მელ­საც ვირუს­მა უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ყე­ნა და კლი­ნი­კე­ბი პა­ცი­ენ­ტებს ისე­დაც ვე­ღარ იტევს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა არა მხო­ლოდ სო­ფელ კა­ი­მი­ტო­ში, არა­მედ მთლი­ა­ნად პე­რუ­ში კვლავ იდე­ად რჩე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მო­ღე­ბულ შე­ზღუდ­ვებს. მა­გი­ნი ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ვირუსს ჯერ კი­დევ არ თვლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად.

"ჩვენ ვერ და­ვა­მარ­ცხებთ ამ ვირუსს, ჯერ კი­დევ არ ვართ დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან, დავდვართ ეკ­ლე­სი­ებ­ში, ვთა­მა­შობთ სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ თა­მა­შებს და თუ ჩვე­ვებს არ შე­ვიც­ვლით, და­ვი­ღუ­პე­ბით“, - უთხრა მა­გინ­მა CNN-ს.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის პერუ მსოფ­ლი­ოს მეშ­ვი­დე ქვე­ყა­ნაა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით იქ 260 000 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფიცრ­და, 8 404 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 148 437 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია

კორონავირუსისგან ყველაზე დაუცველი ადგილი, სადაც მოსახლეობის 80%-ს COVID-19-ის სიმპტომი აქვს, ერთადერთი ექიმი კი ინფიცირებულია

პერუს გულში, ცენტრალურ ამაზონში, აბორიგენი მოსახლეობა, შიპიბო ცხოვრობს. როგორც CNN წერს, ეს ადამიანები წლების განმავლობაში იცავდნენ თავიანთ მიწას უცხოელი დამპყრობლებისგან, მაგრამ ახლა მათ წინაშე ახალი და ძლიერი მტერია - COVID-19.

გამოცემის ცნობით, სოფელ კაიმიტოში, რომელიც შიპიბოს ხალხითაა დასახლებული, მოსახლეობის 80 %-ს COVID-19-ის სიმპტომები აქვს. აღნიშნულზე საუბრობს, ადგილობრივი ექიმი, ელიას მაგინი. მისივე თქმით, უახლოეს საავადმყოფომდე ნავით მისვლას 8 საათი სჭირდება.

ელიასი ამბობს, რომ წამლების მარაგი, რომელიც სახელმწიფომ გადასცათ, უკვე სამი დღეა ამოიწურა. "დარჩენილი გვაქვს სხვა დაავადებების სამკურნალო წამლები. პარაცეტამოლიც კი არ გვაქვს“. - ამბობს მაგინი.

ოფიციალურად შიპიბოს ხალხის რაოდენობა 20 ათასიდან 35 ათასამდე მერყეობს და ისინი სხვადასხვა სოფლებში ცხოვრობენ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში მცხოვრები აბორიგენები ცნობილები არიან თავიანთი შამანური რიტუალებით და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მცენარეულ ნარევებს იყენებენ და შამანურ რიტუალებს მიმართავენ.

სოფელ კაიმიტოში მისასვლელად ერთადერთი გზა არსებობს, იქ მისვლა ნავითაა შესაძლებელი, რომელიც რეგიონული დედაქალაქიდან, პუკალპადან 8 საათის გზაზეა, 18 საათია საჭირო დედაქალაქ ლიმადან მანქანით მისასვლელად. თუმცა ახლა კარანტინის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში.

CNN-ის რეპორტიორებმა ნებართვა მიიღეს და სოფელში ჩავიდნენ. ჟურნალისტი აღწერს, რომ მდინარესთან მათ მაგინი თანაშემწესთა, მაჰუასთან ერთად დახვდათ, რომლებიც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან ერთად იყვნენ. გამოცემა წერს, რომ ყველა მათგანი ახველებდა და როგორ დაავადებულები ისე გამოიყურებოდნენ.

სამედიცინო პუნქტი კაიმიტოში და სოფლის ერთადერთი ექიმი, რომელიც თავადაც კორონავირუსითაა ინფიცირებული

მაგინის თქმით, სოფელში 750 ადამიანს, რაც მისი მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტია კორონავირუსი აქვს, მართალია, ტესტი არ ჩატარებიათ, მაგრამ ყველას COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სოფელში კორონავირუსის სიმპტომების მქონე 4 ადამიანი გარდაიცვალა.

სოფელში მხოლოდ ერთი ექიმია - ელიას მაგინი და ერთიც მისი თანაშემწე. თავად მაგინს სამი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს კი მაშინ გამოვლინდა, როცა ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ჩავიდნენ სოფელში და ტესტი მხოლოდ 20 ადამიანს, მათ შორის მაგინსაც გაუკეთეს.

CNN წერს, რომ მიუხედავად დიაგნოზისა, მაგინი მაინც აგრძელებს სხვებზე ზრუნვას და მუშაობას იმიტომ, რომ სამედიცინო განათლების მქონე სხვა ადამიანი იქ უბრალოდ არ ჰყავთ. სოფელში არ აქვთ არც ერთი სასუნთქი აპარატი, არანაირი აღჭურვილობა, რომელიც აუცილებელია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სამკურნალოდ.

რეპორტიორები ექიმს ერთ-ერთი ინფიცირებულის, რეინერ ფერნანდესის სახლში გაჰყვნენ. ორი კვირის განმავლობაში 32 წლის ფერნანდესს სიცხე და კორონავირუსის ყველა სიმპტომი ჰქონდა.

"მაგინმა დამცავი ფარი გაიკეთა და ფერნანდესის სახლში შევიდა, სადაც ის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლში უსწორმასწორო იატაკი იყო, არ ჰქონდათ წყალი. პაციენტი იატაკზე იწვა, სუნთქვა უჭირდა' - წერს CNN.

გამოცემის ცნობით, ავადმყოფობის დროს მამაკაცმა თითქმის 8 კგ დაიკლო. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კიდევ რომ დამძიმდეს, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ სამედიცინო დახმარება მიიღოს - უახლოესი საავადმყოფო ქალაქ პუკალპაშია, რომელსაც ვირუსმა უდიდესი ზიანი მიყენა და კლინიკები პაციენტებს ისედაც ვეღარ იტევს.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დისტანცირება არა მხოლოდ სოფელ კაიმიტოში, არამედ მთლიანად პერუში კვლავ იდეად რჩება. ადგილობრივები უგულებელყოფენ ხელისუფლების მიერ შემოღებულ შეზღუდვებს. მაგინი ამბობს, რომ ადგილობრივები ვირუსს ჯერ კიდევ არ თვლიან სერიოზულად.

"ჩვენ ვერ დავამარცხებთ ამ ვირუსს, ჯერ კიდევ არ ვართ დისტანცირებულები ერთმანეთისგან, დავდვართ ეკლესიებში, ვთამაშობთ სხვადასხვა სპორტულ თამაშებს და თუ ჩვევებს არ შევიცვლით, დავიღუპებით“, - უთხრა მაგინმა CNN-ს.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ამ დროისთვის პერუ მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. ბოლო მონაცემებით იქ 260 000 ადამიანი დაინფიცრდა, 8 404 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 148 437 გამოჯანმრთელდა.

რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა

დრამატული ფოტოები მექსიკიდან, სადაც დამანგრეველ მიწისძვრას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთი აშშ-ზე მძლავრ, ნავიგაციის საკუთარ სისტემას ქმნის - კოსმოსში გაშვებული ბოლო სატელიტი და პროექტი, რომელიც 10 მლრდ დოლარი დაჯდა