პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული
საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 8 737 ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და, რის­თვი­საც 8 716 ფი­ზი­კუ­რი და 21 იუ­რი­დი­უ­ლი პირი და­ჯა­რიმ­და. ამის შე­სა­ხებ COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს 382 პირი, ხოლო და­ჯა­რიმ­და 144 პირი; მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის ან მგზავ­რო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის და­ჯა­რიმ­და 1 406 ფი­ზი­კუ­რი პირი; მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის და­ჯა­რიმ­და 430 ფი­ზი­კუ­რი პირი.

“3 პირ­ზე მე­ტის შეკ­რე­ბის ან ობი­ექ­ტზე 2 მეტ­რის დის­ტან­ცი­ის და­უც­ვე­ლო­ბა და პირ­ბა­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის­თვის და­ჯა­რიმ­და 1 850 ფი­ზი­კუ­რი პირი;

კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვის­თვის და­ჯა­რიმ­და 4 820 ფი­ზი­კუ­რი პირი;

ხოლო პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბის გამო - 27 ფი­ზი­კუ­რი პირი;

იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მიერ სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მით აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და­ჯა­რიმ­და 21 იუ­რი­დი­უ­ლი პირი;

ინდმე­წარ­მის მიერ სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მით აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და­ჯა­რიმ­და 39 ფი­ზი­კუ­რი პირი (ინდ.მე­წარ­მე).

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთავ­რო­ბის N181 დად­გე­ნი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ სულ შედ­გა სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის 202 ოქმი“, - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტში.

ამა­ვე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 10 000-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო ჩარ­თუ­ლი.

„ერ­თობ­ლი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად პო­ლი­ცია, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრთან და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ე.წ. კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბას. ასე­ვე, ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უცხო ქვეყ­ნი­დან შე­მო­სუ­ლი, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის მქო­ნე სატ­ვირ­თო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის (ეკი­პაჟ­თან ერ­თად) სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­და­ად­გი­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გან­თავ­სდა 130-მდე ბლოკპოს­ტი. პე­რი­ო­დუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ პირ­თა მო­ნი­ტო­რინ­გი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

გარ­და ამი­სა, დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, იკლო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბამ.

„მათ შო­რის შემ­ცირ­და სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი, ასე­ვე, სა­კუთ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი, სატ­რან­სპორ­ტო და ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი. კლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია რო­გორც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბით, ისე ამ მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში პო­ლი­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბით და გაზ­რი­ლი ხილ­ვა­დო­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

იოსები ქობულეთი
3

თავისუფლება ქართველ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს,რომელიც უსამართლოდ არის ამერიკის ციხეში,

ავტორი:

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში 10 000-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული

საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი გამოვლინდა, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 382 პირი, ხოლო დაჯარიმდა 144 პირი; მგზავრთა გადაყვანის ან მგზავრობის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 1 406 ფიზიკური პირი; მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისთვის დაჯარიმდა 430 ფიზიკური პირი.

“3 პირზე მეტის შეკრების ან ობიექტზე 2 მეტრის დისტანციის დაუცველობა და პირბადის გამოუყენებლობისთვის დაჯარიმდა 1 850 ფიზიკური პირი;

კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი;

ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გადაადგილების გამო - 27 ფიზიკური პირი;

იურიდიული პირის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 21 იურიდიული პირი;

ინდმეწარმის მიერ საგანგებო რეჟიმით აკრძალული საქმიანობისთვის დაჯარიმდა 39 ფიზიკური პირი (ინდ.მეწარმე).

ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის N181 დადგენილების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სულ შედგა სამართალდარღვევის 202 ოქმი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე ანგარიშის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

„ერთობლივი მონიტორინგის შედეგად პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, უზრუნველყოფდა ე.წ. კონტაქტების მოძიებას. ასევე, ხორციელდებოდა უცხო ქვეყნიდან შემოსული, კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (ეკიპაჟთან ერთად) საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით გადაადგილების მონიტორინგი. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 130-მდე ბლოკპოსტი. პერიოდულად მიმდინარეობდა თვითიზოლაციაში მყოფ პირთა მონიტორინგი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იკლო რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ.

„მათ შორის შემცირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, სატრანსპორტო და ნარკოდანაშაული. კლება განპირობებულია როგორც საგანგებო მდგომარეობით, ისე ამ მდგომარეობის ფარგლებში პოლიციის მაქსიმალური მობილიზებით და გაზრილი ხილვადობით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რა მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ და რამდენად უსაფრთხოა tik-toki - რეკომენდაციები, რომელიც აპლიკაციის მომხმარებლებს გამოადგებათ

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

ტკიპის სეზონი დაიწყო - როგორ ავარიდოთ ბავშვებს ყირიმ-კონგოს ცხელება