კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პარლამენტარების ცოლები - ერთ-ერთის ბიძა პრემიერი გახარიაა
ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პარლამენტარების ცოლები - ერთ-ერთის ბიძა პრემიერი გახარიაა

პარ­ლა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტია. მათ ნა­წილს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. დე­პუ­ტა­ტე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი თავს არი­დე­ბენ სა­ჯა­რო­ო­ბას და იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სი ქმრე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

2017 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრმა "მე­დი­ა­ტორ­მა" პარ­ლა­მენ­ტში მმარ­თვე­ლი გუნ­დის 37 დე­პუ­ტა­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ­ლე­ბიც მი­ლი­ო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უძ­რავ ქო­ნე­ბას ფლო­ბენ.

მათ შო­რის არი­ან: ბექა ოდი­შა­რია - 12 მი­ლი­ო­ნით; ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი - 9 მი­ლი­ო­ნით; კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი - 7 მი­ლი­ო­ნით; ივ­ლი­ა­ნე წუ­ლა­ია - 5 მი­ლი­ო­ნით; ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე - 2 მი­ლი­ო­ნით; და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი - 1 მი­ლი­ო­ნით; ლე­ვან კო­ბე­რი­ძე - 1 მი­ლი­ო­ნით; ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე - 1 მი­ლი­ო­ნით; ოთარ და­ნე­ლია - 1 მი­ლი­ო­ნით და სხვე­ბი.

AMBEBI.GE ამ­ჯე­რად გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის ოჯახს.

  • ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლე

მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გენ­ლის ბექა ოდი­შა­რი­ას მე­უღ­ლეს - მა­კუ­ნა (მა­რი­ამ) გამ­ცემ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს.

ის ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მე­გობ­რობს ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან, კარ­გად მღე­რის და ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის ხში­რი და სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია.

წყვილს 20-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და სამი შვი­ლი აკავ­ში­რებთ.

  • ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი­სა და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თა­მარ წუ­ლე­ის­კი­რია, რო­მე­ლიც სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ცო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე­დი­ა­ში თით­ქმის არა­სო­დეს ჩნდე­ბა.

წყვილს 21 წე­ლია ოჯა­ხი აქვს და ორი შვი­ლი - 21 წლის ნიკა და 13 წლის სა­ლო­მე კო­ბი­აშ­ვი­ლე­ბი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ფრა­ი­ბურ­გში და­ი­ბად­ნენ, როცა კობი გერ­მა­ნი­ა­ში თა­მა­შობ­და და მისი ოჯა­ხიც იქ ცხოვ­რობ­და.

  • ილია წუ­ლა­ი­ას მე­უღ­ლე

"არქი ჯგუ­ფის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ ივ­ლი­ა­ნე (ილია) წუ­ლა­ი­ას და მის მე­უღ­ლეს ქეთი გო­ცა­ძეს სამი შვი­ლი - ოთარ, და­ვით და სო­ფია წუ­ლა­ი­ე­ბი ჰყავთ. წყვი­ლი 14 წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­შია.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტა­რის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მისი მე­უღ­ლე "არქი ჯგუ­ფის" შპს "დი­ღო­მი პა­ლა­სი 6"-ში პიარ მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ობს.

  • ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძის მე­უღ­ლე

პარ­ლა­მენ­ტის სა­ფი­ნან­სო-სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლე ანი ჩა­გა­ნი­ძე თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის, ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობს.

"ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია - კოვ­ზა­ნა­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ქე­თე­ვან ტო­მა­რა­ძეს­თან სამი შვი­ლი ჰყავს. ანა ჩა­გა­ნი­ძეს კი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნია და ელი­სა­ბე­დი ჰყავს, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ბად­ნენ.

  • კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე სო­ფიო სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე-ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მა­შინ­დე­ლი ყვი­თე­ლი პრე­სის გა­მო­ცე­მე­ბის ყდა­ზე არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს, მაგ­რამ მე­უღ­ლის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რო­ო­ბა­ზე უარი თქვა.

ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლებს სამი შვი­ლი ჰყავთ - 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლუ­ა­რა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლადო ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი და ნა­ბო­ლა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი - 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო.

  • ლე­ვან კო­ბე­რი­ძის მე­უღ­ლე

სოფო მო­სი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქმრის - "ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი და ამ­ჟა­მად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის, ლე­ვან კო­ბე­რი­ძის პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბამ­დეც კარ­გად იც­ნობ­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი "პირ­ველ არხზე" ჯერ კი­დევ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს გა­მოჩ­ნდა.

შემ­დეგ სო­ფომ რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­ვი­ზია გა­მო­იც­ვა­ლა, ხოლო "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, 4 წელი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტზე მუ­შა­ობ­და.

კო­ბე­რი­ძე-მო­სი­ძის წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს.

  • გი­ორ­გი აბუ­სე­რი­ძის მე­უღ­ლე

ვე­ტე­რა­ნი მო­რაგ­ბე, პარ­ლა­მენ­ტა­რი და მისი მე­უღ­ლე თეა კვი­ჟი­ნა­ძე 15 წე­ლია ქორ­წი­ნე­ბა­ში არი­ან და ოთხ შვილს ზრდი­ან. რო­გორც დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, მისი მე­უღ­ლე და­საქ­მე­ბუ­ლი არ არის და რო­გორც ჩანს, შვი­ლე­ბის აღ­ზრდით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

თეა კვი­ჟი­ნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს და ძი­რი­თა­დად მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში, ან შვი­ლებ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

  • ოთარ და­ნე­ლი­ას მე­უღ­ლე

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ამ­ჟა­მად კი პარ­ლა­მენ­ტის აგ­რა­რულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მე­უღ­ლე მე­რი­კო ჩი­ქო­ბა­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში კად­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მუ­შა­ობს.

ჩი­ქო­ბა­ვას დედა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბი­ძაშ­ვი­ლია და შე­სა­ბა­მი­სად, და­ნე­ლი­ას მე­უღ­ლის­თვის პრე­მი­ე­რი ბი­ძაა. თუმ­ცა, ჩი­ქო­ბა­ვა ჯერ კი­დევ გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბამ­დე მუ­შა­ობ­და შსს-ში.

და­ნე­ლია-ჩი­ქო­ბა­ვას წყვი­ლი ორ შვილს ზრდის - ანი­ტას და და­ჩის, რომ­ლე­ბიც 2008 და 2012 წლებ­ში და­ი­ბად­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
24

რა სამსახური ეყოფა ხალხს, ამათ ცოლებს დანაწილებული აქვთ თანამდებობები, და კიდევ რამდენია ასეთი, მხოლოდ ესენი არიან პროფესიონალები, ამას დაუმატეთ პარლამენტარების, მთავრობის წევრთა ცოლები.

gori
22

ვაი უბედურო საქართველოოოოოოოოოოოოო

ავტორი:

ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პარლამენტარების ცოლები - ერთ-ერთის ბიძა პრემიერი გახარიაა

ვინ არიან და რას საქმიანობენ მილიონერი პარლამენტარების ცოლები - ერთ-ერთის ბიძა პრემიერი გახარიაა

პარლამენტში რამდენიმე მილიონერი დეპუტატია. მათ ნაწილს საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისების გარდა, მათი ოჯახის წევრები ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. დეპუტატების მეუღლეები თავს არიდებენ საჯაროობას და იშვიათად ჩნდებიან პოლიტიკოსი ქმრების გარემოცვაში.

2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" პარლამენტში მმართველი გუნდის 37 დეპუტატი გამოავლინა, რომლებიც მილიონების ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ.

მათ შორის არიან: ბექა ოდიშარია - 12 მილიონით; ლევან კობიაშვილი - 9 მილიონით; კობა ნარჩემაშვილი - 7 მილიონით; ივლიანე წულაია - 5 მილიონით; ირაკლი კოვზანაძე - 2 მილიონით; დავით სონღულაშვილი - 1 მილიონით; ლევან კობერიძე - 1 მილიონით; ირაკლი აბუსერიძე - 1 მილიონით; ოთარ დანელია - 1 მილიონით და სხვები.

AMBEBI.GE ამჯერად გაგაცნობთ რამდენიმე მილიონერი პოლიტიკოსის ოჯახს.

  • ბექა ოდიშარიას მეუღლე

მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის ბექა ოდიშარიას მეუღლეს - მაკუნა (მარიამ) გამცემლიძეს საზოგადოება კარგად იცნობს.

ის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მეგობრობს ცნობილ სახეებთან, კარგად მღერის და ტელეგადაცემების ხშირი და სასურველი სტუმარია.

წყვილს 20-წლიანი ქორწინება და სამი შვილი აკავშირებთ.

  • ლევან კობიაშვილის მეუღლე

პარლამენტის წევრისა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მეუღლე თამარ წულეისკირია, რომელიც სხვა ფეხბურთელების ცოლებისგან განსხვავებით, მედიაში თითქმის არასოდეს ჩნდება.

წყვილს 21 წელია ოჯახი აქვს და ორი შვილი - 21 წლის ნიკა და 13 წლის სალომე კობიაშვილები ჰყავთ, რომლებიც ფრაიბურგში დაიბადნენ, როცა კობი გერმანიაში თამაშობდა და მისი ოჯახიც იქ ცხოვრობდა.

  • ილია წულაიას მეუღლე

"არქი ჯგუფის" დამფუძნებელსა და "ქართული ოცნების" დეპუტატ ივლიანე (ილია) წულაიას და მის მეუღლეს ქეთი გოცაძეს სამი შვილი - ოთარ, დავით და სოფია წულაიები ჰყავთ. წყვილი 14 წელია ქორწინებაშია.

როგორც პარლამენტარის დეკლარაციაში ვკითხულობთ, მისი მეუღლე "არქი ჯგუფის" შპს "დიღომი პალასი 6"-ში პიარ მენეჯერად მუშაობს.

  • ირაკლი კოვზანაძის მეუღლე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მეუღლე ანი ჩაგანიძე თბილისის მერიაში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, ჯანდაცვის პროგრამების განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

"ოცნების" დეპუტატი მეორე ქორწინებაშია - კოვზანაძეს პირველი ქორწინებიდან ქეთევან ტომარაძესთან სამი შვილი ჰყავს. ანა ჩაგანიძეს კი პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი - ნია და ელისაბედი ჰყავს, რომლებიც უკრაინაში დაიბადნენ.

  • კობა ნარჩემაშვილის მეუღლე

დამოუკიდებელი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის მეუღლე სოფიო სულაქველიძე-ნარჩემაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების დროს მაშინდელი ყვითელი პრესის გამოცემების ყდაზე არაერთხელ გვინახავს, მაგრამ მეუღლის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ საჯაროობაზე უარი თქვა.

ნარჩემაშვილებს სამი შვილი ჰყავთ - 1992 წელს დაბადებული ლუარა ნარჩემაშვილი, 1994 წელს დაბადებული ლადო ნარჩემაშვილი და ნაბოლარა ქალიშვილი - 2006 წელს დაბადებული ნინო.

  • ლევან კობერიძის მეუღლე

სოფო მოსიძეს საზოგადოება ქმრის - "ოცნების" ყოფილი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის პარლამენტარობამდეც კარგად იცნობდა. წარმატებული ჟურნალისტი "პირველ არხზე" ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გამოჩნდა.

შემდეგ სოფომ რამდენიმე ტელევიზია გამოიცვალა, ხოლო "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 4 წელი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა.

კობერიძე-მოსიძის წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს.

  • გიორგი აბუსერიძის მეუღლე

ვეტერანი მორაგბე, პარლამენტარი და მისი მეუღლე თეა კვიჟინაძე 15 წელია ქორწინებაში არიან და ოთხ შვილს ზრდიან. როგორც დეპუტატის დეკლარაციიდან გავარკვიეთ, მისი მეუღლე დასაქმებული არ არის და როგორც ჩანს, შვილების აღზრდით არის დაკავებული.

თეა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს და ძირითადად მოგზაურობაში, ან შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

  • ოთარ დანელიას მეუღლე

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ამჟამად კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მეუღლე მერიკო ჩიქობავა საპატრულო პოლიციაში კადრების განყოფილებაში მუშაობს.

ჩიქობავას დედა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბიძაშვილია და შესაბამისად, დანელიას მეუღლისთვის პრემიერი ბიძაა. თუმცა, ჩიქობავა ჯერ კიდევ გახარიას მინისტრობამდე მუშაობდა შსს-ში.

დანელია-ჩიქობავას წყვილი ორ შვილს ზრდის - ანიტას და დაჩის, რომლებიც 2008 და 2012 წლებში დაიბადნენ.

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?