სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის
"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სახ­ლში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ... სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მრა­ვა­ლი უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი გა­იც­ნო. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან დიდი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა 16 წლის თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვრის თა­მარ ყი­ფი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ.

ბევ­რმა გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი უბ­რა­ლო ფან­ქრით შე­იქ­მნას. თა­მარ ყი­ფი­ა­ნი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა, თუ რო­გორ იქ­მნე­ბა მისი ნა­ხა­ტე­ბი და რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი შთა­გო­ნე­ბის­თვის:

- ალ­ბათ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რად­გან დღე­საც მქრქა­ლად ამ­ჩნე­ვია ადა­მი­ა­ნე­ბის დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი კედ­ლებს. მახ­სოვს, რომ სულ ვხა­ტავ­დი... მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნებს ვხა­ტავ­დი და ახ­ლაც მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ტუ­რა ჩემ­თვის! რო­დე­საც მა­ტე­რი­ის ჩრდი­ლე­ბის სამ­ყა­რო აღ­მო­ვა­ჩი­ნე, იმ დღი­დან და­ი­წყო ჩემი გან­ვი­თა­რე­ბა!

თა­მუ­ნა ყი­ფი­ა­ნი

ვხა­ტავ­დი ყო­ველ­დღე და ვა­კე­თებ­დი ახალ აღ­მო­ჩე­ნებს თუ რო­გორ მი­მე­ნი­ჭე­ბი­ნა პორ­ტრე­ტის­თვის რე­ა­ლუ­რო­ბა. პირ­ვე­ლად ხატ­ვის კონ­კურ­სში 13 წლის ასაკ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბით და გა­მო­ფე­ნა ქა­რელ­ში მქონ­და. 2018 წელს შევ­ქმე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­კონ­კურ­სო თე­მა­ზე "გა­ყი­ნუ­ლი ემო­ცია", რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და თბი­ლი­სის სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მო­ფე­ნის შან­სი მო­მა­პო­ვე­ბი­ნა. აგ­რეთ­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­კურ­სში "ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი" და ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი და­ი­ბეჭ­და სა­მა­გი­დო კა­ლენ­დრის ყდა­ზე.

- რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო გქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გაქვთ დღეს?

- შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო, რად­გან ის იქ­მნე­ბა შე­მოქ­მე­დის სურ­ვი­ლით, გრძნო­ბე­ბით, სი­ხა­რუ­ლით, ტკი­ვი­ლით... ამ ქვე­ყა­ნამ შემ­ქმნა, ამ გა­რე­მომ გამ­ზარ­და... ალ­ბათ ყო­ველ­თვის არ იყო ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო, რად­გან უმო­ტი­ვა­ცი­ო­ბა აქ­რობ­და ხატ­ვის სურ­ვილს ჩემ­ში. პა­რა­დოქ­სუ­ლია მაგ­რამ ერ­თფე­რო­ვა­ნი გა­რე­მო გა­ი­ძუ­ლებს იზ­რუ­ნო თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გან თუ ამას არ გა­ა­კე­თებ, სამ­ყა­რო, თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლო, ისე ჩაგყლა­პავს და გა­გაქ­რობს, ვერც კი შე­ამ­ჩნევ...

ჩემს გარ­შე­მო არ­სე­ბულ ატ­მოს­ფე­როს არ აქვს დრო მო­მავ­ლის ან წარ­სუ­ლის, რად­გან არ იც­ვლე­ბა ერთი ნამ­დვი­ლი რე­ა­ლო­ბა - ვხა­ტავ, რომ და­მა­ვი­წყდეს, მაგ­რამ მაქვს სურ­ვი­ლი სხვას გა­ვახ­სე­ნო. ამი­ტომ არ ვყოფ დროს ნა­წი­ლე­ბად, დრო უბ­რა­ლოდ მი­დის და მეც და­ვი­ვი­წყე მისი არ­სე­ბო­ბა.

- თუ გი­ფიქ­რი­ათ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ მოღ­ვა­წე­ო­ბა?

- რო­დე­საც მხატ­ვარს მი­წო­დებ­დნენ, მე­უ­ცხო­ე­ბო­და კი­დეც, მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და... ახ­ლაც ასეა: თით­ქოს მე­რი­დე­ბა მი­ვი­ღო მხატ­ვრის წო­დე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი მხატ­ვრის ცხოვ­რე­ბი­დან! ჩემი მოღ­ვა­წე­ო­ბაც სა­ზღვარ­გა­რეთ მა­ში­ნებს და მე­რი­დე­ბა. არ ვთვლი, რომ საკ­მა­რი­სად კარ­გი ვარ! ალ­ბათ თუ და­ა­ინ­ტე­რე­სებთ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, მე წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვიქ­ნე­ბი, რად­გან ეს ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა...

- რო­მე­ლი მსოფ­ლიო მხატ­ვრე­ბის გავ­ლე­ნაა თქვენ­ზე, რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა მოგ­წონთ გა­მორ­ჩე­უ­ლად?

- რე­ნე­სან­სის ეპო­ქა მა­ო­ცებს... ყო­ველ­თვის მინ­დო­და იმ მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმ დრო­ში მე­ცხოვ­რა! მათი რე­ა­ლიზ­მი იყო სრულ­ყო­ფი­ლი, რად­გან ყვე­ლა­ზე უფრო რე­ა­ლუ­რი ნა­ხა­ტიც ემიჯ­ნე­ბა ფო­ტოს, რაც იწ­ვევს ეს­თე­ტი­ურ სი­ა­მოვ­ნე­ბას პი­რა­დად ჩემ­ში... თუმ­ცა ბა­რო­კო­სა და კა­რა­ვა­ჯოს შე­მოქ­მე­დე­ბასთნ სუ­ლი­ერ სი­ახ­ლო­ვეს ვგრძნობ, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო ახ­ლო­საა ჩემ პი­როვ­ნე­ბასთნ.

- ლა­მაზ ქალ­ბა­ტო­ნებს ხა­ტავთ...სი­ლა­მა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია შთა­გო­ნე­ბის­თვის?

- ძა­ლი­ან ბევ­რი ლა­მა­ზი ადა­მი­ა­ნია, ზედ­მე­ტად ბევ­რიც შთა­გო­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ მი­ჭირს ზუს­ტად ის სახე ვი­პო­ვო, რაც შთა­გო­ნე­ბას მომ­ცემს... ჩემ­თვის მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზე უინ­ტე­რე­სოა! ადა­მი­ა­ნის სიღ­რმე, ში­ნა­გა­ნი ბუ­ნე­ბა მა­ი­ძუ­ლებს დავ­ხა­ტო და მისი სახე გავ­ხა­დო მუდ­მივ მყო­ფა­დი!

- ამ­ბო­ბენ, რომ რა­საც თქვენ ხა­ტავთ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა უბ­რა­ლო ფან­ქრით შექ­მნას, რას ეტყო­დით მათ, მკი­თხველს?

- მე ვხა­ტავ იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­ში თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვიწ­ვიო თუნ­დაც იმის­თვის, რომ და­ვეხ­მა­რო ემო­ცი­ე­ბის გახ­სე­ნე­ბა­ში... ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის­თვის სი­ხა­რუ­ლი ენა­ნე­ბათ, მათ და­ი­ვი­წყეს სევ­და, სიყ­ვა­რუ­ლი... არ მინ­და ვამ­ტკი­ცო, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია! ზუს­ტად ამ ფაქ­ტის გა­აზ­რე­ბაა პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე ხატ­ვა?

- დღეს სრუ­ლი­ად სამ­ყა­როს რთუ­ლი პე­რი­ო­დი აქვს და რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ამან თქვენ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე?

- და­მეხ­მა­რა ცოტა ხნით მა­ინც მე­პო­ვა სა­კუ­თა­რი თავი! გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემ­ში ცო­ცხლობს და სულ უნდა ჩემ­თან დარ­ჩე­ნა! რაც უფრო ვიზ­რდე­ბი, თით­ქოს ით­რგუ­ნე­ბა პი­როვ­ნე­ბა, ვინც ხა­ტავს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ მა­ი­ძუ­ლა ხე­ლახ­ლა შევ­ხვედ­რო­დი მე­ო­რე ადა­მი­ანს ჩემ­ში!

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- უბ­რა­ლოდ ვე­ლო­დე­ბი ყო­ველ გა­თე­ნე­ბას, ახა­ლი მზის ამოს­ვლას, ახალ დღეს ღა­მის შემ­დეგ... არა­სო­დეს ვფიქ­რობ მო­მა­ვალ­ზე, ან სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, უბ­რა­ლოდ ვცხოვ­რობ ყო­ვე­ლი დღით, გეგ­მე­ბის გა­რე­შე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

"ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო..." - 16 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელიც ფანქრით საოცარ ნახატებს ქმნის

თვითიზოლაციის პირობებში სახლში მყოფი ადამიანების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია ხელოვნების მიმართ... საზოგადოებამ მრავალი უნიჭიერესი ადამიანი გაიცნო. სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა 16 წლის თვითნასწავლი მხატვრის თამარ ყიფიანის შემოქმედებამ.

ბევრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შეუძლებელია ასეთი ნამუშევრები უბრალო ფანქრით შეიქმნას. თამარ ყიფიანი თავად გვესაუბრება, თუ როგორ იქმნება მისი ნახატები და რა არის აუცილებელი შთაგონებისთვის:

- ალბათ ძალიან პატარა ვიყავი, რადგან დღესაც მქრქალად ამჩნევია ადამიანების დეფორმირებული ფიგურები კედლებს. მახსოვს, რომ სულ ვხატავდი... მხოლოდ ადამიანებს ვხატავდი და ახლაც მხოლოდ ადამიანია ყველაზე საინტერესო ნატურა ჩემთვის! როდესაც მატერიის ჩრდილების სამყარო აღმოვაჩინე, იმ დღიდან დაიწყო ჩემი განვითარება!

თამუნა ყიფიანი

ვხატავდი ყოველდღე და ვაკეთებდი ახალ აღმოჩენებს თუ როგორ მიმენიჭებინა პორტრეტისთვის რეალურობა. პირველად ხატვის კონკურსში 13 წლის ასაკში მივიღე მონაწილეობა, შემდეგ დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით და გამოფენა ქარელში მქონდა. 2018 წელს შევქმენი ნამუშევარი საკონკურსო თემაზე "გაყინული ემოცია", რომელმაც პირველი ადგილი და თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენის შანსი მომაპოვებინა. აგრეთვე მონაწილეობა მივიღე კონკურსში "ახალგაზრდა ხელოვანი" და ჩემი ნამუშევარი დაიბეჭდა სამაგიდო კალენდრის ყდაზე.

- რამდენად ხელსაყრელი გარემო გქონდათ საქართველოში და გაქვთ დღეს?

- შემოქმედებისთვის არ არის აუცილებელი ხელსაყრელი გარემო, რადგან ის იქმნება შემოქმედის სურვილით, გრძნობებით, სიხარულით, ტკივილით... ამ ქვეყანამ შემქმნა, ამ გარემომ გამზარდა... ალბათ ყოველთვის არ იყო ხელსაყრელი გარემო, რადგან უმოტივაციობა აქრობდა ხატვის სურვილს ჩემში. პარადოქსულია მაგრამ ერთფეროვანი გარემო გაიძულებს იზრუნო თვითგანვითარებაზე, რადგან თუ ამას არ გააკეთებ, სამყარო, თუნდაც საქართველო, ისე ჩაგყლაპავს და გაგაქრობს, ვერც კი შეამჩნევ...

ჩემს გარშემო არსებულ ატმოსფეროს არ აქვს დრო მომავლის ან წარსულის, რადგან არ იცვლება ერთი ნამდვილი რეალობა - ვხატავ, რომ დამავიწყდეს, მაგრამ მაქვს სურვილი სხვას გავახსენო. ამიტომ არ ვყოფ დროს ნაწილებად, დრო უბრალოდ მიდის და მეც დავივიწყე მისი არსებობა.

- თუ გიფიქრიათ საზღვარგარეთ გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა?

- როდესაც მხატვარს მიწოდებდნენ, მეუცხოებოდა კიდეც, მეუხერხულებოდა... ახლაც ასეა: თითქოს მერიდება მივიღო მხატვრის წოდება და ყველაფერი მხატვრის ცხოვრებიდან! ჩემი მოღვაწეობაც საზღვარგარეთ მაშინებს და მერიდება. არ ვთვლი, რომ საკმარისად კარგი ვარ! ალბათ თუ დააინტერესებთ ჩემი ნამუშევრები, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, რადგან ეს ჩემს შემოქმედებაზე დადებითად აისახება...

- რომელი მსოფლიო მხატვრების გავლენაა თქვენზე, რომლის შემოქმედება მოგწონთ გამორჩეულად?

- რენესანსის ეპოქა მაოცებს... ყოველთვის მინდოდა იმ მსოფლიოს ნაწილი ვყოფილიყავი, იმ დროში მეცხოვრა! მათი რეალიზმი იყო სრულყოფილი, რადგან ყველაზე უფრო რეალური ნახატიც ემიჯნება ფოტოს, რაც იწვევს ესთეტიურ სიამოვნებას პირადად ჩემში... თუმცა ბაროკოსა და კარავაჯოს შემოქმედებასთნ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი შემოქმედება ყველაზე უფრო ახლოსაა ჩემ პიროვნებასთნ.

- ლამაზ ქალბატონებს ხატავთ...სილამაზე აუცილებელია შთაგონებისთვის?

- ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანია, ზედმეტად ბევრიც შთაგონებისთვის, მაგრამ მიჭირს ზუსტად ის სახე ვიპოვო, რაც შთაგონებას მომცემს... ჩემთვის მხოლოდ სილამაზე უინტერესოა! ადამიანის სიღრმე, შინაგანი ბუნება მაიძულებს დავხატო და მისი სახე გავხადო მუდმივ მყოფადი!

- ამბობენ, რომ რასაც თქვენ ხატავთ, შეუძლებელია ადამიანმა უბრალო ფანქრით შექმნას, რას ეტყოდით მათ, მკითხველს?

- მე ვხატავ იმისთვის, რომ ადამიანებში თანაგრძნობა გამოვიწვიო თუნდაც იმისთვის, რომ დავეხმარო ემოციების გახსენებაში... ადამიანებს ერთმანეთისთვის სიხარული ენანებათ, მათ დაივიწყეს სევდა, სიყვარული... არ მინდა ვამტკიცო, რომ ეს შესაძლებელია, რადგან შეუძლებელი არაფერია! ზუსტად ამ ფაქტის გააზრებაა პასუხი კითხვაზე რამდენად შესაძლებელია ასე ხატვა?

- დღეს სრულიად სამყაროს რთული პერიოდი აქვს და რა გავლენა იქონია ამან თქვენ შემოქმედებაზე?

- დამეხმარა ცოტა ხნით მაინც მეპოვა საკუთარი თავი! გამეხსენებინა ის ადამიანი, რომელიც ჩემში ცოცხლობს და სულ უნდა ჩემთან დარჩენა! რაც უფრო ვიზრდები, თითქოს ითრგუნება პიროვნება, ვინც ხატავს. ამ მდგომარეობამ მაიძულა ხელახლა შევხვედროდი მეორე ადამიანს ჩემში!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- უბრალოდ ველოდები ყოველ გათენებას, ახალი მზის ამოსვლას, ახალ დღეს ღამის შემდეგ... არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ან სამომავლო გეგმებზე, უბრალოდ ვცხოვრობ ყოველი დღით, გეგმების გარეშე!

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენით გაძვირდა მეორადი ტანსაცმელი საქართველოში?