კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
36 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 7 შვილს ძიძების გარეშე ზრდის - "ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი"
36 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 7 შვილს ძიძების გარეშე ზრდის - "ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი"

36 წლის რე­ნა­ტა მგა­ლობ­ლიშ­ვილს 7 შვი­ლი ჰყავს: ლა­ზა­რე, იო­ა­ნე, ანა­ბე­ლა, მა­რია-ალექ­სან­დრა, გი­ორ­გი და ტყუ­პი - ნოე და შიო გი­უ­ნაშ­ვი­ლე­ბი. უფ­რო­სი 14 წლი­საა, ტყუ­პი კი - რამ­დე­ნი­მე კვი­რის. ამ­ბობს, რომ ბევ­რი შვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და მათი აღ­ზრდა არც ისე­თი რთუ­ლია, რო­გორც გვერ­დი­დან ჩანს.

ის მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დო­ბა­სა და მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე MSHOBLEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

- ხში­რად უთ­ქვამთ,"ერთი ბავ­შვი ძლივს გავ­ზარ­დე, შენ რო­გორ ახერ­ხებ შვი­დი შვი­ლის აღ­ზრდა­სო". ვფიქ­რობ, ერ­თის გაზ­რდა ბევ­რად უფრო რთუ­ლია, ვიდ­რე მე­ტის.

პირ­ვე­ლი ბავ­შვის შემ­თხვე­ვა­ში დედა ყო­ველ­თვის უფრო დაბ­ნე­უ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლია, ჰგო­ნია, რომ მას რა­ღაც და­ე­მარ­თე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც არ არის მარ­ტი­ვი. მთე­ლი დღე ვერ შეძ­ლებ მის გარ­თო­ბას. რო­დე­საც ბავ­შვს და-ძმა ჰყავს, ეს ბევ­რად მარ­ტი­ვია, რად­გან ერ­თად თა­მა­შო­ბენ, ერ­თა­მა­ნეთს ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და მშობ­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბი­ან.

- უფ­რო­სე­ბი რამ­დე­ნად არი­ან პა­ტა­რა და-ძმის აღ­ზრდა­ში ჩარ­თულ­ნი?

- უფ­რო­სე­ბი სკო­ლა­ში და­დი­ან, ერთი მო­სამ­ზა­დე­ბელ კლას­ში. სახ­ლში სა­ღა­მოს მო­დი­ან და მერე უნდა იმე­ცა­დი­ნონ, ამი­ტომ, ძი­რი­თა­დად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ისე, სულ ცდი­ლო­ბენ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ პა­ტა­რებ­ზე ზრუნ­ვა­ში ან უბ­რა­ლოდ მო­ე­ფე­რონ.

არ მინ­და მალე გა­ი­ზარ­დონ. სულ იმას ვფიქ­რობ, რომ ეს დრო, როცა მთე­ლი მათი სამ­ყა­რო ჩემს ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს, არ დაბ­რუნ­დე­ბა და სა­შინ­ლად მო­მე­ნატ­რე­ბა.

- შვი­დი შვი­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ალ­ბათ მარ­ტი­ვი არ არის. მარ­ტო ზრდით ბავ­შვებს?

- მე­უღ­ლე მუ­შა­ობს, ალ­ბათ გეს­მით, რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა შვი­დი შვი­ლი. ძიძა არ მყავს. ბავ­შვებს მარ­ტო ვზრდი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი (უცნობი)
0

აუუუ,რაუცნაური ადამიანები ხართ?რაში გაინტერესებთ დამხმარე ყავს თუ არა?ან ვინ რა საქმეს უკეთებს? მთავარია ძალიან ლამაზი და საყვარელი ოჯახია,7 შვილის გაჩენა უკვე გმირობაა...ღმერთი გფარავდეღ საყვარელო ოჯახო....

ქალი
0

ძალიან ლამაზები ხართ ,მშობლები და შვილებიც.გახარება და გამრავლება.

ავტორი:

36 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 7 შვილს ძიძების გარეშე ზრდის - "ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი"

36 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 7 შვილს ძიძების გარეშე ზრდის - "ბევრი ბავშვი უფრო მეტი სიამოვნებაა, ვიდრე ტვირთი"

36 წლის რენატა მგალობლიშვილს 7 შვილი ჰყავს: ლაზარე, იოანე, ანაბელა, მარია-ალექსანდრა, გიორგი და ტყუპი - ნოე და შიო გიუნაშვილები. უფროსი 14 წლისაა, ტყუპი კი - რამდენიმე კვირის. ამბობს, რომ ბევრი შვილი ბედნიერებაა და მათი აღზრდა არც ისეთი რთულია, როგორც გვერდიდან ჩანს.

ის მრავალშვილიან დედობასა და მთავარ გამოწვევებზე MSHOBLEBI.GE-სთან საუბრობს:

- ხშირად უთქვამთ,"ერთი ბავშვი ძლივს გავზარდე, შენ როგორ ახერხებ შვიდი შვილის აღზრდასო". ვფიქრობ, ერთის გაზრდა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მეტის.

პირველი ბავშვის შემთხვევაში დედა ყოველთვის უფრო დაბნეული და შეშინებულია, ჰგონია, რომ მას რაღაც დაემართება, ფსიქოლოგიურადაც არ არის მარტივი. მთელი დღე ვერ შეძლებ მის გართობას. როდესაც ბავშვს და-ძმა ჰყავს, ეს ბევრად მარტივია, რადგან ერთად თამაშობენ, ერთამანეთს ყურადღებას აქცევენ და მშობლებსაც ეხმარებიან.

- უფროსები რამდენად არიან პატარა და-ძმის აღზრდაში ჩართულნი?

- უფროსები სკოლაში დადიან, ერთი მოსამზადებელ კლასში. სახლში საღამოს მოდიან და მერე უნდა იმეცადინონ, ამიტომ, ძირითადად დაკავებულები არიან. ისე, სულ ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ პატარებზე ზრუნვაში ან უბრალოდ მოეფერონ.

არ მინდა მალე გაიზარდონ. სულ იმას ვფიქრობ, რომ ეს დრო, როცა მთელი მათი სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებს, არ დაბრუნდება და საშინლად მომენატრება.

- შვიდი შვილისთვის ყურადღების გადანაწილება ალბათ მარტივი არ არის. მარტო ზრდით ბავშვებს?

- მეუღლე მუშაობს, ალბათ გესმით, რამხელა პასუხისმგებლობაა შვიდი შვილი. ძიძა არ მყავს. ბავშვებს მარტო ვზრდი წაიკითხეთ ვრცლად