ავტორი:

4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე საკანონმდებლო ორგანოში დიდი აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ის უკვე ოთხგზის მე-7, მე-8, მე-9 და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

ოთხჯერვე მაჟორიტარი გახლდათ... პირველ 2 შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

მისი "მარადიული დეპუტატობის" საიდუმლო კი მის ქონებაშია. სხვადასხვა მონაცემებით, გოჩა ენუქიძის ქონების ღირებულება დაახლოებით, 5 181 800 ლარია. ის, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია ხოლმე. მაგალითად:

2017 წლის 1, სექტემბერს მან "ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივლისს კი 55 000 ლარი. მანვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" 60 000 ლარით დააფინანსა

მოდით ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ქართველ პარლამენტართა შორის ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი გოჩა ენუქიძე?

მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 21 ივნისს შეავსო, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ მას ჰყავს მეუღლე - დეა მელაძე და და 2 შვილი - თინათინი და გიორგი.

უძრავი ქონება

გოჩა ენუქიძე ფლობს 346,78 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ამბროლაურში, რომელიც მიწის ნაკვეთთან ერთად 2018 წელს შეიძინა. 2398 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთს ასევე ამბროლაურში, რომელშიც 2018 წელს 125 000 ლარი გადაიხადა. აგარაკს ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს ააშენა და 200 000 ლარი დაუჯდა. ასევე, მემკვიდრეობით მიღებულ 136 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, 169 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული, 643 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, დიღომში, 169 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელშიც გადახდილია 30 000 აშშ დოლარი, 65,8 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომელიც 2016 წელს 160 000 ლარადაა შეძენილი, კიდევ ერთ ბინას თბილისში, რომელიც 2002 წელს 27 600 ლარად შეიძინა.

დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 1018 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ამბროლაურში, რომელიც 2007 წელს ნასყიდობის სახით აქვს აღებული და გადახდილია 10 485 ლარი, ბინას წყნეთში, რომელშიც 2009 წელს გადახდილია 18 600 ლარი. ასევე, 43 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 35 084 ლარადაა შეძენილი, კიდევ ერთ, 22,6 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს, რომლის ღირებულება 17 542 ლარი იყო. კიდევ ერთ ბინას, რომელშიც 2016 წელს გადახდილია 494574, 01 ლარი. ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Porshe Cayenne GTS, რომელშიც 2016 წელს 120 000 ლარია გადახდილი.

ფასიანი ქაღალდები

გოჩა ენუქიძეს წლების განმავლობაში შეძენილი აქვს ფასიანი ქაღალდები, მათ შორის ემიტენტი არის ლიბერთი ბანკი, სადაც ენუქიძე 1 201 278 ლარის ფასიან ქაღალდს ფლობს, რაშიც ჯამური გადახდილი საფასურია 41 238 ლარი. ფასიანი ქაღალდები აქვს შეძენილი ასევე Bank of Georgia Group PLC-ში, რომელთა რაოდენობაა 4 500 და რომელშიც გადახდილი აქვს 62697,64 გირვანქა სტერლინგი. ენუქიძეს ფასიანი ქაღალდები შეძენილი აქვს TBC Bank Group PLC-შიც, მათი რაოდენობაა 3400, ჯამური ფასი კი 48 453,86 გირვანქა სტერლინგია. 5 000 რაოდენობის ფასიანი ქაღალდები აქვს Georgia Healthcare Group PLC-ში, რომელთა ჯამური ოდენობაა 10 511,4 გირვანქა სტერლინგი და 3000 ფასიანი ქაღალდი Georgia Capital PLC-ში, მათი ჯამური ოდენობა კი 30 811,46 გირვანქა სტერლინგია.

ფინანსური ანგარიშები

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის ფინანსურ ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში "საქართველოს ბანკის" "ინფინიტ ბარათზე" ერიცხებოდა 37946,76 ლარი, 930 ევრო და 4974,83 აშშ დოლარი. "თიბისი" ბანკის "ერთგული ბარათზე" ერიცხებოდა 12 522,5 ლარი, ხოლო "თიბისი" ბანკის კიდევ ერთ ბარათზე, 58 537,31 ლარი, 45 63,07 ევრო და 300 182,78 აშშ დოლარი. ხოლო "გალტ ენდ თაგართის" საბროკერო ანგარიშზე 130,04 გირვანქა სტერლინგი.

გოჩა ენუქიძემ 2018 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 53 580 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გოჩა ენუქიძეს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე ჰქონდა 27 500 ევრო, ხოლო შემოსავალი მიიღო 412,5 ევრო. "თიბისი" ბანკში ჰქონდა 300 000 ევროს ოდენობის სესხი, ხოლო ამ სესხის გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 106849,54 ევრო. საანგარიშო პერიოდში ტრანსპორტის დაზღვევისთვის, მისმა გასავალმა შეადგინა 1905 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, საანგარიშო პერიოდში გოჩა ენუქიძემ ვაჟიშვილის სწავლის საფასური გადაიხადა 2 950 ლარი, ოჯახის დასვენების და სამოგზაურო ხარჯი ჰქონდა 25 000 ლარი, პირადი მოხმარების საგნებისთვის (ავეჯი, ინტერიერი) დახარჯა 50 000 ლარი, მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო შემოწირულობის სახით მან დახარჯა 60 000 ლარი.

წილები კომპანიებში

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის მონაწილეობას სამეწარმეო საქმინობაში, დეკლარაციის თანახმად, ის არის შპს "გალაქსი ინვესტის" 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა საანგარიშო პერიოდში ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია. ის არის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის 20%-იანი წილის მფლობელი. ასევე, ფლობს შპს იბერკომპანის 100%-იან წილს, შპს "ალიანს მოტორს-თბილისის" 12,5%-იან წილს, შპს "კასლეთი 1"-ის 45%-იან წილს, შპს "არქი თაუერის" 25%-იან წილს. მას რამდენიმე შპს-ში მინდობილობის სახით დადებული აქვს ხელშეკრულება. შპს-ების უმეტესობაში კი, დეკლარაციის მიხედვით, ის ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა.

მეუღლის ქონება წაიკითხეთ სრულად

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი