საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში მდე­ბა­რე­ობს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ფაზა დას­რულ­და და KIU მზა­დაა 2020 წლის შე­მოდ­გო­მი­დან სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დი მი­ი­ღოს.

მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დახ­ვდე­ბათ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლად მო­წყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, სტუ­დი­ოს ტი­პის ოთა­ხე­ბი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი გათ­ბო­ბი­სა და გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბით, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით, სა­ძი­ნებ­ლით, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თი და სა­მე­ცა­დი­ნო კუ­თხით. ოთა­ხე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, ავე­ჯით, ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი­თა და ინ­ტერ­ნე­ტის უწყვე­ტი კავ­ში­რით.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სი, რო­მე­ლიც 153 ჰექ­ტარ­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი მო­ი­ცავს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ასე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

KIU წელს სტუ­დენ­ტებს მი­ი­ღებს მა­თე­მა­ტი­კის, მე­ნე­ჯმენ­ტის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პროგ­რა­მე­ბი ინ­გლი­სურ ენა­ზე იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და ლექ­ცი­ებს ჩა­ა­ტა­რე­ბენ ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მო­ი­პო­ვონ რო­გორც სას­წავ­ლო, ისე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გრან­ტი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს სა­ო­პე­რა­ციო მო­დე­ლი და პროგ­რა­მე­ბი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია TUM და TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით.

NS

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1

უყურებ და თვალები ცრემლებით მევსება, მაგრამ ეს არის სიამაყის ცრემლები

თინათინი
2

ღმერთმა ააშენოს მისი ამშენებელი!

ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებულია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. უნივერსიტეტის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა და KIU მზადაა 2020 წლის შემოდგომიდან სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღოს.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სტუდენტებს უნივერსიტეტში დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც 153 ჰექტარზეა გაშენებული მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

KIU წელს სტუდენტებს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამები ინგლისურ ენაზე იქნება შეთავაზებული და ლექციებს ჩაატარებენ ქართველი და უცხოელი პროფესორები და ლექტორები. უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი, რომლის საშუალებითაც აბიტურიენტებს შეუძლიათ მოიპოვონ როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელი გრანტი.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

NS

"საქართველოში კოვიდინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ" - ბიძინა კულუმბეგოვი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა - მეუფე გერასიმეს ტესტი ჩაუტარდება

"თუ ტაქსის მძღოლების მხრიდან ცუდ ქცევას არ ექნება ადგილი, შესაძლოა, 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნას" - ნათია მეზვრიშვილი