კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?
დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუ არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო პი­რო­ბე­ბით მო­უ­წევთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბის წარ­მარ­თვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვას კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის საფრ­თხის გამო შე­ზღუ­დუ­ლი პი­რო­ბე­ბით იწყებს, ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი კი აცხა­დებს, რომ ისი­ნი ამ გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გი­ორ­გი რუ­რუ­ას სა­პა­ტიმ­რო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე არ აპი­რე­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისი­ნი მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" თქმით, სწო­რედ რუ­რუ­ას ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ისი­ნი და­უ­ჭე­რენ თუ არა სა­არ­ჩევ­ნო ცვლი­ლე­ბებს ხმას. არა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა, მარ­თლაც არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს რუ­რუა და ამ­ჯე­რად უკვე სწო­რედ ოპო­ზი­ცი­ის ხე­ლით ჩა­აგ­დოს ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, მით უფრო, რომ დღეს აშშ-ში ისე­თი პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვა­შინგტონს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­სა­ტუქ­სად დი­დად არ სცა­ლია. მოკ­ლედ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­არ­ჩავ­ნო წე­სით გვექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი, თუმ­ცა მზა­დე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტი­ა­შიც და ოპო­ზი­ცი­ა­შიც უკვე და­წყე­ბუ­ლია.თუ ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ჟო­რი­ტა­რე­ბის რი­ცხვი 30-მდე მცირ­დე­ბა, სწო­რედ ამ 30 კან­დი­და­ტის შე­თახ­მე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპო­ზი­ცი­ის­თვის, რაც, რო­გორც ჩანს, იმ­დე­ნად რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ უკვე ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის დაშ­ლა­ზეც და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი. ცი­ხი­დან ახ­ლა­ხან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, პრო­ცე­სი შე­ფერ­ხე­ბუ­ლია და ამის მი­ზე­ზად სწო­რედ გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბია. მისი თქმით, ამ შე­თან­ხმე­ბა­ში სიმ­ძი­მის ძალა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა" და "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­ზეა" და სწო­რედ მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ერ­თო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ ვერა.

ჩვე­ნი იფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­ი­თხოვს, რომ 30 კან­დი­და­ტი­დან სწო­რედ მან და­ა­კომ­პლექ­ტოს 15, რაც და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმა­საც, რომ პირ­ველ ტურ­ში ყვე­ლამ თა­ვი­სი კან­დი­და­ტი და­ა­ყე­ნოს და მხო­ლოდ მე­ო­რე ტურ­ში გა­სულ ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­დატს და­უ­ჭი­როს მხა­რი ოპო­ზი­ცი­ურ­მა სპექტრმა.

ეს იდეა კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოს­წონს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს, რო­მელ­მავ "პა­ლიტ­რა­ნუ­ი­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში" გა­ნა­ცხა­და:

"ეს ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. ჯერ ერთი ოპო­ზი­ცი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლი თვი­თონ გა­და­წყვეტს, რომ მე­ო­რე ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ურ კან­დი­დატს და­უ­ჭი­როს მხა­რი და არ სჭირ­დე­ბა პარ­ტი­უ­ლი ბო­სე­ბის მო­წო­დე­ბა, მე­ო­რეც - 2016 წელს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას არას­წორ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ წა­მა­გე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბი მეც და წა­ა­გე­ბი­ნა მა­საც. ამის შე­დე­გად პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვდა ვინ­მე მაკ­რა­ხი­ძე. ეს გა­მე­ორ­დე­ბა თუ სწო­რად არ მი­ვუ­დე­ქით სა­კითხს. ოპო­ზი­ცი­ურ­მა კან­დი­და­ტებ­მა ერ­თმა­ნეთს ხმე­ბი არ უნდა წა­არ­თვან!

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს არჩვე­ნი, ან მი­ი­ღებს ყვე­ლა­ფერს და ეს ყვე­ლა­ეფ­რი არის ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გაშ­ვე­ბა, ან მი­ი­ღებს სამი მან­და­ტით მეტს მო­მა­ვალ პარ­ლა­მენ­ტში... ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ის თუ ვერ შე­თან­ხმდე­ბა სხვებ­თან თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი მა­დის გამო, ზო­გა­დად დათ­მობს ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნებს".

პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რის­თვის ერ­თი­ან კან­დი­და­ტებ­ზე შე­თან­ხმე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ "ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­შიც".

"ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია ის, რომ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში პირ­ველ ტურ­ში მოხ­დეს კო­ორ­დი­ნი­რე­ბა და შე­თან­ხმე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლებს შო­რის. ამი­ტომ ახლა ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ მე­ო­რე ტურ­ში ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას მხარს და­უ­ჭერს, არ არის სწო­რი მიდ­გო­მა. მე­ო­რე ტურ­ში ისე­დაც იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ურ­მა ძა­ლებ­მა ერ­თმა­ნეთს მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ. აქ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ პირ­ველ ტურ­ში ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გა­და­ლა­ხოს რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი და მო­ახ­დი­ნონ მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში კან­დი­და­ტე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა... ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კან­დი­და­ტე­ბის არ და­ყე­ნე­ბა, სა­ერ­თო კან­დი­და­ტებ­ზე შე­თან­ხმე­ბა, მაგ­რამ კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნა უნდა იყოს პირ­ველ ტურ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტარ­მა სერ­გი კა­პა­ნა­ძემ.

"რჩე­ვა 30 პარ­ტი­ი­ან ამ­ბი­ცი­ურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას: თავი და­ა­ნე­ბონ მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის გა­ყო­ფის მკვდრად­შო­ბილ პრო­ექტს და იმოქ­მე­დონ პრინ­ცი­პით - 30 ოლქი, 30 ლი­დე­რი. კენ­ჭი იყა­როს ყვე­ლა პარ­ტი­ის ლი­დერ­მა. ოლ­ქე­ბი გა­ი­ნა­წი­ლონ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით. გა­სა­ყო­ფიც აღა­რა­ფე­რი ექ­ნე­ბათ და თეთ­რი და შა­ვიც გა­მოჩ­ნდე­ბა", - ეს მო­საზ­რე­ბა ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვილს ეკუთ­ვნის.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, მას მოს­წონს ეს იდეა, თუმ­ცა ძნე­ლად სა­ვა­რა­უ­დოა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­შიც და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც ყვე­ლა­ზე სო­ლი­დუ­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ამას და­თან­ხმდეს.

რო­გორც კუ­ლუ­ა­რუ­ლად გვი­თხრეს, თა­ვის მხრივ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილს ძა­ლი­ან არ მოს­წონს ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გაზ­რდი­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი და საკ­მა­ოდ რა­დი­კა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი თუნ­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­გახ­სე­ნებთ, მან რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ის მე­რა­ბიშ­ვი­ლის ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლით რო­მე­ლი­მე მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში და­სა­ხე­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­საც ოპო­ზი­ცი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვა, ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის გი­ორ­გი ვა­შა­ძის შე­საძ­ლო და­სა­ხე­ლე­ბაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამის თო­ა­ბა­ზე თაკო ჩარ­კვი­ან­მა აუ­წყა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა პრე­მი­ე­რო­ბის ერ­თი­ან კან­დი­და­ტად გი­ორ­გი ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რის წა­მო­ყე­ნე­ბას. პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის კან­დი­და­ტუ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, არც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და მო­მა­ვალ­შიც არ იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. თაკო ჩარ­კვი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, კი თა­ვის დრო­ზე რო­დე­საც მან ეს კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა მისი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამი­ტომ უდუ­მაშ­ვილს გან­ცხა­დე­ბის ტონს უწუ­ნებს და ოპო­ზი­ცი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ურ­ჩევს. წა­ი­კი­თხედ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 75 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მ.თ .
299

ეხ ოპოზიცია ოპოზიცია. ზუსტად ისე იქცევით ოცნებამ რომ გაიმარჯვოს ხრიკების გარეშეე. თქვენ სკამები გინდათ, ქვეყნის დარდი თქვენ არ გაქვთ.

Giorgi sixarulidze
379

ოპოზიცია კი არა ესენი არიან კრიმინალები ! 

ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის თუ ვინც არიან ესენი !

ავტორი:

დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?

დაიშლება თუ არა ოპოზიციური ერთობა არჩევნებამდე - ვინ და რა შეიძლება იქცეს ოპოზიციის "განხეთქილების ვაშლად"?

ჯერ კიდევ გაურკვეველია, განხორციელდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახალი საარჩევნო პირობებით მოუწევთ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო პროცესების წარმართვა. ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვას კორონავირუსული ინფექციის საფრთხის გამო შეზღუდული პირობებით იწყებს, ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ ისინი ამ განხილვაში მონაწილეობას გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებამდე არ აპირებენ. მოგეხსენებათ, ისინი მის გათავისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევენ.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" თქმით, სწორედ რურუას ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი, ისინი დაუჭერენ თუ არა საარჩევნო ცვლილებებს ხმას. არადა, ხელისუფლებამ შესაძლოა, მართლაც არ გაათავისუფლოს რურუა და ამჯერად უკვე სწორედ ოპოზიციის ხელით ჩააგდოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები, მით უფრო, რომ დღეს აშშ-ში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ვაშინგტონს "ქართული ოცნების" დასატუქსად დიდად არ სცალია. მოკლედ, ჯერჯერობით არ ვიცით, კონკრეტულად რა საარჩავნო წესით გვექნება არჩევნები, თუმცა მზადება სახელისუფლო პარტიაშიც და ოპოზიციაშიც უკვე დაწყებულია.თუ ცვლილებები განხორციელდა, მოგეხსენებათ, მაჟორიტარების რიცხვი 30-მდე მცირდება, სწორედ ამ 30 კანდიდატის შეთახმება არის მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის, რაც, როგორც ჩანს, იმდენად რთულად მიმდინარეობს, რომ უკვე ოპოზიციური ერთობის დაშლაზეც დაიწყეს ლაპარაკი. ციხიდან ახლახან გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, პროცესი შეფერხებულია და ამის მიზეზად სწორედ გარკვეული ძალების მხრიდან წამოყენებული მოთხოვნებია. მისი თქმით, ამ შეთანხმებაში სიმძიმის ძალა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოზეა" და სწორედ მათი გადაწყვეტილებები იქნება მნიშვნელოვანი ერთობა შენარჩუნდება თუ ვერა.

ჩვენი იფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ 30 კანდიდატიდან სწორედ მან დააკომპლექტოს 15, რაც დანარჩენი ოპოზიციისთვის მიუღებელია.

ერთ-ერთი ვერსიით, ოპოზიციაში განიხილავენ იმასაც, რომ პირველ ტურში ყველამ თავისი კანდიდატი დააყენოს და მხოლოდ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი ოპოზიციურმა სპექტრმა.

ეს იდეა კატეგორიულად არ მოსწონს ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმავ "პალიტრანუისის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა:

"ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ჯერ ერთი ოპოზიციური ამომრჩეველი თვითონ გადაწყვეტს, რომ მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და არ სჭირდება პარტიული ბოსების მოწოდება, მეორეც - 2016 წელს ირაკლი ალასანიას არასწორმა გადაწყვეტილებამ წამაგებინა არჩევნები მეც და წააგებინა მასაც. ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ვინმე მაკრახიძე. ეს გამეორდება თუ სწორად არ მივუდექით საკითხს. ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ უნდა წაართვან!

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს არჩვენი, ან მიიღებს ყველაფერს და ეს ყველაეფრი არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, ან მიიღებს სამი მანდატით მეტს მომავალ პარლამენტში... ეს ნიშნავს იმას, რომ ის თუ ვერ შეთანხმდება სხვებთან თავისი პოლიტიკური მადის გამო, ზოგადად დათმობს ოპოზიცია არჩევნებს".

პირველივე ტურისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება მნიშვნელოვნად მიიჩნევენ "ევროპულ საქართველოშიც".

"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ტურში მოხდეს კოორდინირება და შეთანხმება ოპოზიციურ ძალებს შორის. ამიტომ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ მეორე ტურში ვიღაცა ვიღაცას მხარს დაუჭერს, არ არის სწორი მიდგომა. მეორე ტურში ისედაც იგულისხმება, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ ტურში ყველა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, გადალახოს რაღაც წინააღმდეგობები და მოახდინონ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების კოორდინირება... ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, ეს შეიძლება იყოს კანდიდატების არ დაყენება, საერთო კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება", - განაცხადა პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ.

"რჩევა 30 პარტიიან ამბიციურ გაერთიანებას: თავი დაანებონ მაჟორიტარული ოლქების გაყოფის მკვდრადშობილ პროექტს და იმოქმედონ პრინციპით - 30 ოლქი, 30 ლიდერი. კენჭი იყაროს ყველა პარტიის ლიდერმა. ოლქები გაინაწილონ ფარული კენჭისყრით. გასაყოფიც აღარაფერი ექნებათ და თეთრი და შავიც გამოჩნდება", - ეს მოსაზრება ექსპერტ გია ხუხაშვილს ეკუთვნის.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მას მოსწონს ეს იდეა, თუმცა ძნელად სავარაუდოა, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ყველაზე ძლიერია ამ გაერთიანებაშიც და საარჩევნო ადმინისტრაციაშიც ყველაზე სოლიდურად არის წარმოდგენილი, ამას დათანხმდეს.

როგორც კულუარულად გვითხრეს, თავის მხრივ ოპოზიციის ნაწილს ძალიან არ მოსწონს ოქრუაშვილის გაზრდილი ამბიციები და საკმაოდ რადიკალური განცხადებები თუნდაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის მერაბიშვილის ოპოზიციური გაერთიანების სახელით რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში დასახელებას ეწინააღმდეგება.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ოპოზიციაში პრობლემები მოჰყვა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად "ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის შესაძლო დასახელებაა. მოგეხსენებათ, ამის თოაბაზე თაკო ჩარკვიანმა აუწყა საზოგადოებას.

"ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგება პრემიერობის ერთიან კანდიდატად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის წამოყენებას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ახალი საქართველოს" ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება, არც განიხილებოდა და მომავალშიც არ იქნება განხილული. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, კი თავის დროზე როდესაც მან ეს კანდიდატურა წამოაყენა მისი კოლეგების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ უდუმაშვილს განცხადების ტონს უწუნებს და ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნებას ურჩევს. წაიკითხედ სრულად

ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და "პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად.. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი" - ალეკო ელისაშვილი