კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძროხა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, ამ განცხადების ავტორი" - ბესელია კობახიძეს პასუხობს
"ძროხა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, ამ განცხადების ავტორი" - ბესელია კობახიძეს პასუხობს

პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის" თავ­მჯდო­მა­რის, დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მოს­წონს ის ლექ­სი­კა, რი­თაც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რი ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ სა­უბ­რობს. ამით ბე­სე­ლია მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მიერ ოპო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"რომ არ მოს­წონ­დეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­ა­ჩუ­მებ­და, რო­გორც ახერ­ხებ­და, როცა მე ამას ვუ­ყუ­რებ­დი. რო­დე­საც რამე არ მოს­წონ­და, ძა­ლი­ან იო­ლად აჩუ­მებ­და ერ­თსაც და მე­ო­რე­საც. რო­გორც ჩანს, მოს­წონს",- გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­გვარ გან­ცხა­დე­ბებს უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი აკე­თე­ბენ იმ მიზ­ნით, რომ მოხ­ვდნენ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო სი­ა­ში.

"მიკ­ვირს რას ერ­ჩის იმ ცხო­ველს, ის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის­თვის, იმა­ზე უფრო სა­სარ­გებ­ლოა, ვიდ­რე ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი და მათ შო­რის, მისი ავ­ტო­რი. ეს ისე... მე არ მინ­და, რომ შევ­ყვე არც მას და არც რო­მე­ლი­მე სხვას. ეს იქ­ნე­ბა კო­ბა­ხი­ძე ან ოხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უმტყუ­ნა ბოლო პე­რი­ოდ­ში ნერ­ვებ­მა. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ლან­ძღვა-გი­ნე­ბამ­დე და­ვი­და, როცა არ­გუ­მენ­ტე­ბი ხე­ლი­დან გეც­ლე­ბა და არ გყოფ­ნის ლექ­სი­კონ­ში შე­სა­ბა­მი­სის სი­ტყვე­ბით გა­მო­ხა­ტო შენი ემო­ცია - ილან­ძღე­ბი.

ეს უკვე მდა­რე ხა­რის­ხი­სა და და­ბა­ლი დო­ნის პი­ლი­ტი­კო­სად წარ­მო­გა­ჩენს, რომ ამა­ში შე­ყო­ლა არ ღირს, მა­შინ იმ დო­ნემ­დე უნდა დახ­ვი­დე. ამი­ტომ, მოდი, დარ­ჩნენ იმ ჭა­ობ­ში, სა­დაც არი­ან. მე მგო­ნი, ამას ალ­ბათ, ამომ­რჩე­ვე­ლი 31 ოქ­ტომ­ბერს უპა­სუ­ხებს. ამას რა იწ­ვევს?!

ერ­თა­დერ­თი ახ­სნა მაქვს, ახლა, ყვე­ლა ეპ­რან­ჭე­ბა და ეკეკ­ლუ­ცე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ვინც უფრო უზ­რდე­ლად, უხე­შად და აგ­რე­სი­უ­ლად მო­იქ­ცე­ვა ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ, ჰგო­ნი­ათ, რომ ამით მის შე­ქე­ბას და­იმ­სა­ხუ­რე­ბენ, იმი­ტომ, რომ ელო­დე­ბი­ან სა­არ­ჩევ­ნო სიას, ერ­თა­მენთს ეჯიბ­რე­ბი­ან ვინ მოხ­ვდე­ბა ამ სი­ა­ში",- გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ოპო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ "ოპო­ზი­ცია ხარ­ზე მე­ტად ჰგავს ძრო­ხას. რა თქმა უნდა, ეს არის რე­ა­ლო­ბა, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხე­დავს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
yekaterinburg
0

აკი ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო...

ეგრე აჯობებს
0

ჰო, გაეშვით ამ პატიოსან შინაურ ცხოველებს და ღამურებად და პანგოლინებად დაიყავით.

ავტორი:

"ძროხა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, ამ განცხადების ავტორი" - ბესელია კობახიძეს პასუხობს

"ძროხა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, ამ განცხადების ავტორი" - ბესელია კობახიძეს პასუხობს

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მოსწონს ის ლექსიკა, რითაც მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციის მიმართ საუბრობს. ამით ბესელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"რომ არ მოსწონდეს ძალიან მარტივად გააჩუმებდა, როგორც ახერხებდა, როცა მე ამას ვუყურებდი. როდესაც რამე არ მოსწონდა, ძალიან იოლად აჩუმებდა ერთსაც და მეორესაც. როგორც ჩანს, მოსწონს",- განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ამგვარ განცხადებებს უმრავლესობის წევრები აკეთებენ იმ მიზნით, რომ მოხვდნენ 2020 წლის საპარლამენტო საარჩევნო სიაში.

"მიკვირს რას ერჩის იმ ცხოველს, ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იმაზე უფრო სასარგებლოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათ შორის, მისი ავტორი. ეს ისე... მე არ მინდა, რომ შევყვე არც მას და არც რომელიმე სხვას. ეს იქნება კობახიძე ან ოხანაშვილი, რომელსაც უმტყუნა ბოლო პერიოდში ნერვებმა. ბოლო დღეების განმავლობაში მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები ლანძღვა-გინებამდე დავიდა, როცა არგუმენტები ხელიდან გეცლება და არ გყოფნის ლექსიკონში შესაბამისის სიტყვებით გამოხატო შენი ემოცია - ილანძღები.

ეს უკვე მდარე ხარისხისა და დაბალი დონის პილიტიკოსად წარმოგაჩენს, რომ ამაში შეყოლა არ ღირს, მაშინ იმ დონემდე უნდა დახვიდე. ამიტომ, მოდი, დარჩნენ იმ ჭაობში, სადაც არიან. მე მგონი, ამას ალბათ, ამომრჩეველი 31 ოქტომბერს უპასუხებს. ამას რა იწვევს?!

ერთადერთი ახსნა მაქვს, ახლა, ყველა ეპრანჭება და ეკეკლუცება ბიძინა ივანიშვილს, ვინც უფრო უზრდელად, უხეშად და აგრესიულად მოიქცევა ოპოზიციის მიმართ, ჰგონიათ, რომ ამით მის შექებას დაიმსახურებენ, იმიტომ, რომ ელოდებიან საარჩევნო სიას, ერთამენთს ეჯიბრებიან ვინ მოხვდება ამ სიაში",- განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ოპოზიცია ხარზე მეტად ჰგავს ძროხას. რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს".

"ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ "ნაცმოძრაობა" სულ ჩხარტიშვილს მაძახებს" - გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნების" რეჟიმს მარტო “ნაციონალური მოძრაობა ვერ დაამარცხებს - ეს გამორიცხულია" - სალომე სამადაშვილი

"მისი განცხადება ადასტურებს, რომ ასეთ ცვლილებებს აღარ გაატარებს... "ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა" - როგორ აფასებენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ვეტოს არგამოყენებაზე?