პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა
ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა

რთუ­ლია 2020 წელს ვინ­მეს­თვის კარ­გი ვუ­წო­დოთ, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ის წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, ბევ­რი მწარ­მო­ე­ბე­ლი გა­კოტ­რდა, ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა დიდი და­ნა­კარ­გი ნა­ხეს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც გამ­დიდ­რდნენ.

2020 წელი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი მა­ლა­ი­ზი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მათი მფლო­ბე­ლე­ბის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ლა­ი­ზია რე­ზი­ნის ხელ­თა­თა­მა­ნე­ბის წარ­მო­ე­ბის კუ­თხით, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ლი­დე­რია და ხელ­თათ­მა­ნე­ბის 65%-ს სწო­რედ აქ აწარ­მო­ე­ბენ.

ხელ­თათ­მა­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი 4 მა­ლა­ი­ზი­უ­რი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბი მი­ლი­არ­დე­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ შო­რის 2-მა ახლა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მო­ი­პო­ვა მი­ლი­არ­დე­რის სტა­ტუ­სი. ამის შე­სა­ხებ bloomberg.com წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მი­ლი­არ­დე­რე­ბის სიას ბო­ლოს რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Supermax-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, თაი კიმ სიმი შე­უ­ერ­თდა. "ბლუმ­ბერ­გის“ მი­ლი­არ­დერ­თა ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით, სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მის­მა ქო­ნე­ბამ წელს 1 მი­ლი­არდს დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

რო­გორც "ბლუმ­ბერ­გი“ წერს, ამის მი­ზე­ზი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და ვირუ­სის­გან დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მსოფ­ლი­ო­ში გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნაა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბის მწარ­მო­ებ­ლებ­მა მა­ლა­ი­ზი­ი­დან უდი­დე­სი ფი­ნან­სუ­რი ზრდა ნა­ხეს, თუმ­ცა მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია გამ­დიდ­რდა.

"სუ­პერ­მაქ­სი" 1987 წელს და­არ­სდა. ის იყო ხელ­თათ­მა­ნე­ბის პირ­ვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ეტი­კე­ტი­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა. დღეს 160-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­აქვთ ექ­სპორტზე რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი და თუ კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვეყ­რდნო­ბით, ის აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა მო­თხოვ­ნას.

2019 წლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, კომ­პა­ნია ყო­ველ­წლი­უ­რად 24 მი­ლი­არდ ხელ­თათ­მანს აწარ­მო­ებს, წელს კი წარ­მო­ე­ბა მი­ნი­მუმ სამ­ჯერ არის გაზ­რდი­ლი. იგეგ­მე­ბა წარ­მო­ე­ბის კი­დევ უფრო გაზ­რდა. მფლო­ბე­ლი მომ­დევ­ნო თვი­დან ახა­ლი სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბას აპი­რებს და 2024 წლის­თვის 44 მი­ლი­არდს რე­ზი­ნის ხელ­თათ­მანს გა­მო­უშ­ვე­ბენ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. პან­დე­მი­ამ ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის წესი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ, ზოგ­მა დის­ტან­ცი­უ­რად გა­აგ­რძე­ლა მუ­შა­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კი უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩა. ვირუ­სის გამო გა­კოტ­რდა უამ­რა­ვი მსხვი­ლი, სა­შუ­ა­ლო, თუ მცი­რე ბიზ­ნე­სი და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ზღვარ­ზეა.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, 8 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, გარ­და­იც­ვა­ლა 439 204 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი 4.2 მი­ლი­ო­ნია. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, პერუ, ირა­ნი და გერ­მა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
965

ჰალსტუხჭამიაზე მეტი ფული აქვს ?! 

გელა
2

მაკროსოფტის აქციებიც მაგრა გაძვირდა ზუმის ხარჯზე, ალბათ მაგიტომ ეჭვობენ ბილ გეითს ვირუსის გავრცელებაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა

ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა

რთულია 2020 წელს ვინმესთვის კარგი ვუწოდოთ, თუმცა რეალურად არიან ადამიანები, რომელთათვისაც ის წარმატების მომტანი აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ბევრი მწარმოებელი გაკოტრდა, ბიზნესმენებმა დიდი დანაკარგი ნახეს, მაგრამ ამავდროულად, არიან ისეთებიც, რომლებიც გამდიდრდნენ.

2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა რეზინის ხელთათმანების მწარმოებელი მალაიზიური კომპანიებისა და მათი მფლობელებისთვის. აღსანიშნავია, რომ მალაიზია რეზინის ხელთათამანების წარმოების კუთხით, მსოფლიო ბაზარზე ლიდერია და ხელთათმანების 65%-ს სწორედ აქ აწარმოებენ.

ხელთათმანების მწარმოებელი 4 მალაიზიური კომპანიის მფლობელები მილიარდერები არიან, თუმცა მათ შორის 2-მა ახლა, პანდემიის პერიოდში მოიპოვა მილიარდერის სტატუსი. ამის შესახებ bloomberg.com წერს.

გამოცემის ცნობით, მილიარდერების სიას ბოლოს რეზინის ხელთათმანების მწარმოებელი კომპანია Supermax-ის დამფუძნებელი, თაი კიმ სიმი შეუერთდა. "ბლუმბერგის“ მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საფონდო ბირჟაზე მისმა ქონებამ წელს 1 მილიარდს დოლარს გადააჭარბა.

როგორც "ბლუმბერგი“ წერს, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია და ვირუსისგან დამცავ საშუალებებზე მსოფლიოში გაზრდილი მოთხოვნაა.

გამოცემის ცნობით, რეზინის ხელთათმანების მწარმოებლებმა მალაიზიიდან უდიდესი ფინანსური ზრდა ნახეს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად ზემოთ აღნიშნული კომპანია გამდიდრდა.

"სუპერმაქსი" 1987 წელს დაარსდა. ის იყო ხელთათმანების პირველი მწარმოებელი, რომელმაც ეტიკეტირება გამოიყენა. დღეს 160-ზე მეტ ქვეყანაში გააქვთ ექსპორტზე რეზინის ხელთათმანები და თუ კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

2019 წლის ანგარიშის მიხედვით, კომპანია ყოველწლიურად 24 მილიარდ ხელთათმანს აწარმოებს, წელს კი წარმოება მინიმუმ სამჯერ არის გაზრდილი. იგეგმება წარმოების კიდევ უფრო გაზრდა. მფლობელი მომდევნო თვიდან ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას აპირებს და 2024 წლისთვის 44 მილიარდს რეზინის ხელთათმანს გამოუშვებენ.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა. გლობალური მასშტაბით, ახალი წესები შემოიღეს ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ადამიანები სახლებში დარჩნენ, ზოგმა დისტანციურად გააგრძელა მუშაობა, საზოგადოების დიდი ნაწილი კი უსამსახუროდ დარჩა. ვირუსის გამო გაკოტრდა უამრავი მსხვილი, საშუალო, თუ მცირე ბიზნესი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა.

ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მსოფლიო მასშტაბით, 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 439 204 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4.2 მილიონია. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, ირანი და გერმანია.

"რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

როგორ ეხმაურებიან რუსები და რუსული მედია ზუგდიდში ბანკის ძარცვის საქმეს - "ბატონო ტერორისტო, იქნებ დაგვეხმაროთ პუტინისგან გათავისუფლებაშიც, ვალში არ დაგრჩებით!"

ქვეყნები მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის რეკორდული დღიური ახალი შემთხვევები დაფიქსირდა