მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება
4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

რაჭა-ლე­ჩხუმ სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი გოჩა ენუ­ქი­ძე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში დიდი აქ­ტი­უ­რო­ბით არას­დროს გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა უნდა გი­თხრათ, რომ ის უკვე ოთხგზის მე-7, მე-8, მე-9 და მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

ოთხჯერ­ვე მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­ლდათ... პირ­ველ 2 შემ­თხვე­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლად შე­ვი­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში, შემ­დეგ კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენს.

მისი "მა­რა­დი­უ­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბის" სა­ი­დუმ­ლო კი მის ქო­ნე­ბა­შია. სხვა­დას­ხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, გოჩა ენუ­ქი­ძის ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით, 5 181 800 ლა­რია. ის, რო­გორც წესი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ერთ-ერთი მსხვი­ლი შე­მომ­წირ­ვე­ლია ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად:

2017 წლის 1, სექ­ტემ­ბერს მან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივ­ლისს კი 55 000 ლარი. მან­ვე 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 60 000 ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა

მო­დით ვნა­ხოთ, რა ქო­ნე­ბას ფლობს ქარ­თველ პარ­ლა­მენ­ტარ­თა შო­რის ერთ-ერთი შეძ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გოჩა ენუ­ქი­ძე?

მან ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2019 წლის 21 ივ­ნისს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვი­გებთ, რომ მას ჰყავს მე­უღ­ლე - დეა მე­ლა­ძე და და 2 შვი­ლი - თი­ნა­თი­ნი და გი­ორ­გი.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა

გოჩა ენუ­ქი­ძე ფლობს 346,78 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ამ­ბრო­ლა­ურ­ში, რო­მე­ლიც მი­წის ნაკ­ვეთ­თან ერ­თად 2018 წელს შე­ი­ძი­ნა. 2398 კვმ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ასე­ვე ამ­ბრო­ლა­ურ­ში, რო­მელ­შიც 2018 წელს 125 000 ლარი გა­და­ი­ხა­და. აგა­რაკს ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მე­ლიც 2017 წელს აა­შე­ნა და 200 000 ლარი და­უჯ­და. ასე­ვე, მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ 136 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში, 169 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე მემ­კვიდ­რე­ო­ბით აქვს მი­ღე­ბუ­ლი, 643 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თბი­ლის­ში, დი­ღომ­ში, 169 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს ბა­კუ­რი­ან­ში, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 30 000 აშშ დო­ლა­რი, 65,8 კვ.მ ფარ­თო­ბის ბი­ნას თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე, რო­მე­ლიც 2016 წელს 160 000 ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი, კი­დევ ერთ ბი­ნას თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2002 წელს 27 600 ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 1018 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი ამ­ბრო­ლა­ურ­ში, რო­მე­ლიც 2007 წელს ნას­ყი­დო­ბის სა­ხით აქვს აღე­ბუ­ლი და გა­დახ­დი­ლია 10 485 ლარი, ბი­ნას წყნეთ­ში, რო­მელ­შიც 2009 წელს გა­დახ­დი­ლია 18 600 ლარი. ასე­ვე, 43 კვ.მ ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რეხს თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2014 წელს 35 084 ლა­რა­დაა შე­ძე­ნი­ლი, კი­დევ ერთ, 22,6 კვ.მ ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რეხს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 17 542 ლარი იყო. კი­დევ ერთ ბი­ნას, რო­მელ­შიც 2016 წელს გა­დახ­დი­ლია 494574, 01 ლარი. ის ფლობს მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას Porshe Cayenne GTS, რო­მელ­შიც 2016 წელს 120 000 ლა­რია გა­დახ­დი­ლი.

ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი

გოჩა ენუ­ქი­ძეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი აქვს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, მათ შო­რის ემი­ტენ­ტი არის ლი­ბერ­თი ბან­კი, სა­დაც ენუ­ქი­ძე 1 201 278 ლა­რის ფა­სი­ან ქა­ღალდს ფლობს, რა­შიც ჯა­მუ­რი გა­დახ­დი­ლი სა­ფა­სუ­რია 41 238 ლარი. ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი აქვს შე­ძე­ნი­ლი ასე­ვე Bank of Georgia Group PLC-ში, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაა 4 500 და რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლი აქვს 62697,64 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი. ენუ­ქი­ძეს ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი შე­ძე­ნი­ლი აქვს TBC Bank Group PLC-შიც, მათი რა­ო­დე­ნო­ბაა 3400, ჯა­მუ­რი ფასი კი 48 453,86 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია. 5 000 რა­ო­დე­ნო­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი აქვს Georgia Healthcare Group PLC-ში, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბაა 10 511,4 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი და 3000 ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი Georgia Capital PLC-ში, მათი ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა კი 30 811,46 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია.

ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა გოჩა ენუ­ქი­ძის ფი­ნან­სურ ან­გა­რი­შებს, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" "ინ­ფი­ნიტ ბა­რათ­ზე" ერი­ცხე­ბო­და 37946,76 ლარი, 930 ევრო და 4974,83 აშშ დო­ლა­რი. "თი­ბი­სი" ბან­კის "ერ­თგუ­ლი ბა­რათ­ზე" ერი­ცხე­ბო­და 12 522,5 ლარი, ხოლო "თი­ბი­სი" ბან­კის კი­დევ ერთ ბა­რათ­ზე, 58 537,31 ლარი, 45 63,07 ევრო და 300 182,78 აშშ დო­ლა­რი. ხოლო "გალტ ენდ თა­გარ­თის" საბ­რო­კე­რო ან­გა­რიშ­ზე 130,04 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი.

გოჩა ენუ­ქი­ძემ 2018 წლის 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის­თვის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით აიღო 53 580 ლარი.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გოჩა ენუ­ქი­ძეს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ანა­ბარ­ზე ჰქონ­და 27 500 ევრო, ხოლო შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო 412,5 ევრო. "თი­ბი­სი" ბან­კში ჰქონ­და 300 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის სეს­ხი, ხოლო ამ სეს­ხის გა­სა­ვალ­მა სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში შე­ად­გი­ნა 106849,54 ევრო. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ტრან­სპორ­ტის და­ზღვე­ვის­თვის, მის­მა გა­სა­ვალ­მა შე­ად­გი­ნა 1905 აშშ დო­ლა­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ხარ­ჯებს, სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში გოჩა ენუ­ქი­ძემ ვა­ჟიშ­ვი­ლის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­და 2 950 ლარი, ოჯა­ხის დას­ვე­ნე­ბის და სა­მოგ­ზა­უ­რო ხარ­ჯი ჰქონ­და 25 000 ლარი, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის საგ­ნე­ბის­თვის (ავე­ჯი, ინ­ტე­რი­ე­რი) და­ხარ­ჯა 50 000 ლარი, მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯებ­მა შე­ად­გი­ნა 10 000 ლარი, ხოლო შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით მან და­ხარ­ჯა 60 000 ლარი.

წი­ლე­ბი კომ­პა­ნი­ებ­ში

რაც შე­ე­ხე­ბა გოჩა ენუ­ქი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ნო­ბა­ში, დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის არის შპს "გა­ლაქ­სი ინ­ვეს­ტის" 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, თუმ­ცა სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ მი­უ­ღია. ის არის აკა­დე­მი­კოს ეგ­ნა­ტე ფი­ფი­ას სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის 20%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. ასე­ვე, ფლობს შპს იბერ­კომ­პა­ნის 100%-იან წილს, შპს "ალი­ანს მო­ტორს-თბი­ლი­სის" 12,5%-იან წილს, შპს "კას­ლე­თი 1"-ის 45%-იან წილს, შპს "არქი თა­უ­ე­რის" 25%-იან წილს. მას რამ­დე­ნი­მე შპს-ში მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ხით და­დე­ბუ­ლი აქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. შპს-ების უმე­ტე­სო­ბა­ში კი, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ის ეკო­ნო­მი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ეწე­ვა.

მე­უღ­ლის ქო­ნე­ბა წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
50

მე არ ვიცნობთქო ? ვიკითხე მე აქ ! ისე 5 მილიონი ლარი არც ისე დიდი ფულია , თან თუ ეს ქონებაა , და არა ფული დეპოზიტზე !

Gio
77

ვინმეს აინტერესებს მისი ქონება ნეტავი? ღმერთმა შეარგოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

4 მოწვევის მილიონერი დეპუტატი, რომელიც მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველია - გოჩა ენუქიძის ოჯახი და უძრავი ქონება

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე საკანონმდებლო ორგანოში დიდი აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ის უკვე ოთხგზის მე-7, მე-8, მე-9 და მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

ოთხჯერვე მაჟორიტარი გახლდათ... პირველ 2 შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

მისი "მარადიული დეპუტატობის" საიდუმლო კი მის ქონებაშია. სხვადასხვა მონაცემებით, გოჩა ენუქიძის ქონების ღირებულება დაახლოებით, 5 181 800 ლარია. ის, როგორც წესი, სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია ხოლმე. მაგალითად:

2017 წლის 1, სექტემბერს მან "ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩარიცხა 50 000 ლარი, 2016 წლის 29 ივლისს კი 55 000 ლარი. მანვე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" 60 000 ლარით დააფინანსა

მოდით ვნახოთ, რა ქონებას ფლობს ქართველ პარლამენტართა შორის ერთ-ერთი შეძლებული ადამიანი გოჩა ენუქიძე?

მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2019 წლის 21 ივნისს შეავსო, რომლის თანახმადაც ვიგებთ, რომ მას ჰყავს მეუღლე - დეა მელაძე და და 2 შვილი - თინათინი და გიორგი.

უძრავი ქონება

გოჩა ენუქიძე ფლობს 346,78 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს ამბროლაურში, რომელიც მიწის ნაკვეთთან ერთად 2018 წელს შეიძინა. 2398 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთს ასევე ამბროლაურში, რომელშიც 2018 წელს 125 000 ლარი გადაიხადა. აგარაკს ბაკურიანში, რომელიც 2017 წელს ააშენა და 200 000 ლარი დაუჯდა. ასევე, მემკვიდრეობით მიღებულ 136 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, 169 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული, 643 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, დიღომში, 169 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელშიც გადახდილია 30 000 აშშ დოლარი, 65,8 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ჭავჭავაძეზე, რომელიც 2016 წელს 160 000 ლარადაა შეძენილი, კიდევ ერთ ბინას თბილისში, რომელიც 2002 წელს 27 600 ლარად შეიძინა.

დეკლარაციის მიხედვით, მის მფლობელობაშია 1018 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ამბროლაურში, რომელიც 2007 წელს ნასყიდობის სახით აქვს აღებული და გადახდილია 10 485 ლარი, ბინას წყნეთში, რომელშიც 2009 წელს გადახდილია 18 600 ლარი. ასევე, 43 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2014 წელს 35 084 ლარადაა შეძენილი, კიდევ ერთ, 22,6 კვ.მ ფართობის ავტოფარეხს, რომლის ღირებულება 17 542 ლარი იყო. კიდევ ერთ ბინას, რომელშიც 2016 წელს გადახდილია 494574, 01 ლარი. ის ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Porshe Cayenne GTS, რომელშიც 2016 წელს 120 000 ლარია გადახდილი.

ფასიანი ქაღალდები

გოჩა ენუქიძეს წლების განმავლობაში შეძენილი აქვს ფასიანი ქაღალდები, მათ შორის ემიტენტი არის ლიბერთი ბანკი, სადაც ენუქიძე 1 201 278 ლარის ფასიან ქაღალდს ფლობს, რაშიც ჯამური გადახდილი საფასურია 41 238 ლარი. ფასიანი ქაღალდები აქვს შეძენილი ასევე Bank of Georgia Group PLC-ში, რომელთა რაოდენობაა 4 500 და რომელშიც გადახდილი აქვს 62697,64 გირვანქა სტერლინგი. ენუქიძეს ფასიანი ქაღალდები შეძენილი აქვს TBC Bank Group PLC-შიც, მათი რაოდენობაა 3400, ჯამური ფასი კი 48 453,86 გირვანქა სტერლინგია. 5 000 რაოდენობის ფასიანი ქაღალდები აქვს Georgia Healthcare Group PLC-ში, რომელთა ჯამური ოდენობაა 10 511,4 გირვანქა სტერლინგი და 3000 ფასიანი ქაღალდი Georgia Capital PLC-ში, მათი ჯამური ოდენობა კი 30 811,46 გირვანქა სტერლინგია.

ფინანსური ანგარიშები

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის ფინანსურ ანგარიშებს, საანგარიშო პერიოდში "საქართველოს ბანკის" "ინფინიტ ბარათზე" ერიცხებოდა 37946,76 ლარი, 930 ევრო და 4974,83 აშშ დოლარი. "თიბისი" ბანკის "ერთგული ბარათზე" ერიცხებოდა 12 522,5 ლარი, ხოლო "თიბისი" ბანკის კიდევ ერთ ბარათზე, 58 537,31 ლარი, 45 63,07 ევრო და 300 182,78 აშშ დოლარი. ხოლო "გალტ ენდ თაგართის" საბროკერო ანგარიშზე 130,04 გირვანქა სტერლინგი.

გოჩა ენუქიძემ 2018 წლის 12 თვის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის ანაზღაურების სახით აიღო 53 580 ლარი.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გოჩა ენუქიძეს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე ჰქონდა 27 500 ევრო, ხოლო შემოსავალი მიიღო 412,5 ევრო. "თიბისი" ბანკში ჰქონდა 300 000 ევროს ოდენობის სესხი, ხოლო ამ სესხის გასავალმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა 106849,54 ევრო. საანგარიშო პერიოდში ტრანსპორტის დაზღვევისთვის, მისმა გასავალმა შეადგინა 1905 აშშ დოლარი.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, საანგარიშო პერიოდში გოჩა ენუქიძემ ვაჟიშვილის სწავლის საფასური გადაიხადა 2 950 ლარი, ოჯახის დასვენების და სამოგზაურო ხარჯი ჰქონდა 25 000 ლარი, პირადი მოხმარების საგნებისთვის (ავეჯი, ინტერიერი) დახარჯა 50 000 ლარი, მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 10 000 ლარი, ხოლო შემოწირულობის სახით მან დახარჯა 60 000 ლარი.

წილები კომპანიებში

რაც შეეხება გოჩა ენუქიძის მონაწილეობას სამეწარმეო საქმინობაში, დეკლარაციის თანახმად, ის არის შპს "გალაქსი ინვესტის" 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა საანგარიშო პერიოდში ამ საქმიანობიდან შემოსავალი არ მიუღია. ის არის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის 20%-იანი წილის მფლობელი. ასევე, ფლობს შპს იბერკომპანის 100%-იან წილს, შპს "ალიანს მოტორს-თბილისის" 12,5%-იან წილს, შპს "კასლეთი 1"-ის 45%-იან წილს, შპს "არქი თაუერის" 25%-იან წილს. მას რამდენიმე შპს-ში მინდობილობის სახით დადებული აქვს ხელშეკრულება. შპს-ების უმეტესობაში კი, დეკლარაციის მიხედვით, ის ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევა.

მეუღლის ქონება წაიკითხეთ სრულად

"ღარიბაშვილმა რუბიკონი გადალახა და კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით, საერთაშორისო საზოგადოებას დაუპირისპირდა" - მელია

"ქართველი იყო ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც - არჩევანი უნდა გავაკეთოთ, რომელ მხარეს ვდგავართ" - გიორგი მარგველაშვილი

"მთავრობა ბრიფინგს ვეღარ მართავს... ყველა ჟურნალისტის კითხვა, ვინც კი მივა ბრიფინგზე, არის - "როდის გადადგებით?" - ზაალ უდუმაშვილი