კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში
გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლე­ბი ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. რო­გორც გა­ვარ­კვიე, გი­გის სახ­ლში, გარ­და ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბი­სა, მწვა­ნე კე­დე­ლიც აქვს, რო­მე­ლიც სა­ო­ცარ მიკ­როკ­ლი­მატს ქმნის, ამ ყვე­ლა­ფერს კი, რო­გორც ოჯა­ხის უფ­რო­სი დი­ა­სახ­ლი­სი, მუ­სი­კო­სი ციცი ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, მის­მა მა­მამ და გი­გის ბა­ბუ­ამ, სოსო ფა­ლა­ვან­დიშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

- ბუ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა მა­მა­ჩე­მის­გან, სოსო ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლის­გან მოგ­ვდევს მე, ჩემს შვი­ლებს, ძმის­შვი­ლებს... ბუ­ნე­ბა­ში სა­სე­ირ­ნოდ დავ­ყავ­დით და სულ გვე­უბ­ნე­ბო­და, აი, შე­ხე­დეთ ამ ხეს, ნა­ხეთ, რა ლა­მა­ზი ფოთ­ლე­ბი აქვს... გვე­სა­უბ­რე­ბო­და იმა­ზეც, რომ მცე­ნა­რე­ე­ბი სუნ­თქა­ვენ, გვე­ლა­პა­რა­კე­ბი­ან. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მათი პა­სუ­ხი გა­ი­გო­ნოთ, ისი­ნი მად­ლო­ბას სხვა­ნა­ი­რად გვიხ­დი­ან. თუ და­ი­ნა­ხავ­და, რომ ვინ­მე ტოტს მო­ტეხ­და, უსი­ა­მოვ­ნოდ იშ­მუშ­ნე­ბო­და, ამ­ბობ­და, ხე ამ დროს რომ არ ყვი­რის, არ ნიშ­ნავს, რომ არ სტკი­ვა; ისე­ვე წუხს, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც რა­მეს მო­ი­ტეხს, ან რა­ი­მე უზი­ან­დე­ბაო.

რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის სა­ბავ­შვო მო­თხრო­ბებს, სა­დაც ბუ­ნე­ბა ლა­მის ერთ-ერთი მოქ­მე­დი გმი­რია, ხში­რად გვი­კი­თხავ­და. დღემ­დე მახ­სოვს მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან: "იცით, რა­ტომ იცი­ნი­ან ფოთ­ლე­ბი? იმი­ტომ, რომ ქარი მათ ფე­ხის­გუ­ლებ­ზე უღი­ტი­ნებს, ისი­ნი კი ხარ­ხა­რე­ბენ..." რამ­დენ­ჯე­რაც ფოთ­ლე­ბის შრი­ა­ლი მეს­მის, მა­მის მო­ნა­თხრო­ბი მახ­სენ­დე­ბა. ასე გა­ვი­ზარ­დეთ ჯერ მე და მერე ჩემი შვი­ლე­ბი.

- მამა რა პრო­ფე­სი­ის იყო?

- დი­რი­ჟო­რი, პე­და­გო­გი... დე­დას ბევ­რი ქოთ­ნის ყვა­ვი­ლი ჰქონ­და, ასე­ვე ჩემს ძმის­ცოლს... მაგ­რამ მე ყვა­ვი­ლებს თით­ქოს არ მოვ­წონ­დი; ზუს­ტად ისე­ვე ვუვ­ლი­დი, რო­გორც ჩემი რძა­ლი, მაგ­რამ ვერც ერთი ვერ ხა­რობ­და. გა­და­ვი­ტან­დი თუ არა ჩემს რძალ­თან, ყვე­ლა ცო­ცხლდე­ბო­და. მერე ჩემ­მა ძმამ მი­თხრა, ყვა­ვილ­მა თქვა, მე თუ ვერ გა­ვი­ხა­რე, შენ გა­გა­ხა­რე­ბო და ცოტა და­მამ­შვი­და.

- დიღ­მის მა­სივ­ში ცხოვ­რობთ და რო­გორც მი­თხა­რით, დიღ­მის ტყე-პარკში უამ­რა­ვი ხის დამ­რგვე­ლი და მომ­ვლე­ლიც მა­მათ­ქვე­ნი ყო­ფი­ლა. ის ხე­ე­ბი ახ­ლაც მშვე­ნივ­რად ხა­რობს...

- დი­ღომ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად რომ გა­და­ვე­დით, ბუ­ნებ­რი­ვი ტყე იყო. რაც ახალ­ბე­და ხე­ე­ბი იყო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და. ჩვენს ეზო­ში ხე­ე­ბი დე­დამ და მა­მამ დაგ­ვარ­გვე­ვი­ნეს; სა­მე­ზობ­ლო­ში ვინც ვართ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლას ჩვე­ნი ხე გვაქვს. არის ნაძ­ვე­ბი, ფიჭ­ვე­ბი, ტყემ­ლის ხე, თუთა...90-იან წლებ­ში უშუ­ქო­ბი­სას ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი ხე იჭ­რე­ბო­და, მაგ­რამ არ მახ­სოვს, ჩვენს ოჯახს ხე მო­ეჭ­რას, მით უფრო - მა­მას. აგ­რო­ვებ­დნენ ძირს დაყ­რილ გირ­ჩებს, წვრილ ტო­ტებს და ამით თბე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით 60 ძირი ნაძ­ვი მო­ი­ტა­ნეს, მა­მას სთხო­ვეს, ხომ არ დარ­გავ­თო. ყო­ველ­დღე რო­გორც სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, ასე მი­დი­ო­და და უვ­ლი­და იმ ხე­ებს. თა­ვის ვედ­რო ჰქონ­და - წყლით გა­ავ­სებ­და და ყო­ველ ძირს უს­ხამ­და წყალს. მერე გრძე­ლი შლან­გი იყი­და და იმით უნა­წი­ლებ­და ხე­ებს წყალს.

ერთხელ მი­თხრა, ერთჯე­რა­დი ცე­ლო­ფა­ნე­ბი მჭირ­დე­ბა, ნაძ­ვებს ლო­კო­კი­ნე­ბი შე­ე­სია; ვაძ­რობ და ცე­ლო­ფან­ში ვყრი; იქვე რომ დავ­ყა­რო, ვი­ღაც ფეხს და­ად­გამს და მე­ცო­დე­ბაო. მტკვრის პი­რას მიჰ­ქონ­და და იქ ყრი­და. ერთ სა­ღა­მოს და­აგ­ვი­ა­ნა. სად იყა­ვი-მეთ­ქი, ვკი­თხე. ჩემს "მწვა­ნე შვი­ლიშ­ვი­ლებს" მი­ვე­ფე­რე და იცი, წყა­ლი რომ და­ვუს­ხი, რა მი­თხრეს? დიდი მად­ლო­ბა, რომ გაგვზარ­დეო და ყურ­ზე მო­მი­თა­თუ­ნეს, ახლა ჩვე­ნით გა­ვიზ­რდე­ბით, არ ინერ­ვი­უ­ლოო... მერე მამა ავად გახ­და - დე­დას გარ­დაც­ვა­ლე­ბა ვერ გა­და­ი­ტა­ნა. დე­დას ია­სა­მა­ნი უყ­ვარ­და. იმ წელს, დედა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ის ია­სა­მა­ნი არ აყ­ვავ­და და მა­მამ მი­თხრა, ეტყო­ბა, დე­დას­თან წა­ვა­ლო... რას ამ­ბობ-მეთ­ქი? არა, არა, უკვე დრო­აო და ერთ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ახლა იმ ტყე­ში შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი რომ დამ­ყავს, იმ­დე­ნი ხალ­ხი მხვდე­ბა - ზოგი მა­მას ნა­მო­წა­ფა­რი, ზო­გიც მე­გო­ბა­რი და მიყ­ვე­ბი­ან ამ­ბებს, რო­მელ ხეს რო­გორ უვ­ლი­და, რო­გორ ესა­უბ­რე­ბო­და. იმ­ხე­ლა ნაძ­ვე­ბია უკვე, ჩემს პა­ტა­რებს ზე­მო­დან დაჰ­ყუ­რე­ბენ.

დი­ღომ­ში მუხ­ნა­რიც არის. მუ­ხას­თა­ნაც ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს და ისიც მა­მის­გან მოგ­ვყვე­ბა. მუ­ხას უნდა ჩავ­ხუ­ტე­ბო­დით. ნა­ხეთ, რამ­ხე­ლა ენერ­გი­ას მოგ­ცემთ, ოღონდ ისე უნდა ჩა­ე­ხუ­ტოთ, რომ იგ­რძნო­თო, გვე­უბ­ნე­ბო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ ენერ­გი­ას მარ­თლაც გვმა­ტებ­და. მა­მის ისე­თი მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ დე­კო­რა­ცია არ არის. ბუ­ნე­ბას­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა და სი­ახ­ლო­ვე ჩვენს სა­სი­კე­თოდ არის, ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის...

იმ­დე­ნი სი­კე­თე მო­აქვთ ჩვენს უტყვ მე­გობ­რებს, მად­ლო­ბა იმით მა­ინც გა­და­ვუ­ხა­დოთ, რომ არ გა­ვა­ნად­გუ­როთ, მწვა­ნე სა­ფა­რი რომ არა, ადა­მი­ა­ნი ვერც იარ­სე­ბებ­და, ამი­ტომ მას­ზე რო­გორც შევ­ძლებთ, ყვე­ლამ ისე უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

- რო­გორც ჩანს, ეს სიყ­ვა­რუ­ლი გი­გის გა­მოჰ­ყვა... სახ­ლში მწვა­ნე კე­დე­ლი აქვს...

- კი, ასე გა­მო­ვი­და... გი­გი­სა და მის ცოლს, მა­რი­ნა­საც უყ­ვართ მცე­ნა­რე­ე­ბი. ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბიც აქვთ. როცა ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ან, ქოთ­ნე­ბი ჩემ­თან მო­აქვთ. გა­მო­ვა­ზა­ფხუ­ლებ ხოლ­მე და მერე მი­აქვთ. მათი მწვა­ნე კე­დე­ლი, ცხა­დია, ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს, თა­ვის სარ­წყა­ვი სის­ტე­მა აქვს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­წყვე­ბა. ზა­ფხულ­ში წყლის სხვა რა­ო­დე­ნო­ბა უნდა, ზამ­თარ­ში - სხვა. ყვა­ვი­ლო­ვა­ნი და ფოთ­ლო­ვა­ნი ლა­მა­ზი მცე­ნა­რე­ე­ბია იქ. ზო­გი­ერ­თი შე­მოდ­გო­მით იც­ვლის ფერს. მოკ­ლედ, მთე­ლი კე­დე­ლი ამ სი­ლა­მა­ზეს აქვს დათ­მო­ბი­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე ქო­თა­ნი აქვთ. თა­ვი­დან რომ და­ა­მონ­ტა­ჟეს, ქოთ­ნე­ბი ჩან­და, მცე­ნა­რე­ე­ბი რომ გა­ი­ზარ­და, იქა­უ­რო­ბა და­ი­ფოთ­ლა და სიმწვა­ნე ერ­თმა­ნეთ­ში გა­და­ვი­და. ულა­მა­ზე­სი სა­ნა­ხა­ვია მცე­ნა­რე­ე­ბით შე­მო­სი­ლი კე­დე­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბაც აქვთ და ისე­თი სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვია, ვერ აღ­გი­წერთ. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა იქ ყოფ­ნა და ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა, თან სა­ოც­რად მამ­შვი­დებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
3

სოსო მასწავლებელი!!! უტკბილესი და უთბილესი ადამიანი იყო..

medea
3

saocari,sayvareli martla adamiani soso bidzia,namdvilad ar shemxvedria am xnis mandzilze,misnairi ketili,sayvareli .

 

ავტორი:

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

დედალამაზიშვილები ბუნების სიყვარულით და გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. როგორც გავარკვიე, გიგის სახლში, გარდა ქოთნის მცენარეებისა, მწვანე კედელიც აქვს, რომელიც საოცარ მიკროკლიმატს ქმნის, ამ ყველაფერს კი, როგორც ოჯახის უფროსი დიასახლისი, მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი გვეუბნება, მისმა მამამ და გიგის ბაბუამ, სოსო ფალავანდიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

- ბუნების სიყვარული და გარემოზე ზრუნვა მამაჩემისგან, სოსო ფალავანდიშვილისგან მოგვდევს მე, ჩემს შვილებს, ძმისშვილებს... ბუნებაში სასეირნოდ დავყავდით და სულ გვეუბნებოდა, აი, შეხედეთ ამ ხეს, ნახეთ, რა ლამაზი ფოთლები აქვს... გვესაუბრებოდა იმაზეც, რომ მცენარეები სუნთქავენ, გველაპარაკებიან. არ არის აუცილებელი, მათი პასუხი გაიგონოთ, ისინი მადლობას სხვანაირად გვიხდიან. თუ დაინახავდა, რომ ვინმე ტოტს მოტეხდა, უსიამოვნოდ იშმუშნებოდა, ამბობდა, ხე ამ დროს რომ არ ყვირის, არ ნიშნავს, რომ არ სტკივა; ისევე წუხს, როგორც ადამიანი, როდესაც რამეს მოიტეხს, ან რაიმე უზიანდებაო.

რეზო ინანიშვილის საბავშვო მოთხრობებს, სადაც ბუნება ლამის ერთ-ერთი მოქმედი გმირია, ხშირად გვიკითხავდა. დღემდე მახსოვს მისი მონათხრობიდან: "იცით, რატომ იცინიან ფოთლები? იმიტომ, რომ ქარი მათ ფეხისგულებზე უღიტინებს, ისინი კი ხარხარებენ..." რამდენჯერაც ფოთლების შრიალი მესმის, მამის მონათხრობი მახსენდება. ასე გავიზარდეთ ჯერ მე და მერე ჩემი შვილები.

- მამა რა პროფესიის იყო?

- დირიჟორი, პედაგოგი... დედას ბევრი ქოთნის ყვავილი ჰქონდა, ასევე ჩემს ძმისცოლს... მაგრამ მე ყვავილებს თითქოს არ მოვწონდი; ზუსტად ისევე ვუვლიდი, როგორც ჩემი რძალი, მაგრამ ვერც ერთი ვერ ხარობდა. გადავიტანდი თუ არა ჩემს რძალთან, ყველა ცოცხლდებოდა. მერე ჩემმა ძმამ მითხრა, ყვავილმა თქვა, მე თუ ვერ გავიხარე, შენ გაგახარებო და ცოტა დამამშვიდა.

- დიღმის მასივში ცხოვრობთ და როგორც მითხარით, დიღმის ტყე-პარკში უამრავი ხის დამრგველი და მომვლელიც მამათქვენი ყოფილა. ის ხეები ახლაც მშვენივრად ხარობს...

- დიღომში საცხოვრებლად რომ გადავედით, ბუნებრივი ტყე იყო. რაც ახალბედა ხეები იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენთან ერთად გაიზარდა. ჩვენს ეზოში ხეები დედამ და მამამ დაგვარგვევინეს; სამეზობლოში ვინც ვართ, ფაქტობრივად, ყველას ჩვენი ხე გვაქვს. არის ნაძვები, ფიჭვები, ტყემლის ხე, თუთა...90-იან წლებში უშუქობისას ქალაქში უამრავი ხე იჭრებოდა, მაგრამ არ მახსოვს, ჩვენს ოჯახს ხე მოეჭრას, მით უფრო - მამას. აგროვებდნენ ძირს დაყრილ გირჩებს, წვრილ ტოტებს და ამით თბებოდნენ. მოგვიანებით 60 ძირი ნაძვი მოიტანეს, მამას სთხოვეს, ხომ არ დარგავთო. ყოველდღე როგორც სამსახურში მიდიოდა, ასე მიდიოდა და უვლიდა იმ ხეებს. თავის ვედრო ჰქონდა - წყლით გაავსებდა და ყოველ ძირს უსხამდა წყალს. მერე გრძელი შლანგი იყიდა და იმით უნაწილებდა ხეებს წყალს.

ერთხელ მითხრა, ერთჯერადი ცელოფანები მჭირდება, ნაძვებს ლოკოკინები შეესია; ვაძრობ და ცელოფანში ვყრი; იქვე რომ დავყარო, ვიღაც ფეხს დაადგამს და მეცოდებაო. მტკვრის პირას მიჰქონდა და იქ ყრიდა. ერთ საღამოს დააგვიანა. სად იყავი-მეთქი, ვკითხე. ჩემს "მწვანე შვილიშვილებს" მივეფერე და იცი, წყალი რომ დავუსხი, რა მითხრეს? დიდი მადლობა, რომ გაგვზარდეო და ყურზე მომითათუნეს, ახლა ჩვენით გავიზრდებით, არ ინერვიულოო... მერე მამა ავად გახდა - დედას გარდაცვალება ვერ გადაიტანა. დედას იასამანი უყვარდა. იმ წელს, დედა რომ გარდაიცვალა, ის იასამანი არ აყვავდა და მამამ მითხრა, ეტყობა, დედასთან წავალო... რას ამბობ-მეთქი? არა, არა, უკვე დროაო და ერთ კვირაში გარდაიცვალა...

ახლა იმ ტყეში შვილიშვილები რომ დამყავს, იმდენი ხალხი მხვდება - ზოგი მამას ნამოწაფარი, ზოგიც მეგობარი და მიყვებიან ამბებს, რომელ ხეს როგორ უვლიდა, როგორ ესაუბრებოდა. იმხელა ნაძვებია უკვე, ჩემს პატარებს ზემოდან დაჰყურებენ.

დიღომში მუხნარიც არის. მუხასთანაც ჩვენი დამოკიდებულება გვაქვს და ისიც მამისგან მოგვყვება. მუხას უნდა ჩავხუტებოდით. ნახეთ, რამხელა ენერგიას მოგცემთ, ოღონდ ისე უნდა ჩაეხუტოთ, რომ იგრძნოთო, გვეუბნებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ენერგიას მართლაც გვმატებდა. მამის ისეთი მადლიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დეკორაცია არ არის. ბუნებასთან ასეთი ურთიერთობა და სიახლოვე ჩვენს სასიკეთოდ არის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის...

იმდენი სიკეთე მოაქვთ ჩვენს უტყვ მეგობრებს, მადლობა იმით მაინც გადავუხადოთ, რომ არ გავანადგუროთ, მწვანე საფარი რომ არა, ადამიანი ვერც იარსებებდა, ამიტომ მასზე როგორც შევძლებთ, ყველამ ისე უნდა ვიზრუნოთ.

- როგორც ჩანს, ეს სიყვარული გიგის გამოჰყვა... სახლში მწვანე კედელი აქვს...

- კი, ასე გამოვიდა... გიგისა და მის ცოლს, მარინასაც უყვართ მცენარეები. ქოთნის ყვავილებიც აქვთ. როცა ქალაქიდან გადიან, ქოთნები ჩემთან მოაქვთ. გამოვაზაფხულებ ხოლმე და მერე მიაქვთ. მათი მწვანე კედელი, ცხადია, ყურადღებას მოითხოვს, თავის სარწყავი სისტემა აქვს, ავტომატურად ირწყვება. ზაფხულში წყლის სხვა რაოდენობა უნდა, ზამთარში - სხვა. ყვავილოვანი და ფოთლოვანი ლამაზი მცენარეებია იქ. ზოგიერთი შემოდგომით იცვლის ფერს. მოკლედ, მთელი კედელი ამ სილამაზეს აქვს დათმობილი. დაახლოებით 200-მდე ქოთანი აქვთ. თავიდან რომ დაამონტაჟეს, ქოთნები ჩანდა, მცენარეები რომ გაიზარდა, იქაურობა დაიფოთლა და სიმწვანე ერთმანეთში გადავიდა. ულამაზესი სანახავია მცენარეებით შემოსილი კედელი. სპეციალური განათებაც აქვთ და ისეთი საოცარი სანახავია, ვერ აღგიწერთ. ერთი სიამოვნებაა იქ ყოფნა და ამ ყველაფრის ყურება, თან საოცრად მამშვიდებს.

კახა კალაძე და ყოფილი ფეხბურთელები წყნეთის წვეულებაზე - ფოტოები ბიზნესმენის იუბილედან

ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული

"გვითხრა, სიამოვნებით ვუერთდები თქვენს კამპანიასო" - თენგიზ ცერცვაძეს ისტორიულ-რომანტიკულ ფანტასტიკაში გადაიღებენ