პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა
„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა

ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ამ - სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ სვა­ნეთ­ში შიდა ტუ­რიზ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ვებ-გვერ­დი - www.chubekhevi.ge შექ­მნა.

ორე­ნო­ვა­ნი ვებ-გვერ­დი „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა და მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი ად­გი­ლე­ბის - ნენ­სკრა­სა და ნაკ­რას ხე­ო­ბე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

ვებ-გვერ­დის და­სა­ხე­ლე­ბა - „ჩუ­ბე­ხე­ვი“ ის­ტო­რი­უ­ლი სა­ხე­ლია ზემო სვა­ნე­თის იმ ორი ხე­ო­ბი­სა, სა­დაც ჭუ­ბე­რი­სა და ნაკ­რას ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი მდე­ბა­რე­ობს.

ვებ-გვერ­დზე ამ­ჟა­მად გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია ჭუ­ბერ­სა (ნენ­სკრას ხე­ო­ბა) და ნაკ­რა­ში არ­სე­ბუ­ლი 16 სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს შე­სა­ხებ. ამ სა­ი­ტის მეშ­ვე­ო­ბით ჩუ­ბე­ხევ­ში დას­ვე­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ვებ-გვერ­დზე­ვე შე­არ­ჩი­ონ და და­ჯავ­შნონ სა­სურ­ვე­ლი სას­ტუმ­რო. გარ­და ამი­სა, ვებ-გვერ­დის მეშ­ვე­ო­ბით დამ­სვე­ნებ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ხე­ო­ბებ­ში სტუმ­რო­ბი­სას უნდა მო­ი­ნა­ხუ­ლონ. ვებ-გვერ­დზე ასე­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გი­დე­ბის სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია. ბლო­გის ნა­წილ­ში კი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბი ჩუ­ბე­ხე­ვის ის­ტო­რი­ი­სა და ლე­გენ­დე­ბის, გა­მორ­ჩე­უ­ლი ჩუ­ბე­ხე­ვე­ლე­ბის, იქა­უ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­სა და სვა­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­სა­ხებ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით „სტუმ­რად ჩუ­ბე­ხევ­ში“ „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ 2019 წლის ივ­ლი­სი­დან, ტუ­რიზ­მის მხარ­დამ­ჭე­რი პრო­ექ­ტის „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ფარ­გლებ­ში და­ი­წყო. მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და: მომ­ზად­და და გავ­რცელ­და არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი, ვი­დე­ოკ­ლი­პი, ფო­ტო­მა­სა­ლა და სტა­ტია ხე­ო­ბე­ბის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ასე­ვე შე­იქ­მნა FACEBOOK-გვერ­დი, რო­მე­ლიც დამ­სვე­ნებ­ლებს ჩუ­ბე­ხევ­ში მე­გობ­რუ­ლი ენი­თა და შთამ­ბეჭ­და­ვი სუ­რა­თე­ბით ეპა­ტი­ჟე­ბა.

„წელს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა კრი­ზის­მა ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­ზა­რა­ლა. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, ვებ-გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ უფრო მეტი ძა­ლის­ხმე­ვით გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, გა­ვაც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სვა­ნე­თის ეს ულა­მა­ზე­სი მხა­რე და შიდა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის გარ­და, „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში არა­ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ შო­რის - ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად: ინ­გლი­სუ­რი ენი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის, ასე­ვე სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­როს მარ­თვის კურ­სე­ბის, ასე­ვე მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბი­სა და შიდა ინფრას­ტურ­ქტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და სს „ნენ­სკრა ჰიდ­როს“ ოპე­რა­ცი­ე­ბის მარ­თვის დი­რექ­ტორ­მა თე­ი­მუ­რაზ კო­პა­ძემ.

NS

ავტორი:

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი - www.chubekhevi.ge შექმნა.

ორენოვანი ვებ-გვერდი „ნენსკრა ჰიდროს“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და მესტიის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების - ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

ვებ-გვერდის დასახელება - „ჩუბეხევი“ ისტორიული სახელია ზემო სვანეთის იმ ორი ხეობისა, სადაც ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციული ერთეულები მდებარეობს.

ვებ-გვერდზე ამჟამად განთავსებულია ინფორმაცია ჭუბერსა (ნენსკრას ხეობა) და ნაკრაში არსებული 16 საოჯახო სასტუმროს შესახებ. ამ საიტის მეშვეობით ჩუბეხევში დასვენების მსურველებს შეუძლიათ, ვებ-გვერდზევე შეარჩიონ და დაჯავშნონ სასურველი სასტუმრო. გარდა ამისა, ვებ-გვერდის მეშვეობით დამსვენებლები მიიღებენ ინფორმაციას იმ უნიკალური ადგილების შესახებ, რომლებიც ხეობებში სტუმრობისას უნდა მოინახულონ. ვებ-გვერდზე ასევე განთავსებულია ადგილობრივი სერტიფიცირებული გიდების საკონტაქტო ინფორმაცია. ბლოგის ნაწილში კი გამოქვეყნებულია საინტერესო სტატიები ჩუბეხევის ისტორიისა და ლეგენდების, გამორჩეული ჩუბეხეველების, იქაური ტურისტული ადგილებისა და სვანური სამზარეულოს შესახებ.

საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „სტუმრად ჩუბეხევში“ „ნენსკრა ჰიდრომ“ 2019 წლის ივლისიდან, ტურიზმის მხარდამჭერი პროექტის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში დაიწყო. მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა: მომზადდა და გავრცელდა არაერთი სიუჟეტი, ვიდეოკლიპი, ფოტომასალა და სტატია ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა FACEBOOK-გვერდი, რომელიც დამსვენებლებს ჩუბეხევში მეგობრული ენითა და შთამბეჭდავი სურათებით ეპატიჟება.

„წელს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ტურიზმის სექტორი ყველაზე მეტად დააზარალა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ვებ-გვერდის საშუალებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ საინფორმაციო კამპანია, გავაცნოთ საზოგადოებას სვანეთის ეს ულამაზესი მხარე და შიდა ტურიზმის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. აღნიშნული კამპანიის გარდა, „ნენსკრა ჰიდრომ“ ჭუბერსა და ნაკრაში არაერთი სოციალური პროექტი განახორციელა, მათ შორის - ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად: ინგლისური ენისა და კომპიუტერის, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროს მართვის კურსების, ასევე მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობისა და შიდა ინფრასტურქტურის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

NS

დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

ძლიერი წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა